მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია
"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

მეს­მის, რომ პრობ­ლე­მე­ბია, იჩ­ქა­რეს თა­ვის დრო­ზე, ახლა გი­ორ­გი ვა­შა­ძე ცდი­ლობს, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან უფრო ლა­მა­ზად გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ცოტა ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­შინ, -ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, კობა ნა­ყო­ფი­ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას ცი­ხე­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ის სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ზე და­ფიქ­რდე­ბა და „სწორ გზას და­ად­გე­ბა“.

"ცოტა უხერ­ხუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, პირ­ველ რიგ­ში, გი­ორ­გი ვა­შა­ძის მხრი­დან, რო­დე­საც ნიკა მე­ლია ცი­ხე­ში ზის. ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­შია და ის უკvე მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უბ­რობს. ყვე­ლას თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი აქვს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად, ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა არც მინ­და. ჩვენ­თვის ახლა მთა­ვა­რი სა­კი­თხი არ არის, რას ამ­ბობს გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ნაკ­ლე­ბად გვა­ინ­ტე­რე­სებს. მეს­მის, რომ პრობ­ლე­მე­ბია, იჩ­ქა­რეს თა­ვის დრო­ზე, ახლა გი­ორ­გი ვა­შა­ძე ცდი­ლობს, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან უფრო ლა­მა­ზად გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ცოტა ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­შინ, მაგ­რამ იმე­დია, და­ფიქ­რდე­ბა და სწორ გზას და­ად­გე­ბა“ ,- გა­ნა­ცხა­და ნა­ყო­ფი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, რო­გორც კობა ნა­ყო­ფია აღ­ნიშ­ნავს, მე­ლი­ას ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია, და­ა­ყე­ნებს თუ არა სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას არ­ჩევ­ნებ­ზე.

"პირ­და­პირ ასე მი­თხრა, სა­ნამ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, პარტნი­ორ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს უნდა შევ­ხვდე, ვერ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ნამ არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო, ისე არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სო, ასე­ვე „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ულ აქ­ტივს და მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სო“,-გა­ნა­ცხა­და ნა­ყო­ფი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღეს ნიკა მე­ლი­ას­თან პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხზე არ უსა­უბ­რია.

ცნო­ბის­თვის, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცია ერთი და იმა­ვე სტრა­ტე­გი­ით მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩევ­ნებ­ში, რის გა­მოც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

„ცენ­ტრს მე­სა­მე იმი­ტომ ჰქვია, რომ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი სის­ტე­მის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­იქ­მნას, ეს არის გა­მარ­ჯვე­ბის გზა. გულ­ზე ხელი და­ი­დოს ახლა ყვე­ლამ და მი­თხრას, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტე­ბი ცალ­კე თუ იქ­ნე­ბი­ან, მო­ი­გე­ბენ თუ არა არ­ჩევ­ნებს, ეს ვერ მოხ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
0

ეს ორი ძმებივით გვანან ერთმანეთს.

გურანდუხტი
28

გიორგი ვაშაძე ფარულად "გაქოცდა",სარგებლის გამო აღარც კი უფრთხილდება თავისი რეიტინგის დაკარგვას,ეხლა გადასულია ელისაშვილივით ოპოზიციის დისკრედიტაციაზე.ვაშაძეს ისევე როგორც ელისაშვილს აღარ აწყობთ ოცნების დამარცხება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,იციან პარლამენტში მოხვედრის შანსიც კი აღარ ექნებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ის საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდება და „სწორ გზას დაადგება“.

"ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის მხრიდან, როდესაც ნიკა მელია ციხეში ზის. ადამიანი ციხეშია და ის უკvე მომავალ არჩევნებზე საუბრობს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, სიმართლე გითხრათ, დიდად, ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა. ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი არ არის, რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება“ ,- განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება ნიკა მელიას სამომავლო გეგმებს, როგორც კობა ნაყოფია აღნიშნავს, მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე.

"პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“,-განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, დღეს ნიკა მელიასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთი და იმავე სტრატეგიით მონაწილეობს არჩევნებში, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს.

„ცენტრს მესამე იმიტომ ჰქვია, რომ ორპოლუსიანი სისტემის ალტერნატივა შეიქმნას, ეს არის გამარჯვების გზა. გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს, ეს ვერ მოხდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?