საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე
"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

მა­რი­ამ ლაშ­ხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რია. ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2020 წლის, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და. მა­რი­ა­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი­ცაა.

მა­რი­ა­მი თა­ვის კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლაა და მათ­თან ჭი­დი­ლი თა­ვი­დან­ვე და­ვი­წყე: მე­ა­მა­ყე­ბა, რომ არას­დროს მი­სარ­გებ­ლია დედ-მა­მის დახ­მა­რე­ბით. როცა მა­მა­ჩემს მძღო­ლი ჰყავ­და, მე ავ­ტო­ბუ­სით დავ­დი­ო­დი და ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლაფ­რის­თვის ჩე­მით მი­მეღ­წია. ამი­ტომ, ოჯა­ხის მფარ­ვე­ლო­ბას გა­ვე­ქე­ცი და სულ სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე - სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. მთელ ჯგუფ­ში მარ­ტო მე ვი­ყა­ვი გოგო და ყვე­ლას უკ­ვირ­და, ამ ქერა ცის­ფერ­თვა­ლე­ბამ ამ საქ­მის შეს­წავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტაო. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და პირ­ვე­ლი კურ­სი რომ დავ­ხუ­რე, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. თან ვსწავ­ლობ­დი, თან ვმუ­შა­ობ­დი. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და.

- რა­ტომ?

- უბ­რა­ლოდ, ოჯახ­ში არ გვქონ­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მუ­შა­ო­ბა და­მე­წყო, შე­მეძ­ლო მშვი­დად მეს­წავ­ლა და მხო­ლოდ ამა­ზე მე­ფიქ­რა. მა­მა­ჩე­მი, კონ­სტან­ტი­ნე ლაშ­ხი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბან­კი­რი იყო, ამა­ვე დროს, სპორ­ტსაც მის­დევ­და და ტან­მო­ვარ­ჯი­შე იყო. დღეს იგი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ას­წავ­ლის. დედა, ნანა ერ­გემ­ლი­ძე არა­ბუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი. მყავს და - ნინო, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ორი წლით უმ­ცრო­სია. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, სამი გო­გო­ნას დედა და ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს მი­ჭერს. ასე­ვე, მყავს ჩემ­ზე 11 წლით უმ­ცრო­სი ძმა, რო­მე­ლიც ჩემ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. სულ ვამ­ბობ­დი: ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ოც­ნე­ბა ამის­რუ­ლეს, ყო­ველ­თვის მინ­დო­და პა­ტა­რა ძმა მყო­ლო­და და ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და-მეთ­ქი. ჩემი ძმა პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია, ჯერ­ჯე­რო­ბით სწავ­ლობს და თან, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ალ­ბათ, უცხო­ეთ­შიც სწავ­ლობ­დით.

- დიახ, ცოტა ხნით გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და ჩემი იქ ყოფ­ნა 2008 წლის ომს და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ჯობ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და არა იქ, სა­დაც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ მყავ­და. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­მელ­მაც ჩემი მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა: სწო­რედ მა­შინ და­ვი­წყე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლა. გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრო­ფე­სია შე­ვიც­ვა­ლე და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია ავირ­ჩიე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და: ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­და და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას აძ­ლევ­და. ამის შემ­დეგ მსოფ­ლიო ბან­კში გა­და­ვე­დი, სა­დაც 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. იქი­დან კი - "ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში" მი­მიწ­ვი­ეს. ეს ჩემ­თვის დიდი რის­კი იყო, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კში ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი დავ­ტო­ვე - ორ­ჯერ მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და, რა­საც ბო­ნუ­სე­ბიც ემა­ტე­ბო­და. მა­ინც გავ­რის­კე და გა­და­ვე­დი. სა­ა­გენ­ტო­ში ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­ვი­ზი­დეთ. მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, "ტექ­ნო­პარ­კი" უნდა და­ვა­სა­ხე­ლო.

- რამ­დე­ნი ენა იცით?

- სულ 4 ენა ვიცი: ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი. ფრან­გუ­ლის შეს­წავ­ლაც და­ვი­წყე.

- პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა რო­დის და რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან აპო­ლი­ტი­კუ­რი ვი­ყა­ვი. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი იცი­ნოდ­ნენ კი­დეც, რად­გან ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხე­ლი და გვა­რი ზუს­ტად არ ვი­ცო­დი. როცა შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, ჯერ და­ვი­ბე­ნი და ვთქვი, - დავ­ფიქ­რდე­ბი-მეთ­ქი. მარ­თლა რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, ვინ­მეს შო­რი­დან კრი­ტი­კა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, ვიდ­რე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და საქ­მის კე­თე­ბა. ალ­ბათ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყეთ, 6 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ჩემ­თვის დიდი დატ­ვირ­თვა იყო და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ბავ­შვი ნა­ად­რე­ვად გა­ვა­ჩი­ნე. ჩემი ნი­კო­ლო­ზი 26 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და და გარ­კვე­უ­ლი ხნით ინ­კუ­ბა­ტორ­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ. თა­ვი­დან­ვე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და და ინ­კუ­ბა­ტო­რი­დან სე­სი­ებ­ზე მი­წევ­და სირ­ბი­ლი, ამას ემო­ცი­უ­რი ფო­ნიც ემა­ტე­ბო­და...

, რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. ერთხელ, პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი და და­მი­რე­კეს, რომ ბავ­შვი ტი­რო­და - ჭამა უწევ­და. ში­ნის­კენ გა­მოვრბი­ვარ და ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მო­მე­დევ­ნა: თქვენ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბი გვაქ­ვსო. ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბი ჩა­ვა­წე­რი­ნე, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და ვუ­თხა­რი: ჩემ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე არ გექ­ნე­ბათ, რად­გან სახ­ლში მში­ე­რი ბავ­შვი მე­ლო­დე­ბა და ინ­ტერ­ვიუ მერე ჩავ­წე­როთ-მეთ­ქი. იმ ჟურ­ნა­ლისტს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, რომ მე­დი­ის შე­კი­თხვებს თავს ვა­რი­დებ­დი... თა­ვი­დან მარ­თლა მი­ჭირ­და. კი­დევ კარ­გი, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და და ამ რე­ჟიმს ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე. ნი­კო­ლო­ზიც ძა­ლი­ან მშვი­დი ბავ­შვია და ხში­რად ჩემ­თან ერ­თად ეს­წრე­ბა ონ­ლა­ინ­კონ­ფე­რენ­ცი­ებს. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია, იცი­ნი­ან: ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფე­მი­ნის­ტი ჩვენ შო­რის ნი­კო­ლოზ ნე­ფა­რი­ძე­აო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თან ბავ­შვს ვაჭ­მევ­დი და თან კონ­ფე­რენ­ცი­ას ვეს­წრე­ბო­დი. ნი­კო­ლო­ზი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია და ნელ-ნელა ეგუ­ე­ბა მუდ­მი­ვად მო­უც­ლე­ლი დე­დის შვი­ლო­ბას.

- თქვენს მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ჩემი მე­უღ­ლე - ალექ­სან­დრე ნე­ფა­რი­ძე ერთ-ერთ ბან­კში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს. არც კი გვახ­სოვს, ერ­თმა­ნე­თი რო­დის გა­ვი­ცა­ნით, რად­გან ერთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დეთ. სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო გვყავ­და, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვმე­გობ­რობ­დით და ვი­ღა­ცებს ვუ­რი­გებ­დი კი­დეც. ერთხელ, ხუმ­რო­ბით მი­თხრა: ასეთ მე­გო­ბარს ცო­ლა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიყ­ვან­დიო. ცოტა ხან­ში ეს ხუმ­რო­ბა სი­ნამ­დვი­ლედ იქცა და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან 8 თვე­ში, ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. მე 29 წლის ვი­ყა­ვი, ხოლო სან­დრო - 33-ის, ასე რომ, ოჯა­ხი გა­აზ­რე­ბუ­ლად, უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში შევ­ქმე­ნით.

2018 წლის შე­მოდ­გო­მა იყო და ჩვე­ნი თაფ­ლო­ბის თვე იტა­ლი­ა­ში გა­ვა­ტა­რეთ. იმ დღე­ებ­ში ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი იტა­ლი­ე­ლებს ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ და ჩვე­ნი ვი­ზი­ტი ამ თა­მაშს და­ვამ­თხვი­ეთ. თა­ნაც, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში მი­წევ­და სი­ტყვით გა­მოს­ვლა, სა­დაც დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბო­და. იტა­ლი­ა­ში ჩვე­ნი დიდი სა­მე­გობ­რო იყო შეკ­რე­ბი­ლი, რო­მე­ლიც მო­რაგ­ბე­ებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სა­მახ­სოვ­რო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში დაგ­ვირ­გვინ­და, სა­დაც საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­ვე­დი - იქაც სი­ტყვით უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ვამ­თხვი­ეთ."წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
6

კაი ერთი...

ვალე
4

მარიამ, შენს გარდა ლალაც და სოფოც სწავლობდა ჩვენ ჯგუფში.

მარტო გოგო ნაღდად არ ყოფილხარ

თეთრი ნივა ავტობუსს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ მაინც მანქანაა 😀

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

მარიამ ლაშხი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარია. ის პარლამენტის წევრი 2020 წლის, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა. მარიამი საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და ამის პარალელურად, განათლების კომიტეტის წევრიცაა.

მარიამი თავის კარიერასა და ცხოვრებაზე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაა და მათთან ჭიდილი თავიდანვე დავიწყე: მეამაყება, რომ არასდროს მისარგებლია დედ-მამის დახმარებით. როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ამიტომ, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე. ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოგო და ყველას უკვირდა, ამ ქერა ცისფერთვალებამ ამ საქმის შესწავლა რატომ გადაწყვიტაო. კარგად ვსწავლობდი და პირველი კურსი რომ დავხურე, მუშაობა დავიწყე. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ეს ამბავი რომ გაიგო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა.

- რატომ?

- უბრალოდ, ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო, შემეძლო მშვიდად მესწავლა და მხოლოდ ამაზე მეფიქრა. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ამავე დროს, სპორტსაც მისდევდა და ტანმოვარჯიშე იყო. დღეს იგი ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის. დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუ-ის პროფესორი. მყავს და - ნინო, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია. ის პროფესიით ჟურნალისტია, სამი გოგონას დედა და ყველანაირად მხარს მიჭერს. ასევე, მყავს ჩემზე 11 წლით უმცროსი ძმა, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. სულ ვამბობდი: ჩემმა მშობლებმა ოცნება ამისრულეს, ყოველთვის მინდოდა პატარა ძმა მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა-მეთქი. ჩემი ძმა პროფესიით არქიტექტორია, ჯერჯერობით სწავლობს და თან, სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული.

- ალბათ, უცხოეთშიც სწავლობდით.

- დიახ, ცოტა ხნით გერმანიაში წავედი სასწავლებლად და ჩემი იქ ყოფნა 2008 წლის ომს დაემთხვა. ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ ჯობდა ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და არა იქ, სადაც გულშემატკივარი არ მყავდა. ეს ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც ჩემი მომავალი მთლიანად შეცვალა: სწორედ მაშინ დავიწყე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა. გერმანიიდან დაბრუნებულმა პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ავირჩიე. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა. ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სერიოზული გამოცდილება მივიღე. იქიდან კი - "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" მიმიწვიეს. ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო, რადგან მსოფლიო ბანკში ძალიან კარგი პირობები დავტოვე - ორჯერ მეტი ანაზღაურება მქონდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. მაინც გავრისკე და გადავედი. სააგენტოში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოვიზიდეთ. მათ შორის, პირველ რიგში, "ტექნოპარკი" უნდა დავასახელო.

- რამდენი ენა იცით?

- სულ 4 ენა ვიცი: ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული. ფრანგულის შესწავლაც დავიწყე.

- პარლამენტში შესვლა როდის და როგორ გადაწყვიტეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ძალიან აპოლიტიკური ვიყავი. ჩემი ახლობლები იცინოდნენ კიდეც, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცოდი. როცა შეთავაზება მივიღე, ჯერ დავიბენი და ვთქვი, - დავფიქრდები-მეთქი. მართლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, ვინმეს შორიდან კრიტიკა ძალიან ადვილია, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება და საქმის კეთება. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. ოქტომბერში, როცა რეგიონებში სიარული დავიწყეთ, 6 თვის ორსული ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი დატვირთვა იყო და ოქტომბრის ბოლოს ბავშვი ნაადრევად გავაჩინე. ჩემი ნიკოლოზი 26 ოქტომბერს დაიბადა და გარკვეული ხნით ინკუბატორში მოუწია ყოფნამ. თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი, ამას ემოციური ფონიც ემატებოდა...

, რთული დღეები გამოვიარე. ერთხელ, პარლამენტში ვიყავი და დამირეკეს, რომ ბავშვი ტიროდა - ჭამა უწევდა. შინისკენ გამოვრბივარ და ერთ-ერთი ჟურნალისტი გამომედევნა: თქვენთან მნიშვნელოვანი კითხვები გვაქვსო. ჩემი კონტაქტები ჩავაწერინე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე არ გექნებათ, რადგან სახლში მშიერი ბავშვი მელოდება და ინტერვიუ მერე ჩავწეროთ-მეთქი. იმ ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მედიის შეკითხვებს თავს ვარიდებდი... თავიდან მართლა მიჭირდა. კიდევ კარგი, რომ ჩემი საქმიანობის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ამ რეჟიმს ნელ-ნელა შევეჩვიე. ნიკოლოზიც ძალიან მშვიდი ბავშვია და ხშირად ჩემთან ერთად ესწრება ონლაინკონფერენციებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში უკვე პოპულარულია, იცინიან: ყველაზე ახალგაზრდა ფემინისტი ჩვენ შორის ნიკოლოზ ნეფარიძეაო. ყოფილა შემთხვევები, როცა თან ბავშვს ვაჭმევდი და თან კონფერენციას ვესწრებოდი. ნიკოლოზი ამ კონფერენციების სრულუფლებიანი წევრია და ნელ-ნელა ეგუება მუდმივად მოუცლელი დედის შვილობას.

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე - ალექსანდრე ნეფარიძე ერთ-ერთ ბანკში იურისტად მუშაობს. არც კი გვახსოვს, ერთმანეთი როდის გავიცანით, რადგან ერთ უბანში გავიზარდეთ. საერთო სამეგობრო გვყავდა, პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა და სერიოზული ურთიერთობის დაწყებიდან 8 თვეში, ჯვარი დავიწერეთ. მე 29 წლის ვიყავი, ხოლო სანდრო - 33-ის, ასე რომ, ოჯახი გააზრებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში შევქმენით.

2018 წლის შემოდგომა იყო და ჩვენი თაფლობის თვე იტალიაში გავატარეთ. იმ დღეებში ქართველი მორაგბეები იტალიელებს ეთამაშებოდნენ და ჩვენი ვიზიტი ამ თამაშს დავამთხვიეთ. თანაც, პორტუგალიაში მიწევდა სიტყვით გამოსვლა, სადაც დიდი ღონისძიება იმართებოდა. იტალიაში ჩვენი დიდი სამეგობრო იყო შეკრებილი, რომელიც მორაგბეებს გულშემატკივრობდა. მოკლედ, ძალიან ლამაზი, სამახსოვრო მოგზაურობა გამოგვივიდა, რომელიც პარიზში დაგვირგვინდა, სადაც საქმიანი ვიზიტით ჩავედი - იქაც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დავამთხვიეთ.,,წაიკითხეთ სრულად