სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“
5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი „რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ“ აშშ–ს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის მი­შელ ობა­მას ძლი­ე­რი და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი მე­მუ­ა­რე­ბია. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა ყვე­ლა­ფერს, ჩი­კა­გოს სამ­ხრეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან თეთრ სახ­ლში გა­ტა­რე­ბულ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბამ­დე.

გთა­ვა­ზობთ 5 ფაქტს წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც და­გარ­წმუ­ნებთ, რომ მი­შელ ობა­მა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ქა­ლია.

ის სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო

ერთხელ ხუთი წლის მი­შელ რო­ბინ­სონ­მა სა­ბავ­შვი ბაღ­ში ფე­რე­ბის გა­მოც­ნო­ბის კონ­კურ­სში შეც­დო­მა და­უშ­ვა. ეს მან ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და და მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს წიგნ­ში, მთე­ლი ღამე და­ძი­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. „უხერ­ხუ­ლო­ბა მძი­მე ტვირ­თვით და­მაწ­ვა, რომ­ლის დაძ­ვრაც თით­ქოს არ შე­მეძ­ლო“, – იხ­სე­ნებს მი­შე­ლი. თუმ­ცა სა­ო­ცა­რი იყო მისი ქმე­დე­ბა მე­ო­რე დღეს. დი­ლით მი­შე­ლი მი­ვი­და მას­წავ­ლე­ბელ­თან და სთხო­ვა, ქვი­ზი ხე­ლა­ხა­ლა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­ა­კე­თა კი­დეც. მი­შე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას სი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც იხ­სე­ნებს, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და მას­წავ­ლე­ბელს, რო­დე­საც მას­თან პა­ტა­რა შავ­კა­ნი­ა­ნი გო­გო­ნა მი­ვი­და, რო­მელ­საც ეყო ძალა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა.

უთხრეს, რომ პრის­ტონ­ში ვერ ჩა­ა­ბა­რებ­და

რო­დე­საც სკო­ლას ამ­თავ­რებ­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მი­შელს სა­კუ­თარ­მა მენ­ტორ­მა უთხრა, არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მი­შე­ლი პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ნის სტუ­დენ­ტი არ იყო. მი­შელს კი ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა და სწო­რედ პრინ­სტო­ნი იყო მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი იმედს და­კარ­გავ­და და არ­ჩე­ვანს შეც­ვლი­და, მი­შე­ლი კი სულ სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცა. მან ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა. „მე არ ვა­პი­რებ­დი ერთი ადა­მი­ა­ნის აზრს და­ენგრია და წა­ე­შა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე ვი­ცო­დი სა­კუ­თარ თავ­ზე,“ – იხ­სე­ნებს მი­შე­ლი. და ასეც მოხ­და. მან მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ისე­თი დო­ნის ესე და­წე­რა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღეს.

ერთხელ სამ­სა­ხუ­რის გა­სა­უბ­რე­ბა­ზე შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა

მი­შელ­მა სა­შას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ სა­მა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ერთ დღეს, რო­დე­საც ის ად­გი­ლობ­რი­ვი ჰოს­პიტ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ვა­კან­სი­ის გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, ბავ­შვის დამ­ტო­ვებ­ლის მო­ძებ­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე სამი თვის პა­ტა­რას­თან ერ­თად მი­ვი­და. მი­შე­ლი იხ­სე­ნებს: „ჩემი შვი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო. ვი­ყა­ვი მე და იყო ჩემი შვი­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი. ჩემ­თვის ისიც კარ­გი იყო, რომ მე ვი­ლა­პა­რა­კე ჩემს სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.“

თეთ­რი სახ­ლის ბაღი უფრო მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლო კამ­პა­ნია, ის მი­სია იყო

მი­შელ­მა შეძ­ლო და National Park Service და­არ­წმუ­ნა, რომ თეთ­რი სახ­ლის გა­ზო­ნებ­ზე ხილი და ბოსტნე­უ­ლი და­ერ­გათ. ეს იყო სიმ­ბო­ლუ­რი და­სა­წყი­სი იმ ბრძო­ლი­სა, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­ში სიმ­სუქ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ეს იყო „უფრო ჯან­მრთე­ლი ამე­რი­კის“ ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. „ბა­რა­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო უკე­თე­სი ჯან­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, მე კი ჩემი ბა­ღით პა­რა­ლე­ლუ­რი მე­სი­ჯე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნე ყვე­ლას ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ბაღი იყო უბ­რა­ლო, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და ჯან­სა­ღი. ის იყო გულ­წრფე­ლო­ბი­სა და მონ­დო­მე­ბის სიმ­ბო­ლო, ლა­მა­ზი და ამავდრო­უ­ლად, ძლი­ე­რი,“ – წერს მი­შე­ლი.

მი­შე­ლი არის ქალი, რო­მე­ლიც არ­ღვევს წე­სებს

2015 წლის 26 მა­ისს აშშ–ს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ 50 შტატ­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და­უშ­ვა. მი­შე­ლი იხ­სნებს, რომ იმ სა­ღა­მოს თეთ­რი სახ­ლის ფან­ჯრი­დან იყუ­რე­ბო­და, რო­დე­საც შე­ნიშ­ნა ხალ­ხის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ფე­რა­დი დრო­შის ფე­რებ­ში მორ­თუ­ლი თეთ­რი სახ­ლის სა­ნა­ხა­ვად იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი.

„მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მო­მინ­და მათ ზე­ი­მის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ასეც მო­ვი­ქე­ცი. და­ვარ­ღვიე პრო­ტო­კო­ლი, წე­სე­ბი და ჩემს უფ­როს ქა­ლიშ­ვილ მა­ლი­ას­თან ერ­თად სწრა­ფად გა­ვი­ქე­ცი გა­ზონ­ზე. ჩვენც ისე­ვე ვუ­ყუ­რებ­დით თეთრ სახ­ლს, რო­გორც სხვა ყვე­ლა და ამავდრო­ულდ, ეს ჩვე­ნი სახ­ლი იყო,“ –იხ­სე­ნებს მი­შე­ლი.

მი­შელ ობა­მას მე­მუ­ა­რე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით Becoming (რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ), 2018 წელს გა­მო­ი­ცა და მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად. წიგ­ნი, რო­მელ­შიც აშშ-ის 44-ე პრე­ზი­დენ­ტის ცოლი იხ­სე­ნებს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და დაბ­რკო­ლე­ბებს, პირ­ველ ორ კვი­რა­ში 2 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, მთლი­ა­ნო­ბა­ში 14 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი. წიგ­ნი New York times-ის ბესტსე­ლე­რია.

მი­შელ ობა­მას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზეც ითარ­გმნა და ამ ეტაპ­ზე მისი წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­უკ­ვე­თე წი­ნას­წარ მი­შელ ობა­მას „რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ“ და მი­ი­ღე სპე­ცი­ა­ლუ­რად შენ­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნის პირ­ვე­ლი ეგ­ზემპლა­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი. წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 24.95 ლარი + უფა­სო სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ სე­რია „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ფარ­გლებ­ში მო­ამ­ზა­და, რომ­ლის შე­ძე­ნაც ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ე­ბის ქსელ­სა და ბიბ­ლუ­სის სა­იტ­ზე ივ­ნი­სი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
2

რაღა დროს ობამებია...მეტი საქმე არა გაქვთ?

???
11

როგორ გამოგყავთ მისაბაძ ადამიანებად ასეთი სახეები :// მაგრად ტეხავს

ავტორი:

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

ავტობიოგრაფიული წიგნი „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ აშშ–ს ყოფილი პირველი ლედის მიშელ ობამას ძლიერი და ამავდროულად, ძალიან გულწრფელი მემუარებია. პირველად ცხოვრებაში ის ფართო საზოგადოებას უყვება ყველაფერს, ჩიკაგოს სამხრეთში გატარებული ბავშვობიდან თეთრ სახლში გატარებულ ოჯახურ ცხოვრებამდე.

გთავაზობთ 5 ფაქტს წიგნიდან, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მიშელ ობამა თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალია.

ის სულ პატარაობიდანვე მიზანდასახული იყო

ერთხელ ხუთი წლის მიშელ რობინსონმა საბავშვი ბაღში ფერების გამოცნობის კონკურსში შეცდომა დაუშვა. ეს მან ძალიან განიცადა და მძიმე ტვირთად დააწვა. როგორც თავად იხსენებს წიგნში, მთელი ღამე დაძინება ვერ შეძლო. „უხერხულობა მძიმე ტვირთვით დამაწვა, რომლის დაძვრაც თითქოს არ შემეძლო“, – იხსენებს მიშელი. თუმცა საოცარი იყო მისი ქმედება მეორე დღეს. დილით მიშელი მივიდა მასწავლებელთან და სთხოვა, ქვიზი ხელახალა გაეკეთებინა და პირველივე ცდაზე წარმატებით გააკეთა კიდეც. მიშელი აღნიშნავს, რომ მას სიამოვნებს, როდესაც იხსენებს, როგორი რეაქცია ჰქონდა მასწავლებელს, როდესაც მასთან პატარა შავკანიანი გოგონა მივიდა, რომელსაც ეყო ძალა, საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა.

უთხრეს, რომ პრისტონში ვერ ჩააბარებდა

როდესაც სკოლას ამთავრებდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, მიშელს საკუთარმა მენტორმა უთხრა, არ იყო დარწმუნებული, რომ მიშელი პრინსტონის უნივერსიტეტის დონის სტუდენტი არ იყო. მიშელს კი ძალიან უნდოდა ჩაბარება და სწორედ პრინსტონი იყო მისი ნომერ პირველი არჩევანი. ასეთ სიტუაციებში თინეიჯერების უდიდესი ნაწილი იმედს დაკარგავდა და არჩევანს შეცვლიდა, მიშელი კი სულ სხვანაირად მოიქცა. მან ტაქტიკა შეცვალა. „მე არ ვაპირებდი ერთი ადამიანის აზრს დაენგრია და წაეშალა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი საკუთარ თავზე,“ – იხსენებს მიშელი. და ასეც მოხდა. მან მისაღებ გამოცდაზე ისეთი დონის ესე დაწერა, რომ უნივერსიტეტში მიიღეს.

ერთხელ სამსახურის გასაუბრებაზე შვილი წაიყვანა

მიშელმა საშას დაბადების შემდეგ სამახურში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ დღეს, როდესაც ის ადგილობრივი ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიის გასაუბრებაზე იყო დაბარებული, ბავშვის დამტოვებლის მოძებნა ვერ მოახერხა და გასაუბრებაზე სამი თვის პატარასთან ერთად მივიდა. მიშელი იხსენებს: „ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ვიყავი მე და იყო ჩემი შვილი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდა ეს ამბავი. ჩემთვის ისიც კარგი იყო, რომ მე ვილაპარაკე ჩემს საჭიროებებზე.“

თეთრი სახლის ბაღი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო კამპანია, ის მისია იყო

მიშელმა შეძლო და National Park Service დაარწმუნა, რომ თეთრი სახლის გაზონებზე ხილი და ბოსტნეული დაერგათ. ეს იყო სიმბოლური დასაწყისი იმ ბრძოლისა, რომელიც ბავშვებში სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმდინარეობდა. ეს იყო „უფრო ჯანმრთელი ამერიკის“ ადვოკატირების პირველი ნაბიჯი. „ბარაკის ადმინისტრაცია ფოკუსირებული იყო უკეთესი ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე, მე კი ჩემი ბაღით პარალელური მესიჯები გავუგზავნე ყველას ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ. ბაღი იყო უბრალო, აყვავებული და ჯანსაღი. ის იყო გულწრფელობისა და მონდომების სიმბოლო, ლამაზი და ამავდროულად, ძლიერი,“ – წერს მიშელი.

მიშელი არის ქალი, რომელიც არღვევს წესებს

2015 წლის 26 მაისს აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ 50 შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა. მიშელი იხსნებს, რომ იმ საღამოს თეთრი სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც შენიშნა ხალხის ჯგუფი, რომლებიც ფერადი დროშის ფერებში მორთული თეთრი სახლის სანახავად იყვნენ მისულები.

„მივხვდი, რომ ძალიან მომინდა მათ ზეიმის ნაწილი ვყოფილიყავი. ასეც მოვიქეცი. დავარღვიე პროტოკოლი, წესები და ჩემს უფროს ქალიშვილ მალიასთან ერთად სწრაფად გავიქეცი გაზონზე. ჩვენც ისევე ვუყურებდით თეთრ სახლს, როგორც სხვა ყველა და ამავდროულდ, ეს ჩვენი სახლი იყო,“ –იხსენებს მიშელი.

მიშელ ობამას მემუარები, სახელწოდებით Becoming (როგორ გავხდი ის, ვინც ვარ), 2018 წელს გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად. წიგნი, რომელშიც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ცოლი იხსენებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და დაბრკოლებებს, პირველ ორ კვირაში 2 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. გასული წლის ნოემბრის მონაცემებით კი, მთლიანობაში 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნი New York times-ის ბესტსელერია.

მიშელ ობამას ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნა და ამ ეტაპზე მისი წინასწარი შეკვეთაა შესაძლებელი. შეუკვეთე წინასწარ მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ და მიიღე სპეციალურად შენთვის მომზადებული წიგნის პირველი ეგზემპლარი და სპეციალური საჩუქრები. წინასწარი შეკვეთის ღირებულებაა 24.95 ლარი + უფასო საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.

წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში მოამზადა, რომლის შეძენაც ბიბლუსის მაღაზიების ქსელსა და ბიბლუსის საიტზე ივნისიდან იქნება შესაძლებელი.