საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაქცინაციის წრე ფართოვდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები და.. - კიდევ ვინ იქნებიან პრიორიტეტულ ჯგუფებში?
ვაქცინაციის წრე ფართოვდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები და.. - კიდევ ვინ იქნებიან პრიორიტეტულ ჯგუფებში?

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში მიმ­დი­ნა­რე კვი­რი­დან მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან. უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში პრი­ო­რი­ტე­ტულ ჯგუ­ფე­ბად გა­ნი­სა­ზღვრე­ბი­ან ტუ­რიზ­მის და ზო­გა­დად, მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლე­ბი, კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა, იმ­სჯე­ლეს ე.წ მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ის უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს, და­სამ­ტკი­ცებ­ლად, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, საბ­ჭოს ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა იმ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი.

სხდო­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა­ზე, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღი­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მა მზად არის ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის­თვი­საც კი და მთავ­რო­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უქმე დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 12 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, შე­ზღუ­დუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, რაც, ისე­ვე, რო­გორც უქმე დღე­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, მო­ბი­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბას და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­იც­ვან დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ხელი შე­უ­წყონ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­თა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ი­ღებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 313 742 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 295 458 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 4 183 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 89 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 788 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 4209 პირი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
19

გააფართოვეთ რა სინოფარმზე აცრა,ადგილი არ არის!

გეგი
3

აბა იძულება არ იქნება აცრაზეო? უკვე პასპორტებს აწესებთ ხედავთ?ხალხო გამოფხიზლდით სანამ დროა,გაიძულებენ და კიდევ რამდენ რამეს გაიძულებენ მომავალში მერე ნახავთ მაგასაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვაქცინაციის წრე ფართოვდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები და.. - კიდევ ვინ იქნებიან პრიორიტეტულ ჯგუფებში?

ვაქცინაციის წრე ფართოვდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები და.. - კიდევ ვინ იქნებიან პრიორიტეტულ ჯგუფებში?

ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკაზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

როგორც ცნობილია, უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებას და ვირუსის გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

"სინოფარმიც შევიშხაპუნე...ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც" - გიგი უგულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი... მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის დაწყებას შეძლებს" - ეკატერინე ტიკარაძე