საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?
"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ბიზ­ნეს­მე­ნი თენ­გო მა­ზი­აშ­ვი­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - შო­თი­კო ნო­ზა­ძე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მარ­თავს ბიზ­ნესს, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო, საკ­მა­ოდ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, მსა­ხი­ო­ბის ხელ­ფა­სის 70% მისი ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნას ხმარ­დე­ბა...

- შო­თი­კო, თავს რო­გორ გრძნობ ახლა, როცა "კო­მე­დი ჯგუ­ფის" წევ­რიც ხარ და საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ?

- მშვე­ნივ­რად. "კო­მე­დი ჯგუფ­ში" გა­დას­ვლა ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო. ცო­ტა­თი გა­მი­ჭირ­და, ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ვი... გა­მი­ხარ­და, რომ სე­რი­ა­ლი­დან ისევ და­მი­ძა­ხეს და მათ­თან მუ­შა­ო­ბა მი­წევს. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ორ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შენი პერ­სო­ნა­ჟის - თენ­გოს ამ­ჟა­მინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას რო­გორ აფა­სებ?

- სე­ზო­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. თით­ქოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ სი­უ­ჟე­ტი ლო­გი­კუ­რად, სწო­რად ვი­თარ­დე­ბა: გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია თენ­გოს მე­უღ­ლეც, საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რიც, "კუ­მი­რი" - ბო­რის ნი­გა­დი­ა­ე­ვიც... მოკ­ლედ, ჩემს პერ­სო­ნაჟს ყვე­ლამ ზურ­გი აქ­ცია და სი­ტუ­ა­ცია იძა­ბე­ბა... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. უკვე რა­ღა­ცე­ბი ვიცი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი. თუმ­ცა წინ კარ­გი სე­რი­ე­ბი გვე­ლო­დე­ბა...

- თა­ვად ფუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რე?

- ალ­ბათ, როცა ადა­მი­ა­ნი ჭკუ­ა­ში ჩა­ვარ­დე­ბი, ამას მა­შინ აც­ნო­ბი­ე­რებ. ფული ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის, მაგ­რამ ფულ­საც გა­აჩ­ნია: ისე­თი უნდა იყოს, რომ მისი და­ხარ­ჯვა გი­ხა­რო­დეს და არ გე­ში­ნო­დეს.

- იმას გუ­ლის­ხმობ, რომ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა გქონ­დეს, რათა თა­მა­მად და­ხარ­ჯო?

- რა თქმა უნდა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის სი­ტუ­ა­ცია არ არის, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ - წვა­ლე­ბა და სულ იმა­ზე ფიქ­რი გვი­წევს, ხვალ-ზეგ რა იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე წლით ადრე რამე რომ და­გეგ­მო, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ზე ფიქ­რი გი­წევს, რომ თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ფული და­ზო­გო და გა­უფრ­თხილ­დე... ამი­ტომ თან­ხის თა­ვი­სუფ­ლად ხარ­ჯვა და ფრი­ა­ლი არ გა­მო­დის. ალ­ბათ, ფულს მოფრ­თხი­ლე­ბაც და სწო­რად ხარ­ჯვაც უყ­ვარს.

- რო­დის გა­გიჩ­ნდა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ფული თა­ვად გე­შო­ვა? შენი პირ­ვე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი რა იყო?

- ჩემი პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი სიმ­ბო­ლუ­რი, სა­სა­ცი­ლო თან­ხა იყო: 8 სპექ­ტაკლში (რუს­თა­ვის თე­ატ­რში) ვი­თა­მა­შე, მერე კი ჰო­ნო­რა­რის ასა­ღე­ბად და­მი­ბა­რეს და კონ­ვერ­ტით თან­ხა გად­მომ­ცეს. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი იყო და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა არ ვი­ცო­დი, კონ­ვერ­ტის შიგ­ნით რა იმა­ლე­ბო­და. რომ გავ­ხსე­ნი, შოკი მი­ვი­ღე: ზუს­ტად 8 ლარი და 50 თეთ­რი (ქა­ღალ­დის 2 და 1-ლა­რი­ა­ნე­ბი, ასე­ვე - სპი­ლენ­ძის 50-თეთ­რი­ა­ნი) იყო (იცი­ნის). მა­შინ 14-15 წლის გახ­ლდით.

- შენი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი რა იყო?

- და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში წამ­ყვა­ნად, ანი­მა­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი. იქ ჩემი მე­გო­ბა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი (გო­გო­ნა და ბიჭი) მუ­შა­ობ­დნენ. ერთხელ ბიჭ­მა მი­თხრა, რომ დამ­ხმა­რე სჭირ­დე­ბო­და. მი­ვე­დი... შემ­დეგ ეს საქ­მე "და­ვა­მუ­ღა­მე", შე­ვის­წავ­ლე, მერე კი სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, სა­ღა­მო თა­ვად ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს - მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მა­შინ ცო­ტა­თი დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა დღეს შე­მიძ­ლია, თა­მა­მად ვთქვა, რომ ბავ­შვე­ბის ფსი­ქო­ლო­გია კარ­გად ვიცი, მეს­მის და პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სწო­რი მიდ­გო­მე­ბი მაქვს - ვიცი, ისი­ნი რო­გორ ვმარ­თო. და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბი­სას გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე ცო­ტა­თი და­ძა­ბუ­ლი იყო, ვი­ნერ­ვი­უ­ლე...

შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა და ეს საქ­მე ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, ბევ­რგან ვი­მუ­შა­ვე... ერთი პე­რი­ო­დი, ოპე­რა­ტო­რიც გახ­ლდით. ამ სპე­ცი­ა­ლო­ბას ვსწავ­ლობ­დი, მერე კი ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ ყო­ფი­ლა: თე­ატ­რი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ცოტა ხანს პა­უ­ზა ავი­ღე და ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე, ფოტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა ვის­წავ­ლე. სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მას, შეკ­ვე­თას ვი­ღებ­დი... მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სტუ­დია გა­ვა­კე­თეთ და ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით...

- შემ­დეგ შენი საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თა? რო­გორც ვიცი, და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრი თა­ვა­დაც გახ­სე­ნი...

- კი, ეს ცენ­ტრი დღემ­დე მაქვს. ვიბ­რძვი და ვწვა­ლობ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. ძა­ლი­ან მინ­და, რომ პან­დე­მია ოდეს­მე დას­რულ­დეს. პრობ­ლე­მებს გვიქ­მნის, ვერ ვმუ­შა­ობთ... და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრი პან­დე­მი­ამ­დე (2 წლის წინ), რუს­თავ­ში გავ­ხსე­ნი. ცენ­ტრმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც და­ი­წყო. ის გათ­ვლა, რაც გვქონ­და, გა­მარ­თლდა. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი იუ­ბი­ლა­რიც გვყავ­და, მათ კარგ პროგ­რა­მას ვთა­ვა­ზობ­დით, კმა­ყო­ფი­ლე­ბიც იყ­ვნენ, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გავ­ჩერ­დით....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ზაზა
2

ბორისასა უთხარი ნიგაძიაევსა დიდი შებერტყილი ყაავს გამჩენსა დაგეხმარება :))))) შენი ხმითაა წასაკითხი თენგო :))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?

"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბიზნესმენი თენგო მაზიაშვილის როლის შემსრულებელი - შოთიკო ნოზაძე რეალურ ცხოვრებაშიც მართავს ბიზნესს, თუმცა პანდემიის გამო, საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. როგორც თავად გვითხრა, მსახიობის ხელფასის 70% მისი ბიზნესის გადარჩენას ხმარდება...

- შოთიკო, თავს როგორ გრძნობ ახლა, როცა "კომედი ჯგუფის" წევრიც ხარ და საყვარელ სერიალშიც მონაწილეობ?

- მშვენივრად. "კომედი ჯგუფში" გადასვლა ჩემთვის გამოწვევა იყო. ცოტათი გამიჭირდა, ნელ-ნელა ვეჩვევი... გამიხარდა, რომ სერიალიდან ისევ დამიძახეს და მათთან მუშაობა მიწევს. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ორ საქმეს ვემსახურები.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟის - თენგოს ამჟამინდელ სიტუაციას როგორ აფასებ?

- სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. თითქოს მოულოდნელი სიტუაციაა, მაგრამ სიუჟეტი ლოგიკურად, სწორად ვითარდება: განაწყენებულია თენგოს მეუღლეც, საქმიანი პარტნიორიც, "კუმირი" - ბორის ნიგადიაევიც... მოკლედ, ჩემს პერსონაჟს ყველამ ზურგი აქცია და სიტუაცია იძაბება... ძალიან საინტერესო იქნება. უკვე რაღაცები ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი. თუმცა წინ კარგი სერიები გველოდება...

- თავად ფულის მნიშვნელობა და საჭიროება როდის გააცნობიერე?

- ალბათ, როცა ადამიანი ჭკუაში ჩავარდები, ამას მაშინ აცნობიერებ. ფული ყოველთვის საჭიროა. ამის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ ფულსაც გააჩნია: ისეთი უნდა იყოს, რომ მისი დახარჯვა გიხაროდეს და არ გეშინოდეს.

- იმას გულისხმობ, რომ სტაბილური შემოსავალი უნდა გქონდეს, რათა თამამად დახარჯო?

- რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ის სიტუაცია არ არის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ - წვალება და სულ იმაზე ფიქრი გვიწევს, ხვალ-ზეგ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლით ადრე რამე რომ დაგეგმო, ჩვენს ქვეყანაში ეს წარმოუდგენელია. ყოველდღიურად იმაზე ფიქრი გიწევს, რომ თუნდაც სამსახური შეინარჩუნო, ფული დაზოგო და გაუფრთხილდე... ამიტომ თანხის თავისუფლად ხარჯვა და ფრიალი არ გამოდის. ალბათ, ფულს მოფრთხილებაც და სწორად ხარჯვაც უყვარს.

- როდის გაგიჩნდა მოთხოვნილება, რომ ფული თავად გეშოვა? შენი პირველი შემოსავალი რა იყო?

- ჩემი პირველი ჰონორარი სიმბოლური, სასაცილო თანხა იყო: 8 სპექტაკლში (რუსთავის თეატრში) ვითამაშე, მერე კი ჰონორარის ასაღებად დამიბარეს და კონვერტით თანხა გადმომცეს. რა თქმა უნდა, გამიხარდა. ეს ჩემი პირველი ხელფასი იყო და ბედნიერი ვიყავი, თუმცა არ ვიცოდი, კონვერტის შიგნით რა იმალებოდა. რომ გავხსენი, შოკი მივიღე: ზუსტად 8 ლარი და 50 თეთრი (ქაღალდის 2 და 1-ლარიანები, ასევე - სპილენძის 50-თეთრიანი) იყო (იცინის). მაშინ 14-15 წლის გახლდით.

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?

- დაბადების დღის ცენტრში წამყვანად, ანიმატორად ვმუშაობდი. იქ ჩემი მეგობარი მსახიობები (გოგონა და ბიჭი) მუშაობდნენ. ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ დამხმარე სჭირდებოდა. მივედი... შემდეგ ეს საქმე "დავამუღამე", შევისწავლე, მერე კი საშუალება მომცეს, საღამო თავად ჩამეტარებინა. საერთოდ, ბავშვები ძალიან მიყვარს - მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაშინ ცოტათი დაბნეული ვიყავი, თუმცა დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბავშვების ფსიქოლოგია კარგად ვიცი, მესმის და პატარებთან ურთიერთობისას სწორი მიდგომები მაქვს - ვიცი, ისინი როგორ ვმართო. დაბადების დღის ცენტრში მუშაობისას გამოცდილება მივიღე, თუმცა პირველი სამუშაო დღე ცოტათი დაძაბული იყო, ვინერვიულე...

შემდეგ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა და ეს საქმე ძალიან შემიყვარდა, ბევრგან ვიმუშავე... ერთი პერიოდი, ოპერატორიც გახლდით. ამ სპეციალობას ვსწავლობდი, მერე კი ამავე მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ ეს ოფიციალური სამსახური არ ყოფილა: თეატრიდან რომ წამოვედი, ცოტა ხანს პაუზა ავიღე და ტრენინგები გავიარე, ფოტო და ვიდეოგადაღება ვისწავლე. სხვადასხვა რეკლამას, შეკვეთას ვიღებდი... მე და ჩემმა მეგობარმა სტუდია გავაკეთეთ და ერთად ვმუშაობდით...

- შემდეგ შენი საქმიანობა როგორ წარიმართა? როგორც ვიცი, დაბადების დღის ცენტრი თავადაც გახსენი...

- კი, ეს ცენტრი დღემდე მაქვს. ვიბრძვი და ვწვალობ, რომ შევინარჩუნო. ძალიან მინდა, რომ პანდემია ოდესმე დასრულდეს. პრობლემებს გვიქმნის, ვერ ვმუშაობთ... დაბადების დღის ცენტრი პანდემიამდე (2 წლის წინ), რუსთავში გავხსენი. ცენტრმა ფუნქციონირება საკმაოდ კარგადაც დაიწყო. ის გათვლა, რაც გვქონდა, გამართლდა. შესაბამისად, ბევრი იუბილარიც გვყავდა, მათ კარგ პროგრამას ვთავაზობდით, კმაყოფილებიც იყვნენ, თუმცა პანდემიის გამო გავჩერდით....წაიკითხეთ სრულად

დღეს ნინოობაა

"ვისაც ხელეწიფება იქნებ, მოგვხედოს, დაგვეხმაროს, რომ ეს ბავშვები გადავიყვანო სამშვიდობოს" - დიდ დიღომში ბერი ანდრიას დედის სახლი დაიტბორა

უხვი ნალექი თბილისში, დატბორილი გზები და მანქანები - რა ხდება დიდ დიღომში? (ვიდეო)