კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა
ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

რიდ­ლი სკო­ტის გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმში, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნი აქვს, ქარ­თვე­ლი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რე­ბიც ალ პა­ჩი­ნო, რო­ბერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯა­რედ ლეტო და ადამ დრა­ი­ვე­რი არი­ან. სა­უ­ბა­რია ფილმზე სა­ხე­ლად - House of Gucci.

ახა­ლი ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა და მომ­ღე­რალ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ვად­ვე გა­უ­ზი­ა­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კი­ნო­სუ­რა­თის სი­უ­ჟე­ტი ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლის, Gucci-ის მმარ­თვე­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­სა და ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტულ ეპი­ზოდ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ ლუკა ჩი­ქო­ვანს, მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი სიმ­ღე­რით გა­აც­ნო. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა - გამ­ხდა­რი­ყო მომ­ღე­რა­ლი, 14 წლის ასაკ­ში რე­ა­ლო­ბად აქ­ცია. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­ი­ღო, "იუ­თუბ­ზე“ ატ­ვირ­თა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში 300 ათა­სი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა.

ლუკა იტა­ლი­უ­რი შოუ ბიზ­ნე­სის პოპ ვარ­სკვლა­ვი და "იუ­ნი­ვერ­სალ მი­უ­ზი­კის“ კონ­ტრაქ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, მან ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ალი­ჩე რორ­ვა­ხე­რის ფილმში "ლა­ზა­რე­სა­ვით ბედ­ნი­ე­რი", რო­მე­ლიც კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მის ფილ­მებს შო­რის იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ფილმში ლუ­კას გმი­რის დე­დის როლს რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის ცოლი, ნი­კო­ლე­ტა ბრას­კი ას­რუ­ლებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ფილ­მს, House of Gucci-ს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ ვის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
4

ძალიან დიდი წარმატებაა.ვულოცავ.

NATO
14

მრავალი წარმატება ლუკა! გილოცავ

!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

რიდლი სკოტის გახმაურებულ ფილმში, რომლის მიმართაც საზოგადოებას უდიდესი მოლოდინი აქვს, ქართველი ლუკა ჩიქოვანი მიიღებს მონაწილეობას და ისეთი ვარსკვლავების გვერდით გამოჩნდება, როგორებიც ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო და ადამ დრაივერი არიან. საუბარია ფილმზე სახელად - House of Gucci.

ახალი ამბავი ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა გულშემატკივრებს თავადვე გაუზიარა "ფეისბუქზე" და გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fluca.chikovani.9%2Fposts%2F2408977189246831&width=500&show_text=true&height=702&appId" width="500" height="702" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>

როგორც ცნობილია, კინოსურათის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ის მმართველი ოჯახის ისტორიასა და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, დრამატულ ეპიზოდზე მოგვითხრობს.

რაც შეეხება ქართველ ლუკა ჩიქოვანს, მან საზოგადოებას თავი სიმღერით გააცნო. ბავშვობის ოცნება - გამხდარიყო მომღერალი, 14 წლის ასაკში რეალობად აქცია. მობილური ტელეფონით ვიდეო გადაიღო, "იუთუბზე“ ატვირთა და რამდენიმე საათში 300 ათასი ნახვა დააგროვა.

ლუკა იტალიური შოუ ბიზნესის პოპ ვარსკვლავი და "იუნივერსალ მიუზიკის“ კონტრაქტორია. გარდა ამისა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ალიჩე რორვახერის ფილმში ''ლაზარესავით ბედნიერი'', რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმებს შორის იყო ნაჩვენები.

ფილმში ლუკას გმირის დედის როლს რობერტო ბენინის ცოლი, ნიკოლეტა ბრასკი ასრულებდა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, House of Gucci-ს, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლში მოგვევლინება ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა.

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები