მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია
"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია

"სა­სა­მარ­თლოს იმი­ტა­ცი­აა, გა­მიშ­ვით ან რუს­თავ­ში ან გა­რეთ", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

მან ად­ვო­კა­ტებს და მო­სა­მარ­თლე­საც პრო­ცე­სის მალე დას­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"მალე და­ვას­რუ­ლოთ ეს პრო­ცე­სი, ბევ­რი სა­უ­ბა­რი ნიშ­ნავს, ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ვართ სა­სა­მარ­თლო­ში. ჩემი თხოვ­ნაა, მალე და­ვას­რუ­ლოთ პრო­ცე­სი, ვიცი ის გა­და­წყევ­ტი­ლე­ბა, რაც უნდა გა­მო­ა­ცხა­დოთ, უკვე ცნო­ბი­ლია.

თით­ქოს, მე შე­მიძ­ლია სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვი­ხა­დო გა­მო­სას­ყი­დი, გი­რა­ოს რომ ეძა­ხი­ან. გე­კი­თხე­ბით, მე შე­მიძ­ლია რომც მინ­დო­დეს, გი­რაო გა­და­ვი­ხა­დო? არა, რა თქმა უნდა, ჩემ­ზე კარ­გად იცით ეს. ან რამ­დე­ნი ათა­სი ლარი უნდა გა­და­ვი­ხა­დო? არა­ვინ იცის, რად­გან სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს.

აქ სხე­დან პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ, მე­ლია ღია კარ­ში არის ცი­ხე­ში და არ გა­მო­დი­სო. რა­ტომ არ აყე­ნე­ბენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას? არც გა­და­ვიხ­დი, რად­გან უკა­ნო­ნოა.

სა­სა­მარ­თლოს იმი­ტა­ცი­აა, გა­მიშ­ვით ან რუს­თავ­ში, ან გა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ამას­თან, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ერთ-ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა ია დარ­ჯა­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ „პრო­კუ­რო­რე­ბი გავ­რი­ლო­ვის და რუ­სე­თის ნავ­ში სხე­დან“, გა­ნა­ცხა­და, რომ ის აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია და როცა „სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა­ზე, მათ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა“. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ „ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დი არც ერთი პირი არ ამ­ბობ­და, რომ ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რეს იყო“.

„ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარ­და. თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი რამ­დე­ნი წლი­საა და თქვენ­ზე უფრო მე­ტად პატ­რი­ო­ტულ სი­ტყვებს ამ­ბობს, მაგ­რამ ერმა იცის ყვე­ლა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია

"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია

"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ", - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლეს.

მან ადვოკატებს და მოსამართლესაც პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა.

"მალე დავასრულოთ ეს პროცესი, ბევრი საუბარი ნიშნავს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვართ სასამართლოში. ჩემი თხოვნაა, მალე დავასრულოთ პროცესი, ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილია.

თითქოს, მე შემიძლია სურვილის შემთხვევაში გადავიხადო გამოსასყიდი, გირაოს რომ ეძახიან. გეკითხებით, მე შემიძლია რომც მინდოდეს, გირაო გადავიხადო? არა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს. ან რამდენი ათასი ლარი უნდა გადავიხადო? არავინ იცის, რადგან სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს.

აქ სხედან პროკურორები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საუბრობენ, მელია ღია კარში არის ციხეში და არ გამოდისო. რატომ არ აყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას? არც გადავიხდი, რადგან უკანონოა.

სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა პროკურორმა ია დარჯანიამ განცხადებაზე, რომ „პროკურორები გავრილოვის და რუსეთის ნავში სხედან“, განაცხადა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და როცა „საუბარი იქნება ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაზე, მათთან ერთად იქნება“. აღნიშნულთან დაკავშირებით, მელიამ განაცხადა, რომ „ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი არც ერთი პირი არ ამბობდა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს იყო“.

„ყველა ამბობდა, რომ საქართველო უყვარდა. თენგიზ კიტოვანი რამდენი წლისაა და თქვენზე უფრო მეტად პატრიოტულ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ერმა იცის ყველაფერი“,- განაცხადა მელიამ.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია