მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!
ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!

ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა «Yle» აქ­ვეყ­ნებს ერ­თობ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­თა­უ­რის მქო­ნე სტა­ტი­ას: "ფი­ნუ­რი არ­ყის ხის­გან დამ­ზა­დე­ბულ პირ­ველ კოს­მო­სურ თა­ნამ­გზავრს დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ვნა­ხავთ" (ავ­ტო­რი - იო­ჰა­ნეს ბლუ­მი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"ფი­ნე­თის აე­რო­კოს­მო­სუ­რი კომ­პა­ნია Arctic Astronautics, ფა­ნე­რის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია UPM Plywood-თან ერ­თად, 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კოს­მოს­ში ხის­გან დამ­ზა­დე­ბულ პირ­ველ ხე­ლოვ­ნურ თა­ნამ­გზავრს გაგ­ზავ­ნის.

  • ფა­ნე­რის თა­ნამ­გზავ­რი? ეს სა­სა­ცი­ლო არ არის!

შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­ცი­ლო და გა­საკ­ვი­რი იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ფი­ნეთ­ში ხის კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და დაპ­რო­ექ­ტე­ბა ჯერ კი­დევ 2017 წლი­დან და­ი­წყეს. პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით დაჩ­ქარ­და მას შემ­დეგ, რაც ფი­ნე­ლებს კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნდათ - 2020 წლის ბო­ლოს ია­პო­ნე­ლებ­მაც იგი­ვე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს.

"ჩვენ კოს­მო­სურ კონ­სტრუქ­ცი­ებ­ში ხის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კითხს დიდი ხა­ნია ვსწავ­ლობთ. დღე­ი­სათ­ვის უკვე გვაქვს ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც მზა­დაა კოს­მოს­ში, დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე გა­სა­ტა­ნად", - ამ­ბობს პრეს­რე­ლიზ­ში ფი­ნუ­რი კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტის WISA Woodsat-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იარი მი­ა­კი­ნე­ნი.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ პრეს-რე­ლიზ­შია ნათ­ქვა­მი, ფი­ნუ­რი არ­ყის ხის ფა­ნე­რი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი შე­იძ­ლე­ბო­და ორ­ბი­ტა­ზე ზა­ფხულ­შიც გა­ტა­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო რა­კე­ტის გაფ­რე­ნა გა­და­ი­დო.

ხის თვი­სე­ბე­ბი დე­და­მი­წა­ზე უკვე ძა­ლი­ან კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი და ახლა მისი გა­მოკ­ვლე­ვა კოს­მო­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ევ­რო­პულ­მა კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ თა­ნამ­გზავ­რი სხვა­დას­ხვა ახა­ლი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი გამ­ზო­მი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით და სენ­სო­რე­ბით აღ­ჭურ­ვა.

  • დე­და­მი­წის ფო­ტო­ე­ბი? 10 ევ­როდ, რამ­დე­ნიც გნე­ბავთ!

პრო­ექ­ტის ჩარ­ჩო­ებ­ში ტეს­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი რა­დი­ო­გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მაც: ყვე­ლა ევ­რო­პელს, რო­მე­ლიც 10 ევ­როს გა­და­იხ­დის, შე­ეძ­ლე­ბა მი­წის­ზე­და სად­გუ­რი მეშ­ვე­ო­ბით ორ­ბი­ტა­ზე მყოფ თა­ნამ­გზავრს და­უ­კავ­შირ­დეს და კოს­მო­სი­დან მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი დე­და­მი­წის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ჩა­მოტვირ­თოს.

ფი­ნუ­რი კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტის Wisa Woodsat-ისათ­ვის კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ნო­თა­ნამ­გზავ­რის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა ადრე გაშ­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­ნამ­გზავ­რის Kitsat-ის კონ­ცეფ­ცია.

Wisa Woodsat-ის თა­ნამ­გზავ­რი კუ­ბის ფორ­მი­საა და მხო­ლოდ ერთ კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ის აღ­ჭურ­ვი­ლია სუ­პერ­ტა­ნა­მედ­რო­ვე მზის ბა­ტა­რე­ე­ბით, რა­დი­ო­გა­დამ­ცე­მით და ორი ფო­ტო­ვი­დე­ო­კა­მე­რით, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მოძ­რავ დამ­ჭერ­ზეა და­მაგ­რე­ბუ­ლი.

  • ​რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ხი­სა­გან და არა ლი­თო­ნი­სა­გან?

ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა კი­თხვა და­ე­ბა­დოს: რა­ტომ და­ამ­ზა­დეს კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რი მა­ინ­ცდა­მა­ინც ფა­ნე­რი­სა­გან?

საქ­მე ის არის, რომ ამ­ჟა­მად დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე, პლა­ნე­ტის გარ­შე­მო და­ახ­ლო­ე­ბით 600-მდე ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი ბრუ­ნავს, რო­მელ­თა ნა­ხე­ვა­რი მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და მათი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია აღარ ხდე­ბა, ანუ მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ისი­ნი "კოს­მო­სურ ნა­გავს" წარ­მო­ად­გე­ნენ. ხდე­ბა ხოლ­მე, რომ კოს­მო­სურ სივ­რცეს "ნაგ­ვი­სა­გან წმენ­დენ" - თა­ნამ­გზავ­რებს ორ­ბი­ტი­დან ხსნი­ან, მაგ­რამ ისი­ნი დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მოს­ვლი­სას იწ­ვი­ან და ჰა­ერ­ში ალუ­მი­ნი­სა და სხვა ლი­თო­ნე­ბის უწ­ვრი­ლეს ნა­წი­ლა­კებს ტო­ვე­ბენ, რაც ეკო­ლო­გი­ურ საფრ­თხეს ქმნის.

ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ტა­კაო დოი, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შა­ობს ხის თა­ნამ­გზავ­რის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ზე, ძა­ლი­ან არის შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო­ში ალუ­მი­ნის არ­სე­ბო­ბით. მისი თქმით, ხის მა­სა­ლის პლუ­სი იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ფა­ნე­რი ატ­მოს­ფე­რო­ში მთლი­ა­ნად იწ­ვის და მავ­ნე ნა­წი­ლა­კებს არ ტო­ვებს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
6

კოსმოსში, უჰაერო სივრცეში, ეს აბსოლიტურად, სენსაცია არ არის. უბრალოდ ამით ნაგვიანდება კოსმოსი და თანამგზავრებისთვის სახიფათო ხდება. 

zss
1

მაშ 2017 წლიდან დაიწყეს და ამ დრომდე ვერ გააკეთს ? -- ნეტა რამ შეუშალა ხელი ? -- ვახ მზეს გამოუნათბია და ტემპერატურა ვერ გათვალეს :D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!

ფინური გამოცემა «Yle» აქვეყნებს ერთობ შთამბეჭდავი სათაურის მქონე სტატიას: "ფინური არყის ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე 2021 წლის შემოდგომაზე ვნახავთ" (ავტორი - იოჰანეს ბლუმი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ფინეთის აეროკოსმოსური კომპანია Arctic Astronautics, ფანერის მწარმოებელ კომპანია UPM Plywood-თან ერთად, 2021 წლის შემოდგომაზე კოსმოსში ხისგან დამზადებულ პირველ ხელოვნურ თანამგზავრს გაგზავნის.

  • ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!

შეიძლება რომელიმე საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის ეს ინფორმაცია სასაცილო და გასაკვირი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ფინეთში ხის კოსმოსური თანამგზავრების შემუშავება და დაპროექტება ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყეს. პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც ფინელებს კონკურენტი გამოუჩნდათ - 2020 წლის ბოლოს იაპონელებმაც იგივე მიზნის მისაღწევად დაინტერესება გამოამჟღავნეს.

"ჩვენ კოსმოსურ კონსტრუქციებში ხის გამოყენების საკითხს დიდი ხანია ვსწავლობთ. დღეისათვის უკვე გვაქვს ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მზადაა კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე გასატანად", - ამბობს პრესრელიზში ფინური კოსმოსური პროექტის WISA Woodsat-ის ხელმძღვანელი იარი მიაკინენი.

როგორც გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ფინური არყის ხის ფანერისაგან დამზადებული ხელოვნური თანამგზავრი შეიძლებოდა ორბიტაზე ზაფხულშიც გატანილიყო, მაგრამ ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო რაკეტის გაფრენა გადაიდო.

ხის თვისებები დედამიწაზე უკვე ძალიან კარგად არის შესწავლილი და ახლა მისი გამოკვლევა კოსმოშიც გაგრძელდება. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრი სხვადასხვა ახალი მინიატურული გამზომი მოწყობილობებით და სენსორებით აღჭურვა.

  • დედამიწის ფოტოები? 10 ევროდ, რამდენიც გნებავთ!

პროექტის ჩარჩოებში ტესტირებული იქნება ახალი რადიოგადამცემი სისტემაც: ყველა ევროპელს, რომელიც 10 ევროს გადაიხდის, შეეძლება მიწისზედა სადგური მეშვეობით ორბიტაზე მყოფ თანამგზავრს დაუკავშირდეს და კოსმოსიდან მის მიერ გადაღებული დედამიწის ფოტოსურათები ჩამოტვირთოს.

ფინური კოსმოსური პროექტის Wisa Woodsat-ისათვის კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ნანოთანამგზავრის შესაქმნელად გამოყენებული იქნა ადრე გაშვებული საგანმანათლებლო თანამგზავრის Kitsat-ის კონცეფცია.

Wisa Woodsat-ის თანამგზავრი კუბის ფორმისაა და მხოლოდ ერთ კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია სუპერტანამედროვე მზის ბატარეებით, რადიოგადამცემით და ორი ფოტოვიდეოკამერით, რომელთაგან ერთ-ერთი მოძრავ დამჭერზეა დამაგრებული.

  • ​რატომ მაინცდამაინც ხისაგან და არა ლითონისაგან?

ბევრს შეიძლება კითხვა დაებადოს: რატომ დაამზადეს კოსმოსური თანამგზავრი მაინცდამაინც ფანერისაგან?

საქმე ის არის, რომ ამჟამად დედამიწის ორბიტაზე, პლანეტის გარშემო დაახლოებით 600-მდე ხელოვნური თანამგზავრი ბრუნავს, რომელთა ნახევარი მწყობრიდანაა გამოსული და მათი ექსპლუატაცია აღარ ხდება, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი "კოსმოსურ ნაგავს" წარმოადგენენ. ხდება ხოლმე, რომ კოსმოსურ სივრცეს "ნაგვისაგან წმენდენ" - თანამგზავრებს ორბიტიდან ხსნიან, მაგრამ ისინი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას იწვიან და ჰაერში ალუმინისა და სხვა ლითონების უწვრილეს ნაწილაკებს ტოვებენ, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის.

იაპონიის ქალაქ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი ტაკაო დოი, რომელიც ასევე მუშაობს ხის თანამგზავრის დაპროექტებაზე, ძალიან არის შეშფოთებული ატმოსფეროში ალუმინის არსებობით. მისი თქმით, ხის მასალის პლუსი იმაში გამოიხატება, რომ ფანერი ატმოსფეროში მთლიანად იწვის და მავნე ნაწილაკებს არ ტოვებს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ფაიზერის" ხელმძღვანელი - "საჭირო იქნება მესამე დოზა, ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია"

ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

"ამოუცნობი საჰაერო ფენომენი" - პენტაგონი ადასტურებს, რომ ცაში გამოჩენილი უცნობი ობიექტები რეალურია (ფოტო/ვიდეო)