მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვე­ბის და ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს 7 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის, ქურ­დო­ბის, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ა.ს და ნ.ს. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 22 აპ­რი­ლი­დან 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ა.ს და ნ.ს. კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის გზით, ეტა­პობ­რი­ვად და­ე­უფლნენ 58 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის 73 628 ლარს. უკა­ნო­ნო ქო­ნე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მი­სა და მისი წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა შპს ,"იმა­ნი ჯორ­ჯი­ას" ელექტრო­ნულ სა­ფუ­ლე­ებ­ზე გა­და­რი­ცხეს და ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ძი­ნეს სულ 41 601 ლა­რის ოდე­ნო­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა "ბიტ­კო­ი­ნი“, რი­თაც შე­ნიღ­ბეს თან­ხის უკა­ნო­ნო წარ­მო­შო­ბა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად და­უფ­ლე­ბულ თან­ხას მის­ცეს კა­ნო­ნი­ე­რი სახე და დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს, და მათ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ,"ა“, მე-3 ნა­წი­ლის ,"ა" და მე-4 ნა­წი­ლის ,"ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (ქურ­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, დიდი ოდე­ნო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია), 19-177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ,"ა" და მე-3 ნა­წი­ლის ,"ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით (ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბა, ჯგუ­ფუ­რად), 284-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ,"ა" და ,"დ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, (კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) და 194-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ,"ა" და ,"გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, რა­საც თან ახ­ლდა დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა) წა­რედ­გი­ნათ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ა.ს და ნ.ს. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­ვე ბრალ­დე­ბულს 7 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ. ასე­ვე მათ ჩა­მო­ერ­თვათ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებულები ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ა.ს და ნ.ს. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს. უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული თანხა შპს ,"იმანი ჯორჯიას" ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს სულ 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ,,ბიტკოინი“, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს.

სამართალდამცავებმა ა.ს. და ნ.ს. 2020 წლის 16 ივლისს დააკავეს, და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების პროცესში, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა“, მე-3 ნაწილის ,"ა" და მე-4 ნაწილის ,"ბ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა" და მე-3 ნაწილის ,"ა" ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ჯგუფურად), 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა" და ,"დ" ქვეპუნქტებით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა" და ,"გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს და ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დააკავეს პირი, რომელიც მოზარდებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა - დაკავებული არასრულწლოვანთა ბიძაა

"ამჟამინდელი როლით მართლმსაჯულების განვითარება ნაკლებად რეალური ხდება" - უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება