მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება
როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება

2024 წლი­დან სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოს­კარ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის გან­ხილ­ვის წესი შე­იც­ვლე­ბა. კვი­რას გა­მარ­თუ­ლი ოს­კა­რის და­კილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ერთ-ერთი ბო­ლოა, სა­ნამ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის აკა­დე­მია უმაღ­ლეს ჯილ­დო­ზე - სა­უ­კე­თე­სო სუ­რათ­ზე მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ინ­კლუ­ზი­ის სტან­დარ­ტებს და­ა­წე­სებს, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 2024 წელს შევა.

• რას მო­ი­ცავს ეს წე­სე­ბი?

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნოს ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბის მსგავ­სად, ოს­კა­რის­თვის, ინ­კლუ­ზი­ი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი შავი მო­ნა­ხა­ზის თა­ნახ­მად, სა­უ­კე­თე­სო სუ­რა­თის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დგე­ნი­ლი ფილ­მი ამ ოთხი კა­ტე­გო­რი­ი­დან ორში უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მო­თხოვ­ნებს:

1) "ეკ­რან­ზე გა­მო­სახ­ვა, თე­მე­ბი და ნა­რა­ტი­ვე­ბი", რო­მელ­შიც ნაკ­ლე­ბად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ან სი­უ­ჟეტ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ;

2) "შე­მოქ­მე­დე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში და პრო­ექ­ტის გუნდში" ჩარ­თვა, მა­გა­ლი­თად, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში;

3) "ინ­დუსტრი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი", რო­გო­რი­ცაა სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი;

4) ”აუ­დი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა”, რო­მე­ლიც მარ­კე­ტინგსა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეხე­ბა.

A და B კრი­ტე­რი­უ­მე­ბის­თვის თი­თო­ე­უ­ლი სტან­დარ­ტის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სამი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს:

რა­სობ­რი­ვი ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა;

ან, ფილ­მის თხრო­ბის ფო­კუ­სი­რე­ბა ქა­ლებ­ზე, რა­სობ­რივ და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე, LGBTQ ადა­მი­ა­ნებ­ზე;

ან კოგ­ნი­ტუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე.

• შეც­ვლის თუ არა ეს ოს­კარს?

washingtonpost-მა ამის გა­მო­სარ­კვე­ვად უკა­ნას­კნელ წლებ­ში ნო­მი­ნი­რე­ბულ ფილ­მებ­ში ანა­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის დონე შე­ა­ფა­სა და ეცა­და გა­მო­ერ­კვია, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა წარ­სულ­ში წარ­დგე­ნილ ფილ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ამ წე­სებს და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღებ­დნენ თუ არა ნო­მი­ნა­ცი­ებს კონ­კრე­ტუ­ლად ეს კი­ნო­სუ­რა­თე­ბი.

2016 წლი­დან 2021 წლამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო სუ­რა­თის 51 კან­დი­და­ტი­დან 31 მათ­გა­ნი, ანუ ფილ­მე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სტან­დარტს პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, არა-თეთრკა­ნი­ა­ნი მთა­ვა­რი ან მთა­ვა­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟით, ან იმით, რომ სი­უ­ჟეტ­ში ის­ტო­რი­უ­ლად ნაკ­ლე­ბად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფის წევ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კი­დევ ხუთი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მი, რო­გო­რი­ცაა "La La Land" და "A Star Is Born" - ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლურ რო­მა­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის­ტო­რია საკ­მა­რი­სად გად­მოს­ცემს ქა­ლის თვალ­თა­ხედ­ვას, შე­იძ­ლე­ბა ისიც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პირ­ველ სტან­დარტს.

ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­დან 42-მა კი მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის სტან­დარ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც კა­მე­რის მიღ­მა უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მოდ­გე­ნას გუ­ლის­ხმობს. მხო­ლოდ ამ აშ­კა­რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2016 წლის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თვის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი 51 ფილ­მი­დან 31 ახალ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

უნდა ვი­ღელ­ვოთ თუ არა და­ნარ­ჩე­ნებ­ზე? ხელს შე­უშ­ლის ოს­კა­რებს თუ არა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ფილ­მებ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე, თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი­სა ან ნაც­ნობ თე­მებ­ზე თხრო­ბას?

პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად, შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­ხე­დოთ ბრი­ტა­ნე­თის კი­ნოს ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გა­ცე­მულ ჯილ­დო­ებს, რაც უკვე რე­გუ­ლირ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წე­სე­ბით. მა­გა­ლი­თად, წელს ოს­კარ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბულ ფილმში "მამა", ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი დე­მენ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს ას­რუ­ლებს. ზე­და­პი­რუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, რომ ამ ფილ­მის ოს­კარ­ზე წარ­დგე­ნა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ძი­რი­თა­დი მსა­ხი­ო­ბე­ბი და შემ­ქმნე­ლე­ბი თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი არი­ან; მთა­ვა­რი გმი­რი თეთრკა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცია; ფილმში აღ­წე­რი­ლი თე­მე­ბი კი საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­უ­ლია, რო­გო­რი­ცაა ოჯა­ხი, და­ა­ვა­დე­ბა და ხან­დაზ­მუ­ლე­ბის მოვ­ლა. მაგ­რამ "მა­მამ" ორ­ჯერ მი­ი­ღო ჯილ­დო, რო­მე­ლიც ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა: ბრი­ტა­ნე­თის კი­ნოს ინ­ტი­ტუ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა და ნო­მი­ნა­ცია სა­უ­კე­თე­სო ბრი­ტა­ნუ­ლი ფილ­მის­თვის.

ანა­ლო­გი­უ­რად, შარ­შან­დე­ლი BAFTA სა­უ­კე­თე­სო ბრი­ტა­ნუ­ლი სუ­რა­თის­თვის მი­ი­ღო ფილმმა "1917", რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ომის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს და რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბე­ბის ან­სამ­ბლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი უმე­ტეს­წი­ლად, თეთრკა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის­გან შედ­გე­ბო­და.

ოს­კარ­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხრი­კი

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ისაა, რომ სტან­დარ­ტებ­ში არ­სე­ბულ­მა "ხვრე­ლებ­მა" შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ ფარ­თოდ წარ­მო­ე­ბუ­ლი კი­ნო­სუ­რა­თის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას მის­ცენ გა­სა­ქა­ნი. "მამა" და "1917" სა­უ­კე­თე­სო ბრი­ტა­ნუ­ლი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი ინ­კლუ­ზი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით წარ­დგნენ.

მა­შინ, რო­დე­საც ფილ­მე­ბი, ოთხი კა­ტე­გო­რი­ი­დან მხო­ლოდ ორ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ სტან­დარტს, ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ორი კა­ტე­გო­რი­ის და­ნახ­ვა ძნე­ლია - სა­ჭი­როა, პრო­ექ­ტი არა­საკ­მა­რი­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფე­ბის წევ­რებს ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბა­ში უწყობ­დეს ხელს, ან იმ აუ­დი­ტო­რი­ას მიწ­ვდეს, რო­მე­ლიც სა­მიზ­ნე ნაკ­ლე­ბა­დაა ხოლ­მე.

აკა­დე­მი­ის წე­სე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და ერ­თგვარ ხარ­ვეზს, "ხვრელს" ქმნის. მათი მო­თხოვ­ნაა, რომ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი სტუ­დია ამ ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ტრე­ნინ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობ­დეს, ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მარ­კე­ტინ­გის გუნ­დი ჰყავ­დეს. მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის პრეს­ტი­ჟულ ფილ­მებ­ში, რო­გორც წესი, მრა­ვა­ლი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს. აშშ-ს ან­ტი­მო­ნო­პო­ლუ­რი კა­ნო­ნის გამო, ფილ­მის დის­ტრი­ბუ­ტო­რი და მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვაა.

2016-2021 წლებ­ში სა­უ­კე­თე­სო სუ­რათ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი 51 ფილ­მი 150-ზე მეტ მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ბევ­რი მცი­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, სპე­ცი­ა­ლუ­რად და დრო­ე­ბით შე­იქ­მნა და ვებ-სა­ი­ტიც არ აქვს. ეს ფილ­მე­ბი მხო­ლოდ 19-მა სტუ­დი­ამ - ნაც­ნო­ბი სა­ხე­ლე­ბით, რო­გო­რი­ცაა დის­ნეი და Warner Bros - გა­მო­უშ­ვა.

ასე­ვე, არ­სე­ბობს სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი და ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იმ სტუ­დი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც ოს­კარ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი გა­მო­უშ­ვეს, თუმ­ცა მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე ამის დად­გე­ნა გა­ჭირ­და. ასეა თუ ისე, წე­სე­ბის მო­ნა­ხა­ზი ოს­კა­რის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას იმ დიდ სტუ­დი­ებ­ში ახა­ლი­სებს, რომ­ლე­ბიც პრეს­ტი­ჟუ­ლი ფილ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და დის­ტრი­ბუ­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა გახ­დეს. ოს­კარ­ზე ბოლო წლებ­ში ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ფილ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბი­დან ორს თუ არა, ერთს მა­ინც აშ­კა­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და; სხვე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ BAFTA- ს ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის სტან­დარ­ტებს. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი იმ სტუ­დი­ებ­მა გა­მო­უშ­ვა, სა­დაც პერ­სო­ნა­ლის პროგ­რა­მე­ბი ოს­კა­რის სა­მო­მავ­ლო მო­თხოვ­ნებს უკვე აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

შე­საძ­ლოა, ამ ფილ­მე­ბის ოს­კარ­ზე წარ­დგე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სხვა გზე­ბით ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, ჭირს დაკ­ვირ­ვე­ბა, თუ ამ ფილ­მე­ბის შექ­მნა­ში რამ­დე­ნი LGBTQ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი, ან ჰქონ­დათ თუ არა მათ გო­ნებ­რი­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი შეზ­რუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოს­კარ­ზე ნო­მი­ნა­ცი­ის მი­ღე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო გზა აშ­კა­რა არაა, რო­გორც washingtonpost მი­უ­თი­თებს, გო­ნივ­რუ­ლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ 2016 წლის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო სუ­რათ­ზე წარ­დგე­ნი­ლი ყვე­ლა ფილ­მი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლებს შო­რის შეს­ვლას მა­ინც შეძ­ლებ­და. ოს­კა­რის და­გეგ­მი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სხვა ჯილ­დო­ე­ბის­თვის უკვე და­წე­სე­ბუ­ლია. ამ წე­სებ­მა არ დაბ­ლო­კა თუ და­აბ­რკო­ლა ფილ­მე­ბის აღი­ა­რე­ბა მა­მა­კა­ცე­ბის, თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი­სა ან და­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არც ოს­კა­რის სა­უ­კე­თე­სო კი­ნო­სუ­რა­თის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მოხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
6

სწორედ ეგ მრავალფეროვნებაა ლიბერალური დემოკრატიების გარდაუვალი დასასრული ევროპის და ამერიკის კონტინენტზე

ძია სემი
6

ტროცკიზმი მოქმედებაში, ორუელი ფანტასტი მექონა და ნათელმხილველი ყოფილა! ერთი იმპერია მახსენდება უახლოესი წარსულიდან სადაც ყველაფერთან ერთად ხელოვნებაც იდეოლოგიურ ჩარჩოებში იჯდა და საბოლოოდ ძალიან ცუდად დამთავრდა ეგ ამბავი! ასევე ჩალპება ნეო ტროცკისტების მიერ შექმნილი მორიგი სისტემაც, რომელიც სიყალბით, დაკანონებული ძალადობით, იდეოლოგიური ტვინის გამორეცხვით ცდილობს ადამიანის, როგორც თავისუფალ ნების მქონე ინდივიდის მოსპობას და მის ჩანაცვლებაც კოლექტივში გაერთიანებული ცხვრებით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება

როგორ შეიცვლება ოსკარით დაჯილდოება 2024 წლისთვის - კინოინდუსტრიისთვის ახალი წესები და სტანდარტები წესდება

2024 წლიდან საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარზე ნომინირებული ფილმების განხილვის წესი შეიცვლება. კვირას გამართული ოსკარის დაკილდოების ცერემონია ერთ-ერთი ბოლოა, სანამ კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია უმაღლეს ჯილდოზე - საუკეთესო სურათზე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის სტანდარტებს დააწესებს, რომელიც ძალაში 2024 წელს შევა.

• რას მოიცავს ეს წესები?

ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული წესების მსგავსად, ოსკარისთვის, ინკლუზიისადმი მიმართული შავი მონახაზის თანახმად, საუკეთესო სურათის ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი ამ ოთხი კატეგორიიდან ორში უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს:

1) "ეკრანზე გამოსახვა, თემები და ნარატივები", რომელშიც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები მსახიობებად მონაწილეობენ ან სიუჟეტში ფიგურირებენ;

2) "შემოქმედებით ხელმძღვანელობაში და პროექტის გუნდში" ჩართვა, მაგალითად, გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში;

3) "ინდუსტრიის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები", როგორიცაა სასწავლო პროგრამები;

4) ”აუდიტორიის განვითარება”, რომელიც მარკეტინგსა და პოპულარიზაციას ეხება.

A და B კრიტერიუმებისთვის თითოეული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სამი ვარიანტი არსებობს:

რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის მიერ მთავარი როლის შესრულება;

ან, ფილმის თხრობის ფოკუსირება ქალებზე, რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებზე, LGBTQ ადამიანებზე;

ან კოგნიტური თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

• შეცვლის თუ არა ეს ოსკარს?

washingtonpost-მა ამის გამოსარკვევად უკანასკნელ წლებში ნომინირებულ ფილმებში ანალოგიური სტანდარტების დაკმაყოფილების დონე შეაფასა და ეცადა გამოერკვია, შეესაბამებოდა თუ არა წარსულში წარდგენილ ფილმებში არსებული მრავალფეროვნება ამ წესებს და შესაბამისად, მიიღებდნენ თუ არა ნომინაციებს კონკრეტულად ეს კინოსურათები.

2016 წლიდან 2021 წლამდე გადაღებული საუკეთესო სურათის 51 კანდიდატიდან 31 მათგანი, ანუ ფილმების ნახევარზე მეტი სტანდარტს პირველ კატეგორიაში აკმაყოფილებდა, არა-თეთრკანიანი მთავარი ან მთავარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟით, ან იმით, რომ სიუჟეტში ისტორიულად ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის წევრი მონაწილეობდა.

კიდევ ხუთი ნომინირებული ფილმი, როგორიცაა "La La Land" და "A Star Is Born" - ჰეტეროსექსუალურ რომანებზე მოგვითხრობდა. ამ შემთხვევაში, თუ ისტორია საკმარისად გადმოსცემს ქალის თვალთახედვას, შეიძლება ისიც აკმაყოფილებდეს პირველ სტანდარტს.

ნომინირებული ფილმებიდან 42-მა კი მეორე კატეგორიის სტანდარტი დააკმაყოფილა, რაც კამერის მიღმა უმცირესობის წარმოდგენას გულისხმობს. მხოლოდ ამ აშკარა კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2016 წლის შემდეგ საუკეთესო ფილმისთვის ნომინირებული 51 ფილმიდან 31 ახალ მრავალფეროვნების სტანდარტებს შეესაბამება.

უნდა ვიღელვოთ თუ არა დანარჩენებზე? ხელს შეუშლის ოსკარებს თუ არა მრავალფეროვნების სტანდარტები მაღალხარისხიან ფილმებში მამაკაცებზე, თეთრკანიანებისა ან ნაცნობ თემებზე თხრობას?

პასუხის მისაღებად, შეგვიძლია გადავხედოთ ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის მიერ გაცემულ ჯილდოებს, რაც უკვე რეგულირდება მრავალფეროვნების წესებით. მაგალითად, წელს ოსკარზე ნომინირებულ ფილმში "მამა", ენტონი ჰოპკინსი დემენციით დაავადებული მამაკაცის როლს ასრულებს. ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს, რომ ამ ფილმის ოსკარზე წარდგენა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მოთხოვნების გათვალისწინებით გამორიცხული იქნებოდა. ძირითადი მსახიობები და შემქმნელები თეთრკანიანები არიან; მთავარი გმირი თეთრკანიანი მამაკაცია; ფილმში აღწერილი თემები კი საკმაოდ ტრადიციულია, როგორიცაა ოჯახი, დაავადება და ხანდაზმულების მოვლა. მაგრამ "მამამ" ორჯერ მიიღო ჯილდო, რომელიც ინკლუზიურობის კრიტერიუმებით რეგულირდება: ბრიტანეთის კინოს ინტიტუტის დაფინანსება და ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის.

ანალოგიურად, შარშანდელი BAFTA საუკეთესო ბრიტანული სურათისთვის მიიღო ფილმმა "1917", რომელიც მსოფლიო ომის შესახებ მოგვითხრობს და რომელშიც მსახიობების ანსამბლი და შემოქმედებითი გუნდი უმეტესწილად, თეთრკანიანი მამაკაცებისგან შედგებოდა.

ოსკარზე კვალიფიკაციის ხრიკი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ სტანდარტებში არსებულმა "ხვრელებმა" შესაძლოა, ნებისმიერ ფართოდ წარმოებული კინოსურათის კვალიფიკაციას მისცენ გასაქანი. "მამა" და "1917" საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაზე ნაკლებად შესამჩნევი ინკლუზიური კრიტერიუმების დაკმაყოფილებით წარდგნენ.

მაშინ, როდესაც ფილმები, ოთხი კატეგორიიდან მხოლოდ ორთან მიმართებაში უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტს, ჩამოთვლილთაგან ორი კატეგორიის დანახვა ძნელია - საჭიროა, პროექტი არასაკმარისად წარმოდგენილი ჯგუფების წევრებს ინდუსტრიაში დასაქმებაში უწყობდეს ხელს, ან იმ აუდიტორიას მიწვდეს, რომელიც სამიზნე ნაკლებადაა ხოლმე.

აკადემიის წესები განსხვავებულად არის ფორმულირებული და ერთგვარ ხარვეზს, "ხვრელს" ქმნის. მათი მოთხოვნაა, რომ ფილმთან დაკავშირებული ერთ-ერთი სტუდია ამ ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგის შესაძლებლობებს სთავაზობდეს, ან მრავალფეროვანი მარკეტინგის გუნდი ჰყავდეს. მცირე ბიუჯეტის პრესტიჟულ ფილმებში, როგორც წესი, მრავალი დამფინანსებელი და მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. აშშ-ს ანტიმონოპოლური კანონის გამო, ფილმის დისტრიბუტორი და მწარმოებელი კომპანია ყოველთვის სხვადასხვაა.

2016-2021 წლებში საუკეთესო სურათზე ნომინირებული 51 ფილმი 150-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიასთანაა დაკავშირებული, რომელთაგან ბევრი მცირე ორგანიზაციაა, სპეციალურად და დროებით შეიქმნა და ვებ-საიტიც არ აქვს. ეს ფილმები მხოლოდ 19-მა სტუდიამ - ნაცნობი სახელებით, როგორიცაა დისნეი და Warner Bros - გამოუშვა.

ასევე, არსებობს სტაჟირების პროგრამები და ინკლუზიურობის ინიციატივები იმ სტუდიების უმეტესობაში, რომლებმაც ოსკარზე ნომინირებული ფილმები გამოუშვეს, თუმცა მწარმოებელ კომპანიებზე ამის დადგენა გაჭირდა. ასეა თუ ისე, წესების მონახაზი ოსკარის საკვალიფიკაციო ინფრასტრუქტურას იმ დიდ სტუდიებში ახალისებს, რომლებიც პრესტიჟული ფილმების რეალიზაციას და დისტრიბუციას ახორციელებენ.

გამარჯვებული შეიძლება ყველა გახდეს. ოსკარზე ბოლო წლებში ნომინირებული ზოგიერთი ფილმი საზოგადოების წინაშე მდგარი მრავალფეროვნების სტანდარტებიდან ორს თუ არა, ერთს მაინც აშკარად აკმაყოფილებდა; სხვები აკმაყოფილებდნენ BAFTA- ს ინკლუზიურობის სტანდარტებს. უმეტესი მათგანი იმ სტუდიებმა გამოუშვა, სადაც პერსონალის პროგრამები ოსკარის სამომავლო მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებენ.

შესაძლოა, ამ ფილმების ოსკარზე წარდგენისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა გზებით ყოფილიყო შესაძლებელი. მაგალითად, ჭირს დაკვირვება, თუ ამ ფილმების შექმნაში რამდენი LGBTQ ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ჩართული, ან ჰქონდათ თუ არა მათ გონებრივი თუ ფიზიკური შეზრუდული შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარზე ნომინაციის მიღების ყველა შესაძლო გზა აშკარა არაა, როგორც washingtonpost მიუთითებს, გონივრულად დარწმუნებულები არიან, რომ 2016 წლის შემდეგ საუკეთესო სურათზე წარდგენილი ყველა ფილმი, შემოთავაზებული მრავალფეროვნების წესების შესაბამისად, ნომინირებულებს შორის შესვლას მაინც შეძლებდა. ოსკარის დაგეგმილი კრიტერიუმები სხვა ჯილდოებისთვის უკვე დაწესებულია. ამ წესებმა არ დაბლოკა თუ დააბრკოლა ფილმების აღიარება მამაკაცების, თეთრკანიანებისა ან დასავლეთის ისტორიის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არც ოსკარის საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში მოხდება.