აქტივისტების ინფორმაციით, შსს-სთან დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. "აქტივისტებო" ძალიან ხომ არ გათავხედდით, თქვენთვის ყველაფერი მოსულა? პოლიციელისათვის ხელის კვრა და სიტყვიერი შეურაცყოფა დიახაც უნდა დაისაჯოს, ვინა ყრიხართ, ასე რომ წახვედით თავს!
ესენიც მიუჯინონ გვერდზე მერე რა პრობლემაა?