კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, ვისაც "გული სწორ ადგილას უძგერს"
"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, ვისაც "გული სწორ ადგილას უძგერს"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ, Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში, კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა. ახა­ლი მი­ლი­არ­დე­რი ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ პლატ­ფორ­მის "კას­პის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 45 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეა. ამ დრო­ის­თვის რე­ი­ტინ­გში ლომ­თა­ძე 826-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა და მისი ქო­ნე­ბა 3,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

Kaspi ყა­ზა­ხე­თის უდი­დე­სი სა­ბან­კო-სა­გა­და­სახ­დო და ფინ­ტე­კუ­რი (ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის) კომ­პა­ნი­აა. ოქ­ტომ­ბერ­ში მან ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი IPO გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

  • ახალ­გაზ­რდა კაცი შავი პუ­ლო­ვე­რით, ჯინ­სე­ბი­თა და წი­თე­ლი ბო­ტა­სე­ბით

ყო­ვე­ლი ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სის წარ­დგე­ნი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავ პუ­ლო­ვერ­ში, ჯინ­სებ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე ძი­რი­თა­დად მარ­ტო დგას სცე­ნა­ზე და დიდ ეკ­რან­ზე წარ­მოდ­გე­ნილ სი­ახ­ლე­ზე ქარ­თვე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით ლა­პა­რა­კობს, ისე, რომ აუ­დი­ტო­რი­ას ერ­თბა­შად იპყრობს. მისი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ჰგავს ახა­ლი პრო­დუქ­ტის სტივ ჯობ­სი­სე­ულ წარ­დგე­ნებს. ალ­ბათ, ამ და მისი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, მას ზოგ­ჯერ მე­დია "ახალ ჯობ­სა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ებს.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰკი­თხეს, - შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეთ 25 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეს რას უსურ­ვებ­დი­თო? - რა­ზეც და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა: "სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვას..."

და იქვე გან­მარ­ტა:

"25 წლი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვმოქ­მე­დებ­დი. დღეს კი სრუ­ლი­ად ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბი შენს გარ­შე­მო წარ­მო­ად­გე­ნენ წარ­მა­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ აქ­ტივს. 25 წლის მი­ხე­ილს კი ვურ­ჩევ­დი: ეცა­დე იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ვის­თან ერ­თა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­უღ­წე­ვე­ლის მიღ­წე­ვა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა და­ეყ­რდნო და ვი­საც გული სწორ ად­გი­ლას უძ­გერს..."

ამ­ბობს, რომ მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ყო­ველ­დღი­უ­რად შექ­მნას მო­მა­ვა­ლის კომ­პა­ნია... "თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქა­ში ყო­ვე­ლი კლი­ენ­ტი უკვე გა­მო­დის უკუ­კავ­შირ­ზე. ის ამ კავ­შირს სთა­ვა­ზობს არა მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ას, არა­მედ ყვე­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, თუ მზად არ იქ­ნე­ბი ამის­თვის, კლი­ენტს და­კარ­გავ და შენი და­სას­რუ­ლიც ნელ-ნელა მო­ახ­ლოვ­დე­ბა", - ამ­ბობს ლომ­თა­ძე.

  • გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო...

მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ნუგ­ზარ ლომ­თა­ძე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ამის გამო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად უწევ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, ამი­ტო­მაც მის­თვის ახალ ად­გი­ლას ფე­ხის მო­კი­დე­ბა მოზ­რდი­ლო­ბი­სას უკვე აღარ იყო რთუ­ლი.

მა­მას სურ­და შვილს ტექ­ნი­კუ­რი გან­ხრით ეს­წავ­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მის ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას.

ბიზ­ნეს­მენს ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ზუს­ტად კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

ლომ­თა­ძემ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ სწავ­ლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნაგ­რძო და მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე-3 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2002 წელს ლომ­თა­ძემ ჰარ­ვარ­დის მა­გის­ტრის MBA ხა­რის­ხი აიღო და დიდი გეგ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.

1995 წელს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ჯი-სი-სი აუ­დი­ტი" და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 2002 წელს, კომ­პა­ნია "ერსტ ენდ იან­გის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ამა­ვე წელს ლომ­თა­ძემ მუ­შა­ო­ბა რუ­სეთ­ში "ბე­ა­რინგ ვოს­ტოს კე­პი­ტალ პარ­ტერსში" და­ი­წყო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო, 2004 წელს ამ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რიც გახ­და.

2003 წელს ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის ლი­ზინ­გუ­რი კომ­პა­ნია, "ეუ­როპ­ლა­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 2005 წლი­დან სა­ბან­კო პროგ­რა­მუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის "ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა. 2008 წლი­დან ლომ­თა­ძე ყა­ზა­ხუ­რი პლატ­ფორ­მის Kaspi-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხდე­ბა.

  • რას წარ­მო­ად­გენს Kaspi?

Kaspi-ს სერ­ვისს ყო­ველ­თვი­უ­რად ყა­ზა­ხე­თის 18-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 7.8 მი­ლი­ო­ნი იყე­ნებს. ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის თა­ნახ­მად, Kaspi-ს სა­გა­დახ­დო სის­ტე­მა­ზე ყა­ზა­ხეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის 66% მო­დის, 33%-ს კი გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დე­ბი Visa და Mastercard-ი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

დღეს Kaspi სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს, ესე­ნია:

  • სა­გა­დახ­დო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და მო­ვაჭ­რე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ერ­თმა­ნეთ­თან ციფ­რუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. ამას­თან, ციფ­რუ­ლი ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით სხვა­დას­ხვა სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის აღე­ბა და დე­პო­ზი­ტე­ბის მარ­თვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.
  • Kaspi ამავდრო­უ­ლად არის მარ­კეტპ­ლე­ი­სი, რო­მე­ლიც მო­ვაჭ­რე­ებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს ერ­თი­ან პლატ­ფორ­მას სთა­ვა­ზობს. მათ შო­რი­საა პირ­და­პი­რი სა­გან­ვა­დე­ბო სერ­ვი­სი, რომ­ლის პრო­ვა­ი­დე­რიც უშუ­ა­ლოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, Kaspi ყა­ზა­ხე­თის უმ­სხვი­ლე­სი ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­აა, რო­მელ­საც მთლი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის 46% ეკა­ვა.
  • სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის შე­დე­გად Kaspi მცი­რე ზო­მის სეს­ხე­ბის ბაზ­რის ლი­დე­რია, მას­ზე მთლი­ა­ნად ყა­ზა­ხე­თის სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბის 32% მო­დის.

"Kaspi-ს მსგავს ფარ­თო სერ­ვისს მომ­ხმა­რებ­ლებს არ­ცერ­თი სხვა ბიზ­ნე­სი არ სთა­ვა­ზობს. ჩვენ გვქონ­და შეხ­ვედ­რა Alibaba-ს პრე­ზი­დენ­ტთან, არა ჯეკ მას­თან, არა­მედ მის ამე­რი­კელ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­თან, რო­მელ­მაც ვერ და­ი­ჯე­რა, რომ ყა­ზა­ხეთ­ში ამ­გვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ლომ­თა­ძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთა­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მუდ­მი­ვად ახა­ლი სერ­ვი­სე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბაა.

Kaspi თა­ვი­დან­ვე ციფ­რულ პლატ­ფორ­მად არ შექ­მნი­ლა. მისი ის­ტო­რია 1991 წელს იწყე­ბა. ამ დროს ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწო­დე­ბო­და, 1997 წელს მან სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და Банк Каспийский გახ­და. 2008 წლი­დან კი, კი­დევ ერთი რებ­რენ­დინ­გის შე­დე­გად, მას Kaspi Bank-ი ეწო­და. წყა­რო

  • მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე და სა­ქარ­თვე­ლო

ბიზ­ნეს­მე­ნის ცხოვ­რე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი პრე­სის­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, ის უკვე წლე­ბია ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს, ჯერ რუ­სეთ­ში შემ­დეგ კი ყა­ზა­ხეთ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი აქვს და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმას არას­დროს აპი­რებს.

"ვიზა შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი­თაც მი­ვი­ღო, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, წლე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ვი­ცხოვ­რებ" - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამ­ბობს, რომ სამ­შობ­ლოს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობს და თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯახ­თან.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მის წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ირ­კვე­ვა ბიზ­ნეს­მენ­მა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლით, ბი­ძას თან­ხა ესეს­ხა, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი მთლი­ა­ნად გა­და­ი­ხა­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ­მა სკო­ლამ შე­ღა­ვა­თის სა­ხით სრუ­ლი სა­ფა­სუ­რის 30% და­უკ­ლო. მი­ლი­არ­დე­რი ამ­ბობს, რომ ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ვეს­ტი­ცია იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დროს, რო­გორც უმე­ტე­სო­ბა, მისი ოჯა­ხიც სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რობ­და, პირ­ველ სამ­სა­ხურ­ში 20$-ს უხ­დიდ­ნენ. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გა.

"ისე­თი პე­რი­ო­დიც იყო, როცა ფული არ გვქონ­და, დედა ერთ "სნი­კერსს" ყი­დუ­ლობ­და, 4 ნა­წი­ლად ყოფ­და და მე და ჩემს დას 2 დღე­ზე გვი­ნა­წი­ლებ­და... პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 20$ მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი", - იხ­სე­ნებს მი­ხე­ი­ლი.

ამ­ბო­ბენ, რომ მი­ლი­არ­დე­რი საკ­მა­ოდ გულ­ღია ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ როცა თემა საქ­მეს შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ მკაც­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. იცის ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და ყა­ზა­ხუ­რი ენე­ბი. ის აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა ყა­ზა­ხურ და სხვა უცხო­ურ პრე­სა­ში და ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზე აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს.

აი, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი არას­დროს ლა­პა­რა­კობს, ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მას მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ჯერ არ უპო­ვია.

ავ­ტო­რი: ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

პოლიტიკიდან თავი შორს დაიჭირე, ადამიანად თუ გინდა დარჩე!

 

ნიკოლი
0

სამწუხაროა, მაგრამ ჭკვიანი კაცი არ გატყდება და ყველაფერს კარგად გააკეთებს მომავალში. წარმატებები და ჯანმრთელობა, დღეს კანმრრთელობა ღირს მილიარდები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, ვისაც "გული სწორ ადგილას უძგერს"

"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით, ვისაც "გული სწორ ადგილას უძგერს"

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში, კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის "კასპის" დამფუძნებელი, 45 წლის მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 826-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საბანკო-საგადასახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. ოქტომბერში მან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.

  • ახალგაზრდა კაცი შავი პულოვერით, ჯინსებითა და წითელი ბოტასებით

ყოველი ახალი ინოვაციური სერვისის წარდგენისას, ტრადიციულად, შავ პულოვერში, ჯინსებსა და წითელ ბოტასებში გამოწყობილი მიხეილ ლომთაძე ძირითადად მარტო დგას სცენაზე და დიდ ეკრანზე წარმოდგენილ სიახლეზე ქართველისთვის დამახასიათებელი ემოციურობით ლაპარაკობს, ისე, რომ აუდიტორიას ერთბაშად იპყრობს. მისი პრეზენტაციები ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ახალი პროდუქტის სტივ ჯობსისეულ წარდგენებს. ალბათ, ამ და მისი სიახლეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მას ზოგჯერ მედია "ახალ ჯობსადაც" მოიხსენიებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, - შესაძლებლობა რომ გქონდეთ 25 წლის მიხეილ ლომთაძეს რას უსურვებდითო? - რაზეც დაუფიქრებლად უპასუხა: "სწორი ადამიანების არჩევას..."

და იქვე განმარტა:

"25 წლისა, ფაქტობრივად, არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ინტუიციით ვმოქმედებდი. დღეს კი სრულიად ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ადამიანები შენს გარშემო წარმოადგენენ წარმატებისთვის ყველაზე დიდ აქტივს. 25 წლის მიხეილს კი ვურჩევდი: ეცადე იყო იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთან ერთადაც შესაძლებელია მიუღწეველის მიღწევა, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და ვისაც გული სწორ ადგილას უძგერს..."

ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა ყოველდღიურად შექმნას მომავალის კომპანია... "თანამედროვე ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების ეპოქაში ყოველი კლიენტი უკვე გამოდის უკუკავშირზე. ის ამ კავშირს სთავაზობს არა მხოლოდ ერთ კომპანიას, არამედ ყველას, შესაბამისად, თუ მზად არ იქნები ამისთვის, კლიენტს დაკარგავ და შენი დასასრულიც ნელ-ნელა მოახლოვდება", - ამბობს ლომთაძე.

  • გზა წარმატებამდე

მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...

მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.

მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.

ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს.

ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. 2002 წელს ლომთაძემ ჰარვარდის მაგისტრის MBA ხარისხი აიღო და დიდი გეგმებით საქართველოს დაუბრუნდა.

1995 წელს, ბიზნესმენმა საქართველოში კომპანია "ჯი-სი-სი აუდიტი" დააფუძნა და ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2002 წელს, კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შემადგენელი ნაწილი გახდა. ამავე წელს ლომთაძემ მუშაობა რუსეთში "ბეარინგ ვოსტოს კეპიტალ პარტერსში" დაიწყო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის თანამდებობა მიიღო, 2004 წელს ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა.

2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ეუროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და 2005 წლიდან საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანიის "ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრობაც შეითავსა. 2008 წლიდან ლომთაძე ყაზახური პლატფორმის Kaspi-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ხდება.

  • რას წარმოადგენს Kaspi?

Kaspi-ს სერვისს ყოველთვიურად ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით, 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi-ს საგადახდო სისტემაზე ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.

დღეს Kaspi სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია:

  • საგადახდო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან, ციფრული ბანკის მეშვეობით სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა არის შესაძლებელი.
  • Kaspi ამავდროულად არის მარკეტპლეისი, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი საგანვადებო სერვისი, რომლის პროვაიდერიც უშუალოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა, რომელსაც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46% ეკავა.
  • სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად Kaspi მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.

"Kaspi-ს მსგავს ფართო სერვისს მომხმარებლებს არცერთი სხვა ბიზნესი არ სთავაზობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა Alibaba-ს პრეზიდენტთან, არა ჯეკ მასთან, არამედ მის ამერიკელ აღმასრულებელთან, რომელმაც ვერ დაიჯერა, რომ ყაზახეთში ამგვარი ტექნოლოგიური კომპანია არსებობს", - განაცხადა ლომთაძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთავარი შესაძლებლობა მუდმივად ახალი სერვისების შექმნაზე მუშაობაა.

Kaspi თავიდანვე ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა, 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან კი, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, მას Kaspi Bank-ი ეწოდა. წყარო

  • მიხეილ ლომთაძე და საქართველო

ბიზნესმენის ცხოვრება ქართული და უცხოური პრესისთვის მეტად საინტერესოა, ის უკვე წლებია ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, ჯერ რუსეთში შემდეგ კი ყაზახეთში წამოწყებული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ საქართველოს მოქალაქეა, ქართული პასპორტი აქვს და მოქალაქეობაზე უარის თქმას არასდროს აპირებს.

"ვიზა შემიძლია საქართველოს პასპორტითაც მივიღო, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, წლების შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ" - ამბობს ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამბობს, რომ სამშობლოს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოჯახთან.

ინტერნეტსივრცეში მის წარსულ ცხოვრებაზე ბევრი ინფორმაცია იძებნება. მაგალითად, როგორც ირკვევა ბიზნესმენმა ბაკალავრიატში ჩაბარების სურვილით, ბიძას თანხა ესესხა, სწავლის საფასური მთლიანად გადაიხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს მენეჯმენტის ევროპულმა სკოლამ შეღავათის სახით სრული საფასურის 30% დაუკლო. მილიარდერი ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველი საინტერესო ინვესტიცია იყო.

საქართველოში ცხოვრების დროს, როგორც უმეტესობა, მისი ოჯახიც სიდუხჭირეში ცხოვრობდა, პირველ სამსახურში 20$-ს უხდიდნენ. ამბობს, რომ ბავშვობაში გადატანილი სირთულეები ცხოვრებაში გამოადგა.

"ისეთი პერიოდიც იყო, როცა ფული არ გვქონდა, დედა ერთ "სნიკერსს" ყიდულობდა, 4 ნაწილად ყოფდა და მე და ჩემს დას 2 დღეზე გვინაწილებდა... პირველი ხელფასი 20$ მქონდა, საქართველოში ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი", - იხსენებს მიხეილი.

ამბობენ, რომ მილიარდერი საკმაოდ გულღია ადამიანია, მაგრამ როცა თემა საქმეს შეეხება, საკმაოდ მკაცრიც შეიძლება იყოს. იცის ქართული, რუსული, ინგლისური და ყაზახური ენები. ის აქტიურად ჩნდება ყაზახურ და სხვა უცხოურ პრესაში და ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ იდეებსა და სიახლეებზე აღტაცებით საუბრობს.

აი, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს ლაპარაკობს, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მას მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია.

ავტორი: ელენე მეტრეველი