კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში
ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს რიდ­ლი სკო­ტის ფილმში - House of Gucci.

ინ­ფორ­მა­ცია ლუ­კამ გულ­შე­მატ­კივ­რებს "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვად გა­უ­ზი­ა­რა. ამ­ჯე­რად ის ადამ დრა­ი­ვერ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"House of Gucci-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ადამ დრა­ი­ვერ­თან ერ­თად. ფილმში მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა როლი მაქვს, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბაა ერთ დღე­საც რიდ­ლი სკო­ტის რე­ჟი­სო­რო­ბით იმუ­შაო", - წერს ლუკა "ფე­ის­ბუქ­ში."

House of Gucci-ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და მო­ლო­დი­ნი დი­დია. კი­ნო­სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ალ პა­ჩი­ნო, რო­ბერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯა­რედ ლეტო, ადამ დრა­ი­ვე­რი და სხვე­ბი. კი­ნო­სუ­რა­თის სი­უ­ჟე­ტი ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლის, Gucci-ის მმარ­თვე­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­სა და ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტულ ეპი­ზოდ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ ლუკა ჩი­ქო­ვანს, მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი სიმ­ღე­რით გა­აც­ნო. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა - გამ­ხდა­რი­ყო მომ­ღე­რა­ლი, 14 წლის ასაკ­ში რე­ა­ლო­ბად აქ­ცია. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­ი­ღო, "იუ­თუბ­ზე“ ატ­ვირ­თა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში 300 ათა­სი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. ლუკა იტა­ლი­უ­რი შოუ ბიზ­ნე­სის პოპ ვარ­სკვლა­ვი და "იუ­ნი­ვერ­სალ მი­უ­ზი­კის“ კონ­ტრაქ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, მან ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ალი­ჩე რორ­ვა­ხე­რის ფილმში "ლა­ზა­რე­სა­ვით ბედ­ნი­ე­რი", რო­მე­ლიც კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მის ფილ­მებს შო­რის იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. ფილმში ლუ­კას გმი­რის დე­დის როლს რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის ცოლი, ნი­კო­ლე­ტა ბრას­კი ას­რუ­ლებ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
3წ3
0

წარმატებები

nik
12

ეს მარცხნივ ვინაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რიდლი სკოტის ფილმში - House of Gucci.

ინფორმაცია ლუკამ გულშემატკივრებს "ფეისბუქის“ საშუალებით თავად გაუზიარა. ამჯერად ის ადამ დრაივერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"House of Gucci-ის გადასაღებ მოედანზე ადამ დრაივერთან ერთად. ფილმში მე ძალიან პატარა როლი მაქვს, მაგრამ შესანიშნავი გამოცდილებაა ერთ დღესაც რიდლი სკოტის რეჟისორობით იმუშაო", - წერს ლუკა "ფეისბუქში."

House of Gucci-ის მიმართ საზოგადოების ინტერესი და მოლოდინი დიდია. კინოსურათში მონაწილეობენ ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სხვები. კინოსურათის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ის მმართველი ოჯახის ისტორიასა და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, დრამატულ ეპიზოდზე მოგვითხრობს.

რაც შეეხება ქართველ ლუკა ჩიქოვანს, მან საზოგადოებას თავი სიმღერით გააცნო. ბავშვობის ოცნება - გამხდარიყო მომღერალი, 14 წლის ასაკში რეალობად აქცია. მობილური ტელეფონით ვიდეო გადაიღო, "იუთუბზე“ ატვირთა და რამდენიმე საათში 300 ათასი ნახვა დააგროვა. ლუკა იტალიური შოუ ბიზნესის პოპ ვარსკვლავი და "იუნივერსალ მიუზიკის“ კონტრაქტორია. გარდა ამისა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ალიჩე რორვახერის ფილმში "ლაზარესავით ბედნიერი", რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმებს შორის იყო ნაჩვენები. ფილმში ლუკას გმირის დედის როლს რობერტო ბენინის ცოლი, ნიკოლეტა ბრასკი ასრულებდა.

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს