Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა
"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა

"ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" ბოლო გა­და­ცე­მი­დან ორი დღე გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, 11 წლის მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე დის­კუ­სია ისევ გრძელ­დე­ბა. ამ ის­ტო­რი­ას ორი გმი­რი ჰყავს, ორი­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. წლე­ბის შემ­დეგ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღიად მო­უყ­ვა, რო­გორ ძა­ლა­დობ­და მას­ზე თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ყო­ფი­ლი ქმა­რი ბესო ზან­გუ­რი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემ­პა­თი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ნი­ნუ­ცას მი­მართ და ბესო ზან­გუ­რის ქმე­დე­ბა, არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ დაგ­მო. ზოგ­მა კი სა­კუ­თარ თავ­ზეც ისა­უბ­რა. მათ შო­რის გახ­ლავთ ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც "ღა­მის კუ­რი­ერ­ში" წლე­ბის წინ, პირ­ველ ქმარ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას გა­და­ტა­ნილ მძი­მე დღე­ებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე რა­მაზ ჩანტლა­ძე გახ­ლდათ. ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი და­ინ­გრა. რა­მა­ზი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი იყო და ზოგ­ჯერ მსა­ხი­ობს ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და. ქმარსგა­შო­რე­ბულ­მა იამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

"ეს გა­და­ცე­მა, სა­დაც ნი­ნუ­ცა იყო სტუმ­რად, უჩე­მოდ და­ი­გეგ­მა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" ყო­ფილ პრო­დი­უ­სე­რებს, ქეთი გუნ­ცა­ძეს და ეკა გვა­ხა­რი­ას, ასე­ვე ჩემი გუნ­დის წევ­რს, ავთო ჩი­ტი­ძეს. თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს, მი­ვიდ­ნენ ნი­ნუ­ცას­თან და და­გეგ­მეს ყვე­ლა­ფე­რი. მად­ლო­ბა ნი­ნუ­ცა შენ, რომ მოხ­ვე­დი და ისა­უბ­რე. ეს ჩემ­თვი­საც ახ­ლო­ბე­ლი თე­მაა.

ამა­ზე ხში­რად მი­სა­უბ­რია, რომ ჩემი მრა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა რო­დე­საც 17 წლის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბე­ბით სავ­სე იყო. ჩემი პირ­ვე­ლი ქმა­რი მო­ძა­ლა­დე იყო, მცემ­და, გავ­რბო­დი, ცო­ტას მეც ვურ­ტყამ­დი. დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, მცხვე­ნო­და მეთ­ქვა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

1984 წელი იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი სცე­ნა - მომ­დევს მო­ძა­ლა­დე, რომ მცე­მოს, შევრბი­ვარ იტა­ლი­ურ ეზო­ში, ქალს ვეხ­ვე­წე­ბი, შე­მიშ­ვით და იმ ქალ­მა კარი არ გა­მი­ღო.

ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი "ფეს­ვე­ბი", იცით, რა­ტომ არის იქ ღა­მის სცე­ნა, იცით, რა­ტომ არის ღამე? ღამე ჩუ­მად გა­ვი­პა­რე რომ ეს სცე­ნა გა­და­მე­ღო. რო­დე­საც გა­ი­გო ამ ფილ­მის შე­სა­ხებ, მაგ­რად მჟეჟა. ხში­რად ქა­ლებს ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი უყ­ვართ. მერე ეს მო­ძა­ლა­დე ისე­თი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რია, რომ გა­ცო­დებს თავს, თა­ვი­სი ფა­ზე­ბი აქვს ამა­საც, და­ძავ­ბუ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნით, აფეთ­ქე­ბით, მერე დათ­ბო­ბით და მე­ო­თხე ფა­ზაა, სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად იმი­ტომ არ მო­დი­ან ეს ქა­ლე­ბი რომ უყ­ვართ" - აღ­ნიშ­ნა ფა­რუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოდა,
0

მერე ეს ნაჟეჟი ქალი ვენახში როგორ მოხვდი?

მაკო
13

ეს იმ დედის ბრალია ვინც მოძალადე შვილი გაზარდა, კაცობა მარტო ის არაა შარვალში ფეხებშუა რა გაქვს, ეგ ვირსაც კიდია. კაცობა ქალის პატივისცემით იწყება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა

"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა

"ფარული კონვერტის" ბოლო გადაცემიდან ორი დღე გავიდა, თუმცა საზოგადოებაში, 11 წლის მომხდარ ძალადობაზე დისკუსია ისევ გრძელდება. ამ ისტორიას ორი გმირი ჰყავს, ორივე ცნობილი მსახიობები არიან. წლების შემდეგ ნინუცა მაყაშვილმა საზოგადოებას ღიად მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე თანაცხოვრებისას ყოფილი ქმარი ბესო ზანგური.

საზოგადოება ემპათიური აღმოჩნდა ნინუცას მიმართ და ბესო ზანგურის ქმედება, არაერთმა ცნობილმა სახემ დაგმო. ზოგმა კი საკუთარ თავზეც ისაუბრა. მათ შორის გახლავთ ია ფარულავა, რომელმაც "ღამის კურიერში" წლების წინ, პირველ ქმართან თანაცხოვრებისას გადატანილ მძიმე დღეებზე ისაუბრა.

მისი პირველი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე გახლდათ. ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი დაინგრა. რამაზი ძალიან ეჭვიანი ქმარი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ქმარსგაშორებულმა იამ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.

"ეს გადაცემა, სადაც ნინუცა იყო სტუმრად, უჩემოდ დაიგეგმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ფარული კონვერტის" ყოფილ პროდიუსერებს, ქეთი გუნცაძეს და ეკა გვახარიას, ასევე ჩემი გუნდის წევრს, ავთო ჩიტიძეს. თავად მოიფიქრეს, მივიდნენ ნინუცასთან და დაგეგმეს ყველაფერი. მადლობა ნინუცა შენ, რომ მოხვედი და ისაუბრე. ეს ჩემთვისაც ახლობელი თემაა.

ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ჩემი მრავალი ქორწინებებიდან, პირველი ქორწინება როდესაც 17 წლის ვიყავი ძალადობებით სავსე იყო. ჩემი პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, ცოტას მეც ვურტყამდი. დახმარება არავისთვის მითხოვია, მცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის.

1984 წელი იყო, წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - მომდევს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში, ქალს ვეხვეწები, შემიშვით და იმ ქალმა კარი არ გამიღო.

ყველას ძალიან უყვართ ჩემი მონაწილეობით ფილმი "ფესვები", იცით, რატომ არის იქ ღამის სცენა, იცით, რატომ არის ღამე? ღამე ჩუმად გავიპარე რომ ეს სცენა გადამეღო. როდესაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაგრად მჟეჟა. ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე ისეთი მანიპულატორია, რომ გაცოდებს თავს, თავისი ფაზები აქვს ამასაც, დაძავბულობის შემოტანით, აფეთქებით, მერე დათბობით და მეოთხე ფაზაა, საჩუქრები. ხშირად იმიტომ არ მოდიან ეს ქალები რომ უყვართ" - აღნიშნა ფარულავამ.