მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე
"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია კი­დევ ერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, ამ­ჯე­რად კა­ნის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც კა­ნის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თებ­ზე წერს. ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ გა­რუ­ჯვის დროს:

"კა­ნის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბი რომ­ლის და­ჯე­რე­ბაც უნდა შე­წყვი­ტო

მითი 1

მე არ მაქვს კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი ზამ­თრის თვე­ებ­ში ან ღრუბ­ლი­ან ამინ­დში რო­დე­საც მზე ძლი­ერ არ ანა­თებს

ფაქ­ტი - მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ად­ვი­ლად აღ­წევს ღრუბ­ლის გავ­ლით დე­და­მი­წის ზე­და­პი­რამ­დე, ასე­ვე შუ­შის გავ­ლით შე­ნო­ბებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად მზის დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შე­სა­ცი­რებ­ლად.

მა­გა­ლი­თად - აშშ-ში კა­ნის კიბო წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე ხშირ სიმ­სივ­ნეს და ყო­ვე­ლი 5 ამე­რი­კე­ლი­დან ერთს უვი­თარ­დე­ბა კა­ნის კიბო რო­დე­საც ისი­ნი აღ­წე­ვენ 70 წლის ასაკს.

მითი 2

და­ზი­ა­ნე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არას­წო­რად ვიქ­ცე­ო­დი, არ ვი­ცავ­დი თავს მზის­გან, ვირუ­ჯე­ბო­დი. ახლა ვე­ღარ მო­ვახ­დენ ზე­გავ­ლე­ნას ჩემი კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კზე.

ფაქ­ტი - იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ მზის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვხვდე­ბა ბავ­შვებ­ში, დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია რომ მთლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი მზის და­ზი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ 20% გვხვდე­ბა 22 წლამ­დე ასაკ­ში.

ყო­ვე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ იღებ და­ზი­ა­ნე­ბის და­მა­ტე­ბით 10%-ს. შე­სა­ბა­მი­სად არას­დროს არ არის გვი­ა­ნი და­ი­წყო მზის­გან დაც­ვა, იმი­სათ­ვის რომ შე­ამ­ცი­რო კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი (დაგ­რო­ვე­ბი­თი) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

მითი 3

დღეს დი­ლით მე გა­მო­ვი­ყე­ნე SPF50, ამი­ტომ შე­მიძ­ლია უსაფრ­თხოდ მი­ვი­ღო რუჯი

ფაქ­ტი - არ არ­სე­ბობს "უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვის" ცნე­ბა.

გა­რუ­ჯვი­სას შენი კანი სქელ­დე­ბა და მუქ­დე­ბა იმი­სათ­ვის რომ და­იც­ვას ორ­გა­ნიზ­მი და­მა­ტე­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბის­გან. რუ­ჯის არ­სე­ბო­ბა უკე­თე­სია ვიდ­რე დამ­წვრო­ბა, თუმ­ცა გა­რუ­ჯუ­ლი კანი უკვე ნიშ­ნავს და­ზი­ა­ნე­ბულ კანს. ასე­ვე ადა­მი­ან­თა 50%-ზე ნაკ­ლე­ბი იყე­ნებს მზის­დამ­ცავს სწო­რად და სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბით ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვი­სათ­ვის.

ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 28 გრა­მი (გოლ­ფის ბურ­თის ზომა) მზის­დამ­ცა­ვი თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე წა­სას­მე­ლად 20 წუ­თით ადრე მზე­ზე გას­ვლის წინ, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ 2 სა­ათ­ში ინ­ტენ­სი­ურ მზე­ზე ყოფ­ნი­სას, ასე­ვე ცურ­ვის და შხა­პის მი­ღე­ბის შემ­დგომ.იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ მზის დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის არ წარ­მო­ად­გენს მზე­ზე წო­ლის "ლი­ცენ­ზი­ას". მზის დამ­ცა­ვი გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნას ქუდ­თან, სათ­ვა­ლეს­თან, ტან­საც­მელ­თან ერ­თად რო­მე­ლიც ფა­რავს კა­ნის დიდ ნა­წილს (თუ ტან­საც­მლით კანი მუდ­მი­ვად და­ფა­რუ­ლია, ამ კა­ნის ფარ­თობ­ზე მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის სა­ჭი­რო).

მითი 4

მე არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო მზის დამ­ცა­ვი რად­გან ის D ვი­ტა­მი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უშ­ლის ხელს.

ფაქ­ტი - სულ მცი­რე რა­მო­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არის სა­ჭი­რო მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სულ მცი­რე ნა­წილ­ზე (მა­გა­ლი­თად სახე) ადექ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნის მი­სა­ღე­ბად.

მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ აფერ­ხებს D ვი­ტა­მი­ნის სინ­თეზს.

მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რის­კე­ბი სა­გან­გა­შოა - გა­აჩ­ნია კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი ეფექ­ტი დნმ-ის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე რო­მე­ლიც იწ­ვევს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას, ნა­ო­ჭე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი, ლა­ქე­ბის და სი­წით­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი, ასე­ვე კა­ნის და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლებ­ში გავ­ლით აღ­წევს ვის­ცე­რა­ლურ ორ­გა­ნო­ე­ბამ­დე და იწ­ვევს მათ და­ზი­ა­ნე­ბა­საც.

მითი 5

მუქი კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის ქვეშ

ფაქ­ტი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უფრო მე­ტია ღია ფე­რის კა­ნის ადა­მი­ა­ნებ­ში, ღია ფე­რის თმის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებ­ში რომ­ლებ­საც უვი­თარ­დე­ბათ ჭორფლე­ბი, არ­ცერ­თი ეთ­ნო­სის ადა­მი­ანს არ აქვს "იმუ­ნი­ტე­ტი" კა­ნის კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ. შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა ტი­პის კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მზის­გან დაც­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

მითი 6

სო­ლა­რი­უ­მი უფრო უსაფრ­თხოა ვიდ­რე მზის ბუ­ნებ­რი­ვი სხი­ვე­ბი

ფაქ­ტი - ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სო­ლა­რი­უ­მის შემ­თხვე­ვა­ში 10-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მზის ბუ­ნებ­რივ ულტრა­ი­ი­ა­ფე­რი სხი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას დღის პი­კის სა­ა­თებ­ში.

მითი 7

სა­მა­კი­ა­ჟო პრო­დუქ­ტი SPF-ის შემ­ცვე­ლო­ბით ახ­დენს ადექ­ვა­ტურ მზის­გან დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ფაქ­ტი - არა, მზის­დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნებᲐ უმდა მოხ­დეს მა­კი­ა­ჟის წას­მამ­დე ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვის მი­სა­ღე­ბად, ეს იმი­ტომ რომ სა­მა­კი­ა­ჟო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი SPF-ის ოდე­ნო­ბა არას­დროს არ არის საკ­მა­რი­სი ადექ­ვა­ტუ­რი დაც­ვი­სათ­ვის.

მითი 8

თუ მინ­და რომ ნე­ვუს­ზე (ხალი) შე­ვი­მოწ­მო თავი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ქი­რურ­გი­უ­ლი გზით მო­ცი­ლე­ბა.

ფაქ­ტი - სა­ეჭ­ვო ნე­ვუ­სე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რად და უსაფრ­თხოდ მოხ­დეს დერ­მა­ტოს­კო­პის გა­მო­ყე­ნე­ბით დერ­მა­ტო­ლო­გის მიერ.

ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ მო­ახ­დი­ნოს სხე­უ­ლის კა­ნის ყვე­ლა ნა­წი­ლის თვით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სარ­კე­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვიხ­მა­როთ ოჯა­ხის წევ­რი ჩვენ­თვის ძნე­ლი თვალ­თა­ხედ­ვის ად­გი­ლებ­ში მდე­ბა­რე ხა­ლე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად. ოჯა­ხის წევ­რი უნდა იყოს ყო­ველ­თვის ერ­თი­და­ი­გი­ვე იმი­სათ­ვის რომ მან და­ა­ფიქ­სი­როს ხა­ლის ცვლი­ლე­ბა ABCDE წე­სის შე­სა­ბა­მი­სად" - წერს ზაზა თე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
3

კუმეხი გამოყო იქნებ ცნობილი გავხდეო

ლალუკა
0

გიო - რა თქვა ტყუილი, ეგ ავადმყოფობა შენ არ შეგხებია და იმიტომ ამბობ, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ჩემს ირგვლივ კანის კიბოთი გაგიკვირდება, უბრალოდ ხალის გართულებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია კიდევ ერთ რეკომენდაციას იძლევა, ამჯერად კანის პრობლემებთან დაკავშირებით.

ის სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც კანის კიბოსთან დაკავშირებული მითებზე წერს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ გარუჯვის დროს:

"კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო

მითი 1

მე არ მაქვს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ზამთრის თვეებში ან ღრუბლიან ამინდში როდესაც მზე ძლიერ არ ანათებს

ფაქტი - მზის ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე, ასევე შუშის გავლით შენობებში, შესაბამისად მზის დამცავის გამოყენება რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად კანის კიბოს განვითარების რისკის შესაცირებლად.

მაგალითად - აშშ-ში კანის კიბო წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმსივნეს და ყოველი 5 ამერიკელიდან ერთს უვითარდება კანის კიბო როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს.

მითი 2

დაზიანება უკვე მიღებულია. ახალგაზრდობაში არასწორად ვიქცეოდი, არ ვიცავდი თავს მზისგან, ვირუჯებოდი. ახლა ვეღარ მოვახდენ ზეგავლენას ჩემი კანის კიბოს განვითარების რისკზე.

ფაქტი - იმის მიუხედავად რომ მზის დაზიანების შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ბავშვებში, დღეისათვის ცნობილია რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის დაზიანების მხოლოდ 20% გვხვდება 22 წლამდე ასაკში.

ყოველი ათწლეულის განმავლობაში შენ იღებ დაზიანების დამატებით 10%-ს. შესაბამისად არასდროს არ არის გვიანი დაიწყო მზისგან დაცვა, იმისათვის რომ შეამცირო კანის კიბოს განვითარების რისკის კუმულაციური (დაგროვებითი) მაჩვენებელი.

მითი 3

დღეს დილით მე გამოვიყენე SPF50, ამიტომ შემიძლია უსაფრთხოდ მივიღო რუჯი

ფაქტი - არ არსებობს "უსაფრთხო გარუჯვის" ცნება.

გარუჯვისას შენი კანი სქელდება და მუქდება იმისათვის რომ დაიცვას ორგანიზმი დამატებითი დაზიანებისგან. რუჯის არსებობა უკეთესია ვიდრე დამწვრობა, თუმცა გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს. ასევე ადამიანთა 50%-ზე ნაკლები იყენებს მზისდამცავს სწორად და სწორი რაოდენობით ადექვატური დაცვისათვის.

ადამიანს სჭირდება დაახლოებით 28 გრამი (გოლფის ბურთის ზომა) მზისდამცავი თავიდან ფეხებამდე წასასმელად 20 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ, იგივე რაოდენობის გამოყენება ყოველ 2 საათში ინტენსიურ მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის და შხაპის მიღების შემდგომ.იმის მიუხედავად რომ მზის დამცავის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის "ლიცენზიას". მზის დამცავი გამოყენებულ უნდა იქნას ქუდთან, სათვალესთან, ტანსაცმელთან ერთად რომელიც ფარავს კანის დიდ ნაწილს (თუ ტანსაცმლით კანი მუდმივად დაფარულია, ამ კანის ფართობზე მზისდამცავის გამოყენება არ არის საჭირო).

მითი 4

მე არ უნდა გამოვიყენო მზის დამცავი რადგან ის D ვიტამინის გამომუშავებას უშლის ხელს.

ფაქტი - სულ მცირე რამოდენიმე წუთის განმავლობაში არის საჭირო მზის სხივების ზემოქმედება კანის სულ მცირე ნაწილზე (მაგალითად სახე) ადექვატური რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად.

მზისდამცავის გამოყენება არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.

მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული რისკები საგანგაშოა - გააჩნია კანცეროგენული ეფექტი დნმ-ის დაზიანების ხარჯზე რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას, ნაოჭების განვითარების ეფექტი, ლაქების და სიწითლის განვითარების ეფექტი, ასევე კანის და კანქვეშა ქსოვილებში გავლით აღწევს ვისცერალურ ორგანოებამდე და იწვევს მათ დაზიანებასაც.

მითი 5

მუქი კანის მქონე ადამიანები არ არიან კანის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ

ფაქტი - მიუხედავად იმისა რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტია ღია ფერის კანის ადამიანებში, ღია ფერის თმის მქონე ადამიანებში, ასევე ადამიანებში რომლებსაც უვითარდებათ ჭორფლები, არცერთი ეთნოსის ადამიანს არ აქვს "იმუნიტეტი" კანის კიბოს წინააღმდეგ. შესაბამისად ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანს სჭირდება მზისგან დაცვის ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება.

მითი 6

სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა ვიდრე მზის ბუნებრივი სხივები

ფაქტი - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა სოლარიუმის შემთხვევაში 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიიაფერი სხივების რაოდენობას დღის პიკის საათებში.

მითი 7

სამაკიაჟო პროდუქტი SPF-ის შემცველობით ახდენს ადექვატურ მზისგან დაცვის საშუალებას.

ფაქტი - არა, მზისდამცავის გამოყენებᲐ უმდა მოხდეს მაკიაჟის წასმამდე ადექვატური დაცვის მისაღებად, ეს იმიტომ რომ სამაკიაჟო საშუალებაში შემავალი SPF-ის ოდენობა არასდროს არ არის საკმარისი ადექვატური დაცვისათვის.

მითი 8

თუ მინდა რომ ნევუსზე (ხალი) შევიმოწმო თავი აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.

ფაქტი - საეჭვო ნევუსების დათვალიერება შესაძლებელია ეფექტურად და უსაფრთხოდ მოხდეს დერმატოსკოპის გამოყენებით დერმატოლოგის მიერ.

ასევე რეკომენდებულია ადამიანმა წელიწადში ერთხელ მოახდინოს სხეულის კანის ყველა ნაწილის თვით დათვალიერება სარკეში, შესაძლებელია დავიხმაროთ ოჯახის წევრი ჩვენთვის ძნელი თვალთახედვის ადგილებში მდებარე ხალების შესამოწმებლად. ოჯახის წევრი უნდა იყოს ყოველთვის ერთიდაიგივე იმისათვის რომ მან დააფიქსიროს ხალის ცვლილება ABCDE წესის შესაბამისად" - წერს ზაზა თელია.

თბილისის რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი