კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში კო­ვიდ-19-ის მო­რი­გი ტალ­ღა და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა რუ­სუ­ლი სპუტ­ნიკ V-ის შე­ტა­ნა. მა­ნამ­დე კი, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დღე­ი­დან კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ისევ ამოქ­მედ­და. და­ი­ხუ­რა სა­ბან­კე­ტო და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

აფხა­ზე­თის "ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის" ცნო­ბით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ონ­ში ინ­ფიც­რე­ბის სულ 13 645 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან 13 101 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 217 კი - და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ახლა ორი მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეა - სრუ­ლი "ლო­ქ­და­უ­ნი" ისე­დაც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს შიმ­ში­ლის ზღვრამ­დე მი­იყ­ვანს, და მე­ო­რე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ზღუდ­ვებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, არც აცრა უნ­დათ, ვი­ნა­ი­დან არ­ცერთ ვაქ­ცი­ნას არ ენ­დო­ბი­ან, მით უფრო, რუ­სულ სპუტ­ნიკ V-ს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ამ დღე­ებ­ში უნდა შე­მო­ი­ტა­ნონ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის პერ­სო­ნა­ლი უკვე აიც­რა სპუტ­ნიკ V-ის ვაქ­ცი­ნით.

"შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია და აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია, მარ­ტის ბო­ლოს­თვის უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა. ამ­ჯე­რად კი, რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ას­ლან ბჟა­ნია ხელ­მძღვა­ნე­ლობს", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში, აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი "სა­ნი­ტა­რი" ლუდ­მი­ლა სკო­რი­კი ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნამ რე­გი­ონს სულ­ზე უნდა მო­უს­წროს, რად­გან მალე "ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ვე­ღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. არა­და, ვაქ­ცი­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია, რად­გან მისი გა­ყინ­ვა მი­ნუს 18-20 გრა­დუს­ზე მხო­ლოდ ერთხელ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს", - ამ­ბობს სკო­რი­კი.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცია ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის ერ­თა­დერ­თი გზაა, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბის 70% უნდა აიც­რას.

"მთა­ვა­რია, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი რო­გორ­მე მშვი­დად ჩა­ვა­ტა­როთ. ამის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცია, ბირ­ბა­დე და ვაქ­ცი­ნა", - ამ­ბობს სკო­რი­კი, რომ­ლის თქმი­თაც, სპუტ­ნიკ V რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 60 ქვე­ყა­ნა­ში და მისი ეფექ­ტუ­რო­ბა 91,6%-ია.

რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბი­სა არ სჯე­რა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბის ამ ნა­წი­ლის თქმით, რუ­სე­თის დუ­მის წევ­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა პირ­ვე­ლი პი­რე­ბი უცხო­ეთ­ში იკე­თე­ბენ "ფა­ი­ზერ­სა" და "ას­ტრა­ზე­ნე­კას", მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო ფენა კი, მათ შო­რის, არ­მია და პო­ლი­ცია, რუ­სულ ვაქ­ცი­ნას უნდა დას­ჯერ­დნენ.

"ეს ის შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ნა­ჩუ­ქარ ცხენს კბი­ლებს არ უსინ­ჯა­ვენ. რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, თუ რო­გორ არი­დებს ხალ­ხი თავს სპუტ­ნი­კით აც­რას. New York Times-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი კო­ვიდ-19-ით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით ლი­დე­რობს. არა­და, ის­რა­ელ­ში მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, თით­ქმის და­უბ­რუნ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას. სად არის ლო­გი­კა?" - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

სხვე­ბის თქმით, რუ­სე­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რაღს აწარ­მო­ებს, გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

"ალ­ბათ ისევ ჯო­ბია დის­ტან­ცია და­ვიც­ვათ და პირ­ბა­დე ვა­ტა­როთ. ჩემს მო­ხუ­ცებს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის ვერ გავ­წი­რავ. ვაქ­ცი­ნა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ჩვენს ექი­მებს არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რათა თუნ­დაც ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ვა­კონ­ტრო­ლოთ. ჩემი მშობ­ლე­ბი გუ­და­უ­თა­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­მე­ლი­მეს რამე რომ გა­ურ­თულ­დეს, სა­ნამ ჩვე­ნი თით­ქმის დაშ­ლი­ლი სას­წრა­ფოს "უა­ზე­ბი" იქამ­დე ავ­ლენ, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. ამი­ტომ ვერ გავ­რის­კავ", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ემირ წვიჟ­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს აქვს "ას­ტრა­ზე­ნე­კა" და "ფა­ი­ზე­რი". "ას­ტრზე­ნე­კამ" ად­გი­ლობ­რი­ვი გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის გამო, უკვე და­აფრ­თხო ქარ­თვე­ლე­ბი, "ფა­ი­ზერს" უფრო ენ­დო­ბი­ან. ახლა ნა­ხეთ თქვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სირ­ბი­ლი "ფა­ზი­ე­რის" გამო, ენ­გურს გა­და­ტო­პა­ვენ კი არა, რუ­სე­თი­დან ჩავ­ლენ, შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით, რად­გან იქ ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოა, თა­ნაც აფხაზ პა­ცი­ენ­ტებს თან ჰყვე­ბი­ან. რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­სა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­წრე­ებს ვგუ­ლის­ხმობ. რას ვი­ზამთ, რო­გორც ჩვენ­ში ამ­ბო­ბენ, ექიმს ეროვ­ნე­ბა არ აქვს, ალ­ბათ მეც მო­ვე­რი­დე­ბი "სპუტ­ნიკს" და თბი­ლისს ვეს­ტუმ­რე­ბი, რად­გან რის­კი ნაკ­ლე­ბია", - წერს "ლაშა აფხაზ­სკი".

"ვაქ­ცი­ნა კი­დე­ვაც რომ ვარ­გო­დეს, შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს ვერ და­ვი­ცავთ, ზოგ­ჯერ ელექტრო­ე­ნერ­გია დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ 4 სა­ა­თით მოგ­ვე­წო­დე­ბა და ამ პი­რო­ბებ­ში, რა­ნა­ი­რად უნდა იმუ­შა­ოს მა­ცი­ვარ­მა?!" - წერს ლი­ა­ნა ად­ლე­ი­ბა.

"საც­დე­ლი ბა­ჭი­ე­ბი რომ ვართ, ახლა გა­ი­გეთ?! ჩემი ახ­ლო­ბე­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "სპუტ­ნი­კით" აიც­რე­ბი­ან, ოღონდ იმავდრო­უ­ლად ენ­გუ­რის სა­ზღვრის გახ­სნის ამ­ბებს არ­კვე­ვენ. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მხო­ლოდ რუ­სულ მე­დი­ცი­ნას აღი­ა­რებს, და ციტ­რა­მონ­საც კი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სას იღებს. ისი­ნი ალ­ბათ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლად აიც­რე­ბი­ან", - წერს თა­მარ ახვლე­დი­ა­ნი.

"რო­გორც ფრინ­ვე­ლის და ღო­რის გრი­პი გა­და­ვი­ტა­ნეთ, ისე გა­და­ვი­ტანთ ამა­საც. რუ­სეთს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ მათ ვაქ­ცი­ნას მხო­ლოდ კრემ­ლი და რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბი აღი­ა­რე­ბენ, ოღონდ ბო­ლომ­დე ისიც არ ვიცი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ იკე­თებს და ვინ არა. თურ­მე პუ­ტინ­მა გა­ი­კე­თა, ოღონდ არა სა­ჯა­როდ, ანუ ისიც არ ვი­ცით, მარ­თლა გა­ი­კე­თა თუ არა და თუ გა­ი­კე­თა, რო­მე­ლი, რად­გან მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ლა­მის სის­ხლს უფილტრა­ვენ. თუ ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, ესე იგი, იმუ­ნი­ტე­ტიც უნდა ჰქონ­დეს და დაც­ვა რაში სჭირ­დე­ბა?!" - წერს ალექ­სი გაბ­ლია.

ეპიდ-ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­სა და ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცხინ­ვა­ლის ე.წ. ჯან­საც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში სულ 3 252 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ­გან 2 883 გა­მო­ჯან­მრთელ­და, თუმ­ცა ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ოსუ­რი მხა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გამ­ყოფ ხაზს მიღ­მა მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მუ­შა­კებ­სა და 65 წელ­ზე მეტი ასა­კის მქო­ნე პი­რებს, თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, თბი­ლი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
25

რას ვთავაზობთ??? 

zuba
33

მაგრად მალავენ მოსკოვში მაგ ვაქცინის შედეგებს.მიხვდებით რაც დავწერე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის მორიგი ტალღა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში უახლოეს დღეებში დაიწყება რუსული სპუტნიკ V-ის შეტანა. მანამდე კი, ე.წ. პრეზიდენტის საკოორდინაციო შტაბის ინიციატივით, დღეიდან კოვიდ-რეგულაციები ისევ ამოქმედდა. დაიხურა საბანკეტო და სპორტული დარბაზები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები.

აფხაზეთის "ოპერატიული შტაბის" ცნობით, ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცრების სულ 13 645 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 101 გამოჯანმრთელდა, 217 კი - დაიღუპა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, რეგიონის მოსახლეობა ახლა ორი მძიმე არჩევანის წინაშეა - სრული "ლოქდაუნი" ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შიმშილის ზღვრამდე მიიყვანს, და მეორე - მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, არც აცრა უნდათ, ვინაიდან არცერთ ვაქცინას არ ენდობიან, მით უფრო, რუსულ სპუტნიკ V-ს, რომელიც აფხაზეთში ამ დღეებში უნდა შემოიტანონ.

არსებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ბაზების პერსონალი უკვე აიცრა სპუტნიკ V-ის ვაქცინით.

"შეთანხმება მიღწეულია და აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსული ვაქცინის ტრანსპორტირებაზე მუშაობს. ვაქცინის პირველი პარტია, მარტის ბოლოსთვის უნდა შემოსულიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა. ამჯერად კი, რუსეთთან მოლაპარაკებებს ასლან ბჟანია ხელმძღვანელობს", - წერს აფხაზური მედია.

ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში, აფხაზეთის მთავარი "სანიტარი" ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ ვაქცინამ რეგიონს სულზე უნდა მოუსწროს, რადგან მალე "ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ვეღარ დაექვემდებარება. არადა, ვაქცინის ტრანსპორტირება ძალზე რთულია, რადგან მისი გაყინვა მინუს 18-20 გრადუსზე მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. საჭიროა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს", - ამბობს სკორიკი.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი გზაა, ამიტომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

"მთავარია, საკურორტო სეზონი როგორმე მშვიდად ჩავატაროთ. ამისთვის, აუცილებელია დისტანცია, ბირბადე და ვაქცინა", - ამბობს სკორიკი, რომლის თქმითაც, სპუტნიკ V რეგისტრირებულია 60 ქვეყანაში და მისი ეფექტურობა 91,6%-ია.

რუსული ვაქცინის ეფექტურობისა არ სჯერა აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობას. მოსახლეობის ამ ნაწილის თქმით, რუსეთის დუმის წევრები და ხელისუფლების სხვა პირველი პირები უცხოეთში იკეთებენ "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას", მოსახლეობის საშუალო ფენა კი, მათ შორის, არმია და პოლიცია, რუსულ ვაქცინას უნდა დასჯერდნენ.

"ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ. რუსები სოციალურ ქსელებში წერენ, თუ როგორ არიდებს ხალხი თავს სპუტნიკით აცრას. New York Times-ის კვლევის თანახმად, რუსეთი კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერობს. არადა, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ, თითქმის დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. სად არის ლოგიკა?" - წერენ აფხაზები.

სხვების თქმით, რუსეთი ბიოლოგიური იარაღს აწარმოებს, გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, არც ვაქცინის გამოგონება გაუჭირდება.

"ალბათ ისევ ჯობია დისტანცია დავიცვათ და პირბადე ვატაროთ. ჩემს მოხუცებს ექსპერიმენტებისთვის ვერ გავწირავ. ვაქცინაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს ექიმებს არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რათა თუნდაც ვაქცინის შემდეგ დაწყებული გართულებები ვაკონტროლოთ. ჩემი მშობლები გუდაუთაში ცხოვრობენ, რომელიმეს რამე რომ გაურთულდეს, სანამ ჩვენი თითქმის დაშლილი სასწრაფოს "უაზები" იქამდე ავლენ, ყველაფერი დასრულდება. ამიტომ ვერ გავრისკავ", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ემირ წვიჟბა.

"საქართველოს აქვს "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი". "ასტრზენეკამ" ადგილობრივი გარდაცვლილი ექთნის გამო, უკვე დააფრთხო ქართველები, "ფაიზერს" უფრო ენდობიან. ახლა ნახეთ თქვენ, საქართველოში სირბილი "ფაზიერის" გამო, ენგურს გადატოპავენ კი არა, რუსეთიდან ჩავლენ, შემოვლითი გზებით, რადგან იქ ყველაფერი უფასოა, თანაც აფხაზ პაციენტებს თან ჰყვებიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ელიტასა და მასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებს ვგულისხმობ. რას ვიზამთ, როგორც ჩვენში ამბობენ, ექიმს ეროვნება არ აქვს, ალბათ მეც მოვერიდები "სპუტნიკს" და თბილისს ვესტუმრები, რადგან რისკი ნაკლებია", - წერს "ლაშა აფხაზსკი".

"ვაქცინა კიდევაც რომ ვარგოდეს, შენახვის პირობებს ვერ დავიცავთ, ზოგჯერ ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათით მოგვეწოდება და ამ პირობებში, რანაირად უნდა იმუშაოს მაცივარმა?!" - წერს ლიანა ადლეიბა.

"საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?! ჩემი ახლობელი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ "სპუტნიკით" აიცრებიან, ოღონდ იმავდროულად ენგურის საზღვრის გახსნის ამბებს არკვევენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ რუსულ მედიცინას აღიარებს, და ციტრამონსაც კი რუსული წარმოებისას იღებს. ისინი ალბათ თვალდახუჭულად აიცრებიან", - წერს თამარ ახვლედიანი.

"როგორც ფრინველის და ღორის გრიპი გადავიტანეთ, ისე გადავიტანთ ამასაც. რუსეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ ვაქცინას მხოლოდ კრემლი და რუსეთის მოკავშირე ქვეყნები აღიარებენ, ოღონდ ბოლომდე ისიც არ ვიცი, სინამდვილეში ვინ იკეთებს და ვინ არა. თურმე პუტინმა გაიკეთა, ოღონდ არა საჯაროდ, ანუ ისიც არ ვიცით, მართლა გაიკეთა თუ არა და თუ გაიკეთა, რომელი, რადგან მასთან შეხვედრამდე, ნებისმიერ ადამიანს ლამის სისხლს უფილტრავენ. თუ ვაქცინა გაკეთებული აქვს, ესე იგი, იმუნიტეტიც უნდა ჰქონდეს და დაცვა რაში სჭირდება?!" - წერს ალექსი გაბლია.

ეპიდ-ვითარება გამწვავდა ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორის რაიონში. ბოლო მონაცემებით, ცხინვალის ე.წ. ჯანსაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში სულ 3 252 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 883 გამოჯანმრთელდა, თუმცა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ოსური მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა, თბილისის შეთავაზებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობებმა უარი განაცხადეს.

"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით

"ქართველმა სპორტსმენმა აფხაზ ჩემპიონთან შეხვედრაზე უარი თქვა..." - რას წერს აფხაზური მედია არშემდგარ ტურნირზე და რა მოხდა სინამდვილეში?

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია