კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"
სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"

გროზ­ნო­ში კრი­ვის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, "ლე­გენ­დე­ბის დრო“ გა­ი­მარ­თა. ყო­ველ­წლი­ურ შე­ჯიბრს ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩეჩ­ნე­თის საბ­რძო­ლო კლუ­ბი "ახ­მა­ტი“ უწევს და ტრა­დი­ცი­აა, რომ შე­ჯიბრში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სტა­ტუსს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ვა­ჟე­ბი მო­ი­პო­ვე­ბენ ხოლ­მე.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მიმ­დი­ნა­რე ტურ­ნი­რი იყო, ადამ­მა და ალი კა­დი­რო­ვებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის ერთ-ერთი ვა­ჟის, 13 წლის ადამ კა­დი­რო­ვის ბრძო­ლამ და გა­მარ­ჯვე­ბამ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

რო­გორც BBC-ის რუ­სუ­ლი ბი­უ­რი წერს, ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლი ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი­დან, ას­ლან ბი­ტი­რო­ვი ადამ კა­დი­როვს დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, ბი­ტი­რო­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და და კა­დი­როვს თავ­ში რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი დარ­ტყმაც მი­ა­ყე­ნა.

ამ მო­მენ­ტში კი მსაჯ­მა ბრძო­ლა შე­ა­ჩე­რა, ნოკ­და­უ­ნის ათ­ვლა და­ი­წყო, ბი­ტი­რო­ვის მწვრთნელ­მა კი თეთ­რი პირ­სა­ხო­ცი ის­რო­ლა იმის ნიშ­ნად, რომ ას­ლან­მა ბრძო­ლა წა­ა­გო. ბი­ტი­როვს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და, ხოლო ადამ კა­დი­რო­ვი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­ა­ფორ­მეს და და­ა­ჯილ­დო­ვეს.

მომ­ხდარს რამ­ზან კა­დი­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, რომ ას­ლან ბი­ტი­რო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მის­მა ვაჟ­მა დაძ­ლია. "ნოკ­და­უ­ნის შემ­დეგ, ას­ლან ბი­ტი­როვ­მა მე­ო­რე რა­უნდში ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა“, - და­წე­რა Vkontakte-ს გვერ­დზე რამ­ზან კა­დი­როვ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეტერანი
0

ყველა ოლიგარქი ერთაირია,იმას მნიშვნელობა არ აქვს ჩეჩნეთი იქნება, თუ საქართველო, ოღონდ საქართველოსგან განსხვავებით კადიროვი ოფიციალურადაა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელია და ვაჟკაცური ტიპიცაა

goga
60

არც ისე სასაცილო არაა ჩვენს რეალობაში. იქ კადიროვის ბიჭია ყველაზე მაგარი ბოქსიორი, აქ ბერაა ყველაზე მაგარი რეპერი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"

გროზნოში კრივის ჩემპიონატი, "ლეგენდების დრო“ გაიმართა. ყოველწლიურ შეჯიბრს ორგანიზებას ჩეჩნეთის საბრძოლო კლუბი "ახმატი“ უწევს და ტრადიციაა, რომ შეჯიბრში გამარჯვებულის სტატუსს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟები მოიპოვებენ ხოლმე.

გამონაკლისი არც მიმდინარე ტურნირი იყო, ადამმა და ალი კადიროვებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ჩეჩნეთის მეთაურის ერთ-ერთი ვაჟის, 13 წლის ადამ კადიროვის ბრძოლამ და გამარჯვებამ კითხვები გააჩინა.

როგორც BBC-ის რუსული ბიური წერს, ახალგაზრდა მებრძოლი ყაბარდო-ბალყარეთიდან, ასლან ბიტიროვი ადამ კადიროვს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბიტიროვი მოწინააღმდეგეს არ ჩამოუვარდებოდა და კადიროვს თავში რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მიაყენა.

ამ მომენტში კი მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა, ნოკდაუნის ათვლა დაიწყო, ბიტიროვის მწვრთნელმა კი თეთრი პირსახოცი ისროლა იმის ნიშნად, რომ ასლანმა ბრძოლა წააგო. ბიტიროვს გაკვირვებული და შეცბუნებული სახე ჰქონდა, ხოლო ადამ კადიროვი გამარჯვებულად გააფორმეს და დააჯილდოვეს.

მომხდარს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ასლან ბიტიროვის წინააღმდეგობა მისმა ვაჟმა დაძლია. "ნოკდაუნის შემდეგ, ასლან ბიტიროვმა მეორე რაუნდში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა“, - დაწერა Vkontakte-ს გვერდზე რამზან კადიროვმა.

ნახეთ ვიდეო: