სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე
"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან მოხ­და პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან, - ამის შე­სა­ხებ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რი­თაც სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქის უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის მხრივ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტომ, პრო­ცეს­ში ჩარ­თო სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ თე­მით და რა­საც დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე დღე.

„და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, სრუ­ლად იზი­ა­რებს იმ წუ­ხილს, რო­მე­ლიც გა­მო­ით­ქვა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ქარ­თუ­ლი სა­მუ­შაო ძა­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი ერთი ჯგუ­ფის მხრი­დან. ისე რო­გორც ყვე­ლა წა­მო­წყე­ბას, შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ამ ეტაპ­ზე არის, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, ასე­ვე, ცალ­კე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან ერ­თად სა­ჭი­რო­ებს გა­დაჭ­რას.

გი­დას­ტუ­რებთ, რომ ერთი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბა­ში შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან მოხ­და პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქარ­თულ­მა მხა­რემ უკვე მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს­გან, რომ ამ კონ­კრე­ტულ ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იქნა კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბი მათი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის, რაც ცხა­დია, არის ქარ­თუ­ლი მხა­რის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი. რაც მთა­ვა­რია, გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან და სა­მუ­შაო შე­თა­ვა­ზე­ბის პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­საქ­მე­ბე­ლი და­თან­ხმდა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­და­უ­ხა­დოს სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი მხა­რე მო­ი­თხოვს ამ კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას სხვა დამ­საქ­მებ­ლებ­თან”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა მო­მა­ვალ­შიც მოხ­დე­ბა პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

„რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად პროგ­რა­მას, ვფიქ­რობ მსგავ­სი სა­კი­თხის ზედ­მე­ტად აქ­ტუ­ა­ლი­ზი­რე­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ინ­ტე­რესს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დენს შე­თან­ხმე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ქარ­თულ მხა­რეს მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ ქო­ნია ამ დრომ­დე არც ერთ სხვა დამ­საქ­მებ­ლებ­თან”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქე უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­შია. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ შო­რის ისი­ნი და­პი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ იღე­ბენ და ხელ­ფა­სი სა­ათ­ში და­პი­რე­ბუ­ლი 9 ევ­როს ნაც­ვლად 3 ევ­როა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჯამ­ში 54-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით 4 ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
14

რა ქვეყანა დავანგრიეთ, ვიყოთ ეხლა მონურ მდგომარეობაში

სიმართლე
16

წავედით გერმანიაში 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე

"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე

ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რითაც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის უმძიმეს სამუშაო პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასულ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.

„რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა.

საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები