პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს
"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას­თან კი­ევ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ვი­დე­ო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლია უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რად­გან ვერ გა­ტე­ხეს და „ცი­ხის შიში სა­ერ­თოდ გა­აქ­რო“.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნამ­დვი­ლი გმი­რი ნიკა მე­ლია არის ჩა­მო­სუ­ლი კი­ევ­ში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით. მე მის ად­გილ­ზე ცი­ხის შემ­დეგ და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ენერ­გია აქვს, რომ ერთი წა­მით არ შე­უძ­ლია დაჯ­დო­მა და დას­ვე­ნე­ბა, რაც არის გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი აქვს ნი­კას და მა­ღა­ლი ტალ­ღა აწია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ვა­მა­ყობ, რომ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი ვარ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი გამ­ბე­და­ო­ბით და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით, რაც გა­მო­ი­ჩი­ნა. მგო­ნი ჩვენს ხალ­ხს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი წე­ლია ხალ­ხი ელო­დე­ბა რა­ღაც შვე­ბას და წინსვლას.

ჩემი აზ­რით ნიკა უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ ვერ გა­ტე­ხეს და ცი­ხის შიში სა­ერ­თოდ გა­აქ­რო, შიში რეპ­რე­სი­ე­ბის და ზე­წო­ლე­ბის, რაც ამ­დე­ნი წელი არ­სე­ბობ­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ სტან­დარტს ქმნის, სხვე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მიჰ­ყვნენ მის გამ­ბე­და­ო­ბას და სტან­დარტს. ეს არის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, ახა­ლი ძალა მი­ე­ცა მთელს ჩვენს ხალ­ხს“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას თქმით, სჯე­რა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც თუ ისე შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, არა მხო­ლოდ კი­ევ­ში, არა­მედ თბი­ლის­შიც შეხ­ვდე­ბა.

"2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონ­და შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე ფი­ზი­კუ­რად პას­პორ­ტი არ მქონ­და, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნას. მი­შას სამ­წუ­ხა­როდ დღემ­დე არ ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­მო­ვი­დეს იქ, სა­დაც ეკუთ­ვნის ყოფ­ნა. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ. მჯე­რა, რომ არც თუ ისე შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით არა მხო­ლოდ კი­ევ­ში, არა­მედ თბი­ლის­შიც, ეს ასეც უნდა იყოს და შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვაგ­ვა­რად მოხ­დეს. ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თო სტრა­ტე­გია იყოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მტე­რი არ გა­ვა­ხა­როთ. უამ­რა­ვი ხა­ფან­გი და­გე­ბუ­ლი დამ­ხვდა ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხე­ლებს იფ­შვნეტ­და, რომ იქ­ნებ რა­ი­მე გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­დეს ოპო­ზი­ცი­ა­ში. ჭო­რებს ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს მი­შას­თან და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მაქვს, რაც არის პი­რი­ქით. იმა­ზე გო­ნი­ე­რი ხალ­ხია ოპო­ზი­ცი­ა­ში და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ვიდ­რე მა­ვანს გო­ნია, ამი­ტომ არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გოს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი ბო­ლომ­დე ამო­ი­შან­თოს. მთა­ვა­რია ჩვენ თვი­თონ ვირ­წმუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ჩვენ თუ არ ვირ­წმუ­ნეთ რო­გორ უნდა ირ­წმუ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბამ“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია კი­ევ­ში 16 მა­ისს გაფ­რინ­და. უკ­რა­ი­ნა­ში მას­თან ერ­თად გა­ემ­გზავრნენ პარ­ტი­ის წევ­რე­ბი: კობა ნა­ყო­ფია, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
48

ყოჩაღ ნიკა,თუ სააკაშვილს ციხის შიში გაუქრე,იქნებ ეხლა მაინც ჩამოვიდეს და ჩაჯდეს))))))

გია
46

არ გეღირსოს მეტი ბედნიერება:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან კიევში გამართული შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს და „ციხის შიში საერთოდ გააქრო“.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილზე ციხის შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ იმხელა ენერგია აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც არის გამარჯვების საწინდარი. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი გამბედაობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა. სხვანაირად არ შეიძლება, ამდენი წელია ხალხი ელოდება რაღაც შვებას და წინსვლას.

ჩემი აზრით ნიკა უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო, შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც შეხვდება.

"2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანას. მიშას სამწუხაროდ დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლება პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს. მთავარია ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ საქართველოში, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენ თუ არ ვირწმუნეთ როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში 16 მაისს გაფრინდა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ