პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან "ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა" - სუბარი გახარიას გუნდზე
"რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან "ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა" - სუბარი გახარიას გუნდზე

თა­ვი­დან სხვა რი­ხით და­ი­წყეს, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი რე­გი­ო­ნებ­ში და­დი­ან და მო­სახ­ლე­ო­ბას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვა­რი­ან­ტი ბ, ივა­ნიშ­ვი­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გეგ­მა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ხა­რი­ას გუნ­დზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან დე­პუ­ტატ გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვის­ზეც ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მე­რებ­მა მათ ზე­წო­ლით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რად საქ­მეს არ აკე­თებ­დნენ და და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის აგი­ტა­ცი­ით. ამას­თან, სუ­ბა­რის თქმით, მე­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბაა და ზე­წო­ლად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა თუ მათ უთხრეს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვონ, ხოლო თუ სხვა ტი­პის ზე­წო­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

„რამ­დე­ნი­მე პირ­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა და რამ­დე­ნი­მე კი­დევ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმი­ტომ, რომ რო­გორც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი საქ­მის კე­თე­ბას შე­ეშ­ვნენ ბოლო პე­რი­ოდ­ში და გა­და­სუ­ლი იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის თუ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის აგი­ტა­ცი­ა­ზე და საქ­მე არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი უამ­რა­ვი. მე­რის მო­ად­გი­ლე არის ზო­გა­დად პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ: ან საქ­მე აკე­თონ ან თა­ვის პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ხე­დონ და ოდეს­მე თუ ეღირ­სე­ბათ, რაც არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა იყ­ვნენ მე­რე­ბიც, მო­ად­გი­ლე­ე­ბიც და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა „და­სას­რუ­ლის და­სა­წყისს" - თა­ვი­დან სხვა რი­ხით და­ი­წყეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიხ­ვდნენ, რომ არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ და ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყეს - ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში და­დი­ან და მო­სახ­ლე­ო­ბას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ვა­რი­ან­ტი ბ, ივა­ნიშ­ვი­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გეგ­მა, ამით ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას,"- გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­ზე ზე­წო­ლა მოხ­და და ამ მე­თო­დით პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბია და­წყე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
2

რაში უნდა ჭირდებოდეს ეგ გახარიას? რაღაც არ მჯერა. ვიღაც პროვოკატორობს.

გლახუნა
25

-საქოცეთო. .. ბოლო.,, რუსიანობა,, - ა ხართ საქართველოში.... ანუ სიღატაკე, უიმედობა, კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი, უპერსპექტივობა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან "ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა" - სუბარი გახარიას გუნდზე

"რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან "ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა" - სუბარი გახარიას გუნდზე

თავიდან სხვა რიხით დაიწყეს, ბოლო პერიოდში კი რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

მან დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ადამიანებმა, ვისზეც ხოჯევანიშვილი საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტებში მერებმა მათ ზეწოლით დაატოვებინეს თანამდებობები, რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ და დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული პარტიის აგიტაციით. ამასთან, სუბარის თქმით, მერის მოადგილის პოსტი პარტიული თანამდებობაა და ზეწოლად ვერ ჩაითვლება თუ მათ უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დატოვონ, ხოლო თუ სხვა ტიპის ზეწოლაზეა საუბარი, ეს კანონით ისჯება.

„რამდენიმე პირმა დატოვა თანამდებობა და რამდენიმე კიდევ გაათავისუფლეს, გაათავისუფლეს იმიტომ, რომ როგორც გამათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები საქმის კეთებას შეეშვნენ ბოლო პერიოდში და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე და საქმე არის გასაკეთებელი უამრავი. მერის მოადგილე არის ზოგადად პარტიული თანამდებობა და შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ: ან საქმე აკეთონ ან თავის პარტიულ საქმიანობას მიხედონ და ოდესმე თუ ეღირსებათ, რაც არ მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება იყვნენ მერებიც, მოადგილეებიც და პარლამენტის თავმჯდომარეებიც. რაც შეეხება „დასასრულის დასაწყისს" - თავიდან სხვა რიხით დაიწყეს ამ ადამიანებმა, თუმცა, ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან სამარცხვინო კამპანია დაიწყეს - ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,"- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა და ამ მეთოდით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.

"როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში" - რას ყვება სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატსა და მეუფე სპირიდონზე

"ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს..." - სააკაშვილი უკრაინის პრემიერს პასუხობს

თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა