საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?
"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?

მსა­ხი­ო­ბი ანი ბე­ბია, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ დედა გახ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ულა­მა­ზეს ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც დედა-შვი­ლო­ბის ემო­ცი­ა­სა და სი­ლა­მა­ზეს გად­მოს­ცემს.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ­ბობს, რომ ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვამ­დე ბევ­რს ყოყ­მა­ნობ­და.

"კი, ვყოყ­მა­ნობ­დი. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მინ­დო­და. კარ­გა ხა­ნია, მსგავ­სი ფო­ტო­სე­სია და­გეგ­მი­ლი მქონ­და. რო­გორც იქნა, ამ საქ­მეს მე და ფო­ტოგ­რაფ­მა საშ­ვე­ლი და­ვა­ყე­ნეთ და გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, ფო­ტო­ე­ბის ასატ­ვირ­თად ხელი რომ უნდა და­მე­ჭი­რა, ვყოყ­მა­ნობ­დი. მინ­დო­და, ამის­თვის მე­ტად მზად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­აც "წა­მო­ვი­დო­და". უბ­რა­ლოდ, მარ­თლა არ მე­გო­ნა, თუ ამ­დენ პო­ზი­ტი­ურ კო­მენ­ტარს მი­ვი­ღებ­დი. ნე­გა­ტი­უ­რიც იყო, მაგ­რამ ჩემს გვერ­დზე - ნაკ­ლე­ბად: უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია უფრო სხვა, სა­ი­ტე­ბის მიერ გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტო­ებს მოჰ­ყვა. უმე­ტე­სო­ბა და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი იყო - ხალ­ხს სწო­რი ხედ­ვა, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს" - ამ­ბობს ანი ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- შენს ახ­ლობ­ლებს შო­რის, უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ვინ­მეს ჰქონ­და?

- სა­ერ­თოდ არა­ვის, პი­რი­ქით...

- მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ფე­რის სა­მო­სის ჩაც­მის უფ­ლე­ბა რომ გქონ­დეს, რო­მელს აირ­ჩევ­დი?

- რა­ტომ­ღაც, ბოლო დროს თეთ­რი მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი.

- ოდეს­მე უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნად გიგ­რძნია თავი?

- ხში­რად - არა, მაგ­რამ მიგ­რძნია, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ - უმი­ზე­ზოდ. მგო­ნია, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მსგავ­სი შეგ­რძნე­ბა არ აქვს ხოლ­მე. ძი­რი­თა­დად, მათ აქვთ, ვინც ცო­ტა­თი დეპ­რე­სი­ის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბი.

- ასეთ გან­ცდას რო­გორ უმკლავ­დე­ბი?

- უნდა გა­იხ­სე­ნო, კარ­გი რა გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მორ­ჩა, ცუდი ფიქ­რე­ბი მი­დის (იცი­ნის)...

- კი­დევ რა არის შენ­თვის მე­ლან­ქო­ლი­ურ ფიქ­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ამ­ჟა­მად ამა­ში უკვე ბავ­შვი მეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­მაც სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა "ამო­მი­ყი­რა­ვა". მა­ნამ­დე ჩემი საქ­მე მეხ­მა­რე­ბო­და (მა­გა­ლი­თად, სპექ­ტაკლში თა­მა­ში) და ასე­ვე - საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- შენი შვი­ლის - ჯე­რის ქმე­დე­ბე­ბი­დან რას გა­უ­ო­ცე­ბი­ხარ?

- რა­ღა­ცე­ბი არის ხოლ­მე, რაც მარ­თლა მა­ო­ცებს. ახლა უკვე ის ეტა­პი აქვს, რომ რა­ღა­ცებს იაზ­რებს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმით გა­ვოც­დი, რომ "ჭი­ტას" ვე­თა­მა­შებ­დი, ანუ სა­ხე­ზე პლედს ვი­ფა­რებ­დი, მერე ვი­შო­რებ­დი და "ჭი­ტას" ვე­უბ­ნე­ბო­დი, ჯე­რიმ კი ზუს­ტად იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა: პლე­დი სა­ხე­ზე თა­ვი­სი ხე­ლე­ბით აი­ფა­რა და ჩა­მოს­წია. ამას არ ვე­ლო­დი - ჯერ მა­ინც პა­ტა­რაა (9 თვი­საა) და თა­ვად რა­ღაც გა­მიზ­ნუ­ლად რომ გა­ა­კე­თა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და ფი­ზი­კუ­რად გა­მო­ხა­ტა, გა­მიკ­ვირ­და.

- მსა­ხი­ო­ბი უკე­თე­სი ხარ თუ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი?

- აუ, რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მე ვარ (იცი­ნის)?! არა, კაცო, მსა­ხი­ო­ბი უკე­თე­სი ვარ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნად თავს არ მი­ვიჩ­ნევ. უბ­რა­ლოდ, ეს გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­სინ­ჯვა იყო.

- რა­ტომ აღარ ხარ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი?

- აღარ მომ­წონ­და, რა­საც ვა­კე­თებ­დი. იქ რისი მი­ღე­ბაც მინ­დო­და, მი­ვი­ღე, მა­გა­ლი­თად - პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და...

- ბო­ლოს გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში ვის მო­უ­ხა­დე?

- ბავ­შვს, მაგ­რამ არ მახ­სოვს, რის გამო. ეს დღეს რომ მოხ­და, მახ­სოვს. ბავ­შვს ბო­დიშს ხში­რად ვუხ­დი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მალე არ ავიყ­ვა­ნე ხელ­ში ან შემ­თხვე­ვით რა­ღა­ცას მიჰ­კრა ფეხი, ხელი... მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის გამო, ყო­ველ­თვის ბო­დიშს ვუხ­დი, რად­გან ყუ­რა­დღე­ბა თა­ვად და­ვა­კე­ლი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქურდი ცობეცა
53

კარგია

მე
38

რა საყვარელი დედა-შვილია, ულამაზესები. ბედნიერია ილო ამათ რომ უყურებს ყოველ დღე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ულამაზეს ფოტოებს, რომლებიც დედა-შვილობის ემოციასა და სილამაზეს გადმოსცემს.

რამდენიმე კვირის წინ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობს, რომ ფოტოების ატვირთვამდე ბევრს ყოყმანობდა.

"კი, ვყოყმანობდი. გამოქვეყნება მინდოდა. კარგა ხანია, მსგავსი ფოტოსესია დაგეგმილი მქონდა. როგორც იქნა, ამ საქმეს მე და ფოტოგრაფმა საშველი დავაყენეთ და გადავიღეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი. მინდოდა, ამისთვის მეტად მზად ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, საზოგადოებისგან ბევრი ნეგატიური რეაქციაც "წამოვიდოდა". უბრალოდ, მართლა არ მეგონა, თუ ამდენ პოზიტიურ კომენტარს მივიღებდი. ნეგატიურიც იყო, მაგრამ ჩემს გვერდზე - ნაკლებად: უარყოფითი რეაქცია უფრო სხვა, საიტების მიერ გაზიარებულ ფოტოებს მოჰყვა. უმეტესობა დადებითი კომენტარი იყო - ხალხს სწორი ხედვა, სწორი დამოკიდებულება აქვს" - ამბობს ანი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

- შენს ახლობლებს შორის, უარყოფითი რეაქცია ვინმეს ჰქონდა?

- საერთოდ არავის, პირიქით...

- მთელი თვის განმავლობაში ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- რატომღაც, ბოლო დროს თეთრი მაქვს ამოჩემებული.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- ხშირად - არა, მაგრამ მიგრძნია, მაინც ვფიქრობ, რომ - უმიზეზოდ. მგონია, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსგავსი შეგრძნება არ აქვს ხოლმე. ძირითადად, მათ აქვთ, ვინც ცოტათი დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები.

- ასეთ განცდას როგორ უმკლავდები?

- უნდა გაიხსენო, კარგი რა გაქვს გაკეთებული და მორჩა, ცუდი ფიქრები მიდის (იცინის)...

- კიდევ რა არის შენთვის მელანქოლიურ ფიქრებთან გამკლავების კარგი საშუალება?

- ამჟამად ამაში უკვე ბავშვი მეხმარება, რომელმაც საერთოდ, ცხოვრება "ამომიყირავა". მანამდე ჩემი საქმე მეხმარებოდა (მაგალითად, სპექტაკლში თამაში) და ასევე - საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

- შენი შვილის - ჯერის ქმედებებიდან რას გაუოცებიხარ?

- რაღაცები არის ხოლმე, რაც მართლა მაოცებს. ახლა უკვე ის ეტაპი აქვს, რომ რაღაცებს იაზრებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იმით გავოცდი, რომ "ჭიტას" ვეთამაშებდი, ანუ სახეზე პლედს ვიფარებდი, მერე ვიშორებდი და "ჭიტას" ვეუბნებოდი, ჯერიმ კი ზუსტად იგივე გაიმეორა: პლედი სახეზე თავისი ხელებით აიფარა და ჩამოსწია. ამას არ ველოდი - ჯერ მაინც პატარაა (9 თვისაა) და თავად რაღაც გამიზნულად რომ გააკეთა, გააანალიზა და ფიზიკურად გამოხატა, გამიკვირდა.

- მსახიობი უკეთესი ხარ თუ ტელეწამყვანი?

- აუ, რა ტელეწამყვანი მე ვარ (იცინის)?! არა, კაცო, მსახიობი უკეთესი ვარ. ტელეწამყვანად თავს არ მივიჩნევ. უბრალოდ, ეს გამოცდილების მიღება, ამ სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა იყო.

- რატომ აღარ ხარ ტელეწამყვანი?

- აღარ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. იქ რისი მიღებაც მინდოდა, მივიღე, მაგალითად - პირდაპირ ეთერში მუშაობა მაინტერესებდა...

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის მოუხადე?

- ბავშვს, მაგრამ არ მახსოვს, რის გამო. ეს დღეს რომ მოხდა, მახსოვს. ბავშვს ბოდიშს ხშირად ვუხდი, თუნდაც იმიტომ, რომ მალე არ ავიყვანე ხელში ან შემთხვევით რაღაცას მიჰკრა ფეხი, ხელი... მსგავსი რაღაცების გამო, ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, რადგან ყურადღება თავად დავაკელი....წაიკითხეთ სრულად

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

დღეიდან ჩინური "სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება - როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეთ აცრისთვის

მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს