კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი
მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი

60 თეთ­რი პი­კა­პი მთავ­რო­ბას შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნია „ჯი-თი მო­ტორ­სმა“ მი­ა­წო­დოს.

სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი (პი­კა­პი) ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით 2 აპ­რილს გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა უკვე დას­რულ­და. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5,893 მლნ ლა­რია.

რო­გორც შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, ტენ­დერ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი კომ­პა­ნი­ამ „ჯი-თი მო­ტორს-მა“ წა­რად­გი­ნა. მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა 5,864 მლნ ლარს შე­ად­გენს. იმის გამო, რომ ტენ­დე­რი და­ფა­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე ჩანს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, თუ რამ­დე­ნი პრე­ტენ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა­ში. შერ­ჩე­ვა-შე­ფა­სე­ბის ეტაპ­ზე მომ­დევ­ნო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სის წი­ნა­და­დე­ბის მქო­ნე პრე­ტენ­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია ხდე­ბა სა­ჯა­რო წინა პრე­ტენ­დენ­ტის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბა 2021 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უნდა იყოს ახა­ლი, არა­უ­ად­რეს 2020 წლის გა­მოშ­ვე­ბის, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ­მყო­ფი (გარ­ბე­ნი არა­უ­მე­ტეს 200კმ), ნივ­თობ­რი­ვად და უფ­ლებ­რი­ვად უნაკ­ლო და გან­ბა­ჟე­ბუ­ლი. ამას­თან, მიმ­წო­დე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შემ­სყიდ­ველ­ზე გა­და­ფორ­მე­ბა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნდა იყოს თეთ­რი ფე­რის.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკან გაწ­ვე­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა სა­წარ­მოო დე­ფექ­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკან გაწ­ვე­ვის მიზ­ნით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ჯი თი მო­ტორ­სი“ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მან შე­მო­იყ­ვა­ნა დე­და­ქა­ლაქ­ში ლურ­ჯი ავ­ტო­ბუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი და ასე­ვე ლურ­ჯი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბიც.

ვინ ფლობს კომ­პა­ნი­ის 100%-იან წილს? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი

მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი

60 თეთრი პიკაპი მთავრობას შესაძლოა, კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ მიაწოდოს.

სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 2 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5,893 მლნ ლარია.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „ჯი-თი მოტორს-მა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 5,864 მლნ ლარს შეადგენს. იმის გამო, რომ ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში. შერჩევა-შეფასების ეტაპზე მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია ხდება საჯარო წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში.

ცნობისათვის, სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ „ჯი თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე ლურჯი მიკროავტობუსებიც.

ვინ ფლობს კომპანიის 100%-იან წილს? წაიკითხეთ სრულად

"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?

წყალი ისევ 18 საათით შეწყდება - რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება