პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლაბ­მა (ბიზ­ნე­სინ­კუ­ბა­ტო­რი) დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ნიკო ფი­როს­მა­ნის და­ბა­დე­ბი­დან 159 წლის­თავს პრო­ექ­ტი - „ფი­როს­მა­ნის სმარტ სტენ­დი“ მი­უ­ძღვნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სტუ-ის ფაბ­ლაბ­მა თა­ვი­სი ახა­ლი, ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სტუ-ის ფაბ­ლა­ბის მიერ შექ­მნი­ლი ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გია, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბით ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ფრან­გიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი მარ­ტი­ვად შეძ­ლებს.

"ჩვე­ნი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი გა­და­ცე­მა, რი­თაც ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გია იმ­დე­ნად გა­ვა­მარ­ტი­ვეთ, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი დე­ტა­ლის ჩარ­თვა. „ელექტრო­ნულ სუ­რათს“ ორი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია მი­ვა­ნი­ჭეთ - მე­ქა­ნი­კუ­რი და ელექტრო­გამ­ტა­რო­ბა. ვფიქ­რობთ, ეს ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა. ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტუ­დენ­ტე­ბი მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის ათ­ვი­სე­ბას. მუ­ყა­ოს, ფა­ნე­რი­სა და შუქ-დი­ო­დის ზო­ნა­რის სინ­თე­ზით სა­სურ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, ჩა­ნა­ხა­ტი­სა თუ პე­ი­ზა­ჟის გა­ცო­ცხლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის რთუ­ლი პრო­ცე­სი“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ფრან­გიშ­ვი­ლი.

სტუ-ის ფაბ­ლა­ბის წევ­რის, ვაჟა შა­ნი­ძის თქმით, „ფი­როს­მა­ნის სმარტ სტენ­დის“ შექ­მნის იდეა სწო­რედ ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა: „5 მა­ი­სი ფი­როს­მა­ნის და­ბა­დე­ბის დღეა. შე­ვარ­ჩი­ეთ ხუთი ნა­ხა­ტი, მათ შო­რის: „მე­თევ­ზე“ და „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა“. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფაბ­ლა­ბის სივ­რცე­ში შე­იქ­მნა ნიკო ფი­როს­მა­ნის კუ­თხე და სხვა ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნი­სად­მი მი­ძღვნილ­მა ამ პრო­ექ­ტმაც სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა“, - ამ­ბობს ვაჟა შა­ნი­ძე.

სტუ ფაბ­ლა­ბის წევ­რის, ნი­კი­ტა სამ­ხა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლაბ­შია შექ­მნი­ლი. ის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ხა­ტის თუ ფო­ტო­სუ­რა­თის კრე­ა­ტი­უ­ლად გა­მო­სახ­ვის სა­სუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა:

"ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია გა­ნა­თე­ბა და ფერ­თა გამა, რაც ჩვე­ნი ფაბ­ლა­ბის გუნ­დმა მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წა. სწო­რედ ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თი იყო ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუჩა. ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა დაგ­ვა­ნა­ხა ის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც ამ ტექ­ნო­ლო­გი­ას გა­აჩ­ნია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნაა. შევ­ძე­ლით ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია“, - აღ­ნიშ­ნავს ნი­კი­ტა სამ­ხა­რა­ძე.

რო­გორც სტუ ფაბ­ლა­ბის წევ­რი ზაზა გა­ბეს­კი­რია გან­მარ­ტავს, ელექტრუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გია არ არის რთუ­ლი, შე­დე­გი კი მო­ლო­დინს აჭარ­ბებს:

"ნა­მუ­შევ­რის ზედა და ქვე­და ნა­წი­ლებ­ზე, ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად თავ­სდე­ბა ე.წ. შუქ­დი­ო­დუ­რი ზონ­რე­ბი (ლენ­ტე­ბი), რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ფრად ანა­თებს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეფექ­ტი მი­ი­ღე­ბა სუ­რა­თის შუა ნა­წილ­ში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბის შერ­წყმა ხდე­ბა. ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სტუ-ის ფაბ­ლაბ­ში აწყო­ბი­ლი ელექტრუ­ლი სქე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით. იმის გამო, რომ ფერ­თა გა­მის შერ­ჩე­ვა ელექტრო­ნუ­ლად ხდე­ბა, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ას "ელექტრუ­ლი სუ­რა­თი" ვუ­წო­დეთ“, - ამ­ბობს ზაზა გა­ბეს­კი­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბი ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­საც უზი­ა­რებს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის აქ­ტი­უ­რად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტის - „ფი­როს­მა­ნის სმარტ სტენ­დი“ და ელექტრო­ნუ­ლი სუ­რა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ფილმში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 159 წლისთავს პროექტი - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ მიუძღვნა. აღნიშნული პროექტი სტუ-ის ფაბლაბმა თავისი ახალი, ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის ფაბლაბის მიერ შექმნილი ელექტრონული სურათის ტექნოლოგია, მინიმალისტური კომპონენტებით ეფექტური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, რომ ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით ორიგინალური გამოსახულების დამზადებას ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს.

"ჩვენი ახალი ტექნოლოგიისთვის გამოვიყენეთ ელექტრომაგნიტური გადაცემა, რითაც ელექტრონული სურათის ტექნოლოგია იმდენად გავამარტივეთ, რომ თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი ზედმეტი დეტალის ჩართვა. „ელექტრონულ სურათს“ ორი მთავარი ფუნქცია მივანიჭეთ - მექანიკური და ელექტროგამტარობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან თანამედროვეა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, განსაკუთრებით კი სტუდენტები მარტივად შეძლებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. მუყაოს, ფანერისა და შუქ-დიოდის ზონარის სინთეზით სასურველი გამოსახულების, ჩანახატისა თუ პეიზაჟის გაცოცხლება ნამდვილად არ არის რთული პროცესი“, - აღნიშნავს გიორგი ფრანგიშვილი.

სტუ-ის ფაბლაბის წევრის, ვაჟა შანიძის თქმით, „ფიროსმანის სმარტ სტენდის“ შექმნის იდეა სწორედ ელექტრონული სურათის ტექნოლოგიაზე მუშაობის პროცესში გაჩნდა: „5 მაისი ფიროსმანის დაბადების დღეა. შევარჩიეთ ხუთი ნახატი, მათ შორის: „მეთევზე“ და „აქტრისა მარგარიტა“. საბოლოო ჯამში, ფაბლაბის სივრცეში შეიქმნა ნიკო ფიროსმანის კუთხე და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ფიროსმანისადმი მიძღვნილმა ამ პროექტმაც საპატიო ადგილი დაიკავა“, - ამბობს ვაჟა შანიძე.

სტუ ფაბლაბის წევრის, ნიკიტა სამხარაძის ინფორმაციით, ელექტრონული სურათის ტექნოლოგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბშია შექმნილი. ის ნებისმიერი ნახატის თუ ფოტოსურათის კრეატიულად გამოსახვის სასუალებას იძლევა:

"ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია განათება და ფერთა გამა, რაც ჩვენი ფაბლაბის გუნდმა მაქსიმალურად დახვეწა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ფერის მიღების საშუალება გვაქვს. ჩვენი პირველი ელექტრონული სურათი იყო ძველი თბილისის ქუჩა. ამ ნამუშევარმა დაგვანახა ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ ტექნოლოგიას გააჩნია. ამ მიმართულებით, ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტი ფიროსმანის ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების შექმნაა. შევძელით ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია“, - აღნიშნავს ნიკიტა სამხარაძე.

როგორც სტუ ფაბლაბის წევრი ზაზა გაბესკირია განმარტავს, ელექტრული სურათის ტექნოლოგია არ არის რთული, შედეგი კი მოლოდინს აჭარბებს:

"ნამუშევრის ზედა და ქვედა ნაწილებზე, ერთმანეთის პარალელურად თავსდება ე.წ. შუქდიოდური ზონრები (ლენტები), რომლებიც სხვადასხვა ფრად ანათებს. ყველაზე საინტერესო ეფექტი მიიღება სურათის შუა ნაწილში, სადაც განსხვავებული ფერების შერწყმა ხდება. ფერების შერჩევა შესაძლებელია სტუ-ის ფაბლაბში აწყობილი ელექტრული სქემის საშუალებით. იმის გამო, რომ ფერთა გამის შერჩევა ელექტრონულად ხდება, ამ ტექნოლოგიას "ელექტრული სურათი" ვუწოდეთ“, - ამბობს ზაზა გაბესკირია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ელექტრონული სურათის ტექნოლოგიას უნივერსიტეტის სტუდენტებსაც უზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ტექნოლოგიის აქტიურად და ეფექტურად გამოყენება სტუდენტურ პროექტებშიც შესაძლებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ახალი პროექტის - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ და ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაცია იხილეთ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ფილმში.

R

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

"თუ მაისის ნახევარში შემთხვევების კატასტროფული მატება არ გვექნა, ვიმედოვნებთ, რომ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე?