საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს
კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპე­რა­ტი­ულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს. კად­რებ­ში ჩანს მცი­რე­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც უფ­რო­სე­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე ტო­ვებს. ამის შემ­დეგ იგი­ვე ად­გილ­ზე მა­მა­კა­ცი მი­დის, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას იღებს და ად­გილ­ზე თან­ხას ტო­ვებს.

შსს-ს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ა., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. გ. და 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. კ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათ ბრა­ლად ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და გა­სა­ღე­ბა.

მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ნა­წი­ლეს რო­ლე­ბი და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ასა­ღებ­დნენ.

გეგ­მის მი­ხედ­ვით, ა.ა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძენ პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებ­და, ხოლო ერთი ოჯა­ხის ორი წევ­რი - ნ. გ. და ნ. კ. დათ­ქმულ ად­გილ­ზე მყიდ­ვე­ლის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­წო­დე­ბას და ფუ­ლის მი­ღე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. მათ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ჰყავ­დათ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მოხ­და საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და ყვე­ლა სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჩარ­თვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთიჩა
5

ნამდვილეად ღირსები არიან ბავსვის მშობლები ჩამოართვან მშობლის უფლებები და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ ბავშვი,... გაგიჟდა ხალხი მთლად ღმერთო ჩემო...

თიკო
1

ვერ გავიგე, ეს ფონიჭალა თუ ნარკობარიგების დასახლებაა, ამორიგევონ დღე და ღამე პატრული და აკონტროლონ იქაურობა. ხომ უნდა აღიკვეთოს როდისმე მათი დაუსჯელობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპერატიულ ვიდეომასალას აქვეყნებს. კადრებში ჩანს მცირეწლოვანი, რომელიც უფროსების დავალების შესაბამისად, ნარკოტიკულ საშუალებას მითითებულ ადგილზე ტოვებს. ამის შემდეგ იგივე ადგილზე მამაკაცი მიდის, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას იღებს და ადგილზე თანხას ტოვებს.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

მისი თქმით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე