მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)

სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II - ისა

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მა­მუ­ლე­ნო,

ქრის­ტე აღ­დგა!

"არა ყვე­ლა, ვინც მე­ტყვის მე: უფა­ლო, უფა­ლო ! –

შევა ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, არა­მედ ის, ვინც

აღას­რუ­ლებს ჩემი ზე­ცი­ე­რი მა­მის ნე­ბას“ (მთ, 7,21).

კვლავ დად­გა ჟამი დი­დე­ბუ­ლი, - აღ­დგა უფა­ლი ძა­ლი­თა ძლი­ე­რი, რო­მელ­მაც სრუ­ლად შეც­ვა­ლა სამ­ყა­რო და გა­ნა­ცხო­ვე­ლა იგი. მთელს დე­და­მი­წა­ზე ხა­რობს ეკ­ლე­სია და მისი შვილ­ნი, რად­გან ამი­ე­რი­დან „სა­მო­თხე გან­ღე­ბულ არს და სი­კუ­დი­ლი­სა ბჭე დახ­შულ არს. პირ­ველ­ქმნი­ლი ადა­მი კუ­ა­ლად გა­ნახ­ლე­ბულ არს და სა­მო­სე­ლი უკუ­და­ვე­ბი­სა შე­მო­სილ არს“ (იად­გა­რი). დღეს ერ­თად შერ­ცხვნენ ეშ­მა­კი და სიკ­ვდი­ლი, გა­ცო­ცხლდნენ წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი და ელ­ხი­ნათ მარ­თლებს ... „მაშ, გლო­ვის სა­მო­სე­ლი გა­ნი­ძარ­ცვე და სი­ხა­რუ­ლის სამ­კა­უ­ლით მო­ირ­თე, წმინ­და ქა­ლა­ქო" (წმ. მე­ლე­ტი ან­ტი­ო­ქი­ე­ლი).

ქრის­ტე აღ­დგა!

გი­ხა­რო­დეს ქალ­წუ­ლო, რა­მე­თუ შენ­გან და შენ მიერ იშ­ვე­ბენ ყო­ველ­ნი კი­დე­ნი ქუ­ე­ყა­ნი­სა­ნი.

გი­ხა­რო­დენ, ერნო, ჭა­ბუკ­ნო და ასულ­ნო, მო­ხუ­ცე­ბულ­ნო ყრმა­თა თანა, რა­მე­თუ მი­ზა­ნი ბო­რო­ტი­სა გან­ქარ­ვე­ბუ­ლია და მა­ხე­ნი ეშ­მა­კი­სა - გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი.

გი­ხა­რო­დეს, შენც, მი­წავ და ზე­ცავ, მთაო და ზღვაო, და ყო­ველ­ნო მყოფ­ნო მათ შინა; შე­მო­დის დღე - სას­წა­უ­ლი, დღე - მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი, დღე - გა­დამ­რჩე­ნე­ლი! ამი­ტო­მაც ვხმობთ: გუ­შინ თანა-ჯვარსვეც­მო­დი ქრის­ტეს­თან, დღეს თანა-ვი­დი­დე­ბი; გუ­შინ თანა-მოვ­კვდე­ბო­დი, დღეს თანა-ცხო­ველ­ვიქ­მნე­ბი; გუ­შინ თანა-და­ვეფვ­ლო­დი, დღეს თანა-აღვდგე­ბი (წმ. გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლი).

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი გვა­ზი­ა­რებს მის მიერ სიკ­ვდი­ლის ძლე­ვის უდი­დეს სი­ხა­რულ­თან, რაც ჩვენს პი­რად უკ­ვდა­ვე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან „თუ სიკ­ვდი­ლის მსგავ­სე­ბით თა­ნა­შეზ­რდილ­ნი ვართ მას­თან, აღ­დგო­მი­თაც მას ვემ­სგავ­სე­ბით“ და რო­გორც ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით, ასე­ვე ჩვენც იმ­სოფ­ლად გა­ნახ­ლე­ბულ სი­ცო­ცხლე­ში ვივ­ლით" (რომ. 6,5-4)

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა კი დე­და­მი­წა­ზე­ვე უნდა და­ვი­წყოთ, რომ „სი­ცო­ცხლის სუ­ლის რჯულ­მა ქრის­ტე იე­სო­ში ცოდ­ვი­სა და სიკ­ვდი­ლის რჯუ­ლის­გან გან­გვა­თა­ვი­სუფ­ლოს“ (რომ. 8,2).

სიკ­ვდი­ლი არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი კა­რიბ­ჭე, რომ­ლის შე­ღე­ბის­თა­ნა­ვე სუ­ლის­თვის იწყე­ბა მა­რა­დუ­ლი ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა მა­ინც არას­რუ­ლი; შემ­დეგ კი მო­ა­წევს ჟამი, როცა მიც­ვა­ლე­ბულ­ნი შე­ი­მო­სა­ვენ გა­ნახ­ლე­ბულ სხე­ულს და „კე­თი­ლის­მოქ­მედ­ნი გა­მოვ­ლენ სი­ცო­ცხლის აღ­დგო­მის­თვის, ხოლო ბო­რო­ტის­მოქ­მედ­ნი, - გან­კი­თხვის აღ­დგო­მი­სათ­ვის“ (ინ. 5,28-29).

თუ ქრის­ტემ­დე სიკ­ვდი­ლი მო­ი­წე­ო­და ყვე­ლა­ზე, - მორ­წმუ­ნე­ზეც და ურ­წმუ­ნო­ზეც, იუ­დე­ველ­ზეც და წარ­მარ­თზეც, ასე­ვე მთელ სამ­ყა­რო­ზე, -მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ აღარ იარ­სე­ბებს არც სიკ­ვდი­ლი და არც ხრწნი­ლე­ბა და უფა­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აღად­გენს პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით მი­ა­გებს ყვე­ლას მა­რა­დი­ულ ად­გილ-სამ­ყო­ფელს.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ხვედ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ან სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მი­სას, რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი კე­თილ­სა და ბო­როტს მა­რა­დი­უ­ლად გა­ნა­ცალ­კე­ვებს და გა­მიჯ­ნავს?

* * * * *

ღმერ­თმა თა­ვი­სი მე­ფო­ბა სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ მთელ კოს­მოს­ზე გა­ნავ­რცო და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მთე­ლი ამ სამ­ყა­როს მომ­ცვე­ლია, გან­მგებ­ლად და­ად­გი­ნა, რათა მისი სა­მე­ფოს­თვის ღირ­სე­უ­ლად ეწი­ნამ­ძღვრა და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც თა­ვი­სი ნა­წი­ლი, უფ­ლის მსგავ­სად, სიყ­ვა­რუ­ლით ემარ­თა.

ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ ჩვენ­მა პირ­ველმშობ­ლებ­მა და მათ­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა, საღვთო დი­დე­ბი­დან და­ცე­მის შემ­დეგ, მრა­ვა­ლი პირ­ვან­დე­ლი თვი­სე­ბა და­კარ­გეს და დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მად­ლის­გან გა­ღა­რი­ბე­ბულ გა­რე­მო­ში მო­უხ­დათ;

მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან მო­წევ­ნულ ასეთ დიდ დაბ­რკო­ლე­ბას მე­ტად მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, ადა­მი­ან­ში, დარ­ჩა ხა­ტე­ბა ღვთის და სა­მო­თხი­სე­უ­ლი ისე­თი სათ­ნო­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, რწმე­ნა, ერ­თგუ­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მე­გობ­რო­ბა, სი­კე­თე, წეს­რი­გი, იერ­არ­ქია; ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი სრუ­ლი­ად არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რია, ამას­თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლას­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და მათ ემ­ყა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­წი­ე­რი მე­ფო­ბაც და მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხით (თუნ­დაც მკვეთ­რად ათე­ის­ტუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა), რის გა­მოც იგი ზე­ცი­უ­რი ხელ­მწი­ფე­ბის თა­ვი­სე­ბურ აჩ­რდილს წარ­მო­ად­გენს;

ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნა­დაც ხელს შე­უ­წყობს სუ­ლი­ე­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას მით უფრო გან­მტკიც­დე­ბა ქვე­ყა­ნა. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ამი­სა არის წმ. და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხანა.

ქრის­ტეს აღ­დგო­მის შემ­დეგ, ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ამ­ქვეყ­ნად ხი­ლუ­ლად გან­ცხად­და. იგი სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით ვლინ­დე­ბა მორ­წმუ­ნე­თა სულ­სა და მათ ცხოვ­რე­ბა­ში; მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად გან­მსჭვა­ლავს ყო­ვე­ლი­ვეს, - ხი­ლულ­საც და უხი­ლავ­საც.

ამ­რი­გად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ვალ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ, თუ და­ვი­ცავთ ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფის, მა­ცხოვ­რის, კა­ნო­ნებს, შევ­ძლებთ ამ­ქვეყ­ნად­ვე გავ­ხდეთ ცათა სა­სუ­ფევ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ნი, რათა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვიმ­კვიდ­როთ იგი და მა­რა­დი­უ­ლად ღვთის დი­დე­ბა­ში დავ­რჩეთ, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვმკვიდ­რობთ და რა ეროვ­ნე­ბი­სა­ნი ვართ.

რა პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ამის­თვის?

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან ითხოვს ერ­თგუ­ლე­ბას, მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ომის დროს კი თავ­და­დე­ბა­საც;

ბუ­ნებ­რი­ვია, ღვთის სა­უფ­ლოს მკვიდ­რო­ბის მსურ­ველთ მეტი ერ­თგუ­ლე­ბა და თავ­გან­წირ­ვა გვმარ­თებს, რად­გან ჩვენ მუდ­მი­ვი ბრძო­ლის ქარ-ცე­ცხლში გვი­წევს ყოფ­ნა და ომი გვაქვს „არა სის­ხლთა და ხორცთა, არა­მედ... ცის­ქვე­შე­თის უკე­თურ სულ­თა წი­ნა­აღ­მდეგ“ (ეფ. 6.12).

ამას­თან, ღვთის სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მა­რა­დი­სო­ბაა და არა ამ­სოფ­ლი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. უფ­ლის­გან მო­ცე­მუ­ლი მცნე­ბე­ბიც ამ მა­რა­დი­სო­ბის გზამ­კვლე­ვია და გან­სხვავ­დე­ბი­ან მი­წი­ე­რი კა­ნო­ნე­ბის­გან; თუმ­ცა საღვთო მო­შურ­ნე­ო­ბის მქო­ნე ქრის­ტი­ა­ნის­თვი­საც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წი­ე­რი ყოფა და, აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე ზრუნ­ვა უცხო არ არის; იგი სუ­ლი­ერ და მი­წი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბას, რა თქმა უნდა, პირ­ველს ანი­ჭებს და იცავს პრინ­ციპს: „მი­ე­ცი კე­ი­სარს კე­ის­რი­სა და ღვთი­სა ღმერ­თსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშ­ნავს იმას, რომ კე­ი­სარს (ანუ მი­წი­ერ ხე­ლი­სუ­ფალთ) უნდა მი­ვა­გოთ სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გო­რიც - ღმერ­თს.

ამას­თან, ღრმად­მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ან­მაც შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი, ვერ გა­უმკლავ­დეს გა­მოწ­ვე­ვებს, გა­მო­ი­ჩი­ნოს სულ­მოკ­ლე­ო­ბაც ... მაგ­რამ არ უნდა შე­შინ­დეს, რად­გან „არა არს კაცი, რო­მე­ლიც ცხონ­დეს და არა სცო­დოს“, მაგ­რამ მან სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბის მად­ლით უნდა უწამ­ლოს თა­ვის სუ­ლი­ერ ია­რებს და, ღვთის იმე­დით, კვლავ უშიშ­რად გა­ნაგ­რძოს ცხოვ­რე­ბის გზა.

იესო ქრის­ტეს მიერ მო­ცე­მუ­ლი ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა-აღ­თქმა­ნი კი ასე­თია:

„გიყ­ვარ­დეს უფა­ლი, შენი ღმერ­თი, მთე­ლი შენი გუ­ლი­თა და სუ­ლით, მთე­ლი შენი შეძ­ლე­ბით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)

„შე­იყ­ვა­რე მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ რო­გორც მე შე­გიყ­ვა­რეთ თქვენ, ასე­ვე გიყ­ვარ­დეთ თქვენც ერ­თმა­ნე­თი“ (ინ.13,34).

„გიყ­ვარ­დეთ მტერ­ნი თქვენ­ნი“ (მთ.5,44)

„თუ მე გიყ­ვარ­ვართ, ჩემი მცნე­ბე­ბიც და­ი­ცა­ვით, ხოლო თუ ჩემს მცნე­ბებს და­ი­ცავთ, ჩემს სიყ­ვა­რულ­ში იქ­ნე­ბით“ (ინ.14,15)

რა იგუ­ლის­ხმე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რულ­ში?

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს ჩვენს მუდ­მივ ზრუნ­ვას სა­კუ­თარ თავ­ზე, რათა შევ­ძლოთ ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გან­ვიწ­მინ­დოთ, ეგო­იზ­მის, შუ­რის, ღვარ­ძლი­სა და ბო­რო­ტე­ბი­სა­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ და სულ­ში ღვთის ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბა აღ­ვიდ­გი­ნოთ და ავა­ღორ­ძი­ნოთ; ამის­თვის კი მთე­ლი არ­სე­ბით უნდა ვიღ­ვა­წოთ, რად­გან ამ­ქვეყ­ნად სწო­რედ ესაა ჩვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის აზრი.

სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, ასე­ვე, ნიშ­ნავს იმას, რომ, უფ­ლის მსგავ­სად, თავ­გან­წი­რუ­ლი, უშურ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვიყ­ვა­როთ მოყ­ვა­სი, ვი­ყოთ თა­ნამ­დგომ­ნი, და მისი წარ­მა­ტე­ბით ვხა­რობ­დეთ; გან­საც­დე­ლის ჟამს კი, - ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა და­ვეხ­მა­როთ;

მოყ­ვა­სი ჩვენ­სა­ვით ღვთის ხა­ტად არის შექ­მნი­ლი და, ამ­დე­ნად, ნა­წი­ლია ჩვე­ნიც და უფ­ლი­საც; მის­და­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი ღვთი­სად­მი ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ა­ჩენს.

აი, რო­გორ ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი: „რად­გან მში­ო­და და მო­მე­ცით საჭ­მე­ლი, მწყუ­რო­და და მას­ვით მე, უცხო ვი­ყავ და შე­მი­წყნა­რეთ, შიშ­ვე­ლი ვი­ყავ და შემ­მო­სეთ, სნე­უ­ლი ვი­ყავ და მომ­ხე­დეთ, სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ყავ და მო­მი­ნა­ხუ­ლეთ, ჭეშ­მა­რი­ტად, გე­უბ­ნე­ბით თქვენ: რი­თაც შე­ე­წი­ეთ ერთს ამ ჩემს მცი­რე ძმა­თა­განს, იმით მე შე­მე­წი­ეთ" (მთ.25, 35-36,40).

ღმერ­თთან და მოყ­ვას­თან ერ­თო­ბის სუ­ლით არის გან­მსჭვა­ლუ­ლი სა­უფ­ლო ლოც­ვაც. ამი­ტო­მაც ვამ­ბობთ: „მა­მაო ჩვე­ნო“ და არა „მა­მაო ჩემო“, ან „მოგ­ვი­ტე­ვე ჩვენ“ და არა „მო­მი­ტე­ვე მე“. და როცა მას წარ­მოვ­თქვამთ, ეს უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვე­ნი ლოც­ვა ლოც­ვად შე­ი­რა­ცხოს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა შეგვცო­დოს და უსა­მარ­თლოდ გული გვატ­კი­ნოს, მაგ­რამ თუ სა­თა­ნა­დო სი­ნა­ნუ­ლი ექ­ნე­ბა და ამას გა­მო­ხა­ტავს,- უნდა შე­ვუნ­დოთ.

ვი­საც მოყ­ვა­სი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არა აქვს, მტრობს სა­კუ­თარ თავს, რად­გან ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლის ვერ­შემცნო­ბია და ღვთის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი.

რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?

ვი­ნა­ი­დან უფალს მზე ამოჰ­ყავს ბო­როტ­თა და კე­თილ­თა ზედა და აწ­ვი­მებს მარ­თალ­თაც და უსა­მარ­თლო­თაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ სა­კუ­თა­რი თავი გვიყ­ვარს და ღვთის­შვი­ლო­ბა გვსურს, მა­ცხოვ­რის მსგავ­სად, უნდა მო­ვექ­ცეთ ჩვენს მო­ძუ­ლეს, ანუ გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვაჩ­ვე­ნოთ, სი­კე­თე მი­ვა­გოთ, მის­თვის ვი­ლო­ცოთ და ბო­რო­ტე­ბა­ზე ბო­რო­ტე­ბით არ ვუ­პა­სუ­ხოთ; ოღონდ, რო­გორც მოყ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, უნდა გა­ვე­მიჯ­ნოთ მის ცოდ­ვებ­სა და უს­ჯუ­ლო­ე­ბებს;

ხოლო თუ ეკ­ლე­სი­ი­სა და მოყ­ვა­სის მიერ სი­ნა­ნუ­ლის­კენ მომ­წო­დე­ბე­ლი არა­ერ­თგზი­სი შე­გო­ნე­ბა­ნი არ იქ­ნე­ბა მის­გან შეს­მე­ნი­ლი, უნდა გან­ვე­შო­როთ მას, „რო­გორც მეზ­ვე­რე­სა და წარ­მართს“ (მთ.18,17-18).

ღვთის რჩე­უ­ლი ერი წარ­მართს აღიქ­ვამ­და, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რად სრუ­ლი­ად უცხოს და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვა­დაც, - შე­უ­წყნა­რე­ბელს; ხოლო მეზ­ვე­რეს (გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრეფს), - სა­კუ­თა­რი ერის სა­ზი­ა­ნოდ წარ­მარ­თთა ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელს.

ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით ღვთის გა­რე­გა­ნი ხდე­ბა.

***

სულ სხვა წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნე­ბენ ისი­ნი, რო­მელ­თაც სუ­ლი­ე­რი თვა­ლი დახ­შუ­ლი აქვთ და არც ღვთი­სა სწამთ და არც - მისი აღ­დგო­მი­სა.

მათ შე­სა­ხებ წმინ­და გრი­გოლ ნო­სე­ლი ასე წერს:

თუკი არ არ­სე­ბობს აღ­დგო­მა და სიკ­ვდი­ლით სი­ცო­ცხლე მთავ­რდე­ბა, და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა კა­ცის მკვლელს; დაე, მე­ძავ­მა კად­ნი­ე­რად ხლარ­თოს ბა­დე­ე­ბი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მომ­ხვე­ჭელ­ნი ფუ­ფუ­ნე­ბას მი­ეც­ნენ სხვა­თა და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე... ნუ­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს მა­გი­ნე­ბელ­სა და ბილ­წის მთქმელს; დაე, ფი­ცის დამ­რღვე­ვი მუ­დამ იფი­ცებ­დეს ტყუ­ი­ლად; დაე, იც­რუ­ონ, რამ­დენ­საც ინე­ბე­ბენ, რად­გან არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან...

და ას­კვნის:

ამ­გვა­რი მსჯე­ლო­ბა სულს ამ­ღვრევს და წარ­ღვნამ­დელ­ზე უა­რე­სი უწეს­რი­გო­ბა მო­აქვს; თუ არ არის აღ­დგო­მა, არ არის უფ­ლის სამ­სჯავ­როც; თუ უარ­ყო­ფი­ლია სამ­სჯავ­რო, უარ­ყო­ფი­ლია ღვთის ში­შიც; ხოლო სა­დაც არ არის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შიში ღვთი­სა, იქ ზე­ი­მობს ეშ­მა­კი.

ასე იყო მუ­დამ, როცა ურ­წმუ­ნო­ე­ბა მძლავ­რობ­და ხალ­ხში. ეს დღე­საც ასეა, ოღონდ უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს და თუ რა­ტომ, მოკ­ლედ შემ­დეგს ვი­ტყვით:

ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა რომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამას, ჩვენს მსგავ­სად, ურ­წმუ­ნო­ნიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, მაგ­რამ, ღმერ­თთან კავ­ში­რი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის ნაც­ვლად, ისი­ნი ამ­ჟა­მად ისეთ ყო­ფას გვთა­ვა­ზო­ბენ, სა­დაც ერთი მხრივ, დო­მი­ნან­ტუ­რი ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა რო­ბო­ტებს, მე­ო­რე მხრივ კი, ადა­მი­ა­ნის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი "შე­ავ­სებს".

ამა­ვე დროს, ათე­ის­ტუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა სხვა რე­ა­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად ემ­ზა­დე­ბა და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის გა­და­ხედ­ვას, რათა თვით­ნე­ბუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის გზით წა­შა­ლოს ზღვა­რი ნამ­დვილ­სა და წარ­მო­სახ­ვითს, ადა­მი­ა­ნურს, მე­ქა­ნი­კურს, ცხო­ვე­ლურ­სა და ქი­მე­რულს შო­რის და კონ­ტრო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფორ­მე­ბი და­ამ­კვიდ­როს.

ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ამ პე­რი­ოდს პოსტ-ჰუ­მა­ნის­ტურს უწო­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ზო­გა­დად არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის რღვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის და­ცე­მა, სიღ­მი­სე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლე­ბის მოშ­ლა; „კრი­ზი­სუ­ლი წეს­რი­გის“ ფონ­ზე კი ხელი ეწყო­ბა ისე­თი შე­მეც­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი გრძნო­ბე­ბი გამ­ქრა­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა... გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, პი­როვ­ნე­ბის იდე­ა­ლი - უპერ­სპექ­ტი­ვო და გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი; წაშ­ლი­ლია ადა­მი­ა­ნო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი იდენ­ტო­ბე­ბი: „მა­მა­კა­ცი“ და „ქალი,“ „ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი“...

ამ­გვარ სივ­რცე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბა ნელ-ნელა ქრე­ბა, ხალ­ხში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი უკა­ნა პლან­ზე იწევს;

ამას ემა­ტე­ბა ზო­გა­დად რე­ლი­გი­ი­სად­მი და, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი­სა და ზო­გი­ერ­თი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ენით მე­ტყვე­ლე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხით პი­როვ­ნუ­ლი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­მელ­ნიც ამ პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი.

გვახ­სენ­დე­ბა ბოლო ჟა­მის შე­სა­ხებ მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი: „უკა­ნას­კნელ ჟამს მოვ­ლენ მკრე­ხელ­ნი, თა­ვი­ანთ უკე­თურ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი; ესე­ნი არი­ან გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მოქ­მედ­ნი, მშვინ­ვი­ერ­ნი, სუ­ლის არმ­ქო­ნე­ნი... მდრტვი­ნავ­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, თა­ვი­ანთ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი, რო­მელ­თა ბა­გე­ნი მე­დი­დუ­რო­ბენ და სარ­გებ­ლის გამო პირ­ფე­რო­ბენ“

***

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თად აღიქ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაც.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ სივ­რცე­ში კარ­გად არა­ვინ არის და ყვე­ლას დიდი გან­საც­დე­ლი აქვს: „ახა­ლი სამ­ყა­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი იმ­დე­ნად წინ წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა მას იმ­დე­ნად ჩა­მორ­ჩა, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­ნერ­გა­ვი ადა­მი­ა­ნი თვი­თონ დამ­ცირ­და თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბის წი­ნა­შე და მის­გან მარ­თუ­ლი ხდე­ბა. მათ შო­რის უფსკრუ­ლი მო­მა­ვალ­ში უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და სწო­რედ ესაა ერთ-ერთი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, თო­რემ ტექ­ნი­კურ მიღ­წე­ვებს, რა თქმა უნდა, სი­კე­თეც მო­აქვს, მაგ­რამ უღვთო და სუ­ლი­ე­რე­ბი­სა­გან დაც­ლი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ხელ­ში იგი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

არც მოწმუ­ნე­თათ­ვის არის ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი; მათი გული ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის ისეთ ას­პა­რე­ზად იქცა, რომ­ლის მსგავ­სი უწინ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კურ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ქვე­ყა­ნა ათწლე­უ­ლე­ბია ვერ გა­მო­დის).

გა­მო­სა­ვა­ლი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ერ­თია:

მთე­ლი არ­სე­ბით უნდა მი­ვიქ­ცეთ ღვთის­კენ - ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის­კენ და ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა მის უზე­ნა­ე­სო­ბას და­ვუ­მორ­ჩი­ლოთ.

ამას­თან, რაკი ღვთი­სა­გან ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის შე­იქ­მნა, ასე­თი­ვე გრძნო­ბით უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ შე­მოქ­მედს და გარე სამ­ყა­რო­საც.

აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რი, მო­ცი­ქულ პეტ­რეს მსგავ­სად, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს მოგ­ვმარ­თავს: „გიყ­ვარ­ვარ მე?“

ამ კი­თხვას სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა და­დე­ბით პა­სუხს გას­ცემს, მაგ­რამ არის რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მიგ­ვახ­ვედ­რებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვართ თუ არა მარ­თლე­ბი.

ჩვე­ნი რწმე­ნის სიმ­ტკი­ცე და უფ­ლი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მოც­დას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბით გა­დის; ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ დროს ხდე­ბა ნა­თე­ლი, მარ­თლაც მთე­ლი გუ­ლი­თა და მთე­ლი არ­სე­ბით გვიყ­ვარს თუ არა უფა­ლი, რაც შე­მოქ­მე­დი­სად­მი ჩვე­ნი ნდო­ბის ხა­რის­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ და ვე­ვედ­რე­ბით უფალს, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ ვაღ­წევთ, გვაქვს კი რწმე­ნა იმი­სა, რომ ჩვენს თხოვ­ნა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ის, რა­საც მა­ცხო­ვა­რი მოგ­ვა­გებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინ­დო­ბილ­ნი ვართ მას და მად­ლი­ე­რე­ბით მი­ვი­ღებთ ყო­ვე­ლი­ვეს. ამას­თან, ამ გან­წყო­ბამ არ უნდა დაგვტო­ვოს მა­ში­ნაც, რო­დე­საც დიდი ტკი­ვი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რი არ უნდა იყოს ისე­თი, რა­ზეც, ძლი­ე­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩავ­ვარ­დეთ. წუ­თი­სო­ფე­ლი წარ­მა­ვა­ლია და ყო­ვე­ლი­ვეც - მას შინა. ამი­ტო­მაც, ცათა სა­სუ­ფევ­ლის მჭვრე­ტე­ლი გო­ნე­ბა კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს მა­ცხოვ­რის სი­ტყვე­ბის სიღ­რმე­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას: „ვი­საც მამა ან დედა ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი; და ვი­საც ძე ან ასუ­ლი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი.“ (მთ.10,37).

თუ ჩვენ ღმერ­თს ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვიყ­ვა­რებთ, რომ­ლის გა­დამ­წო­ნი ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ და არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, ჩვენ­შიც და ჩვენს გარ­შე­მოც ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტი წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა და უფ­ლი­სა­გა­ნაც სა­ო­ცარ შე­წევ­ნას მი­ვი­ღებთ.

ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, ჩა­ვი­ხე­დოთ ჩვენს გულ­ში და პი­რუთ­ვნე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი. თუ მყა­რი რწმე­ნა არა გვაქვს უფ­ლი­სად­მი, ვთხო­ვოთ მას დახ­მა­რე­ბა, რო­გორც სთხო­ვა სნე­უ­ლი შვი­ლის მა­მამ იესო ქრის­ტეს, რათა შეს­წე­ო­და მის ურ­წმუ­ნო­ე­ბას და გა­ნე­კურ­ნა მისი შვი­ლი. უფალ­მა ის­მი­ნა მისი, ორი­ვე სურ­ვი­ლი აღუს­რუ­ლა და სი­ხა­რუ­ლი­თა დი­დი­თა აღავ­სო იგი (მკ.9,24) .

მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლის თა­ნა­ზი­არ­ნი ჩვენც რომ გავ­ხდეთ, ღვთის შეც­ნო­ბი­სა­კენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ: ვი­კი­თხოთ წმინ­და წე­რი­ლი, წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა და და­რი­გე­ბა­ნი. ასე­ვე, მუდ­მი­ვად უნდა ვთხოვ­დეთ მა­ცხო­ვარს, გან­გვაძ­ლი­ე­როს, და იე­რე­მია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბით ვე­ვედ­როთ: „განმკურ­ნე, უფა­ლო, და გან­ვი­კურ­ნე­ბი, გა­და­მარ­ჩი­ნე, უფა­ლო, და გა­დავ­რჩე­ბი, რად­გან შენ ხარ ჩემი დი­დე­ბა“ (იერ.17,14).

ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა, და ჩვენს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ყო­ველ­ნო ერნო:

ქრის­ტე აღ­დგა!

მკვდრე­თით აღ­მდგა­რი ღმერ­თი გვიხ­მობს სა­მე­უ­ფეო გზის­კენ, მა­რა­დი­უ­ლი დი­დე­ბი­სა და ნე­ტა­რე­ბის­კენ, მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ხა­რუ­ლის­კენ.

მის შე­სახ­ვედ­რად „უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იპყა­რით რწმე­ნის ფარი, რი­თაც შეს­ძლებთ უკე­თუ­რის ყვე­ლა ცე­ცხლო­ვა­ნი ის­რის დაშ­რე­ტას“ (ეფ.6.11) და „შე­ი­მო­სეთ გულ­მო­წყა­ლე­ბა, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, სიტ­კბო­ე­ბა, სიმ­დაბ­ლე, სიმ­შვი­დე, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა; მი­უ­ტე­ვეთ და თქვე­ნი თავი მიჰ­მად­ლეთ ურ­თი­ერ­თს ... შე­ი­მო­სეთ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არის სიმ­ტკი­ცე სრულ­ქმნი­ლე­ბი­სა. ყვე­ლა­ფერს გა­ნა­გებ­დეს თქვენს გუ­ლებ­ში მშვი­დო­ბა ღმრთი­სა და მად­ლი­ერ­ნი იყა­ვით“... (კოლ.3.12-16). შე­ირ­ტყით წელ­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და შე­ი­მო­სეთ სი­მარ­თლის აბ­ჯრით (ეფ.6,12), რათა „და­ვიმ­კვიდ­როთ შე­უძ­ვრე­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი“ (ებრ.12,28)

გახ­სოვ­დეთ, „იესო ქრის­ტე გუ­შინ, დღეს და უკუ­ნი­სამ­დე იგი­ვეა“ (ებრ. 13.8) და ჟამ­თა ცვლა მას არ ეხე­ბა.

გი­ხა­რო­დეთ, ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა ქრის­ტე!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია II

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ქრისტე აღდგა!

"არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! –

შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც

აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21).

კვლავ დადგა ჟამი დიდებული, - აღდგა უფალი ძალითა ძლიერი, რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა იგი. მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან „სამოთხე განღებულ არს და სიკუდილისა ბჭე დახშულ არს. პირველქმნილი ადამი კუალად განახლებულ არს და სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს“ (იადგარი). დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი და ელხინათ მართლებს ... „მაშ, გლოვის სამოსელი განიძარცვე და სიხარულის სამკაულით მოირთე, წმინდა ქალაქო" (წმ. მელეტი ანტიოქიელი).

ქრისტე აღდგა!

გიხაროდეს ქალწულო, რამეთუ შენგან და შენ მიერ იშვებენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.

გიხაროდენ, ერნო, ჭაბუკნო და ასულნო, მოხუცებულნო ყრმათა თანა, რამეთუ მიზანი ბოროტისა განქარვებულია და მახენი ეშმაკისა - გაშიშვლებული.

გიხაროდეს, შენც, მიწავ და ზეცავ, მთაო და ზღვაო, და ყოველნო მყოფნო მათ შინა; შემოდის დღე - სასწაული, დღე - მაცხოვნებელი, დღე - გადამრჩენელი! ამიტომაც ვხმობთ: გუშინ თანა-ჯვარსვეცმოდი ქრისტესთან, დღეს თანა-ვიდიდები; გუშინ თანა-მოვკვდებოდი, დღეს თანა-ცხოველვიქმნები; გუშინ თანა-დავეფვლოდი, დღეს თანა-აღვდგები (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).

აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით" (რომ. 6,5-4)

განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8,2).

სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ (ინ. 5,28-29).

თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, -მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.

როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?

* * * * *

ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა.

ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ;

მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია; ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი.

აღნიშნულ ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით (თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა), რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს;

ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა.

ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, - ხილულსაც და უხილავსაც.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ.

რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის?

ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც;

ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12).

ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს.

ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც ... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.

იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია:

„გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)

„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ (ინ.13,34).

„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (მთ.5,44)

„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ (ინ.14,15)

რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში?

ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი.

საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ;

მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მთ.25, 35-36,40).

ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს,- უნდა შევუნდოთ.

ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი.

როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?

ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს;

ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18).

ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც, - შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), - საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება.

***

სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც - მისი აღდგომისა.

მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს:

თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე... ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან...

და ასკვნის:

ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი.

ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით:

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს".

ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... გაყალბებული, პიროვნების იდეალი - უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“...

ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი... მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“

***

დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.

სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის).

გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია:

მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ - ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ.

ამასთან, რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც.

აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“

ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები.

ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.

მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით.

ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37).

თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) .

მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14).

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ყოველნო ერნო:

ქრისტე აღდგა!

მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ.

მის შესახვედრად „უწინარეს ყოვლისა იპყარით რწმენის ფარი, რითაც შესძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას“ (ეფ.6.11) და „შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ურთიერთს ... შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი იყავით“... (კოლ.3.12-16). შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12), რათა „დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი“ (ებრ.12,28)

გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ (ებრ. 13.8) და ჟამთა ცვლა მას არ ეხება.

გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა