პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“
თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

სან­დო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Reuters-მა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის გე­ნო­ცი­დად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბას გეგ­მავს. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბა­ი­დე­ნი 24 აპ­რილს, მსხვერ­პლთა მოხ­სე­ნი­ე­ბის დღეს, სი­ტყვა "გე­ნო­ცი­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს.

თუმ­ცა წყა­რომ, რო­მე­ლიც ამის შე­სა­ხებ Reuters-ს ესა­უბ­რა, არ გა­მო­რი­ცხა, რომ თურ­ქეთ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბა­ი­დენ­მა ამ ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ბოლო წუთს გა­და­ი­ფიქ­როს.

რა შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ნატო-ს ორ მო­კავ­ში­რეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თურ­ქე­თის რე­აქ­ცია სი­ტყვა "გე­ნო­ცი­დის“ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხსე­ნე­ბა­ზე და რა ასახ­ვა ექ­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს რე­გი­ონ­ზე? - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- რაც ზე­და­პირ­ზე ჩანს, და­ძა­ბუ­ლო­ბა თურ­ქეთ­სა და ამე­რი­კას შო­რის კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თურ­ქე­თი ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში თით­ქოს, ამე­რი­კას ერ­თგვა­რად აგ­რძნო­ბი­ნებ­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დათ­მო­ბის­თვის მზად­ყოფ­ნას. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბის, ფონ­ზე თურ­ქულ მე­დი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ალ­ბა­თო­ბა, რომ მონ­ტროს კონ­ვენ­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით, ვა­დე­ბი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ და ამე­რი­კის გე­მე­ბის­თვის მი­ე­ცათ შავ ზღვა­ში შე­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც პრინ­ციპ­ში, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში მო­რი­გი შეჭ­რის პრე­ვენ­ცი­ას უნდა მომ­სა­ხუ­რე­ბო­და. ეს თურ­ქე­თის მხრი­დან იყო პარტნი­ო­რუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი აშშ-ის, რო­გორც ნატო-ს წევ­რის მი­მარ­თაც.

ზო­გა­და­დაც, ამე­რი­კა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მოთ­ქვამ­და მო­ლო­დინს, რომ ბა­ი­დე­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კვლავ უფრო პარტნი­ო­რო­ბის ძველ დო­ნეს და­უბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ბა­ი­დე­ნის კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა თურ­ქე­თის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ჯერ კი­დევ წინა საპ­რე­ზი­დენ­ტო პე­რი­ო­დი­დან­ვე იყო ცნო­ბი­ლი და ამას არ მა­ლავ­დნენ, მით უფრო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ბა­ი­დე­ნის ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სამ უმ­თავ­რეს ღერძს შო­რის ერთ-ერთი სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­ის გან­მტკი­ცე­ბა და ხელ­შე­წყო­ბაა პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­სა და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში. ამ ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, თუკი გა­და­წყდე­ბა და ბა­ი­დე­ნი გა­მო­ი­ყე­ნებს სი­ტყვა "გე­ნო­ციდს“, ეს ამე­რი­კის მხრი­დან თურ­ქეთ­ზე ზე­წო­ლის კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორ ჩაჯ­დე­ბა ეს შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის ნატო-ს სა­ერ­თო არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, რა თქმა უნდა, აქ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა. ეს ერ­თგვა­რი იძუ­ლე­ბის ბერ­კე­ტია, რომ­ლი­თაც აშშ თურ­ქეთ­ზე გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას ცდი­ლობს, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ასე ჩანს“, - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

მისი თქმით, შავ ზღვა­ზე ნატო-ს უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლო­ე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მი­ზე­ზი კი, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ი­წი­ოს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რე­ბა, მხო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ვა­რა­უ­დოთ.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის თქმა, რის მიღ­წე­ვას თუ მი­ღე­ბას ცდი­ლობს აშშ ამ ნა­ბი­ჯით, რა არის მისი რე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნე. ეს თემა ახა­ლი არ არის და ახლა არ წა­მო­წე­უ­ლა აშშ-ის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში - სომ­ხუ­რი ლობი ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ლო­ბია ამე­რი­კა­ში და ის ამ თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს ცდი­ლობს. ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს, ეს თემა ამე­რი­კის ხელ­ში თურ­ქეთ­ზე მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი იყო. ვფიქ­რობ, ამ­ჯე­რა­დაც ამ თე­მის წა­მო­წე­ვა შემ­თხვე­ვი­თი არ არის და ამის უკან ამე­რი­კის გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი იმა­ლე­ბა თურ­ქე­თის მი­მართ, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც ის ამ გზი­თა და ხერ­ხით მი­ა­ნიშ­ნებს.

ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­თქვათ, მა­გა­ლი­თად, ექ­ვსთა ფორ­მა­ტის სა­კი­თხი უფრო სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და, ერთი თემა ეს ყო­ფი­ლი­ყო, რაც, უხე­შად რომ ვთქვათ, ამე­რი­კის­თვის რე­გი­ო­ნის "ახე­ვას“ ნიშ­ნავს. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სწო­რედ რომ თურ­ქე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, თუმ­ცა, უფრო მე­ტად თურ­ქე­თის და ამე­რი­კის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი უმ­თავ­რე­სი მტრის ერთი ქოლ­გის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, თურ­ქე­თი­სა და სომ­ხე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, ანუ, რუ­სე­თი­სა და ირა­ნის. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის და თურ­ქე­თის და­ახ­ლო­ე­ბა, თუმ­ცა ტაქ­ტი­კუ­რი (სტრა­ტე­გი­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ არც არის), ჯერ კი­დევ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს იწ­ვევ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას ამე­რი­კა­ში და ამას არც მა­ლავ­დნენ - რამ­დენ­ჯერ­მე სან­ქცი­ე­ბის მუ­ქა­რით, იმა­ვე, თურ­ქე­თის მი­მართ.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რის მიღ­წე­ვას შე­იძ­ლე­ბა ცდი­ლობ­დეს ამე­რი­კა. ვნა­ხოთ, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა რე­ა­ლუ­რად ბა­ი­დე­ნი ამ შე­ფა­სე­ბას, ეს გვიჩ­ვე­ნებს, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იყო რე­ა­ლუ­რად გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა და ის, რომ ასე ვთქვათ, სომ­ხურ­მა ლო­ბიმ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა, თუ ეს მო­რიგ ჯერ­ზე იყო ბერ­კე­ტი ამე­რი­კის ხელ­ში, რო­მე­ლიც თურ­ქეთს გარ­კვე­უ­ლი დათ­მო­ბე­ბის­კენ უბიძ­გებ­და. უხე­ში შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა ვე­ლო­დით რუ­სე­თის მო­რიგ ომს უკ­რა­ი­ნა­ში და ახლა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წვრთნე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ამას რუ­სეთ­მა უწო­და, მან უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან თა­ვი­სი ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და ტექ­ნი­კის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო. ბუ­ნებ­რი­ვია, იქაც გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტე­ბი ჩა­ერ­თო და სწო­რედ ამის სა­პა­სუ­ხოდ იყო, რომ შავ ზღვა­ში ამე­რი­კის გე­მე­ბი აღარ გა­მოჩ­ნდა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მხო­ლოდ შე­დე­გით შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, თუ რა არის ამის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი - რა დგას ამის უკან, არის ეს თურ­ქეთ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ია­რა­ღი თუ ამ გან­ცხა­დე­ბის და შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან. ამას უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დი გვიჩ­ვე­ნებს, როცა ეს გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­კეთ­დეს. თუ ეს შე­ფა­სე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამით ამე­რი­კამ რა­ღაც მე­სი­ჯი გაგ­ზავ­ნა და დათ­მო­ბა მი­ი­ღო თურ­ქე­თის­გან“, - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბა­ი­დე­ნი მარ­თლაც ახ­სე­ნებს სი­ტყვა "გე­ნო­ციდს“, თურ­ქეთს არ აქვს იმის რე­სურ­სი, ამას რა­დი­კა­ლუ­რად უპა­სუ­ხოს.

"სტრა­ტე­გი­უ­ლად, თურ­ქეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ფარ­თო სპექტრი არ აქვს. რე­ა­ლუ­რად, ეს მის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი თე­მაა, მაგ­რამ ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი თე­მის სა­პა­სუ­ხო­დაც კი, მის­გან რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნატო-ს წევ­რო­ბა­ზე უა­რის თქმა და მსგავ­სი ტი­პის გლო­ბა­ლუ­რი ძვრე­ბი, მე არ ველი. თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა მის რე­გი­ო­ნულ აქ­ტი­ვო­ბას, შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი­ვე, ფორ­მა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი თურ­ქე­თის­გან მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ თურ­ქეთს არ აქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის რე­სურ­სი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი ტრენ­დი შექ­მნას, იქ­ნე­ბა ეს ნატო-დან გა­მოს­ვლა თუ მა­გა­ლი­თად, სრუ­ტის ჩა­კეტ­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ეს ვი­თა­რე­ბა და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა რე­გი­ონ­ზე, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს ძი­რი­თა­დად, სომ­ხე­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს.

"თუ ამას რე­გი­ონ­ში ახა­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ფონ­ზე გან­ვი­ხი­ლავთ, რაც ყა­რა­ბა­ღის ომმა მო­ი­ტა­ნა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა, სომ­ხე­ბის­თვის იყოს წმინ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, იმ მარ­ცხის ერ­თგვა­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რო­მე­ლიც მათ ყა­რა­ბა­ღის ომში გა­ნი­ცა­დეს. თუმ­ცა ტაქ­ტი­კუ­რად იქ, სა­დაც ამ­ჯე­რად თურ­ქე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის ინ­ტე­რეს­თა შე­ხე­ბის ხაზი გა­დის, არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბებს არ ველი. მაგ­რამ, ბოლო დღე­ებ­ში ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის აგ­რე­სი­ულ ტონს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ის არ გა­მო­რი­ცხავს, ასე ვთქვათ, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის ახალ ფა­ზებს სომ­ხეთ­თან, თუ ისი­ნი და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარს იტყვი­ან და იმ დე­რე­ფანს არ უზ­რუნ­ველ­ჰყო­ფენ, რო­მე­ლიც ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯანს უნდა მი­ე­ცეს. რე­სურ­სებ­ზე თუ ვსა­უბ­რობთ, სომ­ხებს არ აქვთ რე­სურ­სი და არც რუ­სებს, რუ­სებს რო­მელ­თაც "სამ­შვი­დო­ბო მი­სია“ იტ­ვირ­თეს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში, რომ ამით ისარ­გებ­ლონ და და­ვუშ­ვათ, რა­ი­მე რე­ვან­შის­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ერ­თა­დერ­თი, ეს იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის­თვის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­პირ­წო­ნე, რაც მათ ყა­რა­ბა­ღის ომში გა­ნი­ცა­დეს, ამი­ტომ ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბის ერთ-ერთი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ესეც იყოს - ერ­თგვა­რი კომ­პენ­სა­ცია სომ­ხე­თის­თვის, რო­მე­ლიც ყა­რა­ბა­ღის ომში და­მარ­ცხდა. მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ ეს ამე­რი­კას ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის გა­ნა­წყე­ნე­ბის მიზ­ნად უღირ­დეს, რო­გო­რიც თურ­ქე­თია. იგი­ვე, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თუ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს, მსგავ­სი მო­ლო­დი­ნე­ბი იყო, მაგ­რამ არც ერთხელ შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ახ­ლაც დიდი ალ­ბა­თო­ბაა, შე­დე­გით არ დას­რულ­დეს და ამე­რი­კამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­როს გე­ნო­ცი­დი, ასე რომ, ეს მხო­ლოდ თურ­ქეთ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი იყოს - მე მა­ინც ამ აზ­რის­კენ ვიხ­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
9

ნუ იმეორებთ ამ ზღაპრებს, უძლიერესი ლობის და მძლეთამძლე სომხების შესახებ. გამოჩნდა რა ლობიც ყავთ ამერიკაში ბოლო ომის დროს. ჩვეულებრივი ხალხი არიან. რამდენიმე მილიონი, პატარა ტერიტორიით და დიდი კორუფციით, ჩვენსავით.

გრიგოლი1408
19

 შენი ექსპერტობა არ გაიშვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი 24 აპრილს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა "გენოციდის“ გამოყენებას აპირებს.

თუმცა წყარომ, რომელიც ამის შესახებ Reuters-ს ესაუბრა, არ გამორიცხა, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება ბოლო წუთს გადაიფიქროს.

რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება შეიცვალოს ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობები, როგორი იქნება თურქეთის რეაქცია სიტყვა "გენოციდის“ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხსენებაზე და რა ასახვა ექნება ამ ყველაფერს რეგიონზე? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

- რაც ზედაპირზე ჩანს, დაძაბულობა თურქეთსა და ამერიკას შორის კიდევ უფრო გამწვავდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამ ბოლო პერიოდში თითქოს, ამერიკას ერთგვარად აგრძნობინებდა ამ ურთიერთობებში დათმობისთვის მზადყოფნას. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავების, ფონზე თურქულ მედიაში განიხილებოდა ალბათობა, რომ მონტროს კონვენციის გვერდის ავლით, ვადები შეემცირებინათ და ამერიკის გემებისთვის მიეცათ შავ ზღვაში შემოსვლის საშუალება, რაც პრინციპში, რუსეთის მიერ უკრაინაში მორიგი შეჭრის პრევენციას უნდა მომსახურებოდა. ეს თურქეთის მხრიდან იყო პარტნიორული და მეგობრული ნაბიჯი აშშ-ის, როგორც ნატო-ს წევრის მიმართაც.

ზოგადადაც, ამერიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება გამოთქვამდა მოლოდინს, რომ ბაიდენის ხელისუფლების პირობებში მათი ურთიერთობები კვლავ უფრო პარტნიორობის ძველ დონეს დაუბრუნდებოდა. თუმცა, ბაიდენის კრიტიკული განწყობა თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო პერიოდიდანვე იყო ცნობილი და ამას არ მალავდნენ, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაიდენის ამერიკის საგარეო პოლიტიკის სამ უმთავრეს ღერძს შორის ერთ-ერთი სწორედ დემოკრატიის განმტკიცება და ხელშეწყობაა პარტნიორ ქვეყნებსა და ზოგადად, მსოფლიოში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თუკი გადაწყდება და ბაიდენი გამოიყენებს სიტყვა "გენოციდს“, ეს ამერიკის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება. თუმცა, როგორ ჩაჯდება ეს შავი ზღვის უსაფრთხოების ნატო-ს საერთო არქიტექტურაში, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს ერთგვარი იძულების ბერკეტია, რომლითაც აშშ თურქეთზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენას ცდილობს, ამ გადასახედიდან ასე ჩანს“, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

მისი თქმით, შავ ზღვაზე ნატო-ს უსაფრთხოების სტრატეგია თურქეთის მონაწილოების გარეშე წარმოუდგენელია, მიზეზი კი, რატომ შეიძლება წამოიწიოს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარება, მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ.

"ძალიან რთულია იმის თქმა, რის მიღწევას თუ მიღებას ცდილობს აშშ ამ ნაბიჯით, რა არის მისი რეალური სამიზნე. ეს თემა ახალი არ არის და ახლა არ წამოწეულა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში - სომხური ლობი ერთ-ერთი უძლიერესი ლობია ამერიკაში და ის ამ თემის გააქტიურებას ყველა ადმინისტრაციის დროს ცდილობს. ყველა ადმინისტრაციის დროს, ეს თემა ამერიკის ხელში თურქეთზე მოქმედების ბერკეტი იყო. ვფიქრობ, ამჯერადაც ამ თემის წამოწევა შემთხვევითი არ არის და ამის უკან ამერიკის გარკვეული მოთხოვნები იმალება თურქეთის მიმართ, რომლის შესრულებაზეც ის ამ გზითა და ხერხით მიანიშნებს.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ, მაგალითად, ექვსთა ფორმატის საკითხი უფრო სიცოცხლისუნარიანი რომ აღმოჩენილიყო, შეიძლებოდა, ერთი თემა ეს ყოფილიყო, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკისთვის რეგიონის "ახევას“ ნიშნავს. ეს ინიციატივა სწორედ რომ თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი ინიციატივა იყო, თუმცა, უფრო მეტად თურქეთის და ამერიკისთვის, ფაქტობრივად, ორი უმთავრესი მტრის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ისახავდა მიზნად - აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის პარალელურად, ანუ, რუსეთისა და ირანის. გარდა ამისა, რუსეთის და თურქეთის დაახლოება, თუმცა ტაქტიკური (სტრატეგიული ვერ იქნებოდა და აღმოჩნდა, რომ არც არის), ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროს იწვევდა ძალიან სერიოზულ შეშფოთებას ამერიკაში და ამას არც მალავდნენ - რამდენჯერმე სანქციების მუქარით, იმავე, თურქეთის მიმართ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, რის მიღწევას შეიძლება ცდილობდეს ამერიკა. ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა რეალურად ბაიდენი ამ შეფასებას, ეს გვიჩვენებს, საბოლოო მიზანი იყო რეალურად გენოციდის აღიარება და ის, რომ ასე ვთქვათ, სომხურმა ლობიმ თავისი გაიტანა, თუ ეს მორიგ ჯერზე იყო ბერკეტი ამერიკის ხელში, რომელიც თურქეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგებდა. უხეში შედარებაა, მაგრამ ყველა ველოდით რუსეთის მორიგ ომს უკრაინაში და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ წვრთნების შემდეგ, როგორც ამას რუსეთმა უწოდა, მან უკრაინის საზღვრიდან თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ბუნებრივია, იქაც გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები ჩაერთო და სწორედ ამის საპასუხოდ იყო, რომ შავ ზღვაში ამერიკის გემები აღარ გამოჩნდა. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ შედეგით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა არის ამის რეალური მიზანი - რა დგას ამის უკან, არის ეს თურქეთზე ზემოქმედების იარაღი თუ ამ განცხადების და შეფასების მიზანი მხოლოდ გენოციდის აღიარება იქნება ამერიკის მხრიდან. ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს, როცა ეს განცხადება უნდა გაკეთდეს. თუ ეს შეფასება არ გამოიყენა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით ამერიკამ რაღაც მესიჯი გაგზავნა და დათმობა მიიღო თურქეთისგან“, - აცხადებს ექსპერტი.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი მართლაც ახსენებს სიტყვა "გენოციდს“, თურქეთს არ აქვს იმის რესურსი, ამას რადიკალურად უპასუხოს.

"სტრატეგიულად, თურქეთს განსაკუთრებული ნაბიჯების ფართო სპექტრი არ აქვს. რეალურად, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული და პრინციპული თემაა, მაგრამ ასეთი პრინციპული თემის საპასუხოდაც კი, მისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაც შეიძლება იყოს ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა და მსგავსი ტიპის გლობალური ძვრები, მე არ ველი. თუმცა, რაც შეეხება მის რეგიონულ აქტივობას, შეიძლება, ასეთივე, ფორმალური ნაბიჯები თურქეთისგან მივიღოთ, მაგრამ თურქეთს არ აქვს სტრატეგიული ცვლილებების რესურსი, რამაც შეიძლება, გლობალური ტრენდი შექმნას, იქნება ეს ნატო-დან გამოსვლა თუ მაგალითად, სრუტის ჩაკეტვა“, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება აისახოს ეს ვითარება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა რეგიონზე, ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს, რომ ეს ძირითადად, სომხებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია შეიძლება იყოს.

"თუ ამას რეგიონში ახალი კონფიგურაციის ფონზე განვიხილავთ, რაც ყარაბაღის ომმა მოიტანა, ასეთ შემთხვევაში ეს შეიძლება, სომხებისთვის იყოს წმინდა ფსიქოლოგიურად, იმ მარცხის ერთგვარი რეაბილიტაცია რომელიც მათ ყარაბაღის ომში განიცადეს. თუმცა ტაქტიკურად იქ, სადაც ამჯერად თურქეთის და აზერბაიჯანის, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანის და სომხეთის ინტერესთა შეხების ხაზი გადის, არსებით ცვლილებებს არ ველი. მაგრამ, ბოლო დღეებში ალიევის განცხადებების აგრესიულ ტონს თუ დავაკვირდებით, ის არ გამორიცხავს, ასე ვთქვათ, სამხედრო კონფლიქტის ახალ ფაზებს სომხეთთან, თუ ისინი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე უარს იტყვიან და იმ დერეფანს არ უზრუნველჰყოფენ, რომელიც ამ ხელშეკრულებით აზერბაიჯანს უნდა მიეცეს. რესურსებზე თუ ვსაუბრობთ, სომხებს არ აქვთ რესურსი და არც რუსებს, რუსებს რომელთაც "სამშვიდობო მისია“ იტვირთეს ყარაბაღის კონფლიქტში, რომ ამით ისარგებლონ და დავუშვათ, რაიმე რევანშისტული ნაბიჯები გადაიდგას აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ერთადერთი, ეს იქნება სომხეთისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური საპირწონე, რაც მათ ყარაბაღის ომში განიცადეს, ამიტომ ამ ტიპის განცხადების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება, ესეც იყოს - ერთგვარი კომპენსაცია სომხეთისთვის, რომელიც ყარაბაღის ომში დამარცხდა. მაგრამ არა მგონია, რომ ეს ამერიკას ისეთი სტრატეგიული პარტნიორის განაწყენების მიზნად უღირდეს, როგორიც თურქეთია. იგივე, ტრამპის ადმინისტრაციის თუ ობამას ადმინისტრაციის დროს, მსგავსი მოლოდინები იყო, მაგრამ არც ერთხელ შედეგით არ დასრულებულა. ახლაც დიდი ალბათობაა, შედეგით არ დასრულდეს და ამერიკამ ოფიციალურად არ აღიაროს გენოციდი, ასე რომ, ეს მხოლოდ თურქეთზე ზემოქმედების ბერკეტი იყოს - მე მაინც ამ აზრისკენ ვიხრები“, - აღნიშნავს ექსპერტი.

დიზაინერი ალბერ ელბაზი კორონავირუსით გარდაიცვალა

ორსულობა, "საეჭვო ნივთიერებები", გვერდითი ეფექტები -  მითები და სინამდვილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში - გარდაცვლილია სულ მცირე, 82 ადამიანი (ფოტოები)