საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 თვეში 61 066 ლარი - რა თანხას ხარჯავს პარლამენტი სატელეფონო მომსახურებაზე
4 თვეში 61 066 ლარი - რა თანხას ხარჯავს პარლამენტი სატელეფონო მომსახურებაზე

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე 4 თვე­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი 61 066 ლარს შე­ად­გენს

სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე 1 112 858.17 ლარი და­ხარ­ჯეს. მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა კი 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 61 066.09 ლარი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე 2018 წელს და­ი­ხარ­ჯა, რა­მაც ჯამ­ში - რო­გორც სტა­ცი­ო­ნა­რულ, ასე­ვე ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის­თვის 319 141,25 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წლის ხარჯს, სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 276 503,25 ლარს შე­ად­გენს, 2019 წელს დე­პუ­ტა­ტებ­მა 266 040,68 ლარი აით­ვი­სეს, 2020 წელს კი ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 251 172,99 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­წო­დე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2021 წლის 12 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ჯა­მუ­რი 4 თვის ხარ­ჯი 61 066.09 ლარს შე­ად­გენს. მათ შო­რის, დე­პუ­ტა­ტებ­მა ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­კემ­ბრის თვე­ში ისარ­გებ­ლეს და ხარ­ჯმა 8846.86 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა თვე­ებს, იან­ვარ­ში ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის­თვის 7 226.4 ლარი და­ი­ხარ­ჯა, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კი 9 616.24. თე­ბერ­ვალ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი დე­პუ­ტა­ტებ­სა და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს 7 873,75 ლარი და­უჯ­დათ, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სატ­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა კი 9 651,15. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტის თვეს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის­თვის 7 994,23 ლარი და­ხარ­ჯეს, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კი 9 721,87 ლარი.

"აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტით ნე­ბის­მი­ე­რი ხარ­ჯი თი­თო­ე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის­თვის ან აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის არ გა­მო­ი­ყო­ფა, არ არის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მისი სტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რი ან წლი­უ­რი ლი­მი­ტე­ბი და მის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხარ­ჯის გა­წე­ვა“, - აცხა­დე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
1

საქმე ლაპარაკის ნაცვლად! დაუჯერეთ უგულავას)))

Ira
0

Uaresis girsia es ccvari xalxi.bolomde 7nda gaatyabot.xmis amkmgebi mainc aravunaa

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

4 თვეში 61 066 ლარი - რა თანხას ხარჯავს პარლამენტი სატელეფონო მომსახურებაზე

4 თვეში 61 066 ლარი - რა თანხას ხარჯავს პარლამენტი სატელეფონო მომსახურებაზე

მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ სატელეფონო მომსახურებაზე 4 თვეში გაწეული ხარჯი 61 066 ლარს შეადგენს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში სატელეფონო მომსახურებაზე 1 112 858.17 ლარი დახარჯეს. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომელმა კი 4 თვის განმავლობაში 61 066.09 ლარი.

როგორც "ინტერპრესნიუსის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, ყველაზე მეტი თანხა დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების მიერ სატელეფონო მომსახურებაზე 2018 წელს დაიხარჯა, რამაც ჯამში - როგორც სტაციონარულ, ასევე ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 319 141,25 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2017 წლის ხარჯს, სატელეფონო მომსახურებისთვის 276 503,25 ლარს შეადგენს, 2019 წელს დეპუტატებმა 266 040,68 ლარი აითვისეს, 2020 წელს კი ბიუჯეტიდან სატელეფონო მომსახურებისთვის 251 172,99 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომელთა სატელეფონო მომსახურებაზე გაწეული ჯამური 4 თვის ხარჯი 61 066.09 ლარს შეადგენს. მათ შორის, დეპუტატებმა ფიჭური კავშირგაბმულობით ყველაზე მეტად დეკემბრის თვეში ისარგებლეს და ხარჯმა 8846.86 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა თვეებს, იანვარში ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 226.4 ლარი დაიხარჯა, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 616.24. თებერვალში მობილური ტელეფონით საუბარი დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს 7 873,75 ლარი დაუჯდათ, სტაციონარული სატლეფონო მომსახურება კი 9 651,15. რაც შეეხება მარტის თვეს, პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 994,23 ლარი დახარჯეს, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 721,87 ლარი.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით ნებისმიერი ხარჯი თითოეული პარლამენტის წევრისთვის ან აპარატის თანამშრომლისთვის არ გამოიყოფა, არ არის პერსონიფიცირებული. საქართველოს პარლამენტში მისი სტრუქტურის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველთვიური ან წლიური ლიმიტები და მის ფარგლებში ხორციელდება ხარჯის გაწევა“, - აცხადებენ პარლამენტში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "აქტუალური თემა"

ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა