საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მე­დი­ა­ტო­რის მიერ შექ­მნილ დო­კუ­მენტს ხელს სა­ჯა­როდ აწერს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცოტა ხნის წინ გა­ა­კე­თა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ჯა­როდ აწერს ხელს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ეგი­დით შექ­მნილ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა წა­რად­გი­ნა. ჩვენ დი­ა­ლო­გის დას­კვნით შეხ­ვედ­რა­ზე­ვე და­ვა­ფიქ­სი­რეთ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე პრიც­ნი­პუ­ლი მზად­ყოფ­ნა, რაც ასე­ვე არა­ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა თქვა თა­ვის კო­მენ­ტა­რებ­ში, თუმ­ცა დღემ­დე არ მო­ვა­წე­რეთ ხელი, რად­გან ვე­ლო­დით ოპო­ზი­ცი­ის­გან შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯებს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ დო­კუ­მენ­ტში ევ­რო­კავ­შირ­მა არ შე­ი­ტა­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის კი­დევ ერთი მკა­ფიო და­დას­ტუ­რე­ბაა.

"სა­ქარ­თვე­ლო ებ­რძვის პან­დე­მი­ას და პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს. რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლია რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ასეთ დროს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მთე­ლი ქვე­ყა­ნა უნდა იყოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბის გარ­შე­მო, ხოლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დროს უნდა ხარ­ჯავ­დნენ არა სა­კუ­თა­რი ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე, არა­მედ ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გა­და­საჭ­რე­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა რე­ა­ლო­ბაა შექ­მნი­ლი. აშ­კა­რაა, რომ ცალ­კე­უ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბია.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ავ­ლი­ნა მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის ფა­სი­ლი­ტა­ცია ჩა­ნაც­ვლდა მე­დი­ა­ცი­ით, რომ­ლის არსი მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ მე­დი­ა­ტორს პარ­ტი­ე­ბის­თვის თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მო­ა­წერ­და ხელს. მე­დი­ა­ტორ­მა, ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის ელ­ჩე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მო­ამ­ზა­და და პარ­ტი­ებს ხელ­მო­სა­წე­რად წა­რუდ­გი­ნა კი­დეც ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით.დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ჯა­როდ ხელს აწერს ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის ეგი­დით შექ­მნილ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა წა­რად­გი­ნა.

ჩვენ დი­ა­ლო­გის დას­კვნით შეხ­ვედ­რა­ზე­ვე და­ვა­ფიქ­სი­რეთ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი მზად­ყოფ­ნა, რაც ასე­ვე არა­ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა თქვა თა­ვის კო­მენ­ტა­რებ­ში, თუმ­ცა, დღემ­დე არ მო­ვა­წე­რეთ ხელი, რად­გან ვე­ლო­დით ოპო­ზი­ცი­ის­გან შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯებს და და­ვე­ლო­დეთ, სა­ნამ ელ­ჩე­ბი და­მა­ტე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­მარ­თავ­დნენ.

ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას, რომ ამ დო­კუ­მენ­ტში ევ­რო­კავ­შირ­მა არ შე­ი­ტა­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის კი­დევ ერთი მკა­ფიო და­დას­ტუ­რე­ბა გახ­ლავთ. კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ არ იზი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი.გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ მი­ვი­ღეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ნდო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის, რომ არ დარ­ჩეს კი­თხვე­ბი, ხომ არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზე­ზით.

და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დროც ამო­ი­წუ­რა, ფა­სი­ლი­ტა­ტორ ელ­ჩებ­საც და­ვე­ლო­დეთ და ეს პე­რი­ო­დიც გა­ვი­და, ხოლო ოპო­ზი­ცია შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას ვხე­დავთ, რომ კვლავ ვერ ახერ­ხებს.

გარ­და ამი­სა, ჩვენ არა­თუ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენტს ვა­წერთ ხელს, მე­ტიც, და­მა­ტე­ბით გა­მოვ­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას, კარს მომ­დგარ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­შიც ავა­მოქ­მე­დოთ მხარ­და­ჭე­რის 40%-იანი პრინ­ცი­პი. ვხე­დავთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ოპო­ზი­ცია, რო­გორ ცდი­ლობს მისი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, ხოლო ზო­მი­ე­რი ნა­წი­ლი ეძებს გა­მო­სა­ვალს, რომ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე, სახე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც მო­ა­ხერ­ხოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ტესტსაც უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ა­ბა­რებს და ამით ოპო­ზი­ცი­ის კონ­სტრუქ­ცი­ულ ნა­წილ­საც ვთვლით, რომ გა­ვუ­ად­ვი­ლებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. ხაზ­გას­მით ვამ­ბობთ, ეს კავ­შირ­ში არ გახ­ლავთ ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარტნი­ო­რებს კი­დევ ერთხელ და­ვა­ნა­ხოთ თუ რო­გო­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიდ­გო­მა სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მართ და თუ რო­გო­რი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და ჩვენ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ ჩვე­ნი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. ახლა ჯერი ოპო­ზი­ცი­ა­ზეა. მათ აქვთ კი­დევ ერთი შან­სი, და­ამ­ტკი­ცონ, რომ სა­კუ­თარ პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს აყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
33

სწორი ნაბიჯია, აქამდეც უნდა ექნათ და იმ დღესვე უნდა მოეწერათ ხელი როცა დაიდო ეგ დოკუმენტი, მარა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აბა ეხლა ნაცები რას იზამენ, ისევ ურცხვად იტყვიან ხელისუფლებამ ჩაშალა მოლაპარაკებაო თუ მოაწერენ თვითონაც. ეხლაც ხომაღარ დარჩება კითხვები ვინ ამყოფებს ქვეყანას კრიზისში, ოპოზიციას ორი უმარტივესი გზა აქვს კრიზისის დასასრულებლად, ერთი უბრალოდ ადგეს და შევიდეს პარლამენტში ან ჯერ მოაწეროს ამ შეთანხმებას ხელი და ისე შევიდეს პარლამენტში, ჰოდა კიდევ სხვებს გადააბრალებენ ამ კრიზისს და შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს ყველამ ხალხმაც და დასავლეთმაც.

ვახო
76

როგორი ღიმილის მომგვრელია .ბიჭი ნახე რა დღეშია. აი 19 ჩანიშნული საქრთველოში შექმნილი ვითარების განსახილველად, საგარეო მინისტრების შეხვედრის მერე ევროპარლამენტში დღის წესრიგში ჩადგება მელიას და რურუას გამოშვება. გარეჯას საქმეც დაიხურება. მერე არჩევნებიც ჩატარდება და ერთუჯრედიანიბისაგან პარლამენტიც გასუფთავდება. და ერთი კიდე ელისაშვილის მსგავსი არსებები იქ სავარაუდოდ ვეღარ მოხვდება. აღარ ვსაუბრობ ინჯიებზე და ბოლქვაძეებზე და მსგავს პრიმიტივებზე ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

"საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი. პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების აქტიური ჩართულობით, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით.დღეს "ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული.გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან "ქართული ოცნების“ მიზეზით.

დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ და ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს.

გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. "ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია "ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.

ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი