საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?
29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?
  • ფო­ტო­ზე: ლასო აბუ­თი­ძე

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­მა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს 15-15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა. საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულს. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მოკ­ლეს 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, იმა­ვე სო­ფელ­ში, თა­ვი­სი­ვე კო­ტე­ჯში მდგმუ­რებ­თან იყო მი­სუ­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან შეჭ­რას შე­ე­ცად­ნენ. მუ­შებ­სა და აბუ­თი­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმ­ჟა­მად ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ბიჭი სცე­მეს და ხე­ლით მო­გუ­დეს. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლოვ­ნებ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. და­ა­კა­ვეს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ტყი­ბუ­ლის სო­ფელ მუ­ხუ­რა­დან ამ­ბრო­ლა­ურ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.

დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­მა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 22 აგ­ვის­ტოს, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აგა­რა­ში, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუ­ფუ­რად, გა­გუდ­ვის გზით გან­ზრახ მოკ­ლეს ლ.ა. იმავდრო­უ­ლად ვ.ს. ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მ.ც.-ს, რო­მე­ლიც ლ.ა.-ს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლობ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.ქ. და ვ.ს. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. ი.ქ.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჯგუ­ფუ­რად), ხოლო ვ.ს.-ს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჯგუ­ფუ­რად) და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ცემა და ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნათ. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ი.ქ. და ვ.ს. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15-15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kato
2

სამუდამო უნდა მიუსაჯოთ, მასეთებს. რა არის მათთვის 15 წელი? გამოვლენ და ისევ ჩაიდენენ სხვა დანაშაულებს. ციხეში უნდა აყურყუტო მთელი ცხოვრება, აი ეს იქნება ღირსეული სასჯელიმ, მასეთი მკვლელებისთვის.

ელგუჯა
1

სამუდამო უნდა მიეცათ.თხუთმეტი წლის მერე გარეთ გამოვლენ და რა გარანტიაა,რომ ვინმეს კიდევ არ დაჭრიან ან არ მოკლავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?
  • ფოტოზე: ლასო აბუთიძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ პირებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის თაობაზე ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. საქმე ეხება გასული წლის 22 აგვისტოს, გამთენიისას, ამბროლაურის სოფელ აგარაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს. იმ საბედისწერო ღამეს მოკლეს 29 წლის ვლას (ლასო) აბუთიძე, რომელიც საკუთარი სახლიდან, იმავე სოფელში, თავისივე კოტეჯში მდგმურებთან იყო მისული.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან შეჭრას შეეცადნენ. მუშებსა და აბუთიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

ადგილობრივები იმჟამად ჰყვებოდნენ, რომ ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. დამნაშავეები ნასვამები იყვნენ. ძალოვნებმა ეს დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დააკავეს.

მკვლელობაში ბრალდებულები ტყიბულის სოფელ მუხურადან ამბროლაურში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.

დამნაშავეების მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ვკითხულობთ:

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია განცხადებაში.

"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს