საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტს
პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის მიერ “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა“ კო­დექსში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ტოს უფ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­გინგზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მო­ის­მი­ნა ყვე­ლა მხა­რის არ­გუ­მენ­ტი.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვის პრო­ცე­დუ­რა "ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ო­და ყვე­ლას­თვის არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის ერ­თნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას".

თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არა­საკ­მა­რი­სია.

"ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არა­საკ­მა­რი­სი აღოჩ­ნდა, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ასე­თი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ყვე­ლას პო­ზი­ცის გაც­ნო­ბას და შე­ჯე­რე­ბას, აძ­ლევს პრე­ზიდ­ნეტს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა

შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტი “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ორი­ვე კა­ნო­ნის პრო­ექტს ხელს მო­ა­წერს. პრე­ზი­დენ­ტმა ხელი უნდა მო­ა­წე­როს რო­გორც პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, ასე­ვე წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენ­ტმა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსთან" და­კავ­ში­რე­ბით ორი, ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღო.

პირ­ვე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნის ვა­დე­ბი ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრა. კერ­ძოდ, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პირი პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, მაგ­რამ არა უგ­ვი­ა­ნეს 24 სა­ა­თი­სა, სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა შე­საძ­ლოა გა­ხან­გრძლივ­დეს ერთჯე­რა­დად, არა­უ­მე­ტეს 24 სა­ა­თით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­კა­ვე­ბის ვა­დის გა­ხანგძლი­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას წე­რი­ლო­ბით ასა­ბუ­თებს. თუ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ ვა­და­ში სა­სა­მარ­თლოს არ წა­რედ­გი­ნა, იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო, რაც ცალ­კე კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ხით იყო წარ­დგე­ნი­ლი.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, კო­დექ­სის 166-ე მუხლს მე-2 ნა­წი­ლი და­ე­მა­ტა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რი­დან 2000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 5-დღი­დან 15 დღემ­დე ვა­დით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ 173-ე მუხ­ლი, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი ერთხელ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ან ამ პი­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან/და მის მი­მართ სხვა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის ერთხელ ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რი­დან 3000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა - სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის და­ჯა­რი­მე­ბას 3500 ლა­რი­დან 4500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 7-დღი­დან 15 დღემ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
40

პარლამენტში შესულ ოპოზიციას მასხარად იგდებენ უკვე იქით პარლამენტში ოცნება,აქეთ დანიშნული პრეზიდენტი.დაიმსახურეს და აღადავებენ კიდევაც.

სიმართლე
672

ძალიანაც კარგი.ოპოზიცია იქნებ გონს მოეგოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტს

პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.

პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას".

თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

"ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

შესაბამისად, პრეზიდენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.

გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტის სახით იყო წარდგენილი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა