მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძე­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-აკა­დე­მი­ურ წრე­ებს სტუ-ის კვან­ტუ­რი ფი­ზი­კი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვდნენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბრნენ და უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი გა­აც­ნეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ისე­თი წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რია, რო­გო­რი­ცაა: CMS (Compact Muone Solenoid) ექ­სპე­რი­მენ­ტი (CERN-LHC, შვე­ი­ცა­რია), COMET (COherent Muon to Electron Transition) ექ­სპე­რი­მენ­ტი (KEK, J-PRC, ია­პო­ნია) და LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) ექ­სპე­რი­მენ­ტი (Fermilab, აშშ).

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და მის მეც­ნი­ე­რებს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვთ ბირ­თვუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ცენ­ტრებ­თან: CERN (ჟე­ნე­ვა, შვე­ი­ცა­რია), KEK, J-PARC (ცუ­კუ­ბა, ტო­კაი, ია­პო­ნია), FERMILAB (ჩი­კა­გო, აშშ). რო­გორც რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა და შთამ­ბეჭ­დავ მას­შტა­ბებს იძენს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ხილ­ვა­დო­ბის მხრივ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის ფაქ­ტი, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფე­ბი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის გლო­ბა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში, ჩარ­თულ­ნი არი­ან პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში და სო­ლი­დურ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ.

"ჩვე­ნი მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - CERN-ის CMS ექ­სპე­რი­მენ­ტის ისეთ სუბ­დე­ტექ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა მი­ო­ნუ­რი სპექტრო­მეტ­რის RPC დე­ტექ­ტო­რე­ბი და ად­რო­ნუ­ლი კა­ლო­რი­მეტ­რი.

ჩვე­ნი ფი­ზი­კო­სე­ბის ძი­რი­თა­დი სა­მეც­ნი­ე­რო შე­დე­გი, რო­გორც CMS ექ­სპე­რი­მენ­ტის, ასე­ვე დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, არის ჰიგ­სის ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნა და მისი თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, ენერ­გი­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლის მრა­ვა­ლი პრო­ცე­სი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­თან ერ­თად, იგეგ­მე­ბა ახა­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის, იგი­ვე ახა­ლი ფი­ზი­კის ძი­ე­ბა სტან­დარ­ტულ მო­დელს გა­რეთ, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლა­ში, რო­გო­რი­ცაა ბნე­ლი მა­ტე­რია და და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცი­თი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა COMET ექ­სპე­რი­მენტს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ფი­ზი­კო­სე­ბის ჯგუ­ფი ია­პო­ნი­ის KEK-თან და, J-PRC-თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სრულ­დე­ბა ამო­ცა­ნე­ბი ისეთ დე­ტექ­ტო­რულ სის­ტე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სტროუ ტრე­კუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი, ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი კა­ლო­რი­მეტ­რი, კოს­მო­სუ­რი ვეტო სის­ტე­მა და მო­დე­ლი­რე­ბა დე­ტექ­ტო­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამე­რი­კულ FERMILAB-თან. ბირ­თვუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ამ უდი­დეს ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი LBNF/DUNE ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტის უახ­ლო­ე­სი ნა­წი­ლის (ND) სტროუ ტრე­კუ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი­სა და ელექტრო­მაგ­ნი­ტურ კა­ლო­რი­მეტ­რის შექ­მნა­ში და მო­დე­ლი­რე­ბის გარ­კვე­ულ ამო­ცა­ნებ­საც ას­რუ­ლებს. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმა პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს ერთ-ერთ ფუნ­და­მენ­ტურ შე­კი­თხვას - რა­ტომ არის ჩვენს სამ­ყა­რო­ში ასი­მეტ­რია მა­ტე­რია-ან­ტი­მა­ტე­რი­ას შო­რის. პა­სუ­ხის ძი­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი და ეს ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიდი წარ­მა­ტე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვან­ტუ­რი ფი­ზი­კი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი 2014 წელს და­არ­სდა. ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვის სა­გა­ნი ბირ­თვუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კაა. გარ­და ამი­სა, ინ­სტი­ტუ­ტი მო­ი­ცავს ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა: თე­ო­რი­უ­ლი, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი და სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კა, ასე­ვე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ესაუბრნენ და უახლესი მიღწევები გააცნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთი წამყვანი საერთაშორისო კოლაბორაციების ოფიციალური წევრია, როგორიცაა: CMS (Compact Muone Solenoid) ექსპერიმენტი (CERN-LHC, შვეიცარია), COMET (COherent Muon to Electron Transition) ექსპერიმენტი (KEK, J-PRC, იაპონია) და LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) ექსპერიმენტი (Fermilab, აშშ).

შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მსოფლიოს უდიდეს ცენტრებთან: CERN (ჟენევა, შვეიცარია), KEK, J-PARC (ცუკუბა, ტოკაი, იაპონია), FERMILAB (ჩიკაგო, აშშ). როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა ყოველწლიურად ფართოვდება და შთამბეჭდავ მასშტაბებს იძენს. საერთაშორისო ხილვადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრების გლობალურ პროექტებში, ჩართულნი არიან პლანეტის ყველაზე აქტუალურ ექსპერიმენტებში და სოლიდურ წარმატებებს აღწევენ.

"ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი ეფექტურად მუშაობს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - CERN-ის CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორებიცაა მიონური სპექტრომეტრის RPC დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი.

ჩვენი ფიზიკოსების ძირითადი სამეცნიერო შედეგი, როგორც CMS ექსპერიმენტის, ასევე დიდი ადრონული კოლაიდერის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, არის ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა და მისი თვისებების შესწავლა. უნივერსიტეტის მეცნიერთა ჩართულობით, ენერგიების მაქსიმალურ შესაძლებლობებზე უკვე გამოკვლეულია სტანდარტული მოდელის მრავალი პროცესი. უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, იგეგმება ახალი ნაწილაკების, იგივე ახალი ფიზიკის ძიება სტანდარტულ მოდელს გარეთ, რაც კაცობრიობას დაეხმარება ისეთი საკითხების შესწავლაში, როგორიცაა ბნელი მატერია და დამატებითი სივრცითი განზომილებები. რაც შეეხება COMET ექსპერიმენტს, რომელშიც ჩვენი ფიზიკოსების ჯგუფი იაპონიის KEK-თან და, J-PRC-თან კოლაბორაციაში მონაწილეობს, სრულდება ამოცანები ისეთ დეტექტორულ სისტემებზე, როგორიცაა სტროუ ტრეკული დეტექტორები, ელექტრომაგნიტური კალორიმეტრი, კოსმოსური ვეტო სისტემა და მოდელირება დეტექტორების ოპტიმიზაციისთვის.

ასევე, განსაკუთრებულია ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა თანამშრომლობა ამერიკულ FERMILAB-თან. ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ამ უდიდეს ცენტრში მიმდინარეობს მზადება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი LBNF/DUNE ექსპერიმენტისთვის. უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს ექსპერიმენტის უახლოესი ნაწილის (ND) სტროუ ტრეკული დეტექტორებისა და ელექტრომაგნიტურ კალორიმეტრის შექმნაში და მოდელირების გარკვეულ ამოცანებსაც ასრულებს. ამ ექსპერიმენტმა პასუხი უნდა გასცეს ერთ-ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას - რატომ არის ჩვენს სამყაროში ასიმეტრია მატერია-ანტიმატერიას შორის. პასუხის ძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული და ეს ჩვენი უნივერსიტეტის დიდი წარმატებაა“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი 2014 წელს დაარსდა. ინსტიტუტის კვლევის საგანი ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაა. გარდა ამისა, ინსტიტუტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თეორიული, ექსპერიმენტული, გამოყენებითი და საინჟინრო ფიზიკა, ასევე, კომპიუტერული მეცნიერებები.

R

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებსა და მუშა-მოსამსახურეებს ანაზღაურებას 250 ლარით უზრდის - რა წერია კომპანიის განცხადებაში

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

მაღაროელების აქცია ჭიათურაში - გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ