სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" - გია ხუხაშვილი
"გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" - გია ხუხაშვილი

"თუ გი­ორ­გი გა­ხა­რია ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თავს ყვე­ლა­ფერს და გა­უძ­ლებს იმ ცე­ცხლს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­იხ­სნე­ბა მის მი­მართ, მა­შინ მას შე­უძ­ლია საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნა ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის.

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მხრი­დან კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა შეც­დო­მა, რად­გან ეს არის ახ­ლად ფორ­მი­რე­ბა­დი პარ­ტი­უ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე არამ­გო­ნია, რომ პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით გას­ვლა­ზე, უფრო წერ­ტი­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი უნდა აი­ღოს და წერ­ტი­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ში უნდა აჩ­ვე­ნოს რა­ღაც შე­დე­გი იმი­ტომ, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაშ­ლა მათ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

ამი­ტომ, მათ უნდა აი­ღონ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა აჩ­ვე­ნონ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხა­რი­ას თბი­ლი­სის მე­რად წარ­დგე­ნა­ში მი­მაჩ­ნია, რომ არის გარ­კვე­უ­ლი ლო­გი­კა. მას შე­დე­გი ექ­ნე­ბა თუ სწო­რად შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, თუ ის ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თავს ყვე­ლა­ფერს და გა­უძ­ლებს იმ ცე­ცხლს, რო­მე­ლიც ორი­ვე მხრი­დან, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­იხ­სნე­ბა მის მი­მართ. მა­შინ მას შე­უძ­ლია აჩ­ვე­ნოს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, პო­ლი­ტო­ლოგ­მა ოპო­ზი­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბიც შე­ა­ფა­სა და გან­მარ­ტა, რომ ოპო­ზი­ცი­ამ არ უნდა ისა­უბ­როს ერ­თი­ან კან­დი­დატ­ზე, რად­გან ეს მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, ოპო­ზი­ცი­ამ ფი­ნალ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რა­ზე უნდა ისა­უბ­როს.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია, ერ­თა­დერ­თი ვინც ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს არის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, მაგ­რამ აქაც გარ­კვე­უ­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე შე­იმ­ჩნე­ვა იმი­ტომ, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს ეს­მის, რომ ის ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტი ვერ გახ­დე­ბა, მაგ­რამ მო­რიგ ეპა­ტაჟ­თან გვაქვს საქ­მე და მეტი არა­ფე­რი.

მე ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ბევ­რი კან­დი­და­ტი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­ვი­დან იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­იკ­ვე­თოს ორი ლი­დე­რი, რად­გან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ჩვენ გვექ­ნე­ბა მე­ო­რე ტური ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და ოპო­ზი­ცი­ას თუ უნდა რა­ი­მე კო­ორ­დი­ნა­ცია, ჯო­ბია ახლა კი არ ისა­უბ­რონ ერ­თი­ან კან­დი­დატ­ზე, რაც წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, არა­მედ ისა­უბ­როს იმა­ზე, რომ უკვე მე­ო­რე ტურ­ში მოხ­დეს მხარ­და­ჭე­რა ფი­ნალ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტის - ეს არის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სწო­რი და ჯან­სა­ღი ფორ­მუ­ლა ორი მი­ზე­ზის გამო. პირ­ვე­ლი - იმი­ტომ, რომ წი­ნას­წარ ერ­თმა­ნე­თის დაჭ­მა, ვინ იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტი, არ იქ­ნე­ბა სწო­რი და ეს და­ძა­ბავს მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს და მე­ო­რე მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ ეს ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტი ვერ მო­ი­ცავს ყვე­ლა პარ­ტი­ის გე­მოვ­ნე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, არით­მე­ტი­კუ­ლად იმი­სათ­ვის, რომ მიღ­წე­უ­ლი იყოს მე­ო­რე ტუ­რის ამო­ცა­ნა, ჯო­ბია, რომ პირ­ველ ტურ­ში ფრონ­ტი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გაშ­ლი­ლი და უკვე მე­ო­რე ტურ­ში შე­უძ­ლი­ათ გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ახ­დი­ნონ ამომ­რჩევ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცია. დღეს სა­უ­ბა­რი ერ­თი­ან კან­დი­დატ­ზე არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და მეტი არა­ფე­რი, მი­თუ­მე­ტეს მე­ლი­ას კან­დი­და­ტუ­რა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ თუ ეს პარ­ტია თვლის, რომ ის არის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პარ­ტი­უ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი და პრე­ტენ­ზია აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს არა თბი­ლი­სის, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად გარ­კვე­უ­ლი სა­მე­ურ­ნეო დატ­ვირ­თვით, არა­მედ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად, უკვე რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც უნდა იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბო­და მე­ლი­ას წარ­დგე­ნა თბი­ლი­სის მე­რად“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
9

რას იტყვი მე რომ მივიღო მერის არჩევნებში მონაწილეობა? კაი თბილისელი ბიჭი ვარ.

ბაზიერი
19

"გახარიას მერად წარდგენაში მიმაჩნია რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" ამის დამწერს მე-5 კლასის ქართულის მასწავლებელი ორიანს დაუწერდა, სინტაქსის სრული უცოდინარობისთვის! შინაარსი: - უარესი! ეს პროგნოზი კი არა მკითხაობაა - არანაირი ლოგიკა, არანაირი დასაბუთება; მიკვირს ამ კაცს დამფინანსებელი რაში უხდის ფულს? ეტყობა ისიც მისი ჭკუისაა1

გახარიას მერობაზე -- მან არ უნდა დააყენოს კანდიდატურა, რადგანაც მეორე ტურში გასვლა შეიძლება გაუჭირდეს დროის სიმცირის გამო. არაა აუცილებელი პარტიის თავმჯდომარე თბილისის მერი იყოს (სასურველიც არაა) თბილისში და სხვაგანაც დააყენოს თავისი ხალხი და ამ არჩევნებზე მოახდინოს მხარდამჭერთა კონსოლიდაცია პროპორციულში აიღოს 20-% და სოლიდური ძალა ყველა (!) საკრებულოში! ოცნებასაც და ცოცხთაყვანისმცემლებსაც მიუჩინოს თავ-თავისი ადგილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" - გია ხუხაშვილი

"გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში" - გია ხუხაშვილი

"თუ გიორგი გახარია ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ხელისუფლების და ასევე, ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ, მაშინ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული შედეგი აჩვენოს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ თბილისის მერობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა ლოგიკას მოკლებული არ არის.

"გიორგი გახარიას მხრიდან კანდიდატურის დაყენება არ იქნება შეცდომა, რადგან ეს არის ახლად ფორმირებადი პარტიული წარმონაქმნი, რომელსაც ამ ეტაპზე არამგონია, რომ პრეტენზია ჰქონდეს ნაციონალური მასშტაბით გასვლაზე, უფრო წერტილოვანი პროექტები უნდა აიღოს და წერტილოვან პროექტებში უნდა აჩვენოს რაღაც შედეგი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის გაშლა მათთვის ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამიტომ, მათ უნდა აიღონ რამდენიმე ქალაქი, რამდენიმე პროექტი და კონცენტრირებული აქტივობა აჩვენონ. შესაბამისად, გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში, თუ ის ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ. მაშინ მას შეუძლია აჩვენოს საკმაოდ სერიოზული შედეგი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგმა ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატებიც შეაფასა და განმარტა, რომ ოპოზიციამ არ უნდა ისაუბროს ერთიან კანდიდატზე, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

მისივე თქმით, მაღალი ალბათობით მეორე ტური იქნება და სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერაზე უნდა ისაუბროს.

"ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია, ერთადერთი ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს არის ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ აქაც გარკვეული სიმსუბუქე შეიმჩნევა იმიტომ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ესმის, რომ ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ გახდება, მაგრამ მორიგ ეპატაჟთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერი.

მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ბევრი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი თავიდან იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ორი ლიდერი, რადგან მაღალი ალბათობით ჩვენ გვექნება მეორე ტური ამ არჩევნებზე და ოპოზიციას თუ უნდა რაიმე კოორდინაცია, ჯობია ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ უკვე მეორე ტურში მოხდეს მხარდაჭერა ფინალში გასული კანდიდატის - ეს არის ალბათ ყველაზე სწორი და ჯანსაღი ფორმულა ორი მიზეზის გამო. პირველი - იმიტომ, რომ წინასწარ ერთმანეთის დაჭმა, ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი, არ იქნება სწორი და ეს დაძაბავს მათ შორის ურთიერთობებს და მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს ერთიანი კანდიდატი ვერ მოიცავს ყველა პარტიის გემოვნებას.

შესაბამისად, არითმეტიკულად იმისათვის, რომ მიღწეული იყოს მეორე ტურის ამოცანა, ჯობია, რომ პირველ ტურში ფრონტი იყოს მაქსიმალურად გაშლილი და უკვე მეორე ტურში შეუძლიათ გარკვეულწილად მოახდინონ ამომრჩევლის მაქსიმალური კოორდინაცია. დღეს საუბარი ერთიან კანდიდატზე არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და მეტი არაფერი, მითუმეტეს მელიას კანდიდატურა ძალიან უცნაური იქნება იმიტომ, რომ თუ ეს პარტია თვლის, რომ ის არის ყველაზე მსხვილი პარტიული წარმონაქმნი და პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ბუნებრივია ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა განიხილებოდეს არა თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად გარკვეული სამეურნეო დატვირთვით, არამედ უნდა განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უკვე რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა მელიას წარდგენა თბილისის მერად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას!" - რეზო ამაშუკელი

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"