საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე
"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ყვე­ლა პუნ­ქტი იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მმარ­თველ გუნდს ამის მზა­ო­ბა აქვს, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პო­ლიტ­საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს ის გეგ­მა, რაც“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის სჭირ­დე­ბა.

„შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ყვე­ლა პუნ­ქტი იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მმარ­თველ გუნდს ამის მზა­ო­ბა აქვს.

მე­ო­რე სა­კი­თხი, რაც პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რეთ, იყო ის გეგ­მა, რაც“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის სჭირ­დე­ბა მე­რე­ბის და სხვა კან­დი­და­ტე­ბის ასარ­ჩე­ვად, მათ შო­რის, რა წე­სით უნდა ჩა­ტარ­დეს შერ­ჩე­ვა საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი თუ პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ი­ო­ნებ­ში. იცით, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას მო­უ­წევს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დად­გე­ნა არის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია“, - აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­და პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მას კახა კა­ლა­ძე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მან სხდო­მა­ზე დას­წრე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და.

„კახი კა­ლა­ძე პარ­ტი­ის ოფის­ში ორ­ჯერ ვნა­ხეთ, აქ კონ­სპი­რა­ცია არ გა­მო­ვა. სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე მას­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის არამ­ხო­ლოდ თბი­ლი­სის მერი, პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნია, ამ ეგი­დით 2 სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და, ასე­ვე ემ­ზა­დე­ბა, ხვალ, თუ ზეგ პრე­ზენ­ტა­ცია აქვთ და­გეგ­მი­ლი. დღეს სა­ღა­მოს ვერ მო­ა­ხერ­ხა დას­წრე­ბა, აქე­დან ჩვენ ვერ შევ­ქმნით რა­ი­მე ისეთს, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნავს მდი­ნა­რა­ძე.

კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა კახი კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ დათ­ქმულ ვა­დებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი კან­დი­და­ტე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძეს, მდი­ნა­რა­ძის თქმით, „კახი არის გუნ­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი, ასე­ვე თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო მერი“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
35

ამათ სასამართლოს რეფორმაც ჩაატარეს ხომ? ისეთი, რომ ევროპა გააოცეს!

Vake
31

კალაძე თავის შექმნილ პარკირების და საცობების პრობლემეს აგვარებდა ვაკეში.))@

სად ცალია! ფიქრობს პარკირება სად გააძვიროს და საცობი სად გააჩინოს კუდე!@)))

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილეს ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს.

მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ, იყო ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგენა არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია“, - აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მან სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა, დღის განმავლობაში საარჩევნო თემებზე მუშაობდა.

„კახი კალაძე პარტიის ოფისში ორჯერ ვნახეთ, აქ კონსპირაცია არ გამოვა. საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არამხოლოდ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანია, ამ ეგიდით 2 სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა, ასევე ემზადება, ხვალ, თუ ზეგ პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი. დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც გაინტერესებთ ხოლმე“, - აღნიშნავს მდინარაძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ დათქმულ ვადებში გახდება ცნობილი კანდიდატების შესახებ, რაც შეეხება კახა კალაძეს, მდინარაძის თქმით, „კახი არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსეული ლიდერი, ასევე თბილისის საუკეთესო მერი“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"