პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?
"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

თურ­ქეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტი ბა­ი­რამ მა­მად­ლი (მა­მა­დო­ვი) გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მისი მე­გობ­რე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მად­ლის ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ამ ზღვი­დან ამო­იყ­ვა­ნა, ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი იყო 100-მდე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, მათ ცხე­და­რი ამო­საც­ნო­ბად გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რებს აჩ­ვე­ნეს.

მა­მე­დო­ვი 2016 წელს, კი­დევ ერთ აქ­ტი­ვისტ გიას იბ­რა­გო­მოვ­თან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ძეგლ­ზე საპ­რო­ტეს­ტო წარ­წე­რე­ბის - Qul bayramınız mübarək! ("გი­ლო­ცავთ მო­ნე­ბის დღეს") და "F**k the system გამო და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცია ედე­ბო­დათ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კა­ვე­ბას მა­შინ ბა­ქო­ში საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მათი მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­შიც იმარ­თე­ბო­და. ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც მათ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ. სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, 2019 წლის მარ­ტში, ისი­ნი პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­მე­დო­ვი სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში რვა თვის წინ გა­და­ვი­და, სა­დაც სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და. მან ბოლო ხანს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა შე­წყვი­ტა და აღარც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რობ­და.

2020 წლის იან­ვარ­ში ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლომ მა­მე­დო­ვი­სა და იბ­რა­გიმო­ვის მი­მართ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, ასე­ვე მათ­თვის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 36 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია და­ა­კის­რა. მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, ევ­რო­პის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს კო­მი­ტეტ­მა აზერ­ბა­ი­ჯანს მათ­თვის და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დახ­დი­სა და მათ­თვის ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის სტა­ტუ­ტის მოხ­სნის­კენ მო­უ­წო­და.

მისი მე­გობ­რე­ბის ცნო­ბით, აქე­დან მა­ლე­ვე, 2 მა­ისს, ბა­ი­რამ მა­მე­დო­ვი სტამ­ბოლ­ში და­ი­კარ­გა. დღეს დი­ლით კი, მისი ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ამ ზღვა­ში იპო­ვა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად, ერთ-ერთ ვერ­სი­ად, თვით­მკვლე­ლო­ბაც სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ მო­საზ­რე­ბა, რომ აქ­ტი­ვის­ტი გა­ი­ტა­ცეს და მოკ­ლეს, შემ­დეგ კი საქ­მე ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თით­ქოს მან თავი მო­იკ­ლა.

"ბა­ი­რა­მი სტამ­ბოლ­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ახ­ლობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნაგ­რძობ­და, სწავ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს. ერთ დღე­საც კი გაქ­რა... კარ­გა ხანს ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვე­ძე­ბეთ, შემ­დეგ კი პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თეთ, რო­მელ­მაც რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მალე იპო­ვა მისი ცხე­და­რი..." - წერს მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ელ­გიზ გაჰ­რა­მა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მა­მე­დო­ვის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც 2016 წელს მას­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე წერს, რომ მა­მად­ლის ბო­ლოს 2 მა­ისს, მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ესა­უბ­რა. ამის შემ­დეგ კი, მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შეძ­ლო, რის შემ­დე­გაც სტამ­ბოლ­ში მყოფ მის სხვა მე­გობ­რებ­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თაც ბა­ი­რამ­ზე ასე­ვე არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

მისი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არის დევ­ნი­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, რომ ბო­ლოს ბა­ი­რამს სტამ­ბოლ­ში ყოფ­ნის დროს შეხ­ვდა და ესა­უბ­რა. (მუხ­თარ­ლი, მისი მტკი­ცე­ბით, 2017 წლის 29 მა­ისს თბი­ლი­სის ცენ­ტრი­დან გა­ი­ტა­ცეს და ბა­ქოს ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს).

- მი­თხრა, რომ ევ­რო­პა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი. ამიხ­სნა ისიც, რომ ამი­ტომ გა­ა­უქ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და... იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს სამ­შობ­ლო­ზე ასე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ასე­თი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ახალ­გაზ­რდა.

- თურ­ქე­თის პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს...

- დიახ, მაგ­რამ მათი ვერ­სი­ის არ მჯე­რა... გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. არა­ვინ იცის, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ის ზღვა­ში, რო­დე­საც ახა­ლი კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ქუ­ჩა­ში გას­ვლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აკ­რძა­ლუ­ლია. ასე­ვე კონ­ტროლ­დე­ბა ზღვის სა­ნა­პი­რო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ის ზღვა­ზე ისე გა­ვი­და, ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა, არ და­ა­კა­ვეს. უამ­რა­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს... სა­ეჭ­ვოა ისიც, რომ რო­გორც ვთქვი, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არც კი და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დია უკვე თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
1

ალიევი მუშაობს...

მარკი
0

ტყუილად არ დაუსახელებიათ მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ ადამიანად ილხამ ალიევი.

ავტორი:

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

თურქეთში, აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაირამ მამადლი (მამადოვი) გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეგობრების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. აზერბაიჯანული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, მამადლის ცხედარი პოლიციამ ზღვიდან ამოიყვანა, ადგილზე შეკრებილი იყო 100-მდე სამართალდამცველი, მათ ცხედარი ამოსაცნობად გარდაცვლილის მეგობრებს აჩვენეს.

მამედოვი 2016 წელს, კიდევ ერთ აქტივისტ გიას იბრაგომოვთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლზე საპროტესტო წარწერების - Qul bayramınız mübarək! ("გილოცავთ მონების დღეს") და "F**k the system გამო დააკავეს, თუმცა, დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ედებოდათ და აზერბაიჯანის მართლმსაჯულებამ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქტივისტების დაკავებას მაშინ ბაქოში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. მათი მხარდამჭერი აქციები თბილისშიც იმართებოდა. ამ ფაქტს აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2019 წლის მარტში, ისინი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. მამედოვი საცხოვრებლად თურქეთში რვა თვის წინ გადავიდა, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებდა. მან ბოლო ხანს აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა და აღარც სოციალურ ქსელებში აქტიურობდა.

2020 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მამედოვისა და იბრაგიმოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე მათთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას 36 ათასი ევროს ოდენობით ფულადი კომპენსაცია დააკისრა. მიმდინარე წლის მარტში, ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტმა აზერბაიჯანს მათთვის დაკისრებული ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდისა და მათთვის ნასამართლეობის სტატუტის მოხსნისკენ მოუწოდა.

მისი მეგობრების ცნობით, აქედან მალევე, 2 მაისს, ბაირამ მამედოვი სტამბოლში დაიკარგა. დღეს დილით კი, მისი ცხედარი პოლიციამ ზღვაში იპოვა. გარდაცვალების მიზეზად, ერთ-ერთ ვერსიად, თვითმკვლელობაც სახელდება. თუმცა, არსებობს კიდევ მოსაზრება, რომ აქტივისტი გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ კი საქმე ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მან თავი მოიკლა.

"ბაირამი სტამბოლში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას განაგრძობდა, სწავლისთვის ემზადებოდა. უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს. ერთ დღესაც კი გაქრა... კარგა ხანს ჩვენი ძალებით ვეძებეთ, შემდეგ კი პოლიციას მივმართეთ, რომელმაც რატომღაც ძალიან მალე იპოვა მისი ცხედარი..." - წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი ელგიზ გაჰრამანი სოციალურ ქსელში.

მამედოვის მეგობარი, რომელიც 2016 წელს მასთან ერთად დააპატიმრეს, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ მამადლის ბოლოს 2 მაისს, მის გაუჩინარებამდე ესაუბრა. ამის შემდეგ კი, მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, რის შემდეგაც სტამბოლში მყოფ მის სხვა მეგობრებსაც დაუკავშირდა, რომელთაც ბაირამზე ასევე არაფერი იცოდნენ.

მისი კიდევ ერთი მეგობარი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების მიერ არის დევნილი და წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, რომ ბოლოს ბაირამს სტამბოლში ყოფნის დროს შეხვდა და ესაუბრა. (მუხთარლი, მისი მტკიცებით, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს).

- მითხრა, რომ ევროპაში მაგისტრატურაში სწავლისთვის ემზადებოდა და მთლიანად სწავლაზე იყო გადართული. ამიხსნა ისიც, რომ ამიტომ გააუქმა სოციალური გვერდები. კარგი განათლების მიღებასა და შემდეგ აზერბაიჯანში დაბრუნებას გეგმავდა... იშვიათად მინახავს სამშობლოზე ასე შეყვარებული და ასეთი მიზანდასახული ახალგაზრდა.

- თურქეთის პოლიცია თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს...

- დიახ, მაგრამ მათი ვერსიის არ მჯერა... გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ის ზღვაში, როდესაც ახალი კოვიდ-რეგულაციების თანახმად, ქუჩაში გასვლა, ფაქტობრივად, აკრძალულია. ასევე კონტროლდება ზღვის სანაპირო სამართალდამცველების მიერ და დაუჯერებელია, რომ ის ზღვაზე ისე გავიდა, ვერავინ შენიშნა, არ დააკავეს. უამრავი კითხვა არსებობს... საეჭვოა ისიც, რომ როგორც ვთქვი, გამოძიება ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ სახელისუფლებო მედია უკვე თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით