პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"
რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ჩვენ­თან ერ­თად არ არი­ან ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, ეს მი­მაჩ­ნია მათი მხრი­დან სამ­წუ­ხა­რო და მცდარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად“,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე გიგა ბო­კე­რია ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც გიგა ბო­კე­რია აღ­ნიშ­ნავს, ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთულ დროს მი­ი­ღეს.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ჩვენ­თან ერ­თად არ არი­ან ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, არა­ერ­თი ლი­დე­რი, ვის­თან ერ­თა­დაც ჩვენ მთე­ლი ეს რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. მე ეს მი­მაჩ­ნია მათი მხრი­დან სამ­წუ­ხა­რო და მცდარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად, ამას არ დავ­მა­ლავ.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლი­ყო გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ დროს, რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, მხო­ლოდ ამ პარ­ტი­ის­თვის კი არა, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის.

რა თქმა უნდა, პა­ტი­ვი უნდა ვცეთ მათ მო­საზ­რე­ბას, მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა ვუ­თხრა მათ ერ­თად გავ­ლი­ლი გზის­თვის, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მო­მა­ვალ გზა­ში, თუ ეს გზა ემ­თხვე­ვა ჩვენს ინ­ტე­რებს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს“,-აცხა­დებს ბო­კე­რია.

ცნო­ბის­თვის, დღეს და­ვით ბაქ­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას და პარ­ტი­ას ტო­ვებს. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­უ­ლი პა­უ­ზა აიღო, თუმ­ცა „პო­ლი­ტი­კურ და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ბრძო­ლა­ში“ რჩე­ბა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ტო­ვა ასე­ვე კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, გიგი უგუ­ლა­ვამ. ამას­თან, პარ­ტია და­ტო­ვა პო­ლი­ტი­კოს­მა ლე­ვან თარ­ხნიშ­ვილ­მა, გივი თარ­გა­მა­ძემ და გოკა გა­ბაშ­ვილ­მაც. ცოტა უფრო ადრე, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­ტო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
3

იმიტომ,რომ ალბათ ვერ გაუძლეს შენი და შენი მეუღლის ერთპიროვნულობას,უგულავა გასაგებია სადაც წავა ალბათ მიშას ფრთის ქვეშ,მაგრამ ბაქრაძე უფრო ჭკვიანი მგონია,დანარჩენი ჩამოთვლილები სადაც უნდა იქ იყვნენ აზრი არ აქვს.

w
0

ვინ დარჩა??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად“,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება რთულ დროს მიიღეს.

"სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.

ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“,-აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება.

"ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ამასთან, პარტია დატოვა პოლიტიკოსმა ლევან თარხნიშვილმა, გივი თარგამაძემ და გოკა გაბაშვილმაც. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს