მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი
"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი

ვფიქ­რობ, რომ ნიკა მე­ლი­ას სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე დიდ­წი­ლად ჰყავს ჩა­ჩო­ჩე­ბუ­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, მე­ლია, რომ დღეს ცი­ხე­შია ეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შიც არის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი მო­საზ­რე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ა­ში, რო­გორც დო­მი­ნანტს აღარ უყუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ნიკა მე­ლი­ას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ.

"მე არ მგო­ნია, რომ მე­ლია ასე უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს ისე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემორ­ჩი­ლე­ბა უსი­ტყვოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ბევ­რად უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ვფიქ­რობ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნო­პო­ლია დარ­ღვე­უ­ლია. არც იმას ვფიქ­რობ, რომ იქ, მცი­რე პარ­ტი­ე­ბი რომ არი­ან, ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჭკუ­ა­ზე და­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ნიკა მე­ლი­ას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში ითა­მა­შოს.

"ვფიქ­რობ, რომ მას ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ის ცი­ხი­დან გა­მო­ვა, ამას თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხავთ. მი­თუ­მე­ტეს, ის მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. რო­გორც ჩანს, ის ხვდე­ბა რას ნიშ­ნავს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უარს აცხა­დებს მე­ო­რე ფლანგზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დო­მი­ნი­რე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, რომ მას სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე დიდ­წი­ლად ჰყავს ჩა­ჩო­ჩე­ბუ­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, მე­ლია რომ დღეს ცი­ხე­შია ეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შიც არის. მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და ჩემ­თვის მისი ეს ნა­ბი­ჯი გა­სა­გე­ბია. სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­შია. ის ცი­ხე­ში ზის იმი­ტომ, რომ ეს მან­კი­ე­რი წრე, რა­საც ჰქვია გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა და ამის არას­დროს არ­გა­მო­ძი­ე­ბა, რად­გან აქ ამო­ცა­ნა არის აღ­ძვრა და ამით მერე კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა - ეს ძაფი გა­დაჭ­რა მე­ლი­ამ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან მან ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

"მე ოპო­ზი­ცი­ას ახ­ლაც მო­ვუ­წო­დებ, არ უნ­დათ ეს ვაჭ­რო­ბა და რა­ღაც პი­რო­ბე­ბი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა და ა.შ. სა­ნამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის, ილუ­ზი­აა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას გა­ა­ტა­რებს. რამ­დე­ნი­მე წელი იბ­რძო­ლეს იმი­სათ­ვის, რომ ჩა­ე­ბე­ტო­ნე­ბი­ნათ ეს მუ­რუ­სი­ძე. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ზეც არ უნდა მო­ა­წე­როს ხელი, გა­და­აგ­დე­ბენ. ამი­ტომ, არ გინ­დათ ვაჭ­რო­ბა რა­ღაც თე­მებ­ზე და უპი­რო­ბოდ შე­დით პარ­ლა­მენ­ტში“, - აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
8

შენ რომ ბიძინა ხელისუფლებაში მოგყავდა, მაშინ შეამჩნიე ოცნების ხალხის უსიტყვო მორჩილება?

!
93

ამაში მართალია ხუხაშვილი – უტიფრობა, თავხედობა და ხულიგნის მონაცემები არ აკლია მელაკუდას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი

"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი

ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას სააკაშვილი უკვე დიდწილად ჰყავს ჩაჩოჩებული. მეტსაც გეტყვით, მელია, რომ დღეს ციხეშია ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის, სააკაშვილის ინტერესებშიც არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში, როგორც დომინანტს აღარ უყურებს, განსაკუთრებით ნიკა მელიას გამოჩენის შემდეგ.

"მე არ მგონია, რომ მელია ასე უსიტყვოდ ემორჩილება სააკაშვილს ისე, როგორც "ქართული ოცნება“ ემორჩილება უსიტყვოდ ბიძინა ივანიშვილს. „ქართულ ოცნებაში“ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მონოპოლია დარღვეულია. არც იმას ვფიქრობ, რომ იქ, მცირე პარტიები რომ არიან, ისინი სააკაშვილის ჭკუაზე დადიან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელიას აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური თამაში ითამაშოს.

"ვფიქრობ, რომ მას ეს პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, როდესაც ის ციხიდან გამოვა, ამას თვალნათლივ დავინახავთ. მითუმეტეს, ის მუდმივად საუბრობს კოალიციურ ხელისუფლებაზე. როგორც ჩანს, ის ხვდება რას ნიშნავს ორპოლუსიანობა და ნებაყოფლობით უარს აცხადებს მეორე ფლანგზე „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებაზე. ვფიქრობ, რომ მას სააკაშვილი უკვე დიდწილად ჰყავს ჩაჩოჩებული. მეტსაც გეტყვით, მელია რომ დღეს ციხეშია ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის, სააკაშვილის ინტერესებშიც არის. მისი ციხეში ყოფნა აბსოლუტურად სწორად მოტივირებულია და ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი გასაგებია. სააკაშვილი აქ არაფერ შუაშია. ის ციხეში ზის იმიტომ, რომ ეს მანკიერი წრე, რასაც ჰქვია გადატრიალების საქმეების აღძვრა და ამის არასდროს არგამოძიება, რადგან აქ ამოცანა არის აღძვრა და ამით მერე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა - ეს ძაფი გადაჭრა მელიამ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან მან ოპოზიციის პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

"მე ოპოზიციას ახლაც მოვუწოდებ, არ უნდათ ეს ვაჭრობა და რაღაც პირობები, მართლმსაჯულების რეფორმა და ა.შ. სანამ ეს ხელისუფლება არის, ილუზიაა, რომ მართლმსაჯულების რეფორმას გაატარებს. რამდენიმე წელი იბრძოლეს იმისათვის, რომ ჩაებეტონებინათ ეს მურუსიძე. შესაბამისად, რაზეც არ უნდა მოაწეროს ხელი, გადააგდებენ. ამიტომ, არ გინდათ ვაჭრობა რაღაც თემებზე და უპირობოდ შედით პარლამენტში“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"

"გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი - არ არის პრობლემა" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"