მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ივანიშვილი პოლიტიკას მეტ-ნაკლებად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები" - იქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ მოთამაშედ?
"რაც ივანიშვილი პოლიტიკას მეტ-ნაკლებად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები" - იქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ მოთამაშედ?

შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი პირ­ვე­ლი, ვი­საც შეხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო. "ჩვენ ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე და შევ­თან­ხმდით, რომ ამ ქვე­ყა­ნას, რო­გორც არას­დროს, სჭირ­დე­ბა სწო­რედ შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, შე­რი­გე­ბა, დი­ა­ლო­გი. ეს არის ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი გზა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს ყვე­ლა ის დი­ვი­დენ­დი, რაც მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე. ამ შე­თან­ხმე­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი უკვე მო­ი­ტა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შარლ მი­შელ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბით გაძ­ლი­ერ­და რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი და თით­ქოს ამით ხაზი გა­უს­ვა იმას, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ცია არც თუ მთლად უუ­ნა­როა და მისი უფ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ კა­ნონ­ზე ვე­ტოს და­დე­ბით არ შე­მო­ფარ­გლე­ბა. ისიც თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ბოლო დროს პრე­ზი­დენ­ტის რი­ტო­რი­კა შე­იც­ვა­ლა და ის თით­ქოს უფრო კრი­ტი­კუ­ლი გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ. მა­გა­ლი­თად, მისი გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში წლი­უ­რი ან­გა­რი­შით აშ­კა­რად გა­ცი­ლე­ბით უფრო მწვა­ვე იყო, ვიდ­რე მისი წინა გა­მოს­ვლე­ბი. მარ­თა­ლია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის მიერ "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა" კო­დექსში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ტოს უფ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ მის მიერ პრო­ცე­სი ისე წა­რი­მარ­თა, რომ პრე­მი­ე­რიც კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მი­სუ­ლი­ყო ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და მის­თვის მო­ეს­მი­ნა. მხა­რე­ებ­თან პრე­ზი­დენ­ტის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით გაჩ­ნდა ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა, რაც იმით ახ­სნა, რომ ამის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არა­საკ­მა­რი­სი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რა­დაც კრი­ტი­კუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

ექ­სპერტთა ნა­წი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე თით­ქოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­და და "იყო ტენ­დენ­ცი­უ­რი“, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბელ მო­თა­მა­შედ მოგ­ვევ­ლი­ნოს.

რო­გორც ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენ­ტი თუ აქამ­დე იყო მხა­რე, ზოგ­ჯერ - პრო­ვო­კა­ცი­უ­ლიც, ახლა მან თა­ვი­სი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში წა­მო­ი­წყო და "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც და კრი­ზის­მე­ნე­ჯმენ­ტიც ლა­მის თა­ვის­კენ წა­ი­ღო“

“მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხდე­ბა რე­ა­ლუ­რი მო­თა­მა­შე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე. მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად აჩენ­და კი­თხვებს, ის მო­ი­აზ­რე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალ­ში. ვიდ­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დო­მი­ნი­რებ­და, მა­ნამ­დე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც მთლი­ა­ნად ჯდე­ბო­და პარ­ტი­ულ მატ­რი­ცა­ში. მას მერე, რაც ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კას გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩა­მო­შორ­და, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტმა მო­იხ­სნა მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა და თა­ვი­სი თა­მა­შის წა­მო­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა. სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ელე­მენ­ტა­რულ სტან­დარ­ტებ­საც კი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს კარ­გად შე­ა­ფა­სა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და ჩაჯ­და სქე­მა­ში, რა­საც ჰქვია პრო­და­სავ­ლუ­რი, პრო­ევ­რო­პუ­ლი ნა­რა­ტი­ვის ლო­ბი­რე­ბა. მან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სრუ­ლად სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. გვახ­სოვს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­დე­საც სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა პრო­ცე­სის შუ­ა­გულ­ში, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩა.

ეს ბუ­ნებ­რი­ვიც არის, რად­გან ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა­ში პრე­ზი­დენ­ტია ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა. მან ვე­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სიც, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სწო­რად წარ­მარ­თა, ისე, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, გა­ერ­კვა სა­კი­თხში, მო­უს­მი­ნა ყვე­ლა მხა­რეს. ისიც და­ვი­ნა­ხეთ, რომ პრე­მი­ე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მას­თან მი­სუ­ლი­ყო... სა­ბო­ლო­ოდ, პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო არ გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რუ­ლად სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია... რა იყო მისი სა­ბო­ლოო ამო­ცა­ნა - ამ პრო­ცე­სის­თვის ფა­სა­დის შექ­მნა, თუ მარ­თლაც ცდი­ლობს, აღად­გი­ნოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.მოკ­ლედ, პრე­ზი­დენ­ტი, ახ­ლან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ფონ­ზე, ნამ­დვი­ლად უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მას­ვე რომ და­ვე­სეს­ხოთ, ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ნა­წი­ლი, მაგ­რამ - ოდ­ნავ ზე­მოთ..."

ექ­სპერ­ტის აზ­რით, სწო­რედ სუს­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა გახ­და იმის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში წა­მო­ი­წყო, თო­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში, მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არც ექ­ნე­ბო­და.

"მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სუ­რათს ქმნი­და, აშ­კა­რად იყო ტენ­დენ­ცი­უ­რი, იყო მხა­რე, ზოგ­ჯერ - პრო­ვო­კა­ცი­უ­ლიც, მაგ­რამ ბოლო 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი პო­ზი­ცი­ე­ბი ჩემ­თვი­საც კი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზად იქცა. ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა არ ღირს. წინ გვე­ლო­დე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და კი­დევ მოგ­ვი­წევს და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა პრე­ზი­დენ­ტი ამა თუ იმ მწვა­ვე ვი­თა­რე­ბა­ში. პო­ლი­ტი­კა­ში, ისე­ვე, რო­გორც სხვა სფე­რო­ებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ფარ­დო­ბი­თია. პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ისე­თი სუს­ტია, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა იგ­რძნო, რომ ამ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში წა­მო­ი­წყოს. არ მგო­ნია, გა­ხა­რი­ას პერ­მი­ე­რო­ბი­სა და მით უფრო - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ურ პოლ­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე­მო­და, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის დროს კი ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რიც კია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, ოპო­ნენ­ტებ­თან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბი ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ის არის ხის­ტი, არ ახა­სი­ა­თებს პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­ნი­ლო­ბა და რა გა­საკ­ვი­რია, ამ პი­რო­ბებ­ში პრე­ზი­დენტს ეს ამ­ბი­ცია გას­ჩე­ნო­და, მით უფრო, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თვი­თონ თმობს პო­ზი­ცი­ებს. მის­თვი­საც ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყო თუნ­დაც შარლ მი­შელ­თან ჯდო­მა და სა­უ­ბა­რი. დღეს ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც და კრი­ზის­მე­ნე­ჯმენ­ტიც ლა­მის სრუ­ლად თა­ვის­კენ წა­ი­ღო, გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ის ამ პო­ზი­ცი­ებს არ დათ­მობ­და“.

პო­ლი­ტო­ლოგ თენ­გიზ ფხა­ლა­ძის აზ­რით, ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის და­სუს­ტე­ბა­სა და მათ პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კარ­გი არა­ფე­რი მოჰ­ყვე­ბა, ამი­ტომ რაც უფრო მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე­ბა ისი­ნი, იქ­ნე­ბა ეს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის, თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ცია, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­სათ­ვის.

"ჩვენ თუ ვლა­პა­რა­კობთ ეროვ­ნულ სტან­დარ­ტებ­ზე, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ასე რომ, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და სვლა, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის. შარლ მი­შე­ლის ეპი­ზოდს თუ მო­ვიყ­ვანთ მა­გა­ლი­თად, ეს სრუ­ლი­ად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა იყო და პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და. ბევ­რჯერ მით­ქვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რაც უფრო მეტ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი (არა მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტი), არა სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონს და ვე­ტოს, როცა ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტოს და­ა­დებ­და, მან პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა და ამას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა შევ­ხე­დოთ. რო­გორც გა­მოჩ­ნდა, მას ჰქონ­და სა­კუ­თა­რი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­მართ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ გა­და­ი­თარ­გმნა ქმე­დე­ბა­ში. ქმე­დე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­და იმი­სა­გან, რაც გა­მოჩ­ნდა მის მი­ერ­ვე ნათ­ქვამ შე­ფა­სე­ბა­ში. ზო­გა­დად, ისე­თი ცვლი­ლე­ბა, რაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­ვი­და, არ არის სა­ჭი­რო ნაჩ­ქა­რე­ვად იყოს მი­ღე­ბუ­ლი. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, ეს ორ­გა­ნო იმის­თვის არ არის, რომ დამ­კვრე­ლუ­რი ტემ­პე­ბით მი­ი­ღოს კა­ნო­ნი. ნე­ბის­მი­ერ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა იყოს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამის­თვი­საა პარ­ლა­მენ­ტი. გული მწყდე­ბა, რომ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ქვეყ­ნის­თვის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, სა­დღა­ცა გვერ­დზეა გა­და­დე­ბუ­ლი. ჩვენ ახლა პარ­ლა­მენ­ტში უნდა ვხე­დავ­დეთ დე­ბა­ტებს მა­გა­ლი­თად, იმა­ვე სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვას­თან, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

აგერ, ახ­ლა­ხან ბუ­ქა­რეს­ტში ნა­ტოს მინი სა­მი­ტი ჩა­ტარ­და აღ­მო­სავ­ლეთ ფლან­გთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვას და სხვა პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით, სა­ქარ­თვე­ლო გაკ­ვრით ახ­სე­ნეს, ამას უნდა აქ­ცევ­დეს ყუ­რა­დღე­ბას პარ­ლა­მენ­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა და არა რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი და სას­წრა­ფო წე­სით ხდე­ბო­დეს რა­ღა­ცა ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ისე­დაც ემო­ცი­ურ ფონს კი­დევ უფრო და­მა­ტე­ბით ნა­პერ­წკალს მა­ტებს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ იმა­ზე, რომ ვი­თა­რე­ბა არა და­ი­ძა­ბოს, არა­მედ პი­რი­ქით, კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­დეს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მსჯე­ლობ­დნენ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე და არა იმა­ზე, ვინ ვის მო­ე­რე­ვა“.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი გვე­უბ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ზე­პარ­ტი­უ­ლი, ამას­თან, გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს და არ უნდა გვჭირ­დე­ბო­დეს მა­ინც და მა­ინც უცხო­ე­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის მოწ­ვე­ვა.

"ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი ქვე­ყა­ნა­ში არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი. პრე­ზი­დენ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­ით, არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, ის უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მი­ვე­სალ­მე­ბო­დი იმას, რომ იგი­ვე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ზე­პარ­ტი­უ­ლი, იყოს გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს და არ გვჭირ­დე­ბო­დეს მა­ინც და მა­ინც უცხო­ე­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის მოწ­ვე­ვა. არ ვიცი, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თა­ვის ქმე­დე­ბებ­ში, იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­თა­მა­შე და გა­ე­მიჯ­ნე­ბა თუ არა "ოც­ნე­ბას“, ამა­ზე ნამ­დვი­ლად არ მაქვს პა­სუ­ხი, უბ­რა­ლოდ, ვი­ტყვი, რომ ჩვენ თუ გვინ­და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა, მა­შინ გვჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი“, - ამ­ბობს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
62

სამარცხვინო ქალი.

გურიელი
72

სალომე ზურაბიშვილი ვერსადროს ვერ გახდება დამოუკიდებელი მოთამაშე. ბიძინასთან ყელამდე ვალშია. თან 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქისთვის სალომე მხოლოდ ბიძინას და ოცნების პრეზიდენტია. მისი პოზიცია იყო და არის მხოლოდ პრეზიდენტის ბუტაფორია. პ.ს. კარგი იქნება თუ შევცდები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რაც ივანიშვილი პოლიტიკას მეტ-ნაკლებად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები" - იქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ მოთამაშედ?

"რაც ივანიშვილი პოლიტიკას მეტ-ნაკლებად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები" - იქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ მოთამაშედ?

შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირველი, ვისაც შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტი იყო. "ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ამ შეთანხმებამ პოლიტიკური შედეგები უკვე მოიტანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმებით გაძლიერდა როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი და თითქოს ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ინსტიტუცია არც თუ მთლად უუნაროა და მისი უფლებები მხოლოდ კანონზე ვეტოს დადებით არ შემოფარგლება. ისიც თვალში საცემია, რომ ბოლო დროს პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა და ის თითქოს უფრო კრიტიკული გახდა "ქართული ოცნების" მიმართ. მაგალითად, მისი გამოსვლა პარლამენტში წლიური ანგარიშით აშკარად გაცილებით უფრო მწვავე იყო, ვიდრე მისი წინა გამოსვლები. მართალია სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა, მაგრამ მის მიერ პროცესი ისე წარიმართა, რომ პრემიერიც კი იძულებული გახდა მისულიყო ორბელიანების სასახლეში და მისთვის მოესმინა. მხარეებთან პრეზიდენტის კონსულტაციებით გაჩნდა ვეტოს გამოყენების მოლოდინი, თუმცა საბოლოოდ ეს ნაბიჯი არ გადადგა, რაც იმით ახსნა, რომ ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი იყო. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე თითქოს "ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებდა და "იყო ტენდენციური“, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებელ მოთამაშედ მოგვევლინოს.

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი თუ აქამდე იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, ახლა მან თავისი, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო და "საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის თავისკენ წაიღო“

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება რეალური მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი პრეზიდენტობის პირველი პერიოდი ნამდვილად აჩენდა კითხვებს, ის მოიაზრებოდა "ქართული ოცნების" პარტიულ ვერტიკალში. ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა, მანამდე სალომე ზურაბიშვილიც მთლიანად ჯდებოდა პარტიულ მატრიცაში. მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გარკვეულწილად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები, დაინახა თავისი უპირატესობა და თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს კარგად შეაფასა ზურაბიშვილმა და ჩაჯდა სქემაში, რასაც ჰქვია პროდასავლური, პროევროპული ნარატივის ლობირება. მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გვახსოვს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, როდესაც სწორედ ის აღმოჩნდა პროცესის შუაგულში, ღარიბაშვილი კი პასიურ მდგომარეობაში დარჩა.

ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პრეზიდენტია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მან ვეტოსთან დაკავშირებული პროცესიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორად წარმართა, ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაერკვა საკითხში, მოუსმინა ყველა მხარეს. ისიც დავინახეთ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, მასთან მისულიყო... საბოლოოდ, პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა, მაგრამ პროცედურულად სწორი ნაბიჯები გადადგა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, რაც მისასალმებელია... რა იყო მისი საბოლოო ამოცანა - ამ პროცესისთვის ფასადის შექმნა, თუ მართლაც ცდილობს, აღადგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფორმატი, მომავალი გვიჩვენებს.მოკლედ, პრეზიდენტი, ახლანდელი პოლიტიკური ელიტის ფონზე, ნამდვილად უკეთესად გამოიყურება. მასვე რომ დავესესხოთ, ის არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მაგრამ - ოდნავ ზემოთ..."

ექსპერტის აზრით, სწორედ სუსტი პოლიტიკური ელიტა გახდა იმის მაპროვოცირებელი, რომ ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო, თორემ ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის პირობებში, მას ამის საშუალება არც ექნებოდა.

"მისი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი აბსოლუტურად სხვა სურათს ქმნიდა, აშკარად იყო ტენდენციური, იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მისი პოზიციები ჩემთვისაც კი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა. ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ გველოდება ძალიან აქტიური და რთული პოლიტიკური პროცესი და კიდევ მოგვიწევს დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი ამა თუ იმ მწვავე ვითარებაში. პოლიტიკაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ყველაფერი ფარდობითია. პოლიტიკური ელიტა ისეთი სუსტია, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო, რომ ამ პირობებში შეუძლია დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. არ მგონია, გახარიას პერმიერობისა და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლტიკაში ყოფნის დროს მას ამის საშუალება მისცემოდა, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კი ეს კანონზომიერიც კია. საზოგადოებასთან, უცხოელ პარტნიორებთან, ოპონენტებთან ღარიბაშვილის კომუნიკაციის უნარები ძალიან შეზღუდულია. ის არის ხისტი, არ ახასიათებს პოლიტიკური მოქნილობა და რა გასაკვირია, ამ პირობებში პრეზიდენტს ეს ამბიცია გასჩენოდა, მით უფრო, რომ ღარიბაშვილი თვითონ თმობს პოზიციებს. მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იყო თუნდაც შარლ მიშელთან ჯდომა და საუბარი. დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა“.

პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძის აზრით, ინსტიტუციების დასუსტებასა და მათ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებულებას კარგი არაფერი მოჰყვება, ამიტომ რაც უფრო მეტად გაძლიერდება ისინი, იქნება ეს პრეზიდენტის, პარლამენტის, თუ სხვა ნებისმიერი ინსტიტუცია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ქვეყნისათვის.

"ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ეროვნულ სტანდარტებზე, დემოკრატიაზე, განვითარებაზე, მაშინ პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასე რომ, თუ ამ მიმართულებით წავიდა სვლა, ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის. შარლ მიშელის ეპიზოდს თუ მოვიყვანთ მაგალითად, ეს სრულიად სახელმწიფოებრივი ხედვა იყო და პრეზიდენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და ქვეყანას სჭირდებოდა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რაც უფრო მეტ გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკოსები (არა მარტო პრეზიდენტი), არა საკუთარი ემოციებით, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის.

რაც შეეხება კანონს და ვეტოს, როცა ყველას ეგონა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, მან პოზიცია შეიცვალა და ამას სხვადასხვანაირად შეიძლება შევხედოთ. როგორც გამოჩნდა, მას ჰქონდა საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ და საბოლოო ჯამში, არ გადაითარგმნა ქმედებაში. ქმედება განსხვავდებოდა იმისაგან, რაც გამოჩნდა მის მიერვე ნათქვამ შეფასებაში. ზოგადად, ისეთი ცვლილება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, არ არის საჭირო ნაჩქარევად იყოს მიღებული. როდესაც პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, ეს ორგანო იმისთვის არ არის, რომ დამკვრელური ტემპებით მიიღოს კანონი. ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა იყოს არგუმენტირებული პოლიტიკური დისკუსია, ეს არის მნიშვნელოვანი და ამისთვისაა პარლამენტი. გული მწყდება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დღეს ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, სადღაცა გვერდზეა გადადებული. ჩვენ ახლა პარლამენტში უნდა ვხედავდეთ დებატებს მაგალითად, იმავე საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით...

აგერ, ახლახან ბუქარესტში ნატოს მინი სამიტი ჩატარდა აღმოსავლეთ ფლანგთან დაკავშირებით, რომლის დეკლარაციაშიც უკრაინის, მოლდოვას და სხვა პარტნიორების გვერდით, საქართველო გაკვრით ახსენეს, ამას უნდა აქცევდეს ყურადღებას პარლამენტი და პოლიტიკური ელიტა და არა რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, დაჩქარებული და სასწრაფო წესით ხდებოდეს რაღაცა ცვლილების მიღება, რომელიც ისედაც ემოციურ ფონს კიდევ უფრო დამატებით ნაპერწკალს მატებს. პოლიტიკოსები ორიენტირებული უნდა იყვნენ იმაზე, რომ ვითარება არა დაიძაბოს, არამედ პირიქით, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს, პოლიტიკოსები მსჯელობდნენ ეროვნულ ინტერესებზე და არა იმაზე, ვინ ვის მოერევა“.

როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, პრეზიდენტი, კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ზეპარტიული, ამასთან, გაცილებით აქტიური პოლიტიკური კრიზისის დროს და არ უნდა გვჭირდებოდეს მაინც და მაინც უცხოელი ფასილიტატორების მოწვევა.

"ყოველთვის მივესალმები იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში არის სახელმწიფო ინსტიტუტი. პრეზიდენტი, კონსტიტუციით, არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და, შესაბამისად, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. მივესალმებოდი იმას, რომ იგივე პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარე არის ზეპარტიული, იყოს გაცილებით აქტიური პოლიტიკური კრიზისის დროს და არ გვჭირდებოდეს მაინც და მაინც უცხოელი ფასილიტატორების მოწვევა. არ ვიცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი - რამდენად დამოუკიდებელი იქნება თავის ქმედებებში, იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე და გაემიჯნება თუ არა "ოცნებას“, ამაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ თუ გვინდა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა - ფოტოები ვატიკანიდან

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"