მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე
"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე

"ახლა, ამ წუ­თებ­ში, რო­დე­საც თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით, აქა­უ­რო­ბა ინ­გრე­ვა. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხმე­ბია. ათ წელ­ზე მე­ტია აქ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ასე­თი რამ არ მახ­სოვს... სი­რე­ნე­ბის ხმე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად დღე-ღამე არ წყდე­ბა. ვცდი­ლობ, არ მე­ში­ნო­დეს, რად­გან ვიცი, ის­რა­ელს უძ­ლი­ე­რე­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს, ასე­ვე ე.წ. რკი­ნის გუმ­ბა­თი აქვს, მაგ­რამ ამ გუ­გუნ­ში ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. არა­და, ებ­რა­ე­ლებს არ უყ­ვართ შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვად ამ ხმებ­ში შე­უძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ მათი სი­მა­მა­ცით..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ აშ­კე­ლონ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი, ნაია ცი­ციშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ამ წუ­თებ­ში აშ­კე­ლონ­სა და აშ­დოდ­ში სი­რე­ნე­ბი ისევ გა­ნახ­ლდა. ის­რა­ელ­მა ჰა­მა­სი­სის­გან გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის მო­რი­გი ტალ­ღა მო­ი­გე­რია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის­რა­ელ­შიც არის მსხვერ­ლი, მაგ­რამ ბევ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ღა­ზას სექ­ტო­რი, 100-მდე შე­ნო­ბა, სა­დაც ტე­რო­რის­ტებს ბა­ზე­ბი ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი, და­ბომ­ბი­ლია.

- ვიცი, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას 2 სა­ა­თით ადრე აფრ­თხი­ლებ­და, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ტე­რი­ტო­რია. ვიცი, რომ გა­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა, ყვე­ლა არა, ზოგს ტე­რო­რის­ტე­ბი არ უშ­ვებ­დნენ, რომ შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რო­გორ უს­წორ­დე­ბა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. ვინც ახერ­ხებ­და, გარ­ბო­და, რჩე­ბოდ­ნენ ტე­რო­რის­ტე­ბი და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი. ამ ქა­ლა­ქებ­ში, რო­მე­ლიც ჰა­მა­სის სა­მიზ­ნეა, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბე­აა, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად ბუნ­კე­რი­დან ვერ გა­მოვ­დი­ვართ.

ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, უფრო მე­ტად ემიგ­რან­ტე­ბი, თო­რემ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­მა­ცუ­რად იქ­ცე­ვი­ან. მო­ბი­ლი­ზა­ცია არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ასე მგო­ნია არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მზად არი­ან, თა­ვი­სი ქვეყ­ნის ყო­ვე­ლი გო­ჯის და­სა­ცა­ვად დღეს­ვე წა­ვიდ­ნენ არ­მი­ა­ში. თან ისე, რომ საქ­მეს არ მო­წყდნენ. ამ­დე­ნი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ, ვი­ცო­დი მათ უკი­დე­გა­ნო პატ­რი­ო­ტიზ­მზე, მაგ­რამ ახლა ჩემი თვა­ლით ვხე­დავ, რო­გორც უყ­ვართ თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა.

ბომ­ბე­ბი ჩა­მოც­ვივ­და ქა­ლაქ­ში, რად­გან ჰა­მა­სი ერ­თბა­შად ძა­ლი­ან მას­შტა­ბურ დარ­ტყმებს ახორ­ცი­ე­ლებს, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მა­ღა­ზი­ა­სა და სხვა ობი­ექტსაც და­ე­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ღია იყო, მაგ­რამ არა­ვის მოს­ვლია აზ­რად ამით ესარ­გებ­ლა. პი­რი­ქით, გა­რეთ დარ­ჩე­ნილ სურ­სათს იღებ­დნენ და დან­გრე­უ­ლი კედ­ლის იქით დებ­დნენ... ემიგ­რან­ტე­ბი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვართ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სიმ­შვი­დის დროს გა­მო­დი­ოდ­ნენ და ჩვენ­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, მატ­რა­სე­ბი, თბი­ლი მო­საც­მე­ლი, წყა­ლი, ჩაი, ყავა და პირ­ბა­დე­ე­ბი მო­აქვთ. ჩვენ კი­თხვა­ზე, რა ხდე­ბა გა­რეთ, ძა­ლი­ან მშვი­დად გვპა­სუ­ხო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან მალე. ჩვენ ვე­რა­ვინ შეგ­ვა­ში­ნებ­სო... მარ­თლაც მჯე­რა, რომ ასე იქ­ნე­ბა.

ვიცი, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი გარ­ბი­ან და მშვიდ ად­გილს აფა­რე­ბენ თავს, რად­გან ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბი მას­შტა­ბუ­რი გახ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში 1000-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქე­დან 200 რა­კე­ტა ის­რა­ელ­მა ისევ უკან გა­და­უგ­დო პა­ლეს­ტი­ნას, და­ახ­ლო­ე­ბით 850 რა­კე­ტა კი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე Iron Dome-მა გა­ა­ნად­გუ­რა, ზოგი მათ­გა­ნი კი ჩა­მო­ვარ­და. ამ ინფრო­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ისე გვაწ­ვდი­ან, რო­გორც სტა­ტის­ტი­კას, და არა ჩვენს გარ­შე­მო არ­სე­ბულ სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ შე­მოჰ­ყავ­და ახალ­გაზ­რდა ქალს 5 წლამ­დე, ში­შის­გან ლა­მის გულ­წა­სუ­ლი შვი­ლი ბუნ­კერ­ში და თან ძა­ლი­ან მშვი­დად ეუბ­ნე­ბო­და, რომ ეს ცუდი თა­მა­ში ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბო­და. არა­ვი­თა­რი ის­ტე­რი­კა ან ცრემ­ლე­ბი, სხვებ­მა სა­თა­მა­შო­ე­ბი მი­ა­წო­დეს და ურ­ჩი­ეს, გა­რე­დან შე­მო­სულ ხმა­ურ­ზე არ ეფიქ­რა. აქ სა­ო­ცა­რი თა­ნად­გო­მა ვნა­ხე.

- რა ხდე­ბა იმ რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც არა­ბე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ?

- ჩემს ახ­ლო­ბელს ვე­სა­უბ­რე. იქ საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან არა­ბებ­მა ებ­რა­ულ და­სახ­ლე­ბებს ე.წ. მო­ლო­ტი­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი და­უ­ში­ნეს. პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, იქაც შეძ­ლებს ის­რა­ე­ლის ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მა ვი­თა­რე­ბის კონ­ტროლს, რად­გან რა­საც ვუ­ყუ­რებ, ოპე­რა­ტი­უ­ლად და სწო­რად მუ­შა­ო­ბის გეგ­მა წლე­ბის წინ აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძვალ­სა და რბილ­ში გამ­ჯდა­რი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენერალი
6

1000 ცალი რაკეტა გამოუშვეს ისრაელის მიმართულებით და 200 უკან გადაუგდოო ამბობს ეს გოგო და ეს შესაძლებელია? ჩოგბურთს ხომ არ თამაშობენ

ნოდარი
2

ეს ომი ახლა არ დაწყებულა. . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე

"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე

"ახლა, ამ წუთებში, როდესაც თქვენ გესაუბრებით, აქაურობა ინგრევა. ჯოჯოხეთური ხმებია. ათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს... სირენების ხმები ფაქტობრივად დღე-ღამე არ წყდება. ვცდილობ, არ მეშინოდეს, რადგან ვიცი, ისრაელს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავს, ასევე ე.წ. რკინის გუმბათი აქვს, მაგრამ ამ გუგუნში ცხოვრება წარმოუდგენელია. არადა, ებრაელებს არ უყვართ შეშინებული ადამიანები, თავად ამ ხმებში შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ. გაოცებული ვარ მათი სიმამაცით..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ისრაელის ქალაქ აშკელონში მცხოვრები ქართველი, ნაია ციციშვილი.

მისი თქმით, ამ წუთებში აშკელონსა და აშდოდში სირენები ისევ განახლდა. ისრაელმა ჰამასისისგან გაშვებული რაკეტების მორიგი ტალღა მოიგერია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელშიც არის მსხვერლი, მაგრამ ბევრად მძიმე მდგომარეობაშია ღაზას სექტორი, 100-მდე შენობა, სადაც ტერორისტებს ბაზები ჰქონდათ მოწყობილი, დაბომბილია.

- ვიცი, რომ ისრაელის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას 2 საათით ადრე აფრთხილებდა, დაეტოვებინათ ტერიტორია. ვიცი, რომ გადიოდნენ, თუმცა, ყველა არა, ზოგს ტერორისტები არ უშვებდნენ, რომ შემდეგ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, როგორ უსწორდება ისრაელის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას. ვინც ახერხებდა, გარბოდა, რჩებოდნენ ტერორისტები და მათი თანამოაზრეები. ამ ქალაქებში, რომელიც ჰამასის სამიზნეა, უმძიმესი მდგომარეობეაა, რადგან ფაქტობრივად ბუნკერიდან ვერ გამოვდივართ.

ძალიან შეშინებულები ვართ, უფრო მეტად ემიგრანტები, თორემ ადგილობრივები წარმოუდგენლად მამაცურად იქცევიან. მობილიზაცია არ არის გამოცხადებული, მაგრამ ასე მგონია არ სჭირდება, რადგან მზად არიან, თავისი ქვეყნის ყოველი გოჯის დასაცავად დღესვე წავიდნენ არმიაში. თან ისე, რომ საქმეს არ მოწყდნენ. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, ვიცოდი მათ უკიდეგანო პატრიოტიზმზე, მაგრამ ახლა ჩემი თვალით ვხედავ, როგორც უყვართ თავიანთი ქვეყანა.

ბომბები ჩამოცვივდა ქალაქში, რადგან ჰამასი ერთბაშად ძალიან მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს, რამდენიმე ადგილას მაღაზიასა და სხვა ობიექტსაც დაეცა, ყველაფერი ღია იყო, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ამით ესარგებლა. პირიქით, გარეთ დარჩენილ სურსათს იღებდნენ და დანგრეული კედლის იქით დებდნენ... ემიგრანტები ძალიან შეშინებული ვართ.

ადგილობრივები სიმშვიდის დროს გამოდიოდნენ და ჩვენთვის საჭირო ნივთები, მატრასები, თბილი მოსაცმელი, წყალი, ჩაი, ყავა და პირბადეები მოაქვთ. ჩვენ კითხვაზე, რა ხდება გარეთ, ძალიან მშვიდად გვპასუხობენ, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მალე. ჩვენ ვერავინ შეგვაშინებსო... მართლაც მჯერა, რომ ასე იქნება.

ვიცი, რომ ტერორისტები გარბიან და მშვიდ ადგილს აფარებენ თავს, რადგან ისრაელის დარტყმები მასშტაბური გახდა. მთლიანობაში 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით, აქედან 200 რაკეტა ისრაელმა ისევ უკან გადაუგდო პალესტინას, დაახლოებით 850 რაკეტა კი ისრაელის ტერიტორიაზე Iron Dome-მა გაანადგურა, ზოგი მათგანი კი ჩამოვარდა. ამ ინფრომაციას ადგილობრივები ისე გვაწვდიან, როგორც სტატისტიკას, და არა ჩვენს გარშემო არსებულ საშინელ რეალობას. დავინახე, როგორ შემოჰყავდა ახალგაზრდა ქალს 5 წლამდე, შიშისგან ლამის გულწასული შვილი ბუნკერში და თან ძალიან მშვიდად ეუბნებოდა, რომ ეს ცუდი თამაში ძალიან მალე დასრულდებოდა. არავითარი ისტერიკა ან ცრემლები, სხვებმა სათამაშოები მიაწოდეს და ურჩიეს, გარედან შემოსულ ხმაურზე არ ეფიქრა. აქ საოცარი თანადგომა ვნახე.

- რა ხდება იმ რაიონებში, სადაც არაბები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ?

- ჩემს ახლობელს ვესაუბრე. იქ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რადგან არაბებმა ებრაულ დასახლებებს ე.წ. მოლოტივის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციაა მობილიზებული. ვფიქრობ, იქაც შეძლებს ისრაელის ძალოვანი სისტემა ვითარების კონტროლს, რადგან რასაც ვუყურებ, ოპერატიულად და სწორად მუშაობის გეგმა წლების წინ აქვთ შემუშავებული, ფაქტობრივად, ძვალსა და რბილში გამჯდარი.

"გუშინ დმანისში ჩავედი... აი, რა ვნახე" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები