"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელიასთან საპატიმროში, საერთო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს.
ბოტკოველის თქმითვე, ამ ეტაპზე, ნიკა მელიას გადაწყვეტილი არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებს.
"ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხში შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური და არ არის სხვა რეგიონის და სხვა ქალაქის,
თუ შეთანხმებაზე და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, სხვა მუნიციპალიტეტებზეც უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რას და როგორ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია",- განაცხადა ბოტკოველმა.
ეს თქვენ გინდათ ერქვას გამოსასყიდი...თორემ აბა დამნაშავეს რად უნდა გირაო ან ამნისტია,თუ სასჯელი არ მოიხადა,მაგრამ თამაშია ყველაფერი
უნამუსოები ხართ მილიონები გაქვთ არც მელიაა უპოვარი და პოლიტიკური კეკლუცობის გამო ევროპელებს ადებინებთ ფულს.ეგ გამოსასყიდი კი არ არის არამედ გიხდიან ფულს რომ მორჩეს ეს გაუთავებელი პროვოკაცია. პირიქითაა ეგ ყველაფერი აღარ დაგიტოვეს სპეკულაციის სივრცე.