მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?
სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და გიგი უგუ­ლა­ვას სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მი­ვე საქ­მე გან­ხილ­ვის სა­წყის ეტაპ­ზეა და ახლა იწყე­ბა მხა­რე­ე­ბის მიერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა.

„იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნი­კა­ნორ მე­ლია და გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს უჩი­ვი­ან, პრო­ცე­დუ­რებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ვე საქ­მე გან­ხილ­ვის სა­წყის ეტაპ­ზეა და ახლა იწყე­ბა მხა­რე­ე­ბის მიერ პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­მი­ვე საქ­მე­ზე აქვს მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გენს. სა­მი­ვე მომ­ჩივ­ნის საქ­მეს - სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­ლია და უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ - სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რით გა­ნი­ხი­ლავს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სა­სა­მარ­თლო მომ­ჩივ­ნე­ბის­გან და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან მი­ი­ღებს 2-2 წე­რი­ლო­ბით პო­ზი­ცი­ას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს. მხა­რე­ე­ბის მიერ პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლას და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, სულ მცი­რე, 2 წელი დას­ჭირ­დე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ვობს, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის გამო მის მი­მართ დამ­დგა­რი გა­ნა­ჩე­ნი ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­კუ­თარ კო­რეს­პონ­დენ­ცი­ა­ში უთი­თებს, რომ ეს სწო­რედ ის საქ­მეა, რო­მელ­ზეც თა­ვად სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­უდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დარ­ღვე­ვა 2011 წლის 26 აპ­რილს საქ­მე­ზე „ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“. სა­ა­კაშ­ვი­ლი აგ­რეთ­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოა სა­ქარ­თვე­ლოს სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც და­დას­ტურ­და, რომ 2005 წლის 14 ივ­ლისს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის, სას­ტი­კი ცემა მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი და­ვა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, რის გა­მოც მას მი­ე­სა­ჯა 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მტკი­ცე­ბით, 2021 წლის 23 თე­ბერ­ვალს მისი და­კა­ვე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს. სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ კო­რეს­პონ­დენ­ცი­ა­ში აღ­წერს, რომ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას წინ უძღო­და 2020 წლის 1 ნო­ემ­ბერს მის მიერ სა­მა­ჯუ­რის მოხ­სნა და შემ­დეგ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უა­რის თქმა, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მე­ლი­ას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გიგი უგუ­ლა­ვა სა­ჩი­ვარ­ში და­ვობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მის მი­მართ დას­რუ­ლე­ბულ და მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე: 1) ე.წ. თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ეპი­ზო­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში უგუ­ლა­ვა მსჯავ­რდე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის­თვის; 2) ე.წ. რი­ყის ეპი­ზო­დი; 3) ე.წ. თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფის ეპი­ზო­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უგუ­ლა­ვა მსჯავ­რდე­ბუ­ლია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის; 4) 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უგუ­ლა­ვა ბრალ­დე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბის გამო.

2021 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს 64 850 საქ­მეს. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად შემ­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ შე­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 2011 წლის­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი 3045 საქ­მე, ხოლო 2020 წლის ბო­ლოს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით მხო­ლოდ 532 საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს“, - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკანორ მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენა.

„იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა.

საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო.

2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს" - ნიკა მელია

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?