მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუმათში ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არ ვაპირებთ აქედან წასვლას" - როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები "ნამახვანჰესის" გარშემო (ფოტორეპორტაჟი)
"გუმათში ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არ ვაპირებთ აქედან წასვლას" - როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები "ნამახვანჰესის" გარშემო (ფოტორეპორტაჟი)

სო­ფელ გუ­მათ­ში აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მირ­ზა ნო­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ აპი­რე­ბენ პრო­ტეს­ტის შე­წყვე­ტას, იქამ­დეს ვიდ­რე „ნა­მახ­ვა­ნი­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა სრუ­ლად არ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

რო­გორც ნო­ზა­ძე გან­მარ­ტავს, 169-დღი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნი­ათ.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან არ გვქო­ნია არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩვენ გვაქვს კი­თხვე­ბი არა პო­ლი­ცი­ას­თან, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ასე­ვე, ჩვენს მიერ არ­ჩე­ულ მან­დატ­მი­ცე­მულ პი­რებ­თან. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ გვი­ნა­ხავს აქ მო­სუ­ლი. არ­ცერ­თი მათ­განს არ ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა პო­ლი­ცი­ას­თან, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბით არი­ან დაბ­ნე­ულ­ნი და ეს იგ­რძნო­ბა მათი საქ­ცი­ე­ლის­გა­ნაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს, ჩვენ არ ვა­პი­რებთ აქე­დან წას­ვლას. არ ვა­პი­რებთ შევ­წყვი­ტოთ პრო­ტეს­ტი იქამ­დე, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა. კონ­კრე­ტუ­ლად ვი­თხოვთ - „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ კას­კა­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას, კომ­პა­ნია „ენ­კას“ მიერ ხე­ო­ბის და­ტო­ვე­ბას და მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნად უნდა ისა­ხავ­დეს ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით უნდა გა­ნი­სა­ზღვროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ენერ­გო­პო­ლი­ტი­კა. გვქონ­დეს შე­ჯე­რე­ბუ­ლი და სა­ხალ­ხო დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გო­პო­ლი­ტი­კა, რომ­ლი­თაც ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა პრო­ტეს­ტის გა­რე­შე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დიდი პრო­ექ­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მირ­ზა ნო­ზა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რი­ო­ნის მცვე­ლებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დღეს "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ" გა­ავ­რცე­ლა.

"ჩვენ, ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სო­ფელ გუ­მათ­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რო­მელ­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბა უხე­შად ირ­ღვე­ვა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ.

168 დღი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ზრდის რეპ­რე­სი­ას რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ. უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი თა­ვად სცდე­ბი­ან სა­მარ­თლის ფარ­გლებს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, უკა­ნო­ნო ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია თუ არა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი, იგი ვალ­დე­ბუ­ლია, მო­ის­მი­ნოს ხალ­ხის ხმა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის მიზ­ნით შეკ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ამ უფ­ლე­ბით თა­ნა­ბა­რი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­ა­ო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ხა­რისხს გან­სა­ზღვრავს. სწო­რედ იქ, სა­დაც არ­სე­ბობს დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და პრო­ტეს­ტი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს დი­ა­ლო­გი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან: ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან, პო­ლი­ტი­კურ თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფებ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სხვა­დას­ხვა იდე­ო­ლო­გი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფე­ბი ემ­ხრო­ბი­ან თუ არა ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას, ყვე­ლას სა­ერ­თო მტე­რი არის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხმის გა­გო­ნე­ბის ნაც­ვლად, მათ წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით მოქ­მე­დე­ბა, საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის - ანუ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი:

  • მმარ­თვე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი (GMC)
  • სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა (GDI)
  • დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDSD)
  • პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის (PHR)
  • სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო­უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ტო­ლე­რან­ტო­ბის და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (TDI)
  • მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი (MDF)
  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი­კავ­ში­რი “სა­ფა­რი”შავი და ბალ­ტი­ის ზღვის ალი­ან­სი-სა­ქარ­თვე­ლო­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვა მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის (RIVG)
  • Სამარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (ISFED)

ვეხ­მი­ა­ნე­ბით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და მი­ვიჩ­ნევთ, რომ გა­უ­გე­ბა­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, სო­ფელ ნა­მოხ­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, „ბლოკპოს­ტე­ბის" მო­წყო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, - ამის შე­სა­ხებ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, „ნა­მოხ­ვა­ნი ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, არ ყო­ფი­ლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­ას­თან, კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, პრო­ექ­ტის სო­ცი­ა­ლურ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წუ­ხი­ლე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

„ამას გარ­და, პო­ლი­ცი­ამ აქ­ტი­ვის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­უ­შა­ლა კარ­ვე­ბი, სა­დაც 169 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უწყვე­ტი, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­სა­მარ­თლებ­ლად შსს-ს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­სა­ბუ­თე­ბა, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, უფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნილ სა­ბა­ზი­სო მო­თხოვ­ნებს.

„ნა­მოხ­ვა­ნი ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, არ ყო­ფი­ლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­ას­თან, კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, პრო­ექ­ტის სო­ცი­ა­ლურ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წუ­ხი­ლე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი; არ გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლა პრო­ექ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ხარ­ვე­ზი­ან კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო არ­გუ­მენ­ტე­ბი, რა­მაც, ლო­გი­კუ­რად წარ­მოშ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი. ხოლო ამ პრო­ტეს­ტის ძა­ლა­დობ­რი­ვად შე­ჩე­რე­ბის მცდე­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­უხ­ვია მის ფუნ­ქცი­ა­სა და როლს, პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, იხელ­მძღვა­ნე­ლოს და შე­ბო­ჭილ იქ­ნას სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სით.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­წყვი­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­ნო­ნით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­ზღუდ­ვა და არ გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, აი­ღოს რე­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და „ნა­მოხ­ვა­ნი ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი წარ­მარ­თოს გამჭვირ­ვა­ლედ, ეფექ­ტი­ა­ნად, ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. ომბდუს­მე­ნის შე­ფა­სე­ბით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცა იმ ლე­გი­ტი­მურ შე­კი­თხვებ­ზე რაც ჰქონ­დათ, პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ძალა აირ­ჩია:

"4 დღის წინ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შევ­ხვდი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი და ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ითხოვ­დნენ დი­ა­ლოგს და ემ­ხრო­ბოდ­ნენ პრო­ტეს­ტის მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან ფორ­მას. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­პო­ლი­ციო ძა­ლის­მი­ე­რი გზა აირ­ჩია, რაც ად­გილ­ზეც ვთქვი და მო­მა­ვა­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის, არა­მედ გამ­წვა­ვე­ბის გზაა და რაც ასე­ვე სის­ტე­მა­ტი­უ­რად იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას. სა­ხელ­მწი­ფომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ტესტს უნდა უპა­სუ­ხოს არა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხე­ლით, არა­მედ მეტი დი­ა­ლო­გი­თა და უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შეს­თა­ვა­ზოს მო­სახ­ლე­ო­ბას დი­ა­ლო­გის და დის­კუ­სი­ის ფორ­მა­ტი და დრო;

- დი­ა­ლო­გი უნდა გაგ­რძელ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე არ იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი;

- დი­ა­ლო­გი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი;

- პო­ლი­ცი­ამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია;

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა მხა­რის მზა­ო­ბა (სა­ხელ­მწი­ფო, კომ­პა­ნია, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი) მე­დია დის­კუ­სი­ებ­სა და დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში

დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­ო­ნის მცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის პი­კე­ტე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და გუ­მა­თი­დან სო­ფელ ნა­მოხ­ვან­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი უკი­დუ­რეს ზო­მამ­დე თა­ვად პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­მა გა­ამ­წვა­ვა მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ღა­მით, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სიმ­ცი­რით ისარ­გებ­ლეს და კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი და­შა­ლეს.

რამ­დე­ნი­მე შე­ტა­კე­ბის, ხან­გრძლი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და­უ­ფა­რა­ვი მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლებ­მა დღის ბო­ლოს ქუ­თი­სის­კენ გამ­გზავ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

გაბ­მუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბით ათო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან შემ­დგარ­მა კო­ლო­ნამ მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­მო­ი­ა­რა, ბო­ლოს პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქუ­თა­ი­სის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. მათი მო­თხოვ­ნე­ბი კვლავ უც­ვლე­ლია - სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ნა­მახ­ვან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თო­ვენ.

ფო­ტო­ე­ბი: George Boochko

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

პოლიტიკოსები არ გაგვაკაროთო, არასამთავრობოები ვინ არიან ? ჟურნალისტები ? ლომჯარია ვინაა , ნაცია ! გაგყიდიან, იცოდეთ !არასამათავრობოებში იქა , საპენსიო ასაკის მამალი პროფესიონალებია გაერთიანებული, აქა ცხვირმოუხოცავი თინეიჯერები-ბაბუას ასწავლიან , კომპიუტერი და ინგლისური იციანო , ზერელედ , სათამაშოდ იციან ! როცა ინგლისურის როლში აქ რუსული იყო , იმ რუსულის მცოდნე , მართლა მცოდნე, მაშინაც სანთლით საძებნი გახლდათ , კი ! მაგრამ საქმის მცოდნენი იმას აკეთებდნენ, რასაც ყოველთვის აკეთებს პროფესიონალი , მიუხედავად ნეპოტიზმის, კორუფციის და ჩაწყობისა, რაც მაშინაც დღევანდელვით ყვაოდა ! ახლანდელებიდან ერთმა ორმა თუ იცის, რომ აიბიემი გარეგნული ფორმითაც კი საბჭოთა ევმ-ა და უკვე 1980 წელს მაგიდებზე გვედგა წინ ის საბჭოთა პერსონალური კომპიუტერი და ფორტრანის ენას გპი-ში სანტექნიკის ფაკულტეტზეც კი ასწავლიდნენ, ზოოვეტსა და გლეხუნდზე აღარ ვლაპარაკობ-სოფლის კაპიტალიზმი იქა ყვაოდა ! ინგლისურს, კლასიკურს, სკოლებში და, ზოგადს, ისერა ინგლისურს - ნებისმიერ უმაღლესში, საფუძვლიანად კი ინიაზებში-აბა იმათ იცოდნენ შექსპირი, ახლანდელებმა შექსპირის სახელიც არ იციან , ჰამლეტი კი მალიარი გონიათ , ელიავადან !

არასამთავრობო არაპროფესიონალიცაა , ფასი მიწოდების პირობის გარეშე ვერაფერი შვილი ორიენტირია ,ანუ სად ყიდულობ, მწარმოებლის საამქროში, თუ ის მოგიტანს შენს საწყობში , თუ ისა, ესა, უამრავი რამ,ცოტაა , ბევრია, მარტო ერთხელ თუ ასი წელი, სხვა დამატებითი პირობების გარეშე , მაგალითად გადახდის პირობა , წინასწარ, ბოლოს, შუაში , აკრედიტივით ,ნაღდით, უნაღდოდ, ესენი რომ იცოდეთ ბიზნესში იქნებოდით, და არა იქ, სადაც ხართ-პარტიულ ჭორბიუროში, მავნე ჭორბიუროში ! ეს იურიდიული საკითხია , შინ არ გყავთ კარგი იურისტები ? გეოლოგი, კლიმატოლოგი, ჰიდრომშენებელი, ენერგეტიკოსი ? დააჯინეთ სადმე და გადახედონ კანოონსა და ხელშეკრულებას და უჩივლეთ ან აქ ან იქ ! ნიღბებიც ატარეთ, მსოფლიო უყურებს თქვენს სურათებს და აღ სჯერავთ, რომ იმერელი ღმერთს და არიელს შუაა ! სირცხვილია, სირცხვილი , გაბინიასი არ იყოს, არა, იმის არა , აი პადლოტკის გაბუნიაზე ვამბობ !

კირილე
34
ზოგ ქვეყანას აქვს ნავთობის ექსპორტის პოტენციალი, ზოგს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის პოტენციალი. საქართველოს აქვს “სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტის” ექსპორტის პოტენციალი. ქართველი პროტესტიშვები ისე დაიხვეწნენ, რომ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ ობიექტების ბლოკირება პროტესტებით. ასე რომ პროტესტიშვილები გავიტანოთ ექსპორტზე. თან სხვა ქვეყნებს აურევენ და თან ვალუტა საქართველოში შემოვა!!!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გუმათში ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არ ვაპირებთ აქედან წასვლას" - როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები "ნამახვანჰესის" გარშემო (ფოტორეპორტაჟი)

"გუმათში ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არ ვაპირებთ აქედან წასვლას" - როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები "ნამახვანჰესის" გარშემო (ფოტორეპორტაჟი)

სოფელ გუმათში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის განცხადებით, არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, იქამდეს ვიდრე „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება.

როგორც ნოზაძე განმარტავს, 169-დღიანი პროტესტის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლებთან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს კითხვები არა პოლიციასთან, არამედ ხელისუფლებასთან. ასევე, ჩვენს მიერ არჩეულ მანდატმიცემულ პირებთან. არცერთი მათგანი არ გვინახავს აქ მოსული. არცერთი მათგანს არ ინტერესდება ჩვენი მოთხოვნებით. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ურთიერთობა პოლიციასთან, რომლებიც უკანონო ბრძანებით არიან დაბნეულნი და ეს იგრძნობა მათი საქციელისგანაც.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან წასვლას. არ ვაპირებთ შევწყვიტოთ პროტესტი იქამდე, სანამ არ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. კონკრეტულად ვითხოვთ - „ნამახვანჰესის“ კასკადის ხელშეკრულების გაუქმებას, კომპანია „ენკას“ მიერ ხეობის დატოვებას და მორატორიუმის გამოცხადებას. აღნიშნული მიზნად უნდა ისახავდეს ენერგოპოლიტიკის შემუშავებას. მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით უნდა განისაზღვროს საქართველოში ენერგოპოლიტიკა. გვქონდეს შეჯერებული და სახალხო დონეზე მიღებული ენერგოპოლიტიკა, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება პროტესტის გარეშე განვახორციელოთ დიდი პროექტები“, - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ცნობისთვის, რიონის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შესაბამისი განცხადება დღეს "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" გაავრცელა.

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.

168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.

მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.

მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის - ანუ უკლებლივ ყველასთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭოუფლებები საქართველოტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრიკავშირი “საფარი”შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველოინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
  • Სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ვეხმიანებით, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების" მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ნამოხვანი ჰესის“ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები

„ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.

„ნამოხვანი ჰესის“ მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები; არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი. ხოლო ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ გადაუხვია მის ფუნქციასა და როლს, პოლიტიკური, თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ხოლო საქართველოს მთავრობამ, აიღოს რეალური პასუხისმგებლობა და „ნამოხვანი ჰესთან“ დაკავშირებული პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, ეფექტიანად, ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ასევე სახალხო დამცველი. ომბდუსმენის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს აქციის მონაწილეებისთვის პასუხები გაეცა იმ ლეგიტიმურ შეკითხვებზე რაც ჰქონდათ, პრობლემის მოსაგვარებლად, ძალა აირჩია:

"4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:

- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;

- დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;

- დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;

- პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;

- ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები რიონის ხეობაში მთელი დღის განმავლობაში

დღეს მთელი დღის განმავლობაში რიონის მცველები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ, სამართალდამცველების პიკეტების დაძლევასა და გუმათიდან სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ცდილობდნენ. სამოქალაქო პროტესტი უკიდურეს ზომამდე თავად პოლიციის ქმედებებმა გაამწვავა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ღამით, პროტესტის მონაწილეების სიმცირით ისარგებლეს და კარვების ქალაქი დაშალეს.

რამდენიმე შეტაკების, ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელისგან დაუფარავი მუქარის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველებმა დღის ბოლოს ქუთისისკენ გამგზავრება გადაწყვიტეს.

გაბმული სიგნალებით ათობით ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ მთელი ქალაქი შემოიარა, ბოლოს პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - სახალხო პროტესტის მონაწილეები ნამახვან ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითოვენ.

ფოტოები: George Boochko

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო