სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
"გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

"გირ­ჩის“ ლი­დე­რებ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა, სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა და იაგო ხვი­ჩი­ამ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ ახალ წი­ნა­და­დე­ბას პირ­და­პირ ეთერ­ში ხელი მო­ა­წე­რეს.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს, უნდა შე­თან­ხმე­ბა თუ არა.

"ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და­იყ­ვა­ნეს ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა მე­გობ­რებ­მა თა­ვი­ან­თი წი­ნა­და­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ დარ­ჩე­ნილ­მა 60-მა კაც­მა თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს უნდა შე­თან­ხმე­ბა და ამ ხალ­ხის გვერ­დზე დგო­მა, თუ უნდა, რომ ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დოს ეს ხალ­ხი და სა­ერ­თოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი. მო­დით, ჩვენ რა­ღაც­ნა­ი­რი მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ იმის, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია - მო­ვა­წე­როთ ხელი ამ ფორ­მა­ლურ დო­კუ­მენტს“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც იაგო ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დო­კუ­მენტს არ მო­ა­წერს ხელს და ეს მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა - ის არ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა.

"მინ­და, რომ მოგ­ვბა­ძონ კო­ლე­გებ­მა ოპო­ზი­ცი­ი­დან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეცო­დი­ნე­ბა ხალ­ხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქ­ტო­რი ხალ­ხი და გვინ­დო­და შე­თან­ხმე­ბა. მე მინ­და, რომ გან­ვმარ­ტო, რომ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩვენ­თან და­დებს ამ შე­თან­ხმე­ბას და მო­ა­წერს ამას ხელს და აქ არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი აღ­სრულ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც იზამს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, ჩვენ შევ­დი­ვართ სრუ­ლად პარ­ლა­მენ­ტში და ეს ხელ­მო­წე­რა ნიშ­ნავს ამას. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამას არ მო­ა­წერს ხელს და ეს მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა - ის არ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ რე­ჟიმ­ში პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას, რა რე­ჟიმ­შიც დღეს შევ­დი­ვართ პარ­ლა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. წი­ნა­და­დე­ბა ხუთ პუნ­ქტს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის, პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი სა­კი­თხე­ბი და მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხე­ლის­მომ­წე­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ ორ სა­კი­თხზე, ამ­ნის­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და / ან ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. კერ­ძოდ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს ინი­ცი­რე­ბა კა­ნო­ნი­სა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2019 წლის 19 – 21 ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­სა და და­კა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ამას­თან, შარლ მი­შე­ლის წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2021 წლის 16 აპ­რი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა 2022 წელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს ნამ­დვი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43% -ზე ნაკ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგარია
7

კარგია, იმედია პლანის მოწევაც ლეგალური გახდება და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაც მარიხუანას პლანტაციების გაშენების შესახებ განხორციელდება. გახარიაც მალე მობრუნდება და რუსთაველზე პარლიამენტის წინ საღამოობით ელ.მუსიკის ფართები მოიხოდება. 

გიგა
6

ამათი რა დაიჯერება,ხვალ იტყვიან არ მოგვიწერიაო ფხიზლად არ ვიყავითო)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

"გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

"გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა.

"ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება“ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება.

"მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ "ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს "ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ "ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი - "პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება..ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში"

ვინ მოაწერა და ვინ აპირებს ოპოზიციიდან ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"