პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ, მეჩ­ვიდ­მე­ტე სე­ზონ­ში ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი - დათო გო­ცი­რი­ძე გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­შია: ოჯახ­ში ცო­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ცდი­ლობს, 5 ბავ­შვის მოვ­ლას გა­უმკლავ­დეს... მუ­შა­ო­ბის აქ­ტი­ურ რიტმს დაბ­რუ­ნე­ბულ მსა­ხი­ობ­თან ბლიც-ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"?

- მე­ა­თე წე­ლია, ეს სე­რი­ა­ლი ტე­ლე­ე­თერ­ში გა­დის. ჩემ­თვის ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბა­სა­ვი­თაა, რად­გან გა­და­ღე­ბებ­ზე, პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად იმ­დე­ნი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ სე­რი­ა­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია. სულ ვამ­ბობ, რომ ეს დიდი გა­მარ­თლე­ბაა: ასე­თი რამ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ხდე­ბა (ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ) - მოვ­ხვდი პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხოა, 10 წე­ლია, მა­ყუ­რე­ბელ­საც უყ­ვარს, რე­ი­ტინ­გუ­ლია და გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი წა­მი­დან მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ. ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- გი­ფიქ­რი­ათ, რომ ერთხე­ლაც სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა აღარ გაგ­რძელ­დე­ბა? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

ასევე დაგაინტერესებთ
09:11 / 23-01-2021

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

18:15 / 10-04-2021

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

18:39 / 08-05-2021

"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?

20:05 / 11-05-2021

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

19:47 / 18-05-2021

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

19:55 / 10-06-2021

"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან

- ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა და ოდეს­მე მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ არ მინ­და ამა­ზე ვი­ფიქ­რო, რად­გან ეს სე­რი­ა­ლი ნა­წი­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის, სხე­უ­ლის, ტვი­ნის... ადრე თუ გვი­ან, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ არ ვიცი, ასეთ დროს ჩემი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, სე­რი­ა­ლი­დან გა­მოც­დი­ლე­ბას "წა­მო­ვი­ღებ". ამ პრო­ექ­ტმა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მო­მი­ტა­ნა... სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვი­ფიქ­რებ, მაგ­რამ მინ­და, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჯერ ისევ იყოს (იცი­ნის).

- როცა სარ­კე­ში იყუ­რე­ბით, ვის ხე­დავთ?

- ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც უამ­რა­ვი შე­ნიშ­ვნა მაქვს, რო­გორც მე­გო­ბარ­თან, შვილ­თან, მა­მას­თან, მე­უღ­ლეს­თან, ადა­მი­ან­თან (იღი­მის)... მას­თან ბევ­რი კი­თხვაც მაქვს...

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვის ესა­უბ­რე­ბით?

- ახლა ხში­რად ლა­პა­რა­კი ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მი­წევს, რად­გან სე­რი­ა­ლი და­ი­წყო, ჩა­წე­რე­ბია, გა­და­ცე­მე­ბი დაგ­ვე­მა­ტა...

- სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ა­მა­ყე­ბათ?

- პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი ვარ. შე­მიძ­ლია, რა­ღა­ცებს თვა­ლი არ ავა­რი­დო, არ გა­და­ვა­ბი­ჯო და გულ­თან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნო. ეს თვი­სე­ბე­ბი მაქვს და ვა­მა­ყობ.

- ეკ­რა­ნულ შვი­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- უფ­რო­სე­ბი, სე­რი­ა­ლის და­სა­წყის­ში, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის იყ­ვნენ. ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ახლა მათ­თან ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რო­გო­რიც უფ­როს შვილ­თან გექ­ნე­ბა ადა­მი­ანს. სე­რი­ა­ლის სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბაც სხვაგ­ვა­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს: მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი უფრო იღ­ლე­ბა, ცელ­ქობს... უფ­რო­სე­ბი საქ­მეს უკვე სხვაგ­ვა­რად, დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბის მსგავ­სად უდ­გე­ბი­ან... მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გულ­თბი­ლი, ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. ერ­თად იმ­დე­ნი დრო გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ სხვაგ­ვა­რად რო­გორ იქ­ნე­ბო­და? კი, მა­მობ­რი­ვი გრძნო­ბაც "ჩარ­თუ­ლია": სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ არი­ან, რო­გორ სწავ­ლო­ბენ, რო­გორ მი­დის მათი საქ­მე­ე­ბი...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა ად­გი­ლი უჭი­რავს?

- სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ყე­ნებ. მა­გა­ლი­თად, პან­დე­მი­ის დროს, ტე­ლე­ფონ­ში რა­ღა­ცებს ვწერ­დი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვარ. ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გახ­და. ადა­მი­ანს თუ ტე­ლე­ფო­ნი სად­მე გრჩე­ბა, ისე­თი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს თავი გრჩე­ბა სა­დღაც (იცი­ნის).

- სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ, რას აკე­თებთ ხოლ­მე?

- გა­და­ღე­ბე­ბი გვი­ა­ნო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. წი­ნას­წარ ვერ გან­სა­ზღვრავ, რო­დის დას­რულ­დე­ბა. ამი­ტომ საშ­ვე­ბი გვაქვს... ისე, სცე­ნარს ან თუ რამე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმას ვკი­თხუ­ლობ ან ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- ცელ­ქი. სკო­ლა­ში სწავ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ღა­ცებს ვსწავ­ლობ­დი, რა­ღა­ცებს - არა. ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბულ დროს მო­მიხ­და ბავ­შვო­ბა და სიყ­მაწ­ვი­ლე... მშობ­ლებს ცო­ტა­თი ვაბ­რა­ზებ­დი. ჯობ­და, არ გა­მებ­რა­ზე­ბი­ნა. ახლა სი­ნა­ნუ­ლი გვი­ა­ნია, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­თვის რომ და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, ბევ­რს მო­ვი­გებ­დი (იღი­მის).

- ეკ­რა­ნუ­ლი შვი­ლე­ბი­დან რო­მე­ლი­მე ხომ არ გგავთ ხა­სი­ა­თით?

- 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შვე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რი, ბევ­რად უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან: ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი...

- "ნი­ნას" გა­რე­შე, სე­რი­ალ­ში თავს რო­გორ გრძნობთ?

- ვა­ი­მე, ცუ­დად, ცუ­დად... 6 ბავ­შვის და­მორ­ჩი­ლე­ბა ძნე­ლია, რა... დაჰ­კრა ფეხი და წა­ვი­და (იცი­ნის).

- რე­ა­ლუ­რად, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე 5 ბავ­შვთან ერ­თად მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია?

- უფ­რო­სე­ბი პა­ტა­რებს ეხ­მა­რე­ბი­ან. აკონ­ტრო­ლე­ბენ, ამ­ხნე­ვე­ბენ, რად­გან მალე მო­ი­წყე­ნენ ხოლ­მე - ბავ­შვის­თვის ამ­დე­ნი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა მა­ინც ძნე­ლია... ამი­ტომ უფ­რო­სებ­მა უკვე პა­ტა­რებ­ზე ზრუნ­ვა და­ი­წყეს - აი­ყო­ლი­ე­ბენ ხოლ­მე, რომ არ მო­ი­წყი­ნონ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ნამ­დვილ სა­ხეს ადა­მი­ა­ნი რო­გორ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ავ­ლენს?

- შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის ნამ­დვი­ლი სახე ლხინ­მა, უდარ­დე­ლო­ბა­მაც გა­მო­ავ­ლი­ნოს და გა­ჭირ­ვე­ბა­მაც. ასე ვერ გან­სა­ზღვრავ, რა... ადა­მი­ა­ნის ნამ­დვი­ლი სახე ვინ იცის, რო­გო­რია (იცი­ნის)?..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaa
7

ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლიდ დაქალები, ბოლო სეზონი ისეთი დაცლილი და გამოფიტულია, პოლიტიკით გადაჯერებული, ზიზღიანი, ჩვეულებრივად აღარ ვუყურებ, ვინმეს რომ ეთქვა ვერ დავიჯერებდი.

გგგ
0

ყველაფერს აქვს დასასრული და ეს სერიალიც დაასრულეთ.მე დიდი ხამია აღარ ვუყურებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ, მეჩვიდმეტე სეზონში ლევან ყოჩიაშვილის პერსონაჟი - დათო გოცირიძე განსხვავებულ ამპლუაშია: ოჯახში ცოლის გარეშე დარჩენილი ცდილობს, 5 ბავშვის მოვლას გაუმკლავდეს... მუშაობის აქტიურ რიტმს დაბრუნებულ მსახიობთან ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ჩემი ცოლის დაქალები"?

- მეათე წელია, ეს სერიალი ტელეეთერში გადის. ჩემთვის ორმაგი ცხოვრებასავითაა, რადგან გადაღებებზე, პავილიონებში, პარტნიორებთან ერთად იმდენი დრო მაქვს გატარებული, რომ სერიალის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. სულ ვამბობ, რომ ეს დიდი გამართლებაა: ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება (ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ) - მოვხვდი პროექტში, რომელიც სახალხოა, 10 წელია, მაყურებელსაც უყვარს, რეიტინგულია და გადაღების პირველი წამიდან მთავარ როლს ვთამაშობ. ეს ძალიან მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ.

- გიფიქრიათ, რომ ერთხელაც სერიალის გადაღება აღარ გაგრძელდება? ასეთ შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება როგორი იქნება?

- ყველაფერი იწყება და ოდესმე მთავრდება, მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო, რადგან ეს სერიალი ნაწილია ჩემი ცხოვრების, სხეულის, ტვინის... ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი მთავრდება, მაგრამ არ ვიცი, ასეთ დროს ჩემი ცხოვრება როგორი იქნება. ალბათ, სერიალიდან გამოცდილებას "წამოვიღებ". ამ პროექტმა დიდი პოპულარობა, მაყურებლების სიყვარული მომიტანა... სხვა რაღაცებზე ვიფიქრებ, მაგრამ მინდა, "ჩემი ცოლის დაქალები" ჯერ ისევ იყოს (იცინის).

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ადამიანს, რომელთანაც უამრავი შენიშვნა მაქვს, როგორც მეგობართან, შვილთან, მამასთან, მეუღლესთან, ადამიანთან (იღიმის)... მასთან ბევრი კითხვაც მაქვს...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ახლა ხშირად ლაპარაკი ტელევიზიის თანამშრომლებთან მიწევს, რადგან სერიალი დაიწყო, ჩაწერებია, გადაცემები დაგვემატა...

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად, რა გეამაყებათ?

- პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ვარ. შემიძლია, რაღაცებს თვალი არ ავარიდო, არ გადავაბიჯო და გულთან ახლოს მივიტანო. ეს თვისებები მაქვს და ვამაყობ.

- ეკრანულ შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- უფროსები, სერიალის დასაწყისში, ძალიან პატარა ასაკის იყვნენ. ერთად გავიზარდეთ. ახლა მათთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, როგორიც უფროს შვილთან გექნება ადამიანს. სერიალის სცენების გადაღებაც სხვაგვარად მიმდინარეობს: მცირეწლოვანი ბავშვი უფრო იღლება, ცელქობს... უფროსები საქმეს უკვე სხვაგვარად, დიდი მსახიობების მსგავსად უდგებიან... მათთან ურთიერთობა გულთბილი, ტკბილი და სასიამოვნოა. ძალიან საყვარლები არიან. ერთად იმდენი დრო გვაქვს გატარებული, რომ სხვაგვარად როგორ იქნებოდა? კი, მამობრივი გრძნობაც "ჩართულია": სულ მაინტერესებს, როგორ არიან, როგორ სწავლობენ, როგორ მიდის მათი საქმეები...

- სოციალურ ქსელს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

- საჭიროების მიხედვით ვიყენებ. მაგალითად, პანდემიის დროს, ტელეფონში რაღაცებს ვწერდი. სოციალური ქსელების ძალიან აქტიური მომხმარებელი არ ვარ. ცხოვრებამ მოიტანა, რომ სოციალური ქსელი აუცილებლობა გახდა. ადამიანს თუ ტელეფონი სადმე გრჩება, ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს თავი გრჩება სადღაც (იცინის).

- საღამოს 9 საათის შემდეგ, რას აკეთებთ ხოლმე?

- გადაღებები გვიანობამდე გრძელდება. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, როდის დასრულდება. ამიტომ საშვები გვაქვს... ისე, სცენარს ან თუ რამე მაინტერესებს, იმას ვკითხულობ ან ვუყურებ ხოლმე.

- როგორი ბავშვი იყავით?

- ცელქი. სკოლაში სწავლას რაც შეეხება, რაღაცებს ვსწავლობდი, რაღაცებს - არა. ცოტათი განსხვავებულ დროს მომიხდა ბავშვობა და სიყმაწვილე... მშობლებს ცოტათი ვაბრაზებდი. ჯობდა, არ გამებრაზებინა. ახლა სინანული გვიანია, მაგრამ მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, ბევრს მოვიგებდი (იღიმის).

- ეკრანული შვილებიდან რომელიმე ხომ არ გგავთ ხასიათით?

- 21-ე საუკუნის ბავშვები სულ სხვანაირი, ბევრად უკეთესი ადამიანები არიან: ინფორმირებულები, ჭკვიანები და თავისუფლები...

- "ნინას" გარეშე, სერიალში თავს როგორ გრძნობთ?

- ვაიმე, ცუდად, ცუდად... 6 ბავშვის დამორჩილება ძნელია, რა... დაჰკრა ფეხი და წავიდა (იცინის).

- რეალურად, გადასაღებ მოედანზე 5 ბავშვთან ერთად მუშაობა რთულია?

- უფროსები პატარებს ეხმარებიან. აკონტროლებენ, ამხნევებენ, რადგან მალე მოიწყენენ ხოლმე - ბავშვისთვის ამდენი ხალხის გარემოცვაში ყოფნა მაინც ძნელია... ამიტომ უფროსებმა უკვე პატარებზე ზრუნვა დაიწყეს - აიყოლიებენ ხოლმე, რომ არ მოიწყინონ.

- როგორ ფიქრობთ, ნამდვილ სახეს ადამიანი როგორ სიტუაციაში ავლენს?

- შეიძლება, ადამიანის ნამდვილი სახე ლხინმა, უდარდელობამაც გამოავლინოს და გაჭირვებამაც. ასე ვერ განსაზღვრავ, რა... ადამიანის ნამდვილი სახე ვინ იცის, როგორია (იცინის)?..წაიკითხეთ სრულად