საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში
"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გუ­შინ, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის ჩას­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა და გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, თუ რა­ტომ ჩა­ვი­და გო­ლე­თი­ა­ნი იქ. აღ­ნიშ­ნულ თე­მას ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ ლა­ივ­ში" ჩარ­თვი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა.

"თქვენ იცით და მგო­ნი, რომ ეს არა­ვის­თვის და­მა­ლუ­ლი და უცხო არ არის, რომ ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლი, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, ვგუ­ლის­ხმობ ცა­გე­რის და ლენ­ტე­ხის ეპარ­ქი­ას, მე­უ­ფე სტე­ფა­ნე გახ­ლავთ, ის ასე­ვე არის ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლიც. თქვენ ასე­ვე იცით, რომ მე ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯა­ხი­დან და ჩვენ, მა­მა­ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია მე­უ­ფეს­თან და ვართ მრევ­ლი იმ ტაძ­რის, სა­დაც უშუ­ა­ლოდ მე­უ­ფე აღავ­ლენს ხოლ­მე ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას.

ამი­ტომ, ჩვენ ხში­რად დავ­დი­ვართ ხოლ­მე ცა­გერ­ში სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რო­დე­საც მე­უ­ფემ და­მა­ტე­ბით შე­ი­თავ­სე ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მარ­თვა და დღეს იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო საღვთო ლი­ტურ­გია, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით და დავ­სწრე­ბო­დით ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­მე­უ­ფეო მსა­ხუ­რე­ბა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჭყონ­დიდ­ში.

ამას მოჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ იქ ჩა­ვე­დით ჩვენ და ლა­მის ჩვენს ოკუ­პანტ მე­ზო­ბელ­თან დაგ­ვა­კავ­ში­რეს ამის გამო - რა­ტომ ჩა­ვე­დით, რის­თვის ჩა­ვე­დით, ვინ დგას ჩვენ უკან და ა.შ. და გვინ­და, რომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ავ­ხსნათ ამ პრო­ცე­სე­ბის. ჩვენ ვართ ზო­გა­დად ეკ­ლე­სი­ის წევ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და ვი­ყა­ვით ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­სუ­ლი ჭყონ­დიდ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე - მკა­ფი­ოდ და ხაზ­გას­მით გვინ­და ვთქვათ, რომ ჩვენ არა­ნა­ირ მხა­რე­ო­ბას არ ვცნობთ, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. არც ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტო­ბა და დაც­ვა სჭირ­დე­ბა არა­ვის. უბ­რა­ლოდ ჩვენ ჩა­ვე­დით მსა­ხუ­რე­ბა­ზე და ზო­გა­დი სუ­რა­თი, რაც არის ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში და რა­საც ყვე­ლა ვა­დევ­ნებთ თვალს - რა თქმა უნდა, ჩვენ­თვი­საც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და სურ­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტეთ დღე­საც, რომ იმე­დია იქ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და და­უბ­რუნ­დე­ბა ეპარ­ქია ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს.

რა თქმა უნდა, ვე­მიჯ­ნე­ბით ყო­ველ­გვარ პრო­ვო­კა­ცი­ებ­სა და ძა­ლა­დო­ბას, რაც იქ ხდე­ბა და დღე­საც ჰქოდ­ნა ად­გი­ლი. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ძა­ლე­ბი არ იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ, ნამ­დვი­ლად გა­უ­გე­ბა­რია ჩვენ­თვის,“ - ამ­ბობს გო­ლე­თი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, გუ­მათ­ში, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს მშვი­დი პრო­ტეს­ტი აქვთ ბა­რი­კა­დე­ბია და პო­ლი­ცია "25 მწკრი­ვად დგას, არარ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა რომ არ მოხ­დეს თით­ქოს“, ეპარ­ქი­ა­ში კი, "მხა­რე­ე­ბი შე­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთს ხელ­ში."

  • "ჩვენ ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით ვცხოვ­რობ­დით და ვცხოვ­რობთ, ამ პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად. რო­დე­საც დამ­თავ­რდე­ბა ეს პრო­ტეს­ტი და მი­ვიყ­ვანთ ჩვენს ბრძო­ლას ბო­ლომ­დე, ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და ჩვენ ვერ ვი­ფიქ­რებთ იმა­ზე, სად რო­მე­ლი კა­მე­რა დაგ­ვხდე­ბა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.

ვფიქ­რობ, ეს ის­ტე­რია აწყობს გარ­კვე­ულ ძა­ლებს, ამის აგო­რე­ბა და და­კავ­ში­რე­ბე­ბი რუ­სეთ­თან და ცალ­კე­ულ პერ­სო­ნებ­თან, ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ვინც სა­ღად უყუ­რებს ამ პრო­ცესს და ად­ვე­ნებს თვალს, კარ­გად ხვდე­ბა ჩვენს სუ­ლის­კვე­თე­ბას", - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
54

ვარლამ იქნებ დაწყებულ საქმეს მიხედო და ყველაფრის მიდებ-მოდებას შეეშვა და ბექა ვარდოსანიძე ჩამოიშორე გვერდიდან, ვასაძის ხალხი რად გინდა მანდ?

სირცხვილია
42

მანდამაინც ამ არეულობის დროს მოგაგონდა, რომ მრევლი ხარ? მრევლი კი არა, ჩვეულებრივი მხარე ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ, ბზობის დღესასწაულზე, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ჩასვლას საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა და გააჩინა კითხვები, თუ რატომ ჩავიდა გოლეთიანი იქ. აღნიშნულ თემას ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქ ლაივში" ჩართვისას გამოეხმაურა და მიზეზები განმარტა.

"თქვენ იცით და მგონი, რომ ეს არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქიის მმართველი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვგულისხმობ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიას, მეუფე სტეფანე გახლავთ, ის ასევე არის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც. თქვენ ასევე იცით, რომ მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც უშუალოდ მეუფე აღავლენს ხოლმე ღვთისმსახურებას.

ამიტომ, ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე ცაგერში სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, რომ როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსე ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა ყოფილიყო საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად სამეუფეო მსახურებაზე, ამ შემთხვევაში, ჭყონდიდში.

ამას მოჰყვა გარკვეული სპეკულაციები, რომ იქ ჩავედით ჩვენ და ლამის ჩვენს ოკუპანტ მეზობელთან დაგვაკავშირეს ამის გამო - რატომ ჩავედით, რისთვის ჩავედით, ვინ დგას ჩვენ უკან და ა.შ. და გვინდა, რომ კანონზომიერება ავხსნათ ამ პროცესების. ჩვენ ვართ ზოგადად ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ჭყონდიდში.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას იქ მიმდინარე პროცესებზე - მკაფიოდ და ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ მხარეობას არ ვცნობთ, როგორც ხდება ხოლმე. არც ჩვენი ადვოკატობა და დაცვა სჭირდება არავის. უბრალოდ ჩვენ ჩავედით მსახურებაზე და ზოგადი სურათი, რაც არის ჭყონდიდის ეპარქიაში და რასაც ყველა ვადევნებთ თვალს - რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია და სურვილი გამოვხატეთ დღესაც, რომ იმედია იქ ყველაფერი დალაგდება და დაუბრუნდება ეპარქია ნორმალური ცხოვრების რიტმს.

რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციებსა და ძალადობას, რაც იქ ხდება და დღესაც ჰქოდნა ადგილი. სამწუხაროა ისიც, რომ სამართალდამცავი ძალები არ იყვნენ შესაბამისად მობილიზებული და ვის ინტერესებში შედის ასეთი დაძაბულობა იქ, ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის,“ - ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, გუმათში, სადაც მოქალაქეებს მშვიდი პროტესტი აქვთ ბარიკადებია და პოლიცია "25 მწკრივად დგას, არარსებული დაპირისპირება რომ არ მოხდეს თითქოს“, ეპარქიაში კი, "მხარეები შეტოვებულები იყვნენ ერთმანეთს ხელში."

  • "ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, ამ პროტესტის მიუხედავად. როდესაც დამთავრდება ეს პროტესტი და მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე, ასევე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ვერ ვიფიქრებთ იმაზე, სად რომელი კამერა დაგვხდება ჩასაფრებული.

ვფიქრობ, ეს ისტერია აწყობს გარკვეულ ძალებს, ამის აგორება და დაკავშირებები რუსეთთან და ცალკეულ პერსონებთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინც საღად უყურებს ამ პროცესს და ადვენებს თვალს, კარგად ხვდება ჩვენს სულისკვეთებას", - აცხადებს გოლეთიანი.

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი