მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“
გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

"გან­ცხა­დე­ბა, რაც გუ­შინ გა­კეთ­და ეხე­ბო­და, არა "სი­ნო­ფარმს“, არა­მედ "სი­ნო­ვაკს“, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, "სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 79-86 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­შია. "სი­ნო­ვაკ­მა“ კი აჩ­ვე­ნა 51% -იანი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში, მაგ­რამ სხვა ქვეყ­ნებ­ში 70%-მდეა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ორი­ვე ვაქ­ცი­ნა ჯან­მოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ზღვრის ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არის ორი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა, "სი­ნო­ფარ­მი“ და "სი­ნო­ვა­კი“. მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი დოზა "სი­ნო­ფარ­მია“ და 60 მი­ლი­ო­ნი დოზა "სი­ნო­ვა­კი“ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ის გან­ცხა­დე­ბა, რაც გუ­შინ გა­კეთ­და, ეხე­ბო­და არა "სი­ნო­ფარმს“, არა­მედ "სი­ნო­ვაკს“, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ძა­ლი­ან ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

"სი­ნო­ვაკს“ ასე­ვე იყე­ნე­ბენ ბალ­კა­ნე­თის გარ­კვე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი. ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ის­ყი­და ბრა­ზი­ლი­ამ, ჩი­ლემ. სწო­რედ ერთ-ერთ ბრა­ზი­ლი­ურ კვლე­ვას ეყ­რდნო­ბოდ­ნენ, როცა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. ჩი­ნე­თის NCDC-ის დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­ვან­დე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის, პან­დე­მი­ის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მათი დაც­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა არის სხვა­დას­ხვა. როცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ნე­ბარ­თვას გას­ცემს, მას აქვს 50%-იანი ზღვა­რი და­დე­ბუ­ლი. თუ ვაქ­ცი­ნას აქვს 50%-ზე მეტი ეფექ­ტუ­რო­ბა, მა­შინ მისი დაშ­ვე­ბა ბა­ზარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია. ის იცავს ყვე­ლა მე­ო­რე ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და რაც მთვა­რია, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის­გან. ყვე­ლა ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ კო­ვი­დის მიერ გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დაც­ვის ეფექ­ტი აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე. ისი­ნი რა­დი­კა­ლუ­რად, თით­ქმის, 100%-მდე ამ­ცი­რე­ბენ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას და ამ­ცი­რე­ბენ ალ­ბა­თო­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მოხ­ვდნენ ჰოს­პიტ­ლებ­ში. ეს კარ­გად აჩ­ვე­ნა იმ ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­მა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­ჯე­რა­დი ვაქ­ცი­ნით არი­ან აც­რი­ლე­ბი, და­ე­ცა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყოფ­თა ოდე­ნო­ბა და ასე­ვე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, 60-80 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­შია.

"სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტუ­რო­ბა 79-86 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­შია. "სი­ნო­ვაკ­მა“ კი აჩ­ვე­ნა 51% ბრა­ზი­ლი­ა­ში ეფექ­ტუ­რო­ბა, მაგ­რამ სხვა ქვეყ­ნებ­ში 70%-მდე ეფექ­ტუ­რო­ბაა და ორი­ვე ჯდე­ბა ჯან­მოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ზღვრის ფარ­გლებ­ში. რაც გუ­შინ იყო ნათ­ქვა­მი, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ გაქ­ცი­ნას. ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათი ეფექ­ტუ­რო­ბა ანუ გრი­პის არ გან­ვი­თა­რე­ბის­გან დაც­ვის ეფექ­ტი არის 60-80 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ვი­კე­თებთ, რად­გან აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი ან არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა ან და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა და ად­ვი­ლად გა­და­ი­ტანს. სწო­რედ ამ ტი­პის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნებს. გუ­შინ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი სწო­რად არ იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა და­ვამ­შვი­დოთ, რომ ამ სა­კი­თხში, რა­საც ქვე­ყა­ნა მო­მა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დაც­ვი­თი ეფექ­ტი“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჩი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი აღი­ა­რებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ბა­ლია და მი­იჩ­ნევს, რომ უნდა მოხ­დეს მათი კომ­ბი­ნი­რე­ბა ეფექ­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@
9

გამყრელიძე ადვოკატად იქცა და როგორც თავად აწყობს ისე ჭრის და კერავს. დრო მოვა და ყველაფერზე მოუწევს პასუხის გაცემა,ადამიანებზეც და ფინანსებზეც!

qeTo
7

აი, ასეთი ბარდაკია ყველგან და ეს ვიგინდარა კიდევ ხმას იღებს????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

"განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა ეხებოდა, არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“, - ამის შესახებ საავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, "სინოფარმის“ ეფექტიანობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. "სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% -იანი ეფექტიანობა ბრაზილიაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში 70%-მდეა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ორივე ვაქცინა ჯანმოს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება.

"საერთაშორისო ბაზარზე არის ორი ჩინური ვაქცინა, "სინოფარმი“ და "სინოვაკი“. მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი დოზა "სინოფარმია“ და 60 მილიონი დოზა "სინოვაკი“ გამოყენებული. ის განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა, ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“, რომელიც ჩინეთში ფართოდ გამოიყენება, ძალიან ფართოდ გამოიყენება ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანში.

"სინოვაკს“ ასევე იყენებენ ბალკანეთის გარკვეული ქვეყნები. ის დიდი რაოდენობით შეისყიდა ბრაზილიამ, ჩილემ. სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდნენ, როცა ეს განცხადება გაკეთდა. ჩინეთის NCDC-ის დირექტორმა განაცხადა, რომ დღევანდელი ვაქცინები გადაუდებელი მდგომარეობის, პანდემიის დროს გამოიყენება.

მათი დაცვის ეფექტურობა არის სხვადასხვა. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნებართვას გასცემს, მას აქვს 50%-იანი ზღვარი დადებული. თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტურობა, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია. ის იცავს ყველა მეორე ადამიანს სხვადასხვა გართულებებისა და რაც მთვარია, სიკვდილიანობისგან. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება, მათ კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი აქვთ, განსაკუთრებით სიკვდილიანობაზე. ისინი რადიკალურად, თითქმის, 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ამცირებენ ალბათობას, მოქალაქეები მოხვდნენ ჰოსპიტლებში. ეს კარგად აჩვენა იმ ქვეყნების მაგალითებმა, სადაც მოქალაქეები ორჯერადი ვაქცინით არიან აცრილები, დაეცა ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა ოდენობა და ასევე სიკვდილიანობა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველა ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მსოფლიოში გრიპთან დაკავშირებით გამოიყენება, 60-80 პროცენტის ფარგლებშია.

"სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. "სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% ბრაზილიაში ეფექტურობა, მაგრამ სხვა ქვეყნებში 70%-მდე ეფექტურობაა და ორივე ჯდება ჯანმოს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში. რაც გუშინ იყო ნათქვამი, შეიძლება შევადაროთ გრიპთან დაკავშირებით ჩვენ მიერ წლების განმავლობაში გამოყენებულ გაქცინას. ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გრიპთან დაკავშირებით გამოიყენება, მათი ეფექტურობა ანუ გრიპის არ განვითარებისგან დაცვის ეფექტი არის 60-80 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ თითოეული ვიკეთებთ, რადგან აცრილი ადამიანი ან არ დაინფიცირდება ან დაინფიცირდება და ადვილად გადაიტანს. სწორედ ამ ტიპის დანიშნულება აქვს კოვიდის ვაქცინებს. გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული. მოსახლეობა უნდა დავამშვიდოთ, რომ ამ საკითხში, რასაც ქვეყანა მომავალი თვის განმავლობაში განახორციელებს, დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჩინელი მაღალჩინოსანი, რომელიც სამედიცინო საკითხებზეა პასუხისმგებელი აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ეფექტურობა დაბალია და მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მათი კომბინირება ეფექტის ასამაღლებლად.

ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში