სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?
"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

ბულ­გა­რე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს 2011-2020 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ია­რა­ღის სა­წყო­ბებ­ში მომ­ხდარ ოთხი აფეთ­ქე­ბის საქ­მეს. გა­მო­ძი­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ აფეთ­ქე­ბე­ბის მი­ზა­ნი იყო იმ ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ­ლის გაგ­ზავ­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში იგეგ­მე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბულ­გა­რე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით "დო­ი­ჩე ველე" წერს.

"სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის ექ­ვსი მო­ქა­ლა­ქის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ვებ­ში მომ­ხდარ ოთხ აფეთ­ქე­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბა ამოწ­მებს ვერ­სი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2011, 2015 და 2020 წლებ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის სა­მიზ­ნე იყო ია­რა­ღე­ბის ის სა­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკუთ­ვნო­და ბიზ­ნეს­მენ ემე­ლი­ან გებ­რევს და და­გეგ­მი­ლი იყო მათი გაგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში", - აცხა­დე­ბენ ბულ­გა­რე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ვერ დად­გინ­და, ოთხი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აფეთ­ქე­ბებს წინ უძღო­და ხან­ძა­რი. ასე­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია რუ­სე­თის ექ­ვსი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ექ­ვსი­ვე აფეთ­ქე­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შე­საძ­ლოა, ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ გებ­რე­ვის მო­წამ­ვლის საქ­მე­შიც.

  • ცნო­ბის­თვის, 2019 წელს ბულ­გა­რე­თის პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სერ­გეი ფე­დო­რო­ვი არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 2015 წლის ზა­ფხულ­ში გებ­რე­ვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ბიზ­ნეს­მე­ნი სო­ფი­ა­ში ავად გახ­და, ის კო­მა­ში ჩა­ვარ­და, რის შემ­დე­გაც, კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. სა­ბო­ლო­ოდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

ამას­თან, რუ­სე­თის კვა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა ჩე­ხეთ­ში სამ­ხედ­რო მა­სა­ლე­ბის სა­წყობ­ში 2014 წელს მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­შიც. მიმ­დი­ნა­რე წლის 17 აპ­რილს ჩე­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, რის შე­დე­გა­დაც 150 ტონა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­ნად­გურ­და. ჩე­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მა­სა­ლა ეკუთ­ვნო­და კერ­ძო კომ­პა­ნი­ას - Imex Group-ს.

ჩე­ხე­თის ბრალ­დე­ბებს რუ­სულ­მა მხა­რემ უსა­ფუძ­ვლო უწო­და. "ეს არის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რად­გა­ნაც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“, - ამ­ბობს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა. თა­ვის მხრივ, ჩე­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 2014 წელს მომ­ხდარს ასე აფა­სებს - "უპ­რე­ცე­დენ­ტო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი.“

რაც შე­ე­ხე­ბა ბულ­გა­რე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას, რუ­სულ მხა­რეს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

წყა­რო: "დო­ი­ჩე ველე"

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
139

თითონ ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, არავითარი საბუთი იმისა, რომ რუსეთის მოწყობილია ეს აფეთქება არ არსებობსო!!! რა ვიცი, აბა მოიტათ საბუთი?! 

რატი
18

მტრის მტრული მოქმედებები რა გასაკვირია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

ბულგარეთის პროკურატურა იძიებს 2011-2020 წლების განმავლობაში, იარაღის საწყობებში მომხდარ ოთხი აფეთქების საქმეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ აფეთქებების მიზანი იყო იმ იარაღის განადგურების მცდელობა, რომლის გაგზავნაც საქართველოსა და უკრაინაში იგეგმებოდა. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით "დოიჩე ველე" წერს.

"საუბარია რუსეთის ექვსი მოქალაქის შესაძლო მონაწილეობაზე საბრძოლო მასალების საცავებში მომხდარ ოთხ აფეთქებაში. გამოძიება ამოწმებს ვერსიას, რომლის თანახმადაც, 2011, 2015 და 2020 წლებში მომხდარი აფეთქებების სამიზნე იყო იარაღების ის საცავები, რომლებიც ეკუთვნოდა ბიზნესმენ ემელიან გებრევს და დაგეგმილი იყო მათი გაგზავნა საქართველოსა და უკრაინაში", - აცხადებენ ბულგარეთის პროკურატურაში.

მათივე ცნობით, აფეთქებების ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა, ოთხივე შემთხვევაში აფეთქებებს წინ უძღოდა ხანძარი. ასევე გამოვლენილია რუსეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ექვსივე აფეთქების დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ გებრევის მოწამვლის საქმეშიც.

  • ცნობისთვის, 2019 წელს ბულგარეთის პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე სერგეი ფედოროვი არის ეჭვმიტანილი 2015 წლის ზაფხულში გებრევის მკვლელობის მცდელობაში. ბიზნესმენი სოფიაში ავად გახდა, ის კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც, კლინიკაში მოათავსეს. საბოლოოდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ამასთან, რუსეთის კვალი გამოიკვეთა ჩეხეთში სამხედრო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებაშიც. მიმდინარე წლის 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქების საქმეში რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი, რის შედეგადაც 150 ტონა საბრძოლო მასალა განადგურდა. ჩეხური მედიის ცნობით აღნიშნული სამხედრო მასალა ეკუთვნოდა კერძო კომპანიას - Imex Group-ს.

ჩეხეთის ბრალდებებს რუსულმა მხარემ უსაფუძვლო უწოდა. "ეს არის აბსურდული ბრალდებები, რადგანაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა. თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 2014 წელს მომხდარს ასე აფასებს - "უპრეცედენტო ტერორისტული აქტი.“

რაც შეეხება ბულგარეთის პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: "დოიჩე ველე"