საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე
"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ მო­ხე­ლე­ებ­ზე და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე ზე­წო­ლა და­ი­წყო, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებ­ში.

კე­რე­სე­ლი­ძე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვად მათი გა­ხა­რი­ა­სად­მი მხარ­და­ჭე­რას ასა­ხე­ლებს. მისი თქმით, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც გა­ხა­რი­ას პარ­ტია ჯერ შექ­მნი­ლი არ არის, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და მისი გუნ­დი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მხარ­და­ჭე­რა არ­სე­ბობს, რი­საც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეში­ნია.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და ჯე­როვ­ნად ას­რუ­ლებ­დნენ მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვი არის მხო­ლოდ ერთი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მისი გუნ­დი­სად­მი გა­მო­ხა­ტეს და და­ა­ფიქ­სი­რეს პი­რა­დი მო­წო­ნე­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ეს ფორ­მე­ბი და მე­თო­დე­ბი აირ­ჩია.

მე ეს მახ­სნებს 2012 წელს, რო­დე­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სწო­რედ ასე­თი ფორ­მე­ბით და მე­თო­დე­ბით ებ­რძო­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. მა­შინ „ქარ­თველ­მა ხალ­ხმა“ ძა­ლი­ან მტკი­ცე და პრინ­ცი­პუ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ასე­ვე ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტო და მო­ვუ­წო­დო, რომ ჩვე­ნი გუნ­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რე­ბა და გვერ­დში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უდ­გე­ბა“, - აცხა­დებს შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
3

როგორც ჩანს გახარიას ჰეროიზაციის პროცესი მიდის, რისტვის?!! ალბათ ყველა მიხვდება

ვოოტ
0

მხარდაჭერა ის იქნება, რომ ერთი კარგი ადვოკატი უქირავოთ და ყველა ერთად აღადგინოთ საჯარო სამსახურში. თუ ამას იზამთ, უკეთესი რეკლამა და წინასაარჩევნო ბაქი-ბუქებიც აღარ დაგჭირდებათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე ზეწოლა დაიწყო, რაც გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებში.

კერესელიძე საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივად მათი გახარიასადმი მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც გახარიას პარტია ჯერ შექმნილი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არსებობს, რისაც „ქართულ ოცნებას“ ეშინია.

"ეს ადამიანები საკმაოდ კვალიფიციურები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა თანამდებობებზე და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. სამწუხაროდ, გათავისუფლების მოტივი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანებმა გიორგი გახარიასა და მისი გუნდისადმი გამოხატეს და დააფიქსირეს პირადი მოწონება და კეთილგანწყობა. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმები და მეთოდები აირჩია.

მე ეს მახსნებს 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ასეთი ფორმებით და მეთოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას“. მაშინ „ქართველმა ხალხმა“ ძალიან მტკიცე და პრინციპული უარი განაცხადა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ასევე ყველა საჯარო მოხელისადმი მხარდაჭერა გამოვხატო და მოვუწოდო, რომ ჩვენი გუნდი ყველანაირად დაეხმარება და გვერდში მაქსიმალურად დაუდგება“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.

"ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ეს არის შემაწუხებელი" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "კომენდანტის საათზე" და შემცირდება თუ არა მისი ხანგრძლივობა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - გიორგი შენგელიაც გახარიას გუნდს შეურთდება?