საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი
"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი

ეკ­ლე­სია დგას, ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ვა და ეს მცი­რე მკბე­ნა­რა თევ­ზე­ბი, თუ ცხო­ვე­ლე­ბი, რომ იკ­ბი­ნე­ბი­ან, ესე­თი კბე­ნე­ბი ყო­ველ­თვის იყო და არა­უ­შავს - მღვდელმთავ­რებს მინ­და მო­ვუ­წო­დო, მთა­ვა­რი ჩვენ­თვის არის ახლა მოთ­მი­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჭყონ­დიდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჭყონ­დიდ­ში ახლა რაც ხდე­ბა, ეს არის არა და­პი­რის­პი­რე­ბა, არა­მედ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მელ­საც დრო ჩა­ა­ცხრობს და მო­მა­ვალ­ში არც ეცო­დი­ნე­ბათ, რა მოხ­და ჭყონ­დიდ­ში.

"ჩარ­თუ­ლია მთე­ლი ეკ­ლე­სია ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ათა­ნა­სე ალექ­სან­დრი­ე­ლის (ალექ­სან­დრი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი) მი­მართ არი­ო­ზის მომ­ხრე­ებს იმ­დე­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­დათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ამო­წუ­რუ­ლი თემა - დრო თა­ვის­თა­ვად ჩა­ა­ცხრობს ამ ყვე­ლა­ფერს. კარ­გია, რომ არი­ო­ზი არ იცით ვი­ნაა, მან ისე­თი შფო­თი შე­ი­ტა­ნა ეკ­ლე­სი­ა­ში, ისე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა სის­ხლისღვრა იყო და დღეს ალ­ბათ, არა­ვინ იცის, ვი­ნაა არი­ო­ზი და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ იცით, რად­გან ჩა­ი­ა­რა ამ ამ­ბავ­მა. ეს ჭყონ­დი­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც ჩა­ივ­ლის, ცოტა ხანი გავა და ალ­ბათ, სხვა ჟურ­ნა­ლის­ტი მოვა ჩემ­თან, რო­მელ­საც არ ეცო­დი­ნე­ბა, რა მოხ­და ჭყონ­დიდ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ეკ­ლე­სია დგას, ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ვა და ეს მცი­რე მკბე­ნა­რა თევ­ზე­ბი, თუ ცხო­ვე­ლე­ბი არ ვიცი,რა ვთქვა, რომ იკ­ბი­ნე­ბი­ან, ესე­თი კბე­ნე­ბი ყო­ველ­თვის იყო და არა­უ­შავს.

მინ­და მღვდელთმთავ­რებს მო­ვუ­წო­დო, რომ მთა­ვა­რი ჩვენ­თვის არის ახლა მოთ­მი­ნე­ბა, ჩვენ გვაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და უნდა შე­ვი­კა­ვოთ თავი ყვე­ლა­ნა­ი­რი მრის­ხა­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის­გან, თუმ­ცა, ეს მრის­ხა­ნე­ბა არ­სე­ბობს რა თქმა უნდა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
33

ის ხალხის კისრიდან ამოღებული 25 000 000 ხომ არის საამოდ შესარგისი? ხალხი ღატაკდება და ესენი მდიდრდებიან.ამაზე ილაპარაკოს და დაუბრუნოს გაჭირვებულებს რასაც ართმევენ.ეგენიც ამ ხელისუფლების დამქაშები რომ არიან იმიტომ ვერ ეგუებიან მართალ სიტყვას.

იონა
27

და მერე შენ გგონია, რომ შენ ხარ ქრისტეს ეკლესია ნიკოლოზ?! აი მაგ ილუზიიდან რომ გამოხვალ, მერე ხარ ცოდო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი

"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი

ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს - მღვდელმთავრებს მინდა მოვუწოდო, მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭყონდიდში ახლა რაც ხდება, ეს არის არა დაპირისპირება, არამედ წინააღმდეგობა, რომელსაც დრო ჩააცხრობს და მომავალში არც ეცოდინებათ, რა მოხდა ჭყონდიდში.

"ჩართულია მთელი ეკლესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ათანასე ალექსანდრიელის (ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი) მიმართ არიოზის მომხრეებს იმდენი მრავალფეროვანი წინააღმდეგობა ჰქონდათ, ფაქტობრივად, ეს არის ამოწურული თემა - დრო თავისთავად ჩააცხრობს ამ ყველაფერს. კარგია, რომ არიოზი არ იცით ვინაა, მან ისეთი შფოთი შეიტანა ეკლესიაში, ისეთი დაპირისპირება სისხლისღვრა იყო და დღეს ალბათ, არავინ იცის, ვინაა არიოზი და მადლობა ღმერთს, რომ არ იცით, რადგან ჩაიარა ამ ამბავმა. ეს ჭყონდიდის წინააღმდეგობაც ჩაივლის, ცოტა ხანი გავა და ალბათ, სხვა ჟურნალისტი მოვა ჩემთან, რომელსაც არ ეცოდინება, რა მოხდა ჭყონდიდში რამდენიმე წლის წინ. ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები არ ვიცი,რა ვთქვა, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს.

მინდა მღვდელთმთავრებს მოვუწოდო, რომ მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და უნდა შევიკავოთ თავი ყველანაირი მრისხანების გამოხატვისგან, თუმცა, ეს მრისხანება არსებობს რა თქმა უნდა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.