მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!" - ალეკო ელისაშვილი
"გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!" - ალეკო ელისაშვილი

"გირ­ჩის“ ტაქ­ტი­კა ცოტა უც­ნა­უ­რია - ვიცი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "გირ­ჩი“ ერ­თმა­ნეთს ალ­ბათ, 50-ჯერ შეხ­ვდნენ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "გირჩს“ უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, მაგ­რამ წვა­ლობს და რა­ღაც გზებს ეძებს.

ელი­საშ­ვი­ლის აზ­რით, მათ უფრო თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღონ.

"არ ვიცი, რაზე შე­თან­ხმდნენ და რაზე - არა, ამ შვიდ პუნ­ქტზე ისა­უბ­რეს თუ არა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მათი ტაქ­ტი­კა ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. მათ შე­ეძ­ლოთ, სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა გა­ე­მარ­თათ, შვი­დი პუნ­ქტი წა­რედ­გი­ნათ, ულ­ტი­მა­ტუ­მად ეთ­ქვათ. არის რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი, რო­მელ­საც ჩვენც ვი­ზი­ა­რებთ და ხე­ლიც გვაქვს მო­წე­რი­ლი. მა­გა­ლი­თად, ის, რომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა მოხ­დეს და ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, მო­სა­მარ­თლე აირ­ჩი­ონ.

ასე­ვე პო­ლი­ცი­ის შე­რი­ფე­ბი აირ­ჩი­ონ. ეს ქვეყ­ნის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. შვი­დი პუნ­ქტის თქმა და ერთი მა­ინც დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეთ, ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს. ჩვენ რა პუნ­ქტე­ბიც გვქონ­და, დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეს. სი­ტყვა არც ჩვენ გაგ­ვი­ტე­ხია და არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. სა­ჯა­რო რა­ღა­ცე­ბი მიყ­ვარს და სა­ჯა­რო რა­ღა­ცე­ბის მჯე­რა.

და­ხუ­რულ კარს მიღ­მა რომ ხვდე­ბოდ­ნენ, არც ერთი არ მა­ლავ­და. რაზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ფაქ­ტია, შე­მოს­ვლა უნ­დათ და რა­ღაც ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვერ თქვეს. სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის სა­კი­თხი ინი­ცი­რე­ბუ­ლია ანუ, შვი­დი­დან რაც და­ა­ყე­ნეს, ერ­თია. მო­ვიდ­ნენ, ხმე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბა. უფრო გა­ბე­დუ­ლი ხალ­ხი მიყ­ვარს, გა­ბე­დონ“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "გირ­ჩი“ 7 მო­თხოვ­ნას ასა­ხე­ლებს და აცხა­დებს, რომ მი­ნი­მუმ ერ­თის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზა­დაა ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი შე­წყვი­ტოს

"გირ­ჩი“ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმს შე­წყვეტს და შევა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­თან­ხმდე­ბა ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი შვი­დი სა­კი­თხი­დან ერთ-ერთი სა­კი­თხის სრულ­ყო­ფი­ლად გა­და­წყვე­ტას და მო­წეს­რი­გე­ბას.

  1. ყვე­ლა შემ­დგო­მი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით და ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით.
  2. კერ­ძო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა (კერ­ძო სკო­ლე­ბი) სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბე­ბის­გან.
  3. რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის შე­რი­ფე­ბი აირ­ჩე­ვი­ან პირ­და­პი­რი წე­სით მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ. (მოქ­მე­დებს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბის მი­უღ­წევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში)
  4. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აირ­ჩე­ვი­ან პირ­და­პი­რი წე­სით ხალ­ხის მიერ და ბრალ­დე­ბულს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა თა­ვად აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლი მო­სა­მარ­თლე გა­ა­სა­მარ­თლებს მას, არ­ჩე­უ­ლი თუ და­ნიშ­ნუ­ლი.
  5. ქვე­ყა­ნა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო რე­ჟი­მი.
  6. რეს­ტი­ტუ­ცია – ოპო­ზი­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.
  7. მოხ­დე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნის სრუ­ლი ლე­გა­ლი­ზა­ცია“, - ნათ­ქვა­მია "გირ­ჩის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gc
8

qesh bola bla-bla!!))))))

?!
12

შენ ცოტა იწვალე?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!" - ალეკო ელისაშვილი

"გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!" - ალეკო ელისაშვილი

"გირჩის“ ტაქტიკა ცოტა უცნაურია - ვიცი, რომ "ქართული ოცნება“ და "გირჩი“ ერთმანეთს ალბათ, 50-ჯერ შეხვდნენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, "გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს.

ელისაშვილის აზრით, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

"არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე - არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეთ, მოსამართლე აირჩიონ.

ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც "ქართულ ოცნებას“. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა.

დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

"გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ "ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

  1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.
  2. კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.
  3. რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ. (მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)
  4. პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.
  5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.
  6. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
  7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, - ნათქვამია "გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე" - "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა

"პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის... ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ" - ალეკო ელისაშვილი

არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, "ოცნებიდან" გახარიას გუნდში კიდევ რამდენიმე პარლამენტარი მიდის