მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში
რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

თუ თქვენ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტეთ, პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, ფა­სე­ბით და­ინ­ტე­რეს­დით. ფა­სე­ბი კი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამი­ტომ, ალ­ბათ, და­ი­ბე­ნით კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინეტ­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა კვ.მ–ზე 10 ლა­რი­დან იწყე­ბა და 250 ლა­რამ­დე ადის. ზო­გა­დად, ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს მო­ცუ­ლო­ბა­სა და არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რაც უფრო მე­ტია დი­ზა­ი­ნე­რის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­რე­მონ­ტო პრო­ცეს­ში, მით მა­ღა­ლია ფასი. ეს ნიშ­ნავს სა­ავ­ტო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას.

უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტოთ, ფასს გან­სა­ზღვრავს ის თუ რამ­დე­ნად ჩარ­თუ­ლია დი­ზა­ი­ნე­რი პრო­ცეს­ში. მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც 10 ლარი ღირს, მო­ი­ცავს მხო­ლოდ დი­ზა­ი­ნის გა­კე­თე­ბას და არა შემ­დგომ დახ­მა­რე­ბას მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ან სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. ეს კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ნა­ხევ­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მეა და სა­ბო­ლოო შე­დე­გი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იშ­ვი­ა­თად არის.

თუ გსურთ დი­ზა­ი­ნე­რის ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აირ­ჩი­ოთ ისე­თი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ობი­ექ­ტის სრულ­ყო­ფილ აზომ­ვას, დი­ზა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას, დი­ზა­ი­ნის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, მა­სა­ლე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ აღ­რი­ცხვა­სა და შერ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას და რაც მთა­ვა­რია, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სა­ავ­ტო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფასი საკ­მა­ოდ იზ­რდე­ბა და ხში­რად სა­შუ­ა­ლო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ხდე­ბა. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რო­ბას.

ბაზ­რის მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ დღეს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს „მი­ჰა­უ­სი“ სთა­ვა­ზობს. „მი­ჰა­უ­სი“ სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტია ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს 60 000 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რი გივი სა­რა­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ­თან სტან­დარ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა 25 ლა­რია, თუმ­ცა ფასი შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს.

„მი­ჰა­უს­ში“ დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ კვად­რა­ტულ მეტრზე 25 ლარი ღირს. ჩვე­ნი სტან­დარ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა კი მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ მარ­თლაც სა­სურ­ვე­ლი და რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გი მი­ი­ღოს,“ – გან­მარ­ტავს გივი სა­რა­ლი­ძე.

„მი­ჰა­უ­სის“ სტან­დარ­ტუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა შემ­დე­გი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა:

  • ობი­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი აზომ­ვა და აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზი
  • გეგ­მა­რე­ბის 2 ვა­რი­ან­ტი და მუდ­ბორ­დი რე­ფე­რენ­სე­ბით, რათა გა­ნი­სა­ზღვროს სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და სტი­ლი. უშუ­ა­ლოდ დი­ზი­ა­ნის კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მნა, შეს­რუ­ლე­ბა და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია (რენ­დე­რი)
  • ტექ­ნი­კუ­რი ნა­ხა­ზე­ბი რა­შიც შე­დის: ტიხ­რე­ბის ცვლი­ლე­ბა, სან­ტექ­ნი­კი­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის სქე­მის შედ­გე­ნა, ელექტრო­ო­ბის გეგ­მა­რე­ბა, კედ­ლის სა­ფა­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სქე­მა, ჭე­რი­სა და ია­ტა­კის სქე­მის შედ­გე­ნა, ავე­ჯის ტექ­ნი­კუ­რი ნა­ხა­ზი
  • მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და რა­ო­დე­ნო­ბე­ბის აღ­რი­ცხვა
  • სა­ავ­ტო­რო ზედ­მა­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ ნა­ხა­ზის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შაო პრო­ცე­სე­ბის სი­ზუს­ტის ეტა­პობ­რივ შე­მოწ­მე­ბას, დამ­კვეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მო­ე­ბას.

„ზო­გა­დად, მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლია, ეს არის უმ­ნიშ­ნე­ო­ვა­ნე­სი ეტა­პი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­საღ­წე­ვად. ხში­რად სტედნ­ზე ან მა­ღა­ზი­აშ გან­თავ­სე­ბუ­ლი ერ­თე­უ­ლი პრო­დუქ­ცია სრუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბი­სა და ბევ­რი ფაქ­ტო­რის გამო, ხოლო უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­ერ­თო სივ­რცე­ში შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად აც­დეს ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­მაც ამ საქ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რჩე­ვის მო­ცე­მა შე­უძ­ლია,“ – გან­მარ­ტავს გივი სა­რა­ლი­ძე.

დი­ზა­ი­ნე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­თა­ნა­დოდ შე­ფას­დეს და და­ფას­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ დრომ­დე არ არის დაგ­რო­ვე­ბუ­ლი საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ ყვე­ლამ კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­როს, თუ რო­გორ სა­ჭი­როა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა რე­ა­ლუ­რად არ იცი­ან, რას წარ­მო­ად­გენს ეს სერ­ვი­სი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი მხო­ლოდ ფე­რებ­სა და დე­კო­რა­ცი­ებს არ­ჩევს. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად არ არის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მის ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ზე, რაც რე­ა­ლუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­სა­ღებ ფა­სად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს ყვე­ლას­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, სწრა­ფად და სწო­რად გან­ვი­თარ­დეს ბა­ზა­რიც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

თუ თქვენ ინტერიერის დიზაინის გაკეთება გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, ალბათ, ფასებით დაინტერესდით. ფასები კი საკმაოდ განსხვავებულია, ამიტომ, ალბათ, დაიბენით კიდეც. საქართველოში ინეტრიერის დიზაინერის მომსახურება კვ.მ–ზე 10 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის. ზოგადად, ფასი დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და არსებული ობიექტის მდგომარეობაზე. რაც უფრო მეტია დიზაინერის ჩართულობა სარემონტო პროცესში, მით მაღალია ფასი. ეს ნიშნავს საავტორო ზედამხედველობას.

უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ფასს განსაზღვრავს ის თუ რამდენად ჩართულია დიზაინერი პროცესში. მომსახურება, რომელიც 10 ლარი ღირს, მოიცავს მხოლოდ დიზაინის გაკეთებას და არა შემდგომ დახმარებას მასალების შერჩევაში ან სამუშაო პროცესის ზედამხედველობას. ეს კი, ფაქტობრივად, სანახევროდ გაკეთებული საქმეა და საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელი იშვიათად არის.

თუ გსურთ დიზაინერის ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ისეთი, რომელიც მოიცავს ობიექტის სრულყოფილ აზომვას, დიზაინის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზებას, დიზაინის ვიზუალიზაციას, მასალების რაოდენობრივ აღრიცხვასა და შერჩევაში დახმარებას და რაც მთავარია, მუშაობის პროცესში საავტორო ზედამხედველობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფასი საკმაოდ იზრდება და ხშირად საშუალო მომხმარებლისთვის მიუწვდომელი ხდება. სწორედ ეს განაპირობებს დღეს ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინერის მომსახურების ნაკლებად პოპულარობას.

ბაზრის მოკვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ დღეს ინტერიერის დიზაინს ერთ–ერთი ყველაზე მისაღები პირობებით მომხმარებელს „მიჰაუსი“ სთავაზობს. „მიჰაუსი“ სარემონტო და სამშენებლო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტია ამიერკავკასიაში, რომელიც მომხმარებელს 60 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს. „მიჰაუსის“ დიზაინერი გივი სარალიძე აღნიშნავს, რომ მათთან სტანდარტული მომსახურება 25 ლარია, თუმცა ფასი შეიძლება შემცირდეს.

„მიჰაუსში“ დიზაინერის მომსახურება ერთ კვადრატულ მეტრზე 25 ლარი ღირს. ჩვენი სტანდარტული მომსახურება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მართლაც სასურველი და რაც მთავარია, ხარისხიანი შედეგი მიიღოს,“ – განმარტავს გივი სარალიძე.

„მიჰაუსის“ სტანდარტული დიზაინერის მომსახურება შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  • ობიექტის დეტალური აზომვა და აზომვითი ნახაზი
  • გეგმარების 2 ვარიანტი და მუდბორდი რეფერენსებით, რათა განისაზღვროს სასურველი მიმართულება და სტილი. უშუალოდ დიზიანის კონცეფციის შექმნა, შესრულება და ვიზუალიზაცია (რენდერი)
  • ტექნიკური ნახაზები რაშიც შედის: ტიხრების ცვლილება, სანტექნიკისა და გათბობის სისტემების სქემის შედგენა, ელექტროობის გეგმარება, კედლის საფარის გადანაწილების სქემა, ჭერისა და იატაკის სქემის შედგენა, ავეჯის ტექნიკური ნახაზი
  • მასალების შერჩევა და რაოდენობების აღრიცხვა
  • საავტორო ზედმახედველობა, რაც ითვალისწინებ ნახაზის მიხედვით, მიმდინარე სამუშაო პროცესების სიზუსტის ეტაპობრივ შემოწმებას, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოებას.

„ზოგადად, მასალების შერჩევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია, ეს არის უმნიშნეოვანესი ეტაპი სასურველი შედეგის მაქსიმალურად მისაღწევად. ხშირად სტედნზე ან მაღაზიაშ განთავსებული ერთეული პროდუქცია სრულად განსხვავებულად გამოიყურება სპეციალური განათებისა და ბევრი ფაქტორის გამო, ხოლო უკვე გამოყენებული და საერთო სივრცეში შეიძლება რადიკალურად აცდეს ჩვენს წარმოდგენებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიზაინერის მომსახურება, რომელმაც ამ საქმის შესახებ ყველაფერი იცის და პროფესიონალური რჩევის მოცემა შეუძლია,“ – განმარტავს გივი სარალიძე.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშნელოვანია საქართველოში დიზაინერის მომსახურება სათანადოდ შეფასდეს და დაფასდეს. საზოგადოებაში ამ დრომდე არ არის დაგროვებული საკმარისი გამოცდილება, რომ ყველამ კარგად გააცნობიეროს, თუ როგორ საჭიროა ინტერიერის დიზაინერის მომსახურება. მომხმარებლებმა რეალურად არ იციან, რას წარმოადგენს ეს სერვისი და გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ დიზაინერი მხოლოდ ფერებსა და დეკორაციებს არჩევს. სამწუხაროდ, ხშირად არ არის გამახვილებული ყურადღება მის ტექნიკურ ნაწილზე, რაც რეალურად უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონალური მომსახურება მისაღებ ფასად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და შესაბამისად, სწრაფად და სწორად განვითარდეს ბაზარიც.

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა

ვოლტი - 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!

"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს